საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 10 და 13 ნოემბერს ამხანაგურ მატჩებს კვიპროსთან და ბელორუსთან გამართავს
ფოტოზე: ფეხბურთელთა პოზიციები პირობითია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 10 და 13 ნოემბერს ამხანაგურ მატჩებს კვიპროსთან და ბელორუსთან გამართავს. უკვე ცნობილია ვლადიმირ ვაისის რჩეული ის 24 ფეხბურთელი, ვინც საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს.

- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მაგრამ არიან სიის მიღმა დარჩენილი ფეხბურთელები, რომელთაც ნაკრებში ყოფნის ამბიცია გააჩნიათ. ასევე არიან გულშემატკივრებიც, რომლებიც ვაისის შემადგენლობას იწუნებენ...

მწვრთნელის კომპეტენციაში არ ვერევით, უბრალოდ, წარმოგიდგენთ განაცხადს მიღმა დარჩენილებისგან შემდგარ "სიმბოლურ ნაკრებს" და ვსვამთ ჩვენთვის და არაერთი გულშემატკივრისთვის ლოგიკურ კითხვებს.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფეხბურთელების ნაკრებში ყოფნას აუცილებლად მოვიაზრებთ.

მეკარე

ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო"): ახალგაზრდა მეკარე ორ თვეში 22 წლის ხდება და დროა, მისთვისაც გაიხსნას ეროვნული ნაკრების კარები. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს და მწვრთნელი უნდა იცნობდეს ფეხბურთელებს, რომლებიც მომავალში გახდებიან მისი დასაყრდენები. ლაზარე ეროვნულ ლიგაში გამოსარჩევი მეკარეა და "საბურთალოს" მე-4 ადგილში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის.

კუპატაძე 21-წლამდელებში გამოიძახეს, მაგრამ ალბათ, დროა, ახალგაზრდულ ნაკრებში სხვასაც მიეცეს შანსი.

მცველები

გიორგი ქიმაძე (ქუთაისის "ტორპედო"): საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. ქუთაისელი ქომაგი იმედოვნებდა, რომ "ტორპედოს" მცველს ამ მატჩში მაინც მიეცემოდა თავის გამოჩენის საშუალება.

გიორგი ქიმაძე ერთ-ერთი საუკეთესოა "ტორპედოში". იმის მიუხედავად, იგებს თუ აგებს გუნდი, ყოველთვის გამოსარჩევია. ნაკრებში პრობლემას წარმოადგენს ფლანგის მცველი, რომელიც სათადარიგოთა შემადგენლობაში გვეყოლება და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ. გიორგი ქიმაძე მხოლოდ ერთხელ იყო გამოძახებული იორდანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც 11 წუთი ითამაშა.

ლაშა თოთაძე (თბილისის "დინამო"): წარმოიდგინეთ, მატჩის მეორე ნახევარია და საქართველოს ნაკრებმა უნდა დაარტყას ჯარიმა. მოედანზე არც ჯანო ანანიძეა, არც თორნიკე ოქრიაშვილი და რომელი ფეხბურთელი დაარტყამს ზუსტად კარისკენ?

ამ დროს შეიძლება თოთაძე შემოეყვანათ საქართველოს ნაკრებში და მასაც გამოეჩინა თავი, საჯარიმო დარტყმა კი გოლადაც ექცია. თბილისური კლუბის მცველი ბოლო პერიოდში გუნდს ფორვარდად მოევლინა, რომელსაც ძირითადად, ჯარიმებიდან გააქვს.

გიორგი მჭედლიშვილი ("სამტრედია"): საქართველოს ნაკრებში შეიძლება მოვიაზროთ იმერელთა მცველი, რომელიც კარგად თამაშობს მარჯვენა ფლანგზე. რა თქმა უნდა, სათადარიგო შემადგენლობაში და დაკვირვების მიზნით.

ნახევარმცველები

ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავის "სპარტაკი"): ქართველი ნახევარმცველი სლოვაკეთის საუკეთესო გუნდში თამაშობს და ერთ-ერთი გამორჩეულიცაა. ბოლო სამი მატჩიდან სამივეში მოახერხა თავის გამოჩენა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ჭანტურიშვილმა საქართველოს ნაკრებში ერთადერთხელ, სლოვაკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ითამაშა 45 წუთი.

აკაკი გოგია ("უნიონ ბერლინი"): კვლავ აქტუალურია ეროვნულ ნაკრებში აკაკი გოგიას გამოძახების თემა, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს. გოგიამ ბოლო სამ თამაშში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ბერლინური გუნდი მე-4 ადგილზეა და პირველადგილოსანთან 7 ქულა აშორებს.

ავთო ებრალიძე ("აკადემიკო ვისეუ"): საქართველოს ნაკრებში ყაზახეთის ჩემპიონატიდანაც კი იძახებს მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს. "აკადემიკო ვისეუ" კი პორტუგალიის მეორე ლიგაშია და მომავალ სეზონში, დიდი ალბათობით, პორტუგალიის პრიმერაშიც ითამაშებს.

ავთოს ამ სეზონში ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული და ორი გოლი გატანილი. საქართველოს ნაკრებში კი სამჯერ აქვს ნათამაშები.

გუგა ფალავანდიშვილი (ქუთაისის "ტორპედო"): თუ გადავხედავთ საქართველოს ნაკრების საყრდენ ნახევარმცველებს, ასეთ შედეგს მივიღებთ: ჯაბა კანკავა უგუნდოდაა, ვაკო გვილიას "ბატეში" არ ათამაშებენ, გიორგი აბურჯანია "სევილიის" მეორე გუნდში შეცვლაზე შეჰყავთ და ნიკა კვეკვესკირი ბოლო ორი თამაშია, რაც მოხვდა "ტობოლის" ძირითად შემადგენლობაში.

ნამდვილად შესაძლებელი იყო, შანსი მისცემოდა ქუთაისელთა პერსპექტიულ ნახევარმცველს, რომელიც ფორმაშია და ქუთაისელთა შეუცვლელი წევრია.

თავდასხმა

ბაჩანა არაბული ("ბალმაზივაროში"): ქართველი ფორვარდი უნგრეთში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ გუნდში თამაშობს და მიუხედავად ამისა, ახერხებს საკუთარი თავის წარმოჩენას. არაბულს ხუთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული ამ სეზონში.

ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა"): მეოთხეჯერ გახდა ესტონეთის ჩემპიონი და ეს ჩემპიონატი საქართველოს ეროვნულ ლიგას 3 პოზიციით უსწრებს უეფას ასოციაციების რეიტინგში. ზაქარიას მიმართ ინტერესს ესტონეთის ნაკრებიც იჩენს, რომელიც ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრებს 27 პოზიციით უსწრებს და ბოლოს ესტონეთთან შეხვედრისას 3:0 დავმარცხდით.

ბეგლარიშვილს ამ სეზონში 18 გოლი და 24 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ერთი შანსის მიცემა ურიგო საქციელი არ იქნებოდა.

მათე ვაწაძე ("სილკებორგი"): ვაწაძე გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, მაგრამ ამით ვერ ნახავს მის შესაძლებლობებს ვლადიმირ ვაისი. არადა, თავდასხმის ხაზში თითქმის ყოველთვის პრობლემა გვაქვს და გვიჭირს შეტევების შედეგიანად დასრულება. ვაწაძე კი ყოველთვის საჭირო ადგილზეა და იცის, როგორ გაიტანოს კარში ბურთი.

ორი თვეა, რაც მათე დაუბრუნდა მოედანს, ხუთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა მის ანგარიშზე.

bbj
კაჭარავა დღეს ნომერ პირველია. თავდამსხმელები საბედნიეროდ მოგვიმრავლდა და კაჭასთვის მეწყვილის პოვნა არ უნდა გაგვიჭირდეს. აუცილებლად 2 თავდამსხმელით უნდა ვითამაშოდ, გვაქვს ამის რესურსი, ოღონდ მეორეა შესარჩევი. ქიმაძე დაცვის მარცხენა ფლანგელია და სტაბილურია. იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნაკრებში, რადგან მარცხენა ფლანგზე გვიჭირს. აი აქ უნდა გამოიცადოს პირველ რიგში ფეხბურთელები.
სულ2
ბეგლარიშვილი წავიდეს თუ აქვს შანსი ესტონეთის ნაკრებში. ესტონელებსაც გამოადგება და მისთვისაც ჯობია რა უნდა ჩვენს დაქცეულ ნაკრებში
თემო
გამოძახილები ხომ " გლიჯავენ", და ესენი რას იზამენ.ამ ბაჩანას დიდი წარმოდგენაა აქვს, ისევე როგორც ჩვენ ვაი " ფეხბურთელებს", თავის თავზე. თამაშობს თითქმის ისეთივე დონის ჩემპიონატში რაც ჩვენთან არის და თავი არაფრით არ გამოუჩენია.
avtors
თოთაძის ჯარიმის გამო შემოყვანაზე უფრო დიდი სისულელე არ გამიგია ))) მაგარი წარმოდგენის უნარი აქვს ავტორს )))) რაც შეეხება კვეკვესკირს ერთადერთია ვისაც პრაქტიკა აქვს საყრდენ ზონაში. რაც გუნდში გადავიდა მხოლოდ 3 თამაში გამოტოვა ისიც ტრავმის გამო სამივე და თუ უფრო დაინტერესდებით ქართველი ფეხბურთელების ბედით კარგი იქნება და უფრო პროფესიონალურად მოეკიდეთ თქვენს საქმეს
gela
ატამაშეთ ეს ორი ნაკრები ერთმანეთს და მაშინ გამოჩნდება ვის რა შეუძლია
qomagi
ambrosi chachua, ochigava, mikheil mesxi, mekare maxaradze,farzvania, nikoloz kifiani, giorgi melkadze, akaki gogia romlebsaz kartuli pasportebi ar aakvt, da kidev ar gamozaxebuli sxirtladze, ebralidze, chanturia, eg bichebi rom sheekribat dartmunebuli var dgevandel nakrebs visaz uzaxeben mougebdnen didi upiratesobit!!!
iura
ვაწაძე უნდა ყოფილიყო მაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა და არცერთი მწვრთნელი არ ენდობაა ))) კიდევ კარგი კაჭარავა გამოიძახეს და იმედია ქვილითაზე მეტ დროს დაუთმობენ ...
vaso
ყოველ შემთხვევაში ებრალიძე და ჭანტურიშვილი ამ ამხანაგურებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ჰუფნაგელს და ბარეორსაც სჯობიან, ვერ გავიგე რაპრინციპით იძახებენ ფეხბურთელებს
roma
ბეგლარიშვილი რომ ჯობია არველაძეს მაგას დავა არ უნდა და ბეგლარიშვილი უნდა გამოეძახებინ არველაძე კი ახალგაზრდულში უნდა ყოფილიყო.

კარგი რა 20 წელია ნაკრებს თქვენს ქალაქში არ უთამაშია და მადლობის მაგივრად კიდე აქეთ პირობებს აყენებთ, ეგრეც არ შეიძლება რა. მწვრთნელმა ეგრე გადაწყვიტა და მორჩა. პ.ს. ჩემპიონატში მაგრად მოთამაშე ფეხბურთელები ევროპის თუნდაც უსუსტეს გუნდებთან რასაც აკეთებენ კი დავინახეთ ამ აფხულს კიდევ ერთხელ -_-
bajo
ეს ის კუპატადზეა რომელმაც 2 ტამასჰი 8 გოლი რო გაუსჰვა.ოოოოო ეს უნდა გამოვიზახოტ
გოგი ქუთაისელი
90 პროცენტი ქომაგი სტადიონზე არ მოვა. მე პირადათ არც ტელევიზორს ჩავრთავ.ვაისმა ყველას გული ატკინა რომ ქიმაძე არ შეიყვანა ნაკრებში ერთი დღით.ქუთაისლების სრული იგნორირება!
euhh
qartuli pexburtis bedi tu gagelvebt amastan dakavshirebit mogewyot marshelebs aqcia sruli ganukitxaoba da utamashebeli pexburtelebit romaa nakrebi savse.amxanagurebshi xomunda gamoscado pexburtelebi.((((
Irakli Apkhaidze
ბეგლარიშვილი გამოიძახეს ესტონეთთან და წესით თუ რამე იქ უნდა ეთამაშა, მეტოქეც არ იყო ძლიერი და თან იქაურ გარემოს და ფეხბურთს იცნობდა...
BIBI
ჯერ საქართველოს ნაკრების ძირიდი შემადგენლობა ხო სენსაციას სენსაციაზე ახდენს და ეხლა მის გარეთ მოხვედრილები ხო მსოფლიოს გააოცებდნენ რომ გამოეძახად :((
ggg
ყველაზე მეტად ბეგლარიშვილი იმსახურებს. კაცი ყველანაირად მზადაა ითამაშოს. ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირია და მეტი რა უშლის ხელს? ურიგო კი არა, მისი მიწვევა აუცილებელიცაა. გოგიას შემთხვევაში რთულადაა მგონი საქმე. რამდენადაც ვიცი, მას გერმანული პასპორტი აქვს. ამ ქვეყანაში ორმაგი მოქალაქეობა დაუშვებელია- თუ ქართული პასპორტი მიიღო, გერმანულს დაკარგავს.
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ანორთოსისი" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
ოფიციალურად: ლაზარე კუპატაძე "გონიოს" ფეხბურთელია
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა
ლაზარე კუპატაძე შესაძლოა, ეროვნული ლიგის კიდევ ერთ გუნდში გადავიდეს
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში გაიმარჯვა
გიორგი მჭედლიშვილი კარიერას "ვენტსპილსში" გააგრძელებს
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
უგოლო შაბათი ქართველი ლეგიონერებისთვის
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
გიორგი მჭედლიშვილმა ხორვატიული "გორიცა" დატოვა
ბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა
კახა ჩხეტიანი: მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ველოდი
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია
გიორგი მჭედლიშვილი: მჯერა, "სამტრედია" გულშემატკივარს კიდევ ბევრჯერ გაახარებს
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა
ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]
ქართველი შემტევი ბუნდესლიგიდან შვეიცარიაში წავიდა
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
"მივდივარ ვარჯიშზე და გეგუჩაძე მეუბნება..." - ლაზარე კუპატაძემ ბათუმის "დინამოდან" წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა
ქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]
ოფიციალურად - "ჯვაროსნების" ყოფილი მოთამაშე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს [PHOTO]
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია
იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]
მისი არყოფნა გუნდს ეტყობოდა - კვიპროსული მედია ქართველ შემტევზე
ალექსანდრე იაშვილი: თუ კანონი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ...
ბათუმის "დინამო" სასტარტო მეკარის გარეშე დარჩა - კუპატაძე და "სლოვანი" ისევ აქტუალურია?
ზაქარია ბეგლარიშვილმა ფინეთში გუნდი გამოიცვალა
ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა
ებრალიძემ კვიპროსში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ლაზარე კუპატაძე ბათუმის "დინამოს" დატოვებას ეხმაურება
ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხეთის "ზლინში" გადავიდა
ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ჭანტურიშვილმა გაიტანა და "ფასტავ ზლინი" თასის ნახევარფინალში გავიდა
ლაზარე კუპატაძე “საბურთალოში” დაბრუნდა