ქართულ ფეხბურთს მხოლოდ შოკური თერაპია უშველის
წერილი: ქართულ ფეხბურთს მხოლოდ შოკური თერაპია უშველის

სანამ ძირითად სათქმელზე მოგახსენებდეთ, ორიოდ სიტყვით ერთ თემას მინდა შევეხო. კერძოდ, ჩვენს პორტალზე 25 ოქტომბერს გადმოვთარგმნეთ მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების 23 წლის მცველის გიორგი ჯიქიას (Георгий Тамазович Джикия) მიერ Российская Газета-სთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდი, სადაც ფეხბურთელი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ფიქრობდა, მაგრამ პლუს-მინუსები აწონ-დაწონა, რუსეთის ეროვნული გუნდი აირჩია, არაფერს არ ნანობს, მთავარია ოჯახმა მხარი დაუჭირა, დანარჩენი არ აინტერესებს, მეგრელია, არის ასეთი ხალხი საქართველოში, რომელთაც თავიანთი ენა აქვთ და მეგრული საერთოდ არ გავს ქართულ ენას...

ამ გაუნათლებელმა სუბიექტმა არ იცის, რომ მეგრული ქართველური ენაა, წირვა-ლოცვა სამეგრელოში მუდამ ქართულად სრულდებოდა და სრულდება და საერთოდ, სამშობლოსა და ეროვნულ გუნდს პლუს-მინუსებით არ ირჩევენ.

მართალი გითხრათ, არ მეგონა ეს ამხელა აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა და არც იმას დავმალავ, რომ მკითხველთა რეაქციამ გამახარა. თანაც, ძალიან, რადგან ნათლად დავინახე თუ როგორ უყვარს ჩვენს ახალგაზრდა თაობას სამშობლო, რაშიც ეჭვი არც არასოდეს მეპარებოდა და ეს ახალგაზრდობა აშკარად უკეთესს იმსახურებს.

ზოგიერთები ამბობენ, სპორტთან პოლიტიკა რა შუაშიაო და მინდა ვუპასუხო, რომ სამწუხაროდ, არის და თანაც, შუაში კი არა თითქმის თავშია. თუ თავს არ შეგაწყენთ, ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც შესაძლოა ახალგაზრდებმა არ იცოდენ. იყო ასეთი პიროვნება, ისააკ ჟვანია, ზუგდიდის პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი გახლდათ, ორგანიზაცია "მაფალუ" ჩამოაყალიბა და სამეგრელოს ავტონომია მოითხოვა. ჰოდა, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მაშინდელმა პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ მემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 1937 წელს დაახვრეტინა.

ბერია ფეხბურთის დიდი მოყვარული გახლდათ და მისი თაოსნობით 1932 წელს აშენდა თბილისის "დინამოს" 25-ათასიანი სტადიონი (არქიტექტორი არჩილ ქურდიანი), რომელიც როგორც ნაგებობა მიჩნეული იყო ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მშვენიერ ნიმუშად და ბერიას სახელობისა იყო.

სწორედ ლავრენტი პავლოვიჩი პატრონობდა "დინამოს" და ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად აქცია. იმ პერიოდში გუნდმა ოთხჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატზე ვერცხლის და ამდენივეჯერ ბრინჯაოს მედლები. ჩემპიონებიც გახდებოდნენ, მაგრამ მაშინ არამოსკოვურ გუნდებს ამის უფლება არ ქონდათ. გუნდი სამჯერ გავიდა თასის ფინალში. სულაც არ ვარ მისი დესპოტური მეთოდების მომხრე, მაგრამ ფაქტია, ეროვნულ საქმესაც აკეთებდა და სპორტულსაც. თუმცა, ეს ხომ ფაქტიურად ერთი და იგივეა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ავად თუ კარგად ყველა საქმეს მიხედვა სჭირდება. ედუარდ შევარდნაძის მეხოტბე არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით, მაგრამ მისი დიდი დამსახურებააცაა "დინამოს" აღორძინება და 1976-1982 წლებში მიღწეული წარმატებები. ჩვენ მაშინ "ჩვენი ბარსელონა" გვყავდა, ყოველი მატჩი ზეიმი იყო, ჰაერიც კი ფეხბურთით იყო გაჟღენთილი. მაშინ "ლივერპული" 3:0-ზე გავანადგურეთ, გუნდი, რომელიც ფაქტიურად ბრიტანეთის ნაკრები იყო (მინუს კევინ კიგანი) და რომ გაგვმართლებოდა, ჩემპიონთა თასიც უნდა მოგვეგო. "ზემოდან" ხელშეწყობის გარეშე კი ამხელა წარმატებები ვერ მიიღწეოდა.

იგივე მოხდა იმავე პერიოდში კიევის "დინამოშიც", როდესაც უკრაინულმა გუნდმა ორჯერ მოიგო თასების მფლობელთა თასი და ერთხელ სუპერთასი (ფინალში ბაიერნს 2:0 მოუგო), მისი ლიდერი ოლეგ ბლოხინი კი 1975 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. მაშინ გუნდს უკრაინის ცკ-ს პირველი მდივანი ვლადიმირ შერბიცკი პატრონოდა.

და რა ხდება ახლა ქართულ ფეხბურთში? ეროვნული ჩემპიონატის დონე უმდაბლესია, ჩვენი კლუბები ევროტურნირებზე პირველივე ეტაპზე ეთიშებიან გათამაშებას. ყველა მატჩი მძიმე საყურებელია, მაგრამ ორმა მათგანმა განსაკუთრებით გამაწბილა. "საბურთალოსა" და "კოლხეთის" შეხვედრაში (6:3) იმდენი შეცდომა დაუშვეს ფეხბურთელებმა, რომ მათი დათვლა შეუძლებელი იყო. კიდევ ქობულეთის "შუქურა"-ბათუმის "დინამომ" (0:0).

გაგიკვირდებათ და შეცდომები მოთამაშეებს თითქმის არ დაუშვიათ, რადგან ეს არ იყო თამაში, არამედ იყო თამაშის იმიტაცია. და საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატი არაა პროფესიონალ ფეხბურთელთა ტურნირი, ეს რაღაც სამოყვარულო გუნდების შეჯიბრია, რომელსაც აზრი არა აქვს, რადგან თუ ევროტურნირებზე ვერაფერს ვერ მიაღწიე, თუ ფეხბურთელი საზღვარგარეთის კარგ კლუბში არ გადავიდა, მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა-რა აზრი აქვს მის არსებობას?

ერთ მომენტზე გავამახვილებ კიდევ თქვენს ყურადღებას. მართლაც შესანიშნავად, რონალდ კუმანივით ასრულებს საჯარიმოებს თბილისის "დინამოს" მცველი ლაშა თოთაზე, მაგრამ ხომ არ შეიძლება მეკარემ 35-40 მეტრიდან დარტყმული ბურთი გაუშვას. და ეს ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა. გოლკიპერები ვერ თვლიან ბურთის ტრაექტორიას, აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან, თორემ ამხელა მანძილიდან დარტყმული ბურთი გზაში სიჩქარეს კარგავს და კარგმა კიპერმა უნდა მოიგერიოს. მოკლედ, მთავრდება ჩემპიონატი, თორემ თოთაძე უთუოდ გახდებოდა საუკეთესო ბომბარდირი, რაც მისი ამპლუიდან გამომდინარე, სრული ნონსენსი იქნებოდა.

ასაკობრივ ნაკრებებსაც შევეხოთ. ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე 21-წლამდელთა გუნდი საქართველოში მიმდინარე ტურნირზე, სადაც დიდი მხარდაჭერა ქონდა, ჯგუფში ჩარჩა და გავგიჟდით კინაღამ სიხარულით. ეს რა გუნდი გვყავს და რა მომავალი თაობა გვეზრდებაო. ტექნიკურ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშეთ, შეგვეძლო მოგვეგო კიდეც, მაგრამ როდესაც პორტუგალიაზე კლასით დაბალ, მაგრამ უფრო ორგანიზებულ ჩეხეთს შევხვდით, წარმოჩნდა ჩვენი გუნდის ნაკლოვანებები. 15-20 წუთის შემდეგ ნათელი შეიქნა, რომ აუცილებლად წავაგებდით, ვინაიდან ჩვენი გუნდი არ იყო მეტოქის დაცვის გამრღვევი, არც ისეთი ფეხბურთელი გვყავდა, რომელიც თამაშს თავის თავზე აიღებდა და მატჩის ბედს გადაწყვეტდა. ახალგაზრდა ფეხბურთელების წრეგადასული ქება კი ავანსის გაცემაზე უფრო მათთვის დათვური სამსახურის გაწევაა. ამის დადასტურება შემდეგი მატჩების წაგებები გახლდათ, მითუმეტეს ფარერებთან.

ჩვენი ლეგიონერები სუსტ გუნდებში თამაშობენ, ზოგიერთები იქაც ვერ ხვდებიან ძირითად შემადგენლობაში. ისეთ ჩემპიონატებზე გამოდიან ზოგიერთები, საქართველოს პირველობას ბევრად რომ ვერაფრით ვერ სჯობნის. ხშირად იღებენ ტრავმებს და რა არის ამის ძირითადი მიზეზი, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ჩვენი ფეხბურთელები პირველი ძვირფასი ავტომობილის შეძენამდე შრომობენ თავდაუზოგავადო. ვერაფერს იტყვი, მართალია, ალბათ. ყველაზე ამას ვერ იტყვი, თუმცა როდესაც უკვე დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშონ, პრობლემები ეწყებათ და ეს რომ იყოს ცალკეული შემთხვევები, რა უჭირს.

მიზეზი? მიზეზი ისაა, რომ აგერ უკვე 25 წელია კორუფცია ღრღნის ქართულ ფეხბურთს და არაპროფესიონალიზმი. კიდევ? კიდევ ათასი მამაძაღლობა, თორემ თუ კალათბურთელები და მორაგბეები აღწევენ წარმატებებს, ამათ რაღა სჭირთ, ესენიც ხომ მათსავით ამავე ქვეყნის შვილები არიან. მერე ეს მომავალ თაობას გადაეცემა ჯაჭვური რეაქციასავით და ასე გრძელდება უსაშველოდ და უსასრულოდ.

გამოსავალი?

გამოსავალი არსებობს. ვიქნები ამ საკითხშიც არაპოპულარული და ვიტყვი, რომ წერილის დასაწყისში პატრონაჟის მაგალითები ტყუილად არ მომიყვანია. რა თქმა უნდა, ახლა სხვა დროა, სხვა ისტორიული და ეკონომიკური ვითარებაა, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება. ამისათვის მხოლოდ ნებაა საჭირო. პატრონი ჭირდება საქმეს, რომელიც მიხედავს საფეხბურთო მეურნეობას.

სახელდობრ. რამდენი თანხაც არ უნდა გამოეყოს კლუბებს სახელმწიფოსგან, ამ ბიუჯეტს უპრობლემოდ აითვისებენ და მომავალი სეზონის დასაწყისში ისევ ხელებგაშლილები დაიწყებენ სიარულს. ფული სახელმწიფოსგან და ფედერაციისგან უნდა გამოიყოს მიზანმიმართულად, მასზე სასტიკი კონტროლის დამყარებაა აუცილებელი. აუცილებელია სერიოზული საკადრო ცვლილებები და კლუბების ახალი კადრებით დაკომპლექტება, მათ შორის უცხოელი, თუნდაც ნაკლებად ცნობილი სპეციალისტებით, რომლებსაც აქ არ ექნებათ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესები. ბუნებრივია, არაა სწორი ანალოგის გავლება, მაგრამ ხომ მოისპო კორუფცია პოლიციაში? მერწმუნეთ, აქაც შეიძლება იგივე შოკური თერაპიის ჩატარება და ეს იმაზე უფრო ადვილია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველივე ამას ნება ჭირდება, კაცი ჭირდება, რომელიც ყველაფერს მოიფიქრებს, თანხების მობილიზებას მოახდენს და საკადრო რეფორმას დაიწყებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრება საქმე მკვდარი წერტილიდან. სხვანაირად ქართულ ფეხბურთს არაფერი არ ეშველება. საკითხავი ისაა, არის კი საქართველოში კაცი, რომელიც ამას მიხედავს? დიახ, არის და თუ ამ წერილზე მკითხველის და დაინტერესებულ პირთა ჯანსაღი რეაქცია იქნება, ყოველგვარი ისტორიული ექსკურსების გარეშე კონკრეტიკაზე გადავალ.

P.S. ამ ბოლო დროს კომენტარებში ხშირად ვხვდებით პოლიტიკური პარტიების წევრების გამოხმაურებებს, რომელთაც მხოლოდ თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ და მათ გასაგონად უნდა ვთქვათ, წერეთ და იკითხეთ სხვაგან და ნუ გადააქცევთ ამ ისედაც დაღუპულსა და დაქცეულ ქართულ ფეხბურთს თქვენი დაპირისპირების სარბიელად.

ეკა
ძალიან ვისიამოვნე ამ სტატიით :)
ბესარიონა
კორუფცია უნდა მოისპოს ფეხბურთში,მაგრამ კორუფცია რაგაც დოზით მაშინაც იყო როცა დინამოს ოქროს ხანა ქონდა,ერთი დიდი პრობლემა მე მგონია არის ის რომ ჩვენი ფეხბურთელები ინტელექტით ძალიან დაბალ დონეზე დგანან(ამიტომ ლიდერიც არ არის გუნდში),იმ დინამოში ნოდარ ახალკაცი იყო დიდი მოაზროვნე,ასევე ყიფიანი,ჩივაძე,გუცაევი და თითქმის მთელი გუნდი,მარტო ტექნიკური თამაში(ერთ კვადრატულ მეტრში) არაფერია თუ თავი არ მუშაობს
ბესარიონა
კორუფცია უნდა მოისპოს ფეხბურთში,მაგრამ კორუფცია რაგაც დოზით მაშინაც იყო როცა დინამოს ოქროს ხანა ქონდა,ერთი დიდი პრობლემა მე მგონია არის ის რომ ჩვენი ფეხბურთელები ინტელექტით ძალიან დაბალ დონეზე დგანან(ამიტომ ლიდერიც არ არის გუნდში),იმ დინამოში ნოდარ ახალკაცი იყო დიდი მოაზროვნე,ასევე ყიფიანი,ჩივაძე,გუცაევი და თითქმის მთელი გუნდი,მარტო ტექნიკური თამაში(ერთ კვადრატულ მეტრში) არაფერია თუ თავი არ მუშაობს
ebbe sandi
რატო წერთ ტყუილებს? სად ნახეთ კალათბურთელების წარმატება? ნაკრები ევრობასკეთზე ჯგუფში რო ჩარჩა? ანდა დინამომ ზედიზედ მე-4 მატჩი რო წააგო? რაგბისტები ყოველთვის ერთ ჯგუფში არიან (ვიცით რომ უგებს რუსეთს, რუმინეთს და პორტუგალიას) ადგილზე ტკეპნიან მიწას
jino7
არსებობენ გუნდები,ნაკრებები რომლებსაც მიუხედავად ცუდი თამაშის ხარისხისა თამაშებს მაინც იგებენ,იმიტომ რომ გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვთ,ყველაზე ცუდი ისაა რომ ჩვენი ნაკრები თამაშობს ხარისხიან ფეხბურთს მაგრამ შედეგი მაინც არა აქვს. სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკი "მაოხრებელი მკვდარი" ჯიქიასნაირ ხალხზეა დაწერილი.ჯერ იყო და საქართველოში თამაშს რუსეთის ნაკრებში თამაში ამჯობინა,ეს არ იკმარა და აგერ მისი სეპარატისტული განცხადება. ასე უჩიჩინებდა წლების განმავლობაში რუსეთი აფხაზ ხალხს თქვენ განსაკუთრებულები ხართო,თქვენი ენა გაქვთო დამოუკიდებლები უნდა იყოთო.
bajo
ქარტულ ფეხბურტსჰი ვერ დავამარცხეტ კორუფცია და მაგიტომ ვმარცხდებიტ ყველასტან ყველგან.
rachvel
svan - "არგენტინელები როგორ არიან ყველაფერში მაგრები მითუმეტეს მათ კონტინენტზე რაგბის თამაში არავინ არ იცის ეს რა მაგალითები მოგყავს". აბა შენ ყოფილხარ რა!!!!! ცნობისათვის svan, არგენტინის ნაკრები რაგბიში მსოფლიო რეიტინგის ათეულის უცვლელი წევრია, მითუმეტეს ამ ბოლო პერიოდში. რაგბის თამაში იციან და იციან და როგორ, ისე როგორც კალათბურთის და რა ტქმა უნდა ფეხბურთის.
დათო
მოედნები საკმარისადაა, ჩვენ ბეტონით დაგებულ მინი სტადონზე რიგში ვიდექით, რომ გვეთამაშა, ახლა შემოღობილი ხელოვნურსაფარიანი მოედნები ცარიელაა, იშვიათად დაინახავთ იქ მოთამაშე ბავშვებს. რაც შეეხება დაფინანსებას მე წინააღმდეგი ვარ ჩემი საშემოსავლოდან სახელმწიფომ ეს სტადიონებზე მოსეირნე, ზარმაცი ფეხბურთელები აფინანსოს. თუ გვინდა ფეხბურთი განვითარდეს ან კავკასიის საფეხბურთო ლიგა უნდა შეიქმნას (რაც საეჭვოა, სომხეთისა და აზერბაიჟანის გამო) ან რუსეთის ღია ჩემპიონატში მივიღოთ მონაწილეობა ან უკარაინის, ხომ არის ჰოკეიში რუსეთის ღია ჩემპიონატი და იყოს ფეხბურთშიც, სპორტი დაახლოვებს ხალხს და ინტერესიც დიდი იქნება.
კოტე
საქართველოში კალათბურთს რომ ფეხბურთის დაფინანსების ნახევარი ქონდეს, ალბათ ევროპის ჩემპიონები იქნებოდნენ. სპორტის სამინისტროში მუშაობს ჩემი მეზობელი და განცვიფრებულია, კალათბურთის წლიური დაფინანსება(კლუბებიანად, საქართველოს ჩემპიონატიანად, ყველა ნაკრებიანად, ბავშვთა კალათბურთიანად და ა.შ) სულ 7 მილიონი ლარიაო, თანაც დარბაზიც არ ქონიათ და იჯარით აქვთ აღებული. ფეხბურთს რომ უზრდიან მუდმივად დაფინანსებას და შედეგი მაინც ნულია, გადაუნაწილონ სხვებს!
მ.მ
სტატიას ბოლომდე რო ჩაიკითხავ გიორგი ჯიქიას არჩევანი სწორი არაა?
ვეტერანი
არჩევანი გააკეთეთ საქართველოს მეორადი მოხმარების ქვეყნად დარჩენის სასარგებლოდ. მეორადი:მაქანები,საბურავები,ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ფუტბოლი, რაგბი. არავინ არც იკითხა რას ვგულისხმობდი ჩვენი ლელოს განვითარებაში. თოხნეთ სხვისი ყანა და მერე იტირეთ მოსავალი სხვას მიაქვსო.
vaxtangi
Mარტალი ხარტ ფულს ადზლევენ კლუბებს და მერე იდებს ჯიბეჰი კველაზე არმაქვს საუბარი რაზეც ვიცი იმ კლუბზე გეტკვი ქობულეტის გუნდი ისედაც ბოლოზეა და ნიციებზე რაცარის გამოკოფილი კაპიკი არ მიუგია ფეხბურტელებს რატომ არ ინტერესტება ფედერაცია ვერ დზგება რეზიკ
roma-ni
არ გეთანხმები იმ ამბავში რომ ბევრი ფინანსები უნდაო, ჯერ რაც გვაქვს ფინანსები ის არ შეჭამონ და მერე მოითხოვეთ მეტი, ის ფაქტი რომ რაგბი და კალათბურთი რაღაც დონეზე ვთამაშობთ და ბავშვები დადიან იცი რატომ? იმიტომ რომ რაგბიც და კალათბურთიც წარმატებულ სპორტად შეიძლება ჩავთვალოთ. ბავშვების მშობლებმა იციან რომ თუ რამე გამოვა მათი შვილიდან და რამე პერსპექტივა ექნება გუნდში მოსახვედრად ფეხბურთისგან განსხვავებით ბიძა არ უნდა და ფულსაც არავინ მოთხოვს, ამიტომ ფეხბურთის მესვეურებმა ნამუსი გაირეცხეთ და წადით ქართული ფეხბურთიდან საბოლოოდ ნუ მოკლავ და გაანადგურებთ დანარჩენ პერსპექტივას თუ არი რამე დარჩენილი. "იმედია ვინც ჭამს ამ ფულებს მაინც რამე მნიშვნელოვანს აკეთებს ოჯახისთვის" :D :D
gia
საერთოდ არ უნდა ფინანსდებოდეს ფეხბურთი ბიუჯეტიდან. კატასტროფულად დიდია დაფინანსება, სხვა ყველას სპორტს არ აქვს ამდენი ერთად აღებულს და შედეგი 0. რითი დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა ის, რომ სიგარეტი ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იყიდოს? ფეხბურთი იძირება კორუფციაში და სულ რომ არ იყოს კორუცფია ამხელა დაფინანსება მაინც არ უნდა ჰქონდეს.
x
ამათ რაღა სჭირთ? რა სჭირთ და ვერ ხედავთ რა ხალხია,რას უჭერენ მხარს
ექსპერტ.
მოკლედ, ამათ ჭირდებათ დიკტატორი. ტერორი, სახეში ლაწუნი, წკეპლა, სახრე და პანღური რომ არ მოტეხონ ფულები და არ იმაიმუნონ. სხვაგვარად თუ ეშველოს ამას და საქმე გაკეთდეს - აი ჩააფურთხეთ. ბერია უნდათ ამათ, იგივე ზონდერი, ან ტერორისტი. გამაიმუნებულ ხალხში სხაგვარად არვკეთდება.
svan
არგენტინელები როგორ არიან ყველაფერში მაგრები მითუმეტეს მათ კონტინენტზე რაგბის თამაში არავინ არ იცის ეს რა მაგალითები მოგყავს
LIVE
ვერ გავიზიარებ იმ აზრს რომ რახან რაგბში და კალათბურთში გარკვეული წარმატებები გვაქვს ფეხბურთშიც იგივე უნდა მოვითხოვთ მეც მინდა რომ მოვითხოვოთ მაგრამ ფეხბურთს ძალიან დიდი ფინანსები ჭირდება საერთოდ ვერ შეადარებთ და გვერდშიც ვერ დაუყენებთ ამ სამ სპორტს ერთმანეთს შედეგიც ისეთი გვაქვს როგორიც დაფინანსება და მიდგომა საქმესთან 150 ლარი რომ იქნება გადასახდელი ფეხბურთზე და მხოლოდ შეძლებული ოჯახების ბავშვებს რომ შეუძლიათ ატარონ ისიც გასახდომათ ბავშვები რაზე უნდა ვილაპარაკოთ კარგი სპორცმენი ღარიბ ოჯახებში იზრდებიან ეს ფაქტია მაგრამ დღეს ამ ბავშვებისთვის დახურულია მოედნები რაგბძე 15 დან 35 ლარამდეა გადასახდელი ხოდა ნახეთ რამდენი ბავშვი დადის ეს რაოდენომა ხარისხსაც მოგვცემს აუცილებლად მასობრიობა არის ყველაფრის საწინდარი გაუღეთ მოედნები ღარიბ ბავშვებს ამ უვარგისი გუნდების დაფინანსებას ააშენეთ ბავშვთა სკოლები და 10 წლის შემდეკ შევხედოთ შედეგს დარწმუნებული ვარ აღარ გვექნება საქმე ისე რომ ისევ 1981 წელძე ვილაპარაკოთ და ვიოცნებოთ
saakadzes
აი თქვენნაირი მსჯელობა არის რომ ღუპავს საქმეს!!! აგიხსნით: ერთ რამეში გეთანხმებით მხოლოდ, ქართული ფეხბურთი ნამდვილად #1-ია კორუფციის კუთხით (ფედერაციიდან დაწყებული კლუბებით და ფეხბურთელებით დამთავრებული)!!! დანარჩენად ნამდვულად ვერ არ არის #1 სპორტი!!! რაც, შეეხება კალათბურთს და რაგბს: იმის მეოთხედი დაფინანსება რომ მიეღოთ ამ სპორტის მესვეურებს კიდევ უფრო მაღალი შედეგები გვექნებოდა!!! შრომიდ და პატიოსნების ხარჯზე მიაღწიეს რაგბისტებმა და კალათბურთელებმა ამ შედეგებს, ხოდა შენი ჭირიმე გაეშვი ამ ხალხის შრომის დაკნინებას და ვიღაც კორუმპირებული ვიგინდარების უაზრო წინ დაყენებას!!! თუ გიყვართ ქართული ფეხბურთი თქვით სიმართლე და ნუ გაეშვით დაბოლებას!
zuka
ძმობას გაფიცებ, ერთი შენ თვითონ თუ გაიგე, რა დაწერე?
Saakadze
რაგბს და კალათბურთს ნუ ადარებთ ფეხბურთს, ფეხბურთი ქართველებისთვის და ევროპის უმეტესი ქვეყნებისთვის არის #1 სპორტი, არ გამოვა ყველა სახეობაში წარმატების მიღწევა, მაგალითად, შოტლანდია რაგბიში ხომ მაგარია, მაგრამ მაგათი კალათბურთი საერთოდ არც გამიგია, ან კიდევ ირგვლივ სამეზობლოში ჩვენს გარდა ვინმე თამაშობს ამ დონეზე რაგბს? უმეტესობა ფეხბურთს აწვება, ან ლიტვა რომელიც კალათბურთში ძალიან მაგარია, ფეხბურთში ჩვენსავით არის და რაგბის ბურთი საერთოდ როგორია არ იციან. ასე რომ, ფეხბურთი არის პირველი სპორტი, სადაც ყველაზე მაგარი კონკურენციაა და ასე ადვილად მანდ წარმატების მიღწევა გამორიცხულია, ათწლეულები უნდა რაღაც შედეგამდე რომ მიხვიდე.
zviads
ავტორს ვეთანხმები, წმენდაა ჩასატარებელი და პირველ რიგში საბავშვო მწვრთნელების, რომლებიც პირველები უზიანებენ ფსიქოლოგიას ბავშვებს, რამდენი მაგალითი მსმენია სახინკლის ფულს და ტელეფონის ფულს რომ თხოვენ მშობლებს.. მსგავსს ვერ ნახავ რაგბში, შედეგიც აქედანაა.
მურთაზი
ვინც ქართულ ფეხბურთს კურირებენ ისინი ამ სტატიას არ წაიკითხავენ, მათ ეს პრობლემა არ აინტერესებთ და არც ფეხბურთზე შეტკივათ გული. მე მგონია საფეხბურთო ბიზნესით სპეციალური სამსახურები უნდა დაინტერესდნენ და იქნებ მოაშორონ სპორტის ამ ლამაზ სახეობას ნიღბებაფარებული წურბელები
effe
სწორედ აღნიშნე ახალგაზრდების დანდიდების და ხოტბის შესხმის სპეციალისტები ხართ ქართველი სპორტული"ჟურნალისტები".. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ ვიზეც გააფანატეთ და მერე მოისროლეთ.. ან კაი კალათბურთი მართლა წარმატებულია და რაგბში რას უწოდებთ წარმატებას კიდევ ერთხელ რო განმიმარტოთ თუ შეიძლება.. ერთა თასის მოგებას? მსოფლიოზე გასვლას? თუ რუსეთთან მოგებას? 12 გუნდში მე-10-ზე გავედით და სტატია დაწერეთ ძალიან კარგი შედეგიაო მთავარია ელიტაში დავრჩითო.. აი ესაა ჩემი აზრით პრობლემა იმედი მაქ ესეთ კრიტიკულ სტატიებს მოუმატებთ ერთერთი მოთხოვნადი საიტი ხართ საქართველოში და თქვენი ვალია ხალხს სიმართლე უთხრათ და არა გააფანატოთ ვიღაცები!!
კოტე
სახლი შენდება საძირკვლიდან, ბავშვთა ფეხბუთი დაძიალ ცუდ დღეშია, თბილისში სტადიონების ადგილას სახლები შენდება. სკოლებში გადასახადები მატულობს ფეხბურთი ღარიბებისაა და ნიჭიერი უფულო ბავშვები თამაშგარეში არიან...
ვეტერანი
"ქართული ფეხბურთი" არ არსებობს. სწორია ქართული ფუტბოლი. "რაგბი ჩვენი თამაშია" ტყუილია. ჩვენი თამაშია "ლელო". თავში თუ სიყალბეა ჩადებული, გაგრძელებაც შესაბამისი გვექნება. ჩვენი წინაპრები სიკვდილის წინ ლელო-ს თამაშობდნენ გასახურებლად. ჩვენ სხვისი ყანის "მთოხნავ" ერად დავრჩებით სამუდამოდ თუკი ჩვენსას არ განვავითარებთ და ნამდვილად სხვისას ჩვენად გამოვაცხადებთ.
svan
არა არა ასეც არ არის! გააჩნია ვის როგორ შეუძლია ქვეყნის დახმარება გარკვეულ მომენტებში რიგით მოქალაქეს თავის პატიოსნური შრომით, ხოლო ამას.......................
დინამო
ბადრი პატარკაციშვილი გამოგრაჩა (დახარჯული ფულებით) და მისი დროინდელი დინამო (მემგონი).
rodemdeee
ყველაზე მთავარი ბავშვთა ფეხბურთია ბავშვთაააააააა.ეს ოდესმე ვინმემ ხო უნდა გაიაზროს.დავუშვათ ავიგოთ ეგ ფული და გავხსნათ აკადემიან კახეთში იმერეთსი აჯარაში სამეგრელოში ოღონდ ისე არ უნდა იკოს ეს იმის ბიჭია და ათამაშე და ეს მერის ნატლულია და გუნდში უნდა იყოს არაა.ჩამოიყვანეთ უცხოეთიდან ახალგაზღდა მაგრამ ნაკლებად ცნობილი მწვრთნელები რომლებიც სრულიად ობიექტური იქნებიან და მიეცით თავისფლება.ვინც მართლა მოეწონება და რომელი ბავშვიც დაიმსახურებს ის იყოს აკადემიაში.და მერე მართლა იქნება შედეგი თორე ესე ერთ და ორ წელში არაფერი შეიცვლება არაფერი.დრო და მოთმინება უნდა მაგ ყველაფერს.ასევე ამ აკადემიებში უნდა იყოს სასწავლო პროცესი იქვე და დილით სკოლაში წავა ბავშვი მერე ივარჯიშებს და იქ იქნება სულ.კვირაში ორჯერ შაბათ კვირას ან კვირას გაუშვებ სახლში.თან რეჯიმში იქნებიან და აქედანვე მიეჩვევიან სწორად ფიქრს ფეხბურთზე.ტორე დღესი 2 საათი რო მიხვალ ივარჯიშებ და წამოხვალ ესე ვერ გახდები ფეხბურთელი. თორე საქართველოს დონე კი ხედავთ რაცაა და ძნელია ამას ფეხბურთი უწოდო
David
თავი დაანებეთ ამ ჯიქიას. არანაკლებათ მოეთხოვებათ სამშობლოს სიყვარული ყველას ვინც ქართულ ფეხბურთში ტრიალებს, რამდენი ბავშვი დაიჩაგრა ხან უფულობით ხანაც სხვისი ნათესაური კავშირების გამო. დაინახა რომ დიდი ჭაობი ელოდებოდა და არც ვამტყუნებ, თანაც ეს პირველი შემთხვევა არ არის ქართულ სპორტში სამწუხარიდ
zurab
იყო ადამიანი, რომელიც დათანახმდა ქართული ფეხბურთის დაფინანსებას, ოღონდ ერთი პირობით, მის ხარჯვას თვითონ გავაკონტროლებო. არა, არაო ყველამ, მასე არ გვაწყობსო. ყველაფერი გასაგებია. სახელმწიფომ (წაიკითხეთ - ჩვენ) ერთი თეთრიც არ უნდა დახარჯოს ამ კორუმპირებულთა სარჩენად. მაშინ რატომ შეუწყვიტეს დაფინანსება მწერალთა კავშირს, სხვადასხვა ჟურნალებს და ა. შ.?
ალეკო
ყველაფერი სწორია, ვეთანხმები ავტორს, ერთის გამოკლებით-ვერ ვხედავ პიროვნებას, ან ჯგუფს რომელსაც ქართული ფეხბურთის გადარჩენა უნდოდეს და ამავე დროს პირადი ინტერესი არ ამოძრავებდეს!
გულშემატკივარი
მადლობა ავტორს ამ შესანიშნავი სტატიისთვის! ამ საკითხს კი რაც შეეხება სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ეს და ალბათ შემდეგი თაობაც დაკარგულია უკვე და ისე ნუ ვიზავთ, რომ კიდევ ბევრი დაიკარგოს. კლუბების დაფინანსება, რომელიც მთლიანად ფეხბურთელების და კლუბის შტატის შენახვაზე იხარჯება, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს და მთლიანი თანხა დაიხარჯოს საკლუბო აკადემიების და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ეს იმვესტორებსაც დააინტერესებს და კლუბებსაც მისცემს შესაძლებლობას ფეხბურთელები თავისივე აკადემიებიდან აიყვანონ. ოღონდ ეს გზა დროში გაწელილია და ალბათ ათიოდე წელი მაინც დაჭირდება, მაგრამ უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს და ჯობია დრო და რესურსი განვითარებაზე დაიხარჯოს ვიდრე მომავალ თაობებს გავუწიოთ დათვური სამსახური, მინიმალური მაგრამ ოჯახის შენახვისთვის საკმარისი ანაზღაურების უზრუნველყოფით!
Maxo
Vaja shen gagimarjos gmertma dzmao, yvela im qartveli gulshematkivaris satqmeli tqvii chemi azrit
roma
ხოოო მართალი ხარ მეტი ფული უკეთესი მანქანაა შენთვის და შენნაირებისთვის ამათ რამდენიც გინდა მიცე ყველას შეწამენ ან არ ეყოფათ და უფრო მეტს მოითხოვენ. თუ მოითხოვ შენ. რომელი კლუბის წევრი ხარ დაწერე.
roma
მე ვიცი როგორ უნდა მოსპო კორუფცია ეს ყველაზე მარტივი საქმეა. მაგალითად მე ბათუმელი ვარ და გული მტკივა დინამო ბათუმი რომ იბრძვის გადარჩენისთვის და არა ჩემპიონობისთვის, დააპატიმრეთ დინამო ბათუმის მესვეურები სულ ყველა გამონაკლისის გარეშე და კიდე სამი გუნდის დანარჩენ საქართველოში კორუფციასა და ფულის მითვისებაზე და ნახავთ თუ შეჭამენ დანარჩენი გუნდების მესვეურები ფულს და როგორ უცბად გამოჩნდება ფულები გუნდებში ნახავთ. იმ ვაი ფეხბურთელებს რომლებიც ვიღაცის ძმაკაცის ბიძა პატრონობს და კლუბებშია გაუშვებენ და დაიწყებენ ფიქრს უკეთესის მოყვანაზე და გუნდები არ გახდება ვეტერანთა თავშესაფარი როგორც ამ ზაფხულს მარცვალაძე შევიფარეთ ბათუმში. ფული თუ გამოჩნდება კონკურენცია გაიზრდება და ჩემპიონატის დონეც აიწევს. "ნულოვანი ტოლერანტობა ყველა კლუბის მესვეურს". სამწუხაროდ ამის გამკეთებელი კაცი არაა საქართველოში ყველა მესვეური ხომ პოლიტიკოსის ნათესავია და ბიძა მამიდაშვილობა ჭამს ქართული ფეხბურთის მომავალს.
Fcb8
კალათბურთს რაგბსა და ფეხბურთის შედარება უადგილოა. ფეხბურთში ბევრად მეტი კონკურენცია არის და დიდ ფულად რესურსს საჭიროებს
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება" - "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს