რუსთავის "ხარებმა" სამკვირიანი შესვენება კარგად გამოიყენა და დიდი 10-ის განვლილ ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ჩემპიონატში გამარჯვებით დაბრუნდა

© ანი რეხიაშვილი

რუსთავის "ხარებმა" სამკვირიანი შესვენება კარგად გამოიყენა და დიდი 10-ის განვლილ ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ჩემპიონატში გამარჯვებით დაბრუნდა.

თბილისის "არმია" "ხარებს" ავჭალაში დაუხვდა და მხოლოდ ერთხელ, მცირე ხნით მოახერხა დაწინაურება. სტუმრებმა მეტოქეს ხელდახელ თამაშში აჯობეს, დასკვნით 10 წუთში ორი ლელო გაუტანეს და 28:16 იმარჯვეს.

ხარებმა" ანგარიში მე-4 წუთზე, ვაჟა ხუციშვილის ჯარიმით გახსნა. "არმიამ" პასუხის გაცემა ლელოთი ისურვა და მისი მცდელობები მე-13 წუთზე 5 ქულით დასრულდა: კარგად აგორებული მოლი მიხეილ მასხარაშვილმა დაასრულა. რუსთაველებმა თავისი პირველი ლელო ტაიმის შუაში გაიტანეს, შერკინების შემდეგ ბურთი ხაზზე გაშალეს და ბექა ბებიაშვილის ლელო ხუციშვილმა გარდასახა. შესვენებამდე შავლეგ მახარაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა, მათ შორის ორი ზუსტი დარტყმა ხუციშვილმა შეასრულა და ტაიმი "ხარებმა" 16:11 მოიგო.

შესვენების შემდეგ დიდხანს ანგარიში აღარ შეცვლილა, 59-ე წუთზე კი არმიელთა მოლი ლელოთი ლევან ჭავჭავაძემ დაასრულა და წონასწორობა აღადგინა. მახარაშვილს ეს გარდასახვაც გაუცუდდა. რუსთაველები წინ 71-ე წუთზე გაიჭრნენ, ამჯერად მათ დერეფნის შემდეგ გაშალეს შეტევა და ბურთი ლელოში გიორგი ნათელაშვილმა დაამიწა. "არმია" იერიშზე გადავიდა და 2 წუთში კონტრშეტევა მიიღო, რომელიც ხუციშვილმა თავისი ნახევრიდან დაიწყო, უჩა მჭედლიშვილმა ბურთი ფეხით შეაცურა და ნიკა ბერძულმა ლელო ძელებს უკან გაიტანა, ხოლო ხუციშვილმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 28:16 "ხარების" სასარგებლოდ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა