ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველ ფორვარდ სანდრო მამუკელაშვილზე პოპულარულ გამოცემა "ნიუ იორკ პოსტში" ვრცელი პუბლიკაცია გამოქვეყნდა
ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველ ფორვარდ სანდრო მამუკელაშვილზე პოპულარულ გამოცემა "ნიუ იორკ პოსტში" ვრცელი პუბლიკაცია გამოქვეყნდა.

ავტორია ზეკ ბრაზილერი. გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს:

"გასულ სეზონთან შედარებით, "სეტონ ჰოლს" უკეთესი შემადგენლობა ჰყავს და კოლეჯების ლიგის უმაღლეს დივიზიონში მაღალ მიზნებსაც ისახავს.

შარშან "სეტონ ჰოლ პირატსის" წინა ხაზი ეფექტური იყო. ანხელ დელგადო, ისმაელ სანოგო და მაიკლ ნზეი ერთი ტიპის მეფარეები არიან - ძლიერი დამცველები, მომხსნელები და ფარქვეშიდან ჩამგდებები. მათი მოედანზე ყოფნით "პირატების" წინა ხაზი იოლად პროგნოზირებადი იყო.

აი, სად იყო საჭირო სანდრო მამუკელაშვილი. იგი მრავალმხრივად სასარგებლოა და "სეტონ ჰოლს" ბევრ კომპონენტში ამოუცნობს გახდის. მას შეუძლია პერიმეტრიდან ზუსტად ტყორცნა, სწრაფია, ღონიერი და ფარქვეშ შესვლისასაც ძალიან სასარგებლოა. სწორედ ასეთი კალათბურთელი აკლდა მწვრთნელ კევინ ვილარდს წინა წლებში.

- სანდრო მამუკელაშვილი 180 გრადუსით განსხვავებულია სხვა კალათბურთელებისგან, - ამბობს ვილარდი.

სანოგოსა და ნზეის გასულ სეზონში მწვრთნელი შორიდან ტყორცნას სთხოვდა. იყო სიტუაციები, გუნდს წინახაზელებისგან საშუალო სროლები სჭირდებოდა. ამ სეზონში ამის საჭიროება აღარ იქნება, რადგან "სეტონ ჰოლში" მამუკელაშვილი მივიდა.

- სანდროს დამატებით მეტოქეთათვის კიდევ უფრო საშიშები გავხდით, - ამბობს სანოგო.

მამუკელაშვილმა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკიდანაა, პირველივე ვარჯიშზე მოხიბლა მთავარი მწვრთნელი და თანაგუნდელები. ერთი წვრთნაც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გუნდის ხელმძღვანელობას დაენახა - მამუკელაშვილს "სეტონ ჰოლისთვის" დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

იგი ვარჯიშებზე კარგად ეთამაშება სანოგოს, ნზეისა და დელგადოს, "ბოსტონის კოლეჯთან" საკონტროლო მატჩშიც დადებითად წარმოაჩინა თავი.

- სათამაშო დრო საკმარისზე მეტი ექნება, - ესეც მწვრთნელის, კევინ ვილარდის სიტყვებია.

სანდრო ამერიკაში ორი წლის წინათ ჩამოვიდა. სურდა, მიეღო განათლება და ეთამაშა კოლეჯების ლიგაში. მისთვის სამშობლოს დატოვება და ცალკე ცხოვრება რთული არ აღმოჩნდა - 14 წლიდან იტალიაში ცხოვრობდა, კალათბურთსაც თამაშობდა და სკოლაშიც იქ დადიოდა.

იტალიიდან ქართველი ფორვარდი "მონვერდეს" "ჰაი სქულში" გადავიდა და ვიდრე "სატონ ჰოლს" შეუერთდებოდა, ფლორიდაზე ცხოვრობდა.

მას სხვადასხვა კარგი კოლეჯი ეპატიჟებოდა: "სამხრეთი კაროლინა", "ვანდერბილთი", USC... თუმცა არჩევანის გაკეთება არ გასჭირვებია - "სეტონ ჰოლი" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მიიწვია.

გარდა ამისა, მამუკელაშვილის ყოფილი გუნდის თავკაცი კევინ ბოილი ძალიან ახლოსაა "სეტონ ჰოლის" სამწვრთნელო შტაბთან და იცოდა, სადაც უშვებდა თავის შეგირდს. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც სანდრომ ნიუ-იორკის გუნდი აარჩია: მისი ძმა ძალიან ახლოს სწავლობს "სეტონ ჰოლის" კოლეჯთან, დეიდამისი, ეთერი კი მანჰეტენზე ცხოვრობს.

- ადამიანს ყოველთვის სჭირდება ახლობელი, რომელსაც თავის ცხოვრებაზე, პრობლემებზე დაელაპარაკება, - ამბობს სანდრო.

მამუკელაშვილი ასევე დაინტერესდა იდეით, რომ ეთამაშა ვეტერანებით (კოლეჯების ბოლოკურსელებით) გაჯერებულ გუნდში, სადაც მათგან ბევრს ისწავლიდა და გამოცდილებას დააგროვებდა.

ეს კალათბურთელები კი იმის გარანტიაა, რომ გუნდი "მარტის სიგიჟეში" ითამაშებს. საუკეთესო კოლეჯების საჩემპიონო ბრძოლებში მონაწილეობა ხომ ყველა ახალგაზრდა კალათბურთელის ოცნებაა.

სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალურობას იძენს შეკითხვა: შეძლებს მამუკელაშვილი გუნდთან ისე კარგად მორგებას, როგორც მწვრთნელსა და თანაგუნდელებს ჰგონიათ? ყველა ახალბედას ხომ დრო სჭირდება ადაპტაციისთვის.

- იმ ლიგაში, სადაც "სეტონ ჰოლი" თამაშობს, ტემპიც გაცილებით მაღალია, ოპონენტებიც უფრო ძლიერები არიან, სწრაფები და გონივრები. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მაყურებლის სტატუსით არ მისულა...

ვფიქრობ, შემიძლია გუნდის თამაშს მრავალფეროვნება შევმატო. ახალი სეზონისთვის უკვე მზად ვარ. კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. აქ ივნისიდან ვარ, ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობ. უკვე ვიცი, რა ტიპის გუნდია, რას ითხოვს მწვრთნელი ჩვენგან და როგორ უნდა ვითამაშოთ. ასე რომ, როდესაც მწვრთნელი ჩემს სახელს გამოაცხადებს, მზად ვარ, მოედანზე გავიდე. მინდა დავამტკიცო, რომ ყოველივე იმის გაკეთება შემიძლია, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ, - დასძენს სანდრო მამუკელაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kako
ურიგო არ იქნება თუ ეხლავე სანდრო მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და ჩვენს ეროვნულ გუნდა დაეხმარება ამ კრიზისის დროს.
ლაშა
ისე ინტერნეტში რო შეხვიდეთ და მოიძიოთ ამ უნიჭიერეს ბიჭზე მეტი ინფორმაცია ურიგო არ იქნება. საქართველოს მისი სახით ეზრდება მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ეს სიტყვა ზუსტად შეესაბამება მის მონაცემებს, უმაღლესი ამერიკელი ექსპერტების გაცემულ ავანსებს-ბიჭს ყველაფერი შეუძ₾იაო წერენ ამერიკელები-დრიბლინგი, შესვლა , სროლა, როგორც საშუალო , ასევე შორი დისტანციიდან, მოხსნა , ბლოკი თუ კიდე თუ დარჩა რამე)), მის პიროვნულ თვისებებს(თავმდაბლობას, აღზრდას და თავის თავზე სერიოზულად მუშაობას) და უკვე ავანსების გამართლებას...წინასასეზონო 3 თამაში ითამაშა სტუდენტური ლიგის დებიუტანტმა და ნახეთ როგორი პრესა აქვს. ბოლო თამაშში - გუშინ საერთოდ 13 მოხსნა და 4 ბლოკი ქონდა. სროლებით დიდად არ უაქტიურია, მგონი 4 ქულა ქონდა, მაგრამ როგორც მწვრთნელი იძახის რამოდენიმე პოზიციაზე ცდის და ქულები მისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არაა.
niko
ძალიან ნიჭიერი და დიდი მონაცემების ახალგაზრდაა. უმაღლეს დონეზე ითამაშებს და გამორჩეული იქნება იქაც. წარმატება მინდა ვუსურვო და იმედია მივაღწევ თამაშის საყურებლად.
geo
სასახელოდ:)
ლია
ძალიან მიხარია სანდროს ასეთი.წარმატებები
ლია
ძალიან მიხარია სანდროს ასეთი.წარმატებები
გ.
წარმატება სუპერსანდროს✌
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 32 წუთი - "ტორონტო" "მინესოტასთან" 2 ქულით დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის სუსტი მატჩი - "ტორონტო რაპტორსი" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცდა