დავიწყოთ ინგლისური ბრძოლებით
დავიწყოთ ინგლისური ბრძოლებით. "მანჩესტერ სიტი" ფავორიტის რანგში დაუხვდება "არსენალს". პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი კონკრეტულ მომენტში ალბათ საუკეთესოა ევროპაში, "არსენალი" კი ტრადიციულად არასტაბილურია. ფაქტია ერთია - ამ შეხვედრაში შემტევი ფეხბურთი უნდა ვიხილოთ, რადგან მეტოქეებმა სხვანაირად, უბრალოდ, თამაში არ იციან.

"არსენალის" დაცვას ძალიან უნდა გაუჭირდეს. "სიტი" იშტაზეა, მისი შემტევები კი "დაფრინავენ" და აგერ, შავი დღე აყარეს იტალიის ჩემპიონატის ლიდერ "ნაპოლის", თანაც - სტუმრად.

მანჩესტერული გუნდისთვის ვენსან კომპანის დანაკლისი ძველია, ბერნარ მენდისა კი - ახალი. "არსენალს" უნდა დააკლდეს კოლაშინაცი, კასორლას არყოფნას კი უკვე ყველა მიეჩვია.

"ჩელსი" მიიღებს "მანჩესტერ იუნაიტედს" და ეცდება, ჩამოირეცხოს სირცხვილი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში "რომასგან" იწვნია. თუ "არისტოკრატებს" ამჯერადაც დაუცდათ ფეხი, შესაძლოა, ანტონიო კონტე თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ყოველ შემთხვევაში, მის შესაძლო შემცვლელებზე უკვე ღიად იწერება ინგლისურ მედიაში...

"ჩელსის" ამ შეხვედრაში მხოლოდ ნიგერიელი ვიქტორ მოზესი უნდა დააკლდეს. "მანჩესტერის" ტრავმირებულთა სია კი სოლიდური და ძველია. თავის მხრივ, "იუნაიტედიც" კედელთანაა მიყენებული - "სიტი" ისეთ ფორმაშია, თუ "წითელ ეშმაკებს" ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელება სურთ, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საძულველი მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან გაუჭირდებათ.

რთული ლონდონური გასვლა ელის "ლივერპულს". "ტოტენჰემი" ბრწყინვალე ფორმაშია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა თვით "რეალს" და "კრისტალ პალასთანაც" უდავო ფავორიტია. თანაც, "დეზების" ლაზარეთი თითქმის ცარიელია. მცირე ტრავმისგან ბოლომდე გამოჯანმრთელდა მთავარი მეგოლე ჰარი კეინი და "ლივერპულის" არცთუ მყარ დაცვას დიდი თავის ტკივილი ელის.

ფაქტები

ბოლო 4 მატჩია,"სტოკს" "ლესტერისთვის" არ მოუგია.

"ჰადერსფილდს" ბოლო 3 შეხვედრაა, "ვესტ ბრომვიჩი" არ დაუმარცხებია.

ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ ხუთ მატჩში "ბრაიტონი" ვერ უგებს "სუონსის".

ზედიზედ 4 მატჩია, "ტოტენჰემი" "კრისტალ პალასს" პრემიერლიგაში უგებს.

ოთხი პრემიერლიგური მატჩია, "სიტისა" და "არსენალს" შორის 2,5-ზე მეტი გოლი გადის.

ბოლო სამი შეხვედრაა, "ჩელსისა" და "მანჩესტერის" მატჩებში ერთი გოლი მაინც გადის.

პრემიერლიგა. XI ტური

შაბათი, 4 ნოემბერი

სტოკი-ლესტერი 16:30

ჰადერსფილდი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ნიუკასლი-ბორნმუთი 19:00

საუთჰემპტონი-ბარნლი 19:00

სუონსი-ბრაიტონი 19:00

ვესტ ჰემი-ლივერპული 21:30

კვირა, 5 ნოემბერი

ტოტენჰემი-კრ. პალასი 16:00

მანჩესტერ სიტი-არსენალი 18:15

ჩელსი-მანჩესტერ იუნ 20:30

ევერტონი-უოტფორდი 20:30

ბომბარდირები: 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 6 - ალვარო მორატა (ჩელსი), ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინტრიგანი
"რთული ლონდონური გასვლა ელის "ლივერპულს". "ტოტენჰემი" ბრწყინვალე ფორმაშია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა თვით "რეალს" და "კრისტალ პალასთანაც" უდავო ფავორიტია. თანაც, "დეზების" ლაზარეთი თითქმის ცარიელია. მცირე ტრავმისგან ბოლომდე გამოჯანმრთელდა მთავარი მეგოლე ჰარი კეინი და "ლივერპულის" არცთუ მყარ დაცვას დიდი თავის ტკივილი ელის." რას მიედ - მოედებით?!
ინგლიშ
"ლივერპული" ლონდონში კი ჩადის, მაგრამ "ვესტ ჰემთან", "ტოტენჰემი" არაფერ შუაშია
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს