ამ თამაშით მიხვდებოდით, რა აკლია ქართულ ფეხბურთს
ამ თამაშით მიხვდებოდით, რა აკლია ქართულ ფეხბურთს. განა შეიძლება მეტოქე გუნდები გასავარდნ ზონაში იყვნენ და მათ დაპირისპირებაში მთელმა ტაიმმა ისე ჩაიაროს, მოთამაშეებს განსაკუთრებული გულით თამაში, თავდადება, სპორტული და ბრძოლის ჟინი არ ეტყობოდეთ?!

შეიძლება ეს მიმდინარე სეზონის ყველაზე ცუდი მატჩიც იყო, სადაც არც გაუტანიათ და მხოლოდ ორიოდე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი კი ეფექტური ფინტი და სადავო ეპიზოდი გახდა.

იყო კურიოზიც: რომან ჩაჩუამ ვერ გაიგო, მოედნიდან უნდა გასულიყო თუ არა, რომან პომაზანმა კი - როდის შეეცვალა ჩაჩუა და ამ გაურკვევლობაში 2 წუთი გავიდა.

ერთი საინტერესო მოთამაშეა ქობულეთელთა რიგებში - ჩინელი ჰან ტიანლინი, რომელიც ვერცხლისწყალივით მოძრავი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალობა, ანუ ეს ფეხბურთელი, გაცილებით მკაცრი სანახავი გამოდგა. ტურიდან ტურამდე ვუყურებთ და გაუგებარია, რა სარგებლობა მოაქვს მას "შუქურასთვის"?

ამ შეხვედრის აღწერას აზრი არ აქვს. მხოლოდ ერთს ვიტყვით - პირველი 45 წუთი ფიზკულტურელთა გართობას უფრო ჰგავდა, სადაც დარბოდნენ, მაგრამ ფეხბურთი არ უთამაშიათ. მეორე ტაიმში ცოტა ინამუსეს და გაიხსენეს, რა სახეობას მისდევენ, მაგრამ მთლიანობაში, ასეთი პრინციპული და მნიშვნელოვანი შეხვედრისგან გულშემატკივარი და თითოეული ჩვენგანი გაცილებით მეტს ველოდით.

ბათუმის "დინამო" 33 ქულით ისევ მე-8 ადგილზეა, კონკურენტ გორის "დილას" უკვე 4 ქულით ჩამორჩა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის გადათამაშებაში მონაწილეობას უახლოვდება.

ამ ქულით "შუქურამ" უფრო ისარგებლა - ქობულეთელები ისევ ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ უშუალო კონკურენტ "კოლხეთთან" ჩამორჩენა უკვე 3 ქულამდე შეამცირეს და გადათამაშებაში მონაწილეობის შანსი გაუჩნდათ.

მატჩის სტენოგრამა

45" - კარში შორიდან თემურ შონიამ დაარტყა და მიზანს ააცილა.

45" - ელგუჯა გრიგალაშვილის შორეულ დარტყმას რომან ჩაჩუა გადაეფარა და კარისკენ არ წავიდა.

52" - ანზორ სუხიაშვილი საჯარიმოში შეიჭრა, გიორგი კახელიშვილს გასცდა და მასთან ბრძოლისას საჯარიმოში წაიქცა. ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა არ დანიშნა. ეს ამ შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და ემოციური მომენტი იყო.

60" - ჯარიმა სანდრო გურულმა შეასრულა და ანატოლი ტიმოფეევმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამასაც არა უშავდა.

66" - კუთხური გრიგალაშვილმა შეასრულა. ფარტენაძემ მცველებს დაასწრო და თავით კარში დაარტყა.

69" - თემურ ჩოგაძემ ჯარიმა შეასრულა და მეკარე გიორგი სომხიშვილმა ბურთი მუშტებით მოიგერია.

72" - ირაკლი კლიმიაშვილის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთმა ძელს ჩაუქროლა. ბათუმელები გადარჩნენ.

81" - ჩოგაძის ძლიერი დარტყმა მიზანს ასცდა. თამაში ამ ბიჭმა ოდნავ მაინც გამოაცოცხლა.

ეროვნული ლიგა. XXXII ტური

29.10. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

შუქურა-დინამო (ბთ) 0:0

შუქურა (4-2-3-1): სომხიშვილი - ჩაჩუა (59. პომაზანი), ჩადუნელი, გოგიტიძე, დასე - ჰან ტიანლინი (59. ჟეფინიო), კლიმიაშვილი - ს. გურული, მარსელინიო, კახელიშვილი - ჩაგელიშვილი (78. შალამბერიძე).

სათადარიგოები: მელნიჩენკო, ართმელაძე, გოგილაშვილი, დაგარგულია

მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

დინამო (4-2-3-1): ტიმოფეევი - ფარტენაძე, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი - ვარშანიძე, შონია - ტვილდიანი (62. ჩოგაძე), ე. გრიგალაშვილი, კვასოვი (65. კვანტალიანი) - მარცვალაძე.

სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, გ. ქავთარაძე, თევდორაძე, არზიანი

მწვრთნელი: ასლან ბალაძე

გაფრთხილება: ჩაჩუა (57), ვარშანიძე (72), ფარტენაძე (88)

არბიტრი: ბ. ნინუა

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13

გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 13

ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12

გ. კუხიანიძე (ტორპედო) 11

XXXIII ტური

4 ნოემბერი, შაბათი

კოლხეთი-დილა

ლოკომოტივი-შუქურა

5 ნოემბერი, კვირა

დინამო (თბ)-დინამო (ბთ)

საბურთალო-ჩიხურა

ტორპედო-სამტრედია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaisi
batumelebo amoiget xma ras uyurebt?chven tu visoli gavagdet tqven rais geshiniat?ise dzvelat batums magari fanebi yavdat gvichxubia kidec artmanetshi da ukan ardauxeviat arasdros.exla kide samtrediis fanrbi ro gagbertyaven cemashi iset fanebi metis girsic ararian:)
mamuka
წადით სანამ გაგიგდეთ ფეხებ ქვეშ ,
vato
გაურკვეველი სიატიაცია იყო ბათუმს უნდა მიეცა თამაში მაგრამ აუკრდძალეს )))))))) და თვითონაც ვერ გაიგეს ვის რა უნდოდა ))))
gia
ინდოეთის ჩემპიონატი გეგონებოდა.თამაშის შემდეგ ფეხბურთელები ისე გაცინებული ეხვევოდნენ გეგონებოდა ორივე გუნდი ევროპა ლიგაზე გავიდნენ.ბათუმა თავისი უჭკუობით ბოლნისი გაიჩალიჩა;
მოსე დოლიძე
ბათუმის დინამოში წლების განმავლობაში ჰყავდა რეჟიმის დამრღვევი ფეხბურთელები(ყველანაერად), მაგრამ გულშემატკივრებს არასდროს არ გაუკიცხავთ,ეს იმას არ ნიშნავს რომ მოსწონდათ, გამოდიოდნენ მინდორზე და თავდაუზოგავად იბრძოდნენ, დიახ ი ბ რ ძ ო დ ნ ე ნ. მე ფეხბურთელებს არ ვლანძღავ, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ სელექციისთვის დინამოში დასასჯელი კი არა, ამოამთხევიო უნდა არამიზნობრივად შეჭმული საბიუჯეტო თანხები, ამდენი საშტატო არასაჭირო ერთეული 4-5 კლუბს ერთად არ ეყოლება, დაპატიჟეთ თქვენი ჯიბის ფულით, მასე სადაა, ნინიას ბაღია თუ საქულას დუქანი. ფული უნდა გეკუთვნოდეს.
kluivert
მსგავსი ამაზრზენი თამაში წელს ჩვენს ლიგაში არ მინახავს,არცერთს მოგებაზე არ გაუწევია,ესეთი გუნდების ადგილი უმაღლეს ლიგაში არაა,განსაკუთრებით ბათუმისგან მიკვირს,უსუსტეს სეზონს ატარებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა