ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

როგორ აშენებს ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის"

როგორ აშენებს ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის"

...ჯერ კიდევ პირველი ვარჯიშის წინ პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებზე პრაქტიკულად ყველაფერი იცოდა
...ჯერ კიდევ პირველი ვარჯიშის წინ პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებზე პრაქტიკულად ყველაფერი იცოდა.

2016/17 წლების სეზონის წინ, მოსამზადებელი პერიოდის დაწყებამდე, გვარდიოლამ მოითხოვა დეტალური ინფორმაცია თითოეულ მოთამაშეზე - წონიდან დაწყებული, ტრავმების შემდეგ აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობით დამთავრებული...

გვარდიოლას წრეში ამბობენ, რომ დღეში ის მხოლოდ ნახევარი საათით შეიძლება მოწყვიტო ფეხბურთს, მაგრამ მალევე მისი აზრები ისევ ფეხბურთს, გუნდს და მოახლოებულ თამაშებს დასტრიალებს...

პეპს ღრმად სწამს, რომ ფეხბურთში უმნიშვნელო წვრილმანები არ არსებობს, აქ დეტალებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამაზეა აგებული წარმატების ფორმულა...

წონა და მკაცრი დიეტა

"მანჩესტერ სიტის" ტრანსფორმაციის გზაზე პეპ გვარდიოლას პირველი ნაბიჯი იყო პურ-ფუნთუშეულის, მძიმე საკვებისა და კალორიული წვენების აკრძალვა. ფრანგი მცველი გაელ კლიში ჰყვება:

"ყოველი ვარჯიშის წინ აუცილებელი იყო წონის კონტროლი. ვისაც ზედმეტი წონა აღმოაჩნდებოდა, ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში ეკრძალებოდა. თუ შენი ნორმალური წონა 60 კგ-ია და მოცემულ მომენტში 70-ს იწონი, რა თქმა უნდა, ეს არანორმალურია.

ასეთ დროს დიდია რისკი, რომ ტრავმა მიიღო და გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩააყენო", - ამბობს კლიში.

"დეილი მეილმა" გაარკვია, რომ წონის კონტროლის პრობლემა ჰქონდა სამირ ნასრის, რომელთანაც გვარდიოლამ თანამშრომლობა აღარ ისურვა.

"გუნდური სული ასე იქმნება: როცა ერთი რომელიმე მოთამაშე, რომელიღაც მომენტში, მეორის ნაცვლად ზედმეტად ბევრს დარბის, მან უნდა იცოდეს, რომ ორი-სამი წუთის შემდეგ სხვა ირბენს მის მაგივრად", - ამბობს გვარდიოლა.

მან "სიტიში" ტრადიციული პიცის რეცეპტიც შეცვალა. მომქანცველი თამაშებისა და ვარჯიშების შემდეგ ფეხბურთელებმა იციან, რომ გასახდელში ელოდებათ პიცა... ოღონდ თხილით და ნუშით - ასეა საჭირო დახარჯული ენერგიის სწრაფად აღდგენისთვის.

პეპმა ბრძანა, კლუბის ბაზაზე არსებული საკვები ავტომატებიდან ამოეღოთ კანფეტები და ტკბილეული. ერთადერთი, რაც ამ "რეპრესიას" გადაურჩა, სუფთა შოკოლადი (ყოველგვარი დანამატის გარეშე) იყო. სხვათა შორის, მკაცრი რეჟიმი ვრცელდება არა მხოლოდ ფეხბურთელებზე, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით მომსახურე პერსონალზეც კი.

კვების კონტროლში გვარდიოლას სილვია ტრემოდელა ეხმარება. ადრე ის ტრიატლონითა და ჩოგბურთით იყო დაკავებული. მოგვიანებით სპეციალური პროგრამა შეუდგინა ლიონელ მესის, რომელიც იმ პერიოდში წვრილმანი ტრავმებით იყო დატანჯული. ქალბატონი სილვია უპირატესობას ანიჭებს მენიუს თევზეულით, ქათმით, მაკარონითა და სალათით.

სხვათა შორის, თავად გვარდიოლა თამაშის წინ არაფერს ჭამს, რაკი მიაჩნია, რომ ასეთ დროს ტვინს სისხლი უკეთ მიეწოდება და შესაბამისად, თავიც კარგად მუშაობს. ვის-ვის და, თამაშის დროს მწვრთნელს ნამდვილად სჭირდება საღი გონება...

იუმორის ძალა

საკუთარ დაბადების დღეზე, "ევერტონთან" გამანადგურებელი მარცხის (0:4) შემდეგ, პეპმა ფეხბურთელები კინოთეატრში წაიყვანა ზეპოპულარული "ლა-ლა ლენდის" სანახავად. მისი გათვლით, ფილმის გმირების სიყვარულის, აღმაფრენისა და არჩევანის ისტორიას ფეხბურთელებზე პოზიტიურად უნდა ემოქმედა...

ბენჟამინ მენდის, რომელსაც ერთხანს ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაწყვეტილი და მკურნალობდა, გვარდიოლამ სთხოვა, თამაშების წინ გასახდელში თანაგუნდელები მოენახულებინა, რადგან მისი იუმორის გრძნობა და ენერგია "მანჩესტერ სიტის" ბიჭებისთვის ძალიან საჭირო იყო...

საერთო საუზმე და ვახშამი

2016 წლის ზაფხულში გვარდიოლამ წარმატებული იერიში მიიტანა "ვაი-ფაიზე". ფეხბურთელებს ინტერნეტთან წვდომა შეუწყდათ გასახდელში და ზოგიერთ ისეთ ადგილას, სადაც, მწვრთნელის აზრით, უკეთესია ერთმანეთში კონტაქტი, ვიდრე სოციალურ ქსელებში ქექვა თუ ათასი სხვა რამ.

ამას გარდა, გვარდიოლამ აუცილებელ წესად შემოიღო საერთო საუზმე და ვახშამი, რითიც ძალიან კმაყოფილი დარჩა კევინ დე ბრუინი - ასე უფრო ადვილია, თავად ნაკლებად მიწევს საჭმლის მომზადებაო...

ინგლისური და სერიალები

გვარდიოლა ითხოვს, რომ ყველა ფეხბურთელი ლაპარაკობდეს ინგლისურად. თავად ამ მხრივ პრობლემა არ ჰქონია და ეს "ეტიჰადზე", მისი პირველივე პრესკონფერენციისას გამოჩნდა. "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ, ვიდრე "ბაიერნს" ჩაიბარებდა, პეპმა ნიუ-იორკში იცხოვრა, სადაც საფუძვლიანად გაიღრმავა ინგლისურის ცოდნა. ამას გარდა, იყო მეორე ფაქტორიც - სერიალები "ნეტფლიქსზე".

სექსი მხოლოდ შუაღამემდე

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი - ფეხბურთელებს უფლება აქვთ, საშინაო მატჩების წინა ღამეს ოჯახებში გამოიძინონ. ეს ტრადიცია მან ჯერ კიდევ "ბარსელონაში" ყოფნისას დაამკვიდრა.

მაგრამ იქ ეს ცოტა სხვანაირად დაიწყო - პეპის მითითებით, ფეხბურთელებს გვიან ღამემდე ტელეფონით ამოწმებდნენ და კარგი შვილი იყავი, არ გეპასუხა. შემდეგ გიწევდა ახსნა-განმარტება და თუ წონიანი არგუმენტი არ გქონდა, გვარიანად დაგაჯარიმებდნენ...

სამირ ნასრი იხსენებს პეპის ერთ მკაცრ მითითებასაც - სექსი აკრძალული არ არის, ოღონდ შუაღამის დადგომამდე. ასეთ შემთხვევაში, რჩება დრო იმისთვის, რომ ნასიამოვნებმა დილამდე მშვიდად და ღრმად გამოიძინო.

გვარდიოლა ამ საკითხს ასე უყურებს: "ვერ ითამაშებ კარგ ფეხბურთს, თუ სექსს უარყოფ. სექსი არასოდეს ამიკრძალავს ფეხბურთელებისთვის. ან კი როგორ ავუკრძალავდი, როცა ვიცი, რომ ეს მათზე დადებითად მოქმედებს. მე ვაკონტროლებ მათ აქ, ბაზაზე, სანამ ჩემს განკარგულებაში არიან, მაგრამ არ ვაპირებ, ვუკაკუნო კარზე და ვკითხო მათ მშვენიერ მეუღლეებს, რას აკეთებენ იქ, კარს მიღმა. თუმცა მომავალში შეიძლება ესეც გავაკეთო".

მუსიკის როლი

ოქტომბრის შუა რიცხვებში "სანმა" მიმდინარე სეზონში გვარდიოლას გუნდის ფენომენალური სტარტის მთავარი საიდუმლო გახსნა - გუნდის გასახდელში ყოველთვის ისმის ჯგუფ "ოაზისის" მუსიკა. მაგალითად, "ჩელსისთან" მატჩის წინ ფეხბურთელები უსმენდნენ Don't Look Back In Anger-ს.

მაგრამ მართლა ამას უნდა დავუკავშიროთ "სიტის" ასეთი აღმაფრენა? ზოგიერთი არ უარყოფს მუსიკის, სწორად შერჩეული რეპერტუარის როლს. განსაკუთრებით, ეს ეხება "ოაზისის" სადებიუტო ალბომს - Definitely Maybe, რომელსაც თავის დროზე უამრავი მუსიკალური ჯილდო აქვს მიღებული.

გვარდიოლას პრეზენტაციაზე დინამიკებიდან გუგუნებდა Morning Glory, ხოლო "მანჩესტერ სიტის" საკლუბო ტელევიზიასთან პირველი ინტერვიუ პეპისგან თვით ნოელ გალაჰერმა ("ოაზისის" მთავარი კაცი) აიღო.

ზოგადად, პეპი ბრიტანული მუსიკის დიდი თაყვანისმცემელია. ის აფანატებს Coldplay-ზე, ხოლო საყვარელი სიმღერაა - Viva La Vida.

დაბოლოს, დიდი კატალონიელის ახალთახალი აღიარება: "თამაშზე წასვლის წინ ყოველთვის ვურეკავ მეუღლეს და უფროს ქალიშვილს. სხვა არანაირი წინასამატჩო რიტუალი ან ცრურწმენა არ მაქვს. ადრე უფრო პიჯაკებს ვარჩევდი თამაშის წინ, მეუღლე მეხმარებოდა ამაში, მაგრამ ახლა ამ სტილზე უარი ვთქვი, ასე ჩაცმული უფრო მოხერხებულად ვგრძნობ თავს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ვაუ

წავედი არსენალზე დიდი მაყუთი უნდა დავდო :DD

• ქომაგი

ამო ბოლო დღეებში განსაკუთრებით ბევრი სტატიაა გვარდიოლაზე და სიტის უძლეველობაზე და ცემი აზრით ის უფრო ფონის შექმნას ემსახურება რომ სიტის ყველაფერი შეუძლია, სიტი იანვრამდე გახდება ჩემპიონი და ა.შ.შ. ამის მიზეზი უფრო ის მგონია, რომ სიტის მომდევნო თამაშებზე (ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო ტური არსენალთან) მაქსიმალურად დიდი თანხები შევიდეს სიტის მოგებაზე და შემდეგ დიდი კუში მოიხსნას ტოტალიზატორების და სიტის ერთობლივი ქმედებით ამ ან/და შემდგომი თამაშის ვერმოგებით. მგონია რომ უკვე მომდევნო ტურშივე მოხდება ეს არსენალს დიდი ხანია არ მოუგია სიტისათვის და ეს ფონი კიდევ უფრო ნაკლებს აჩენს მის შანსებს, თუმცა ფეხბურთი ხომ უკვე ბიზნესია :)

• გენო

ამ სიტუაციას შეეფერება "ზოგი ასე უბერავს"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში

"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო