ერთმანეთს ცხრილის ლიდერები - დაუმარცხებელი "დინამო თბილისი" და 4 მატჩიდან მხოლოდ 1 წაგების მქონე "ოლიმპი" შეხვდნენ
სუპერლიგის მორიგი ტურის ორივე შეხვედრას დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. მხოლოდ "კაკტუსი" ისვენებს, დანარჩენი 8 გუნდი დღეს მორიგ მატჩებს გამართავენ.

პირველი შეხვედრა დასრულდა. ერთმანეთს ცხრილის ლიდერები - დაუმარცხებელი "დინამო თბილისი" და 4 მატჩიდან მხოლოდ 1 წაგების მქონე "ოლიმპი" შეხვდნენ. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილ ოლიმპელებს შანსი ჰქონდათ, გამარჯვების შემთხვევაში დაკარგული ქულებით დასწეოდნენ "დინამოს", თუმცა კარგად დაბალანსებულ ევროსარბიელზე მოთამაშე ერთადერთ ქართულ გუნდთან ვერას გახდნენ.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა პირველი და მეორე პერიოდი თანაბარი ანგარიშით - 19:15 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 8 ქულით დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში დინამოელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააბიჯა და სხვაობას სტაბილურად ინარჩუნებდა. "ოლიმპის" მოთამაშეები ცუდად არ ირჯებოდნენ, თუმცა ბევრად გამოცდილი "დინამო" მეტოქეს მიახლოვების შანსს არ აძლევდა და ასე გაილია მეორე ტაიმიც. ანგარიშში სხვაობა ერთხელ, ისიც მცირე ხნით ჩამოსცდა 10 ქულას.

საბოლოოდ დინამოელებმა 72:59 მოიგეს და 4-დან 4 გამარჯვებით სუპერლიგას ლიდერობენ. 13 ქულით გამარჯვებულებს კაილ ტურპინმა ულიდერა. 11 ქულა და 12 მოხსნა ნიკოლა გაჩეშამ მიითვალა, 11 ქულა დაგროვდა ლევან გრძელიძის ანგარიშზეც. "ოლიმპში" და სრულიად მატჩში საუკეთესო შედეგი ოლიმპელმა მარკ ოგდენმა დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა. 12 ქულა მიითვალა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო რევაზ როგავას ანგარიშზე 10 მოხსნა, 9 პასი და 5 ქულა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი: "ის რომ "ოლიმპი" კარგი გუნდია, ორი აზრი არ არსებობს. როგორც გამოჩნდა, ის ეტაპი, რასაც ჰქვია ერთდროულად ევროსარბიელზე და სუპერლიგაში თამაში, ჩვენთვის რთულია. ანუ ვერ ვასწრებთ აღდგენას, ამიტომაც გვაქვს პრობლემები. სხვა გზა არ არის, უნდა შევეცადოთ, რომ თამაშიდან თამაშამდე მოვახერხოთ აღდგენა და მოვემზადოთ შემდგომი თამაშისთვის".

ლეონიდ ივატინი, "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი: "ზოგადად, "დინამოსგან" მიღებული 72 ქულა, არაა ცუდი შედეგი, მაგრამ როცა 26-დან 4 სამქულიანს ჩააგდებ, თამაშს ვერ მოიგებ. საერთოდ, ძალიან გასაკვირია, როგორ მოხდა, რომ დინამოელებმა 17 საჯარიმო ესროლეს და ჩვენმა, ახალგაზდა კალათბურთლებმა მხოლოდ - 5. ეს ჩემთვის გამოცანად რჩება. წავაგეთ იმიტომ, რომ ვერ ჩავაგდეთ ბევრი თავისუფალი სროლები".

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა