ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური: პსჟ და "ბაიერნი“ პლეი-ოფში გავიდნენ
31 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის პირველ სათამაშო დღეს მეტად საინტერესო მატჩები ჩატარდა. მივყვეთ ჯგუფების მიხედვით.

A ჯგუფში "ბაზელი“ სახლში 1:2 დამარცხდა მოსკოვის ცსკა-სთან. არადა, გამარჯვების შემთხვევაში შვეიცარიელებს შეეძლოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგათ პლეი-ოფისაკენ. არმიელთა გოლკიპერმა იგორ აკინფეევმა თავისი ანტირეკორდი გააუმჯობესა - ტურნირის მიჯრით 43-ე შეხვედრაში გაუშვა გოლი.

"მანჩესტერმა“ შინ 2:0 სძლია ლისაბონის "ბენფიკას“. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მე-15 წუთზე სტუმართა კარში ცოტა არ იყოს საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა და 18 წლის მილე სვილარმა არ დაანება გოლის გატანა ენტონი მარსიალს, რომელსაც აქამდე კარიერაში ოთხივე პენალტი ქონდა რეალიზებული. მერე ნემანია მატიჩის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, რიკოშეტით სვილარს და "მანიუ“ ავტოგოლით დაწინაურდა, ხოლო 78-ე წუთზე არბიტრმა კიდე ერთი პენალტი დაუდო მანკუნიანელებს, მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ მიუთითა რომ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი დელი ბლინდს უნდა შეესრულებინა და ამჯერად ლისაბონელთა კიპერი უძლური აღმოჩნდა.

მოკლედ, "მანჩესტერს“ 12 ქულა აქვს, "ბაზელსა“ და ცსკა-ს 6-6, ხოლო "ბენფიკას“ 0 და ჩარჩა ჯგუფში.

B ჯგუფში მიუნხენის "ბაიერნმა“ ტრავმირებული რობერტ ლევანდოვსკის გარეშე მოახერხა გლაზგოში "სელტიკის“ დამარცხება 2:1. მეორე გოლის გატანისას ბავარიელთა ესპანელ ლეგიონერს ხავი მარტინესს საჰაერო ორთაბრძოლაში წარბი გაუსკდა და სისხლი წასკდა, მაგრამ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ბოლომდე დარჩა მოედანზე.

პსჟ-მ "პარკ დე პრენსზე“ ბრიუსელის "ანდერლეხტი“ გააბითურა (5:0). ჰეთ-ტრიკი შეასრულა პარიზელთა მცველმა ლევინ კურზავამ. 1993 წლის შემდეგ, აქამდე ამ ტურნირზე, ერთ თამაშში მეტოქის კარის სამჯერ დალაშქვრა, ვერცერთ უკანახაზელს ვერ მოუხერხებია. "პარი სენ ჟერმენი" ლიგაზე პირველი გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის 4 ტურში 17 გოლის გატანა შეძლო.

ერთი სიტყვით, "პარი სენ ჟერმენმა“ 12 ქულა მოაგროვა, "რეკორდმაისტერმა“ 9 და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. სამქულიანი "სელტიკი“ და უქულო "ანდერლეხტი“ კი სტატისტების“ როლში დარჩნენ.

C ჯგუფში მორიგი სენსაცია მოახდინა "ყარაბაღმა“, რომელმაც ისევ ფრე (1:1) გაუგორა მადრიდის "ატლეტიკოს“, თან ლიგაზე პირველი გოლიც გაიტანა.

"რომას“ ტიფოზებმა იტალიის დედაქალაქში თამაშამდე გალახეს ლონდონის "ჩელსის“ ფანები, მერე კი რომაულმა გუნდმა აყარა "არისტოკრატებს“ შავი დღე - 3:0. დუბლი სტეფანო ელ შაარავიმ მიითვალა, თანაც მან პირველი გოლი 39-ე წამზე გაიტანა, რაც ამ ტურნირზე მისი გუნდის რეკორდია.

"რომას“ 8 ქულა აქვს, "ჩელსის“ 7, "ატლეტიკოს“ 3, "ყარაბაღს“ კი - 2.

D ჯგუფში "ბარსელონას“ ძალიან უნდოდა პირეოსში "ოლიმპიაკოსის“ ძლევა და პლეი-ოფის საგზურის ვადამდე განაღდება, მაგრამ ნულოვან ფრეს დასჯერდა. მატჩისას, როდესაც ლეო მესი კუთხურს აწოდებდა, მოედანზე ლიონელის ფანი გადავიდა, თავის კერპს აკოცა და მშვიდად დაბრუნდა ტრიბუნაზე. მისთვის ხელი არავის არ შეუშლია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად "ბარსამ“ ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში გოლი 5 წლის წინ ვერ გაიტანა.

ტურინის "იუვენტუსმა“ გონსალო იგუაინის მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლით მოახერხა ლისაბონში "სპორტინგთან“ ქულის გადარჩენა (1:1). მეასე მატჩი ჩაატარა ბიანკონერიში თავდამსხმელმა მარიო მანძუკიჩმა.

"ბარსელონას“ 10 ქულა აქვს, "იუვენტუსს“ 7, "სპორტინგს“ 4, "ოლიმპიაკოსს“ კი -1.

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა