მაიამის მასტერსის მსვლელობისას მსოფლიოს მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი ამერიკელ ჟურნალისტებს გაესაუბრა

მაიამის მასტერსის მსვლელობისას მსოფლიოს მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი ამერიკელ ჟურნალისტებს გაესაუბრა და აუხსნა მათ, რატომ არის რთული ერთ სეზონში ინდიან უელსისა და მაიამის მოგება, რატომ არ აქცევს ყურადღებას გაუთავებელ მსჯელობას ფედერერის ეპოქის დასრულების შესახებ, რა გავლენა მოახდინა თანამედროვე ჩოგბურთში მისმა დომინირებამ სხვა მოთამაშეების კარიერაზე...

- ცოტა ხნის წინ ანდრე აგასიმ განაცხადა, რომ თქვენ ბევრ ჩოგბურთელს გაუფუჭეთ კარიერა. მაგალითად, როჯერ ფედერერის ეპოქა რომ არა, ენდი როდიკის კარიერა უფრო წარმატებული იქნებოდა. გაქვთ თუ არა კმაყოფილების გრძნობას იმის გამო, რომ ენდის არ მიეცით დიადი ჩემპიონების რიცხვში მოხვედრის საშუალება?

- სულაც არ მიხარია ეს ფაქტი. თუმცა, ჩემი აზრით, მან ისედაც ბევრს მიაღწია. ერთადერთი ოცნება, რომელიც ჯერ ვერ აისრულა - უიმბლდონის მოგებაა, თუმცა იქ ფინალში რამდენჯერმე ითამაშა და დაუვიწყარი მატჩები ჩაატარა. ბევრი ვერ დაიკვეხნის ასეთი შედეგებით. რა თქმა უნდა, მას უნდოდა ამ ფინალების მოგება, მაგრამ არ გამოვიდა. სამაგიეროდ, მოიგო აშშ-ის ღია პირველობა, დევისის თასი, იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი...

რამდენად ბევრს უნდა მიაღწიო იმისთვის, რომ ბედნიერი იყო და თავი რეალიზებულ ჩოგბურთელად ჩათვალო? მე მგონი როდიკმა თავად იცის და აფასებს იმას, რასაც მიაღწია. ეს მოთამაშეებმაც იციან და პატივს სცემენ მას. თანაც მისი კარიერა ჯერ დასრულებული არ არის და შეიძლება კიდევ მიაღწიოს დასახულ მიზნებს.

არ მგონია, რომ მის კარიერაზე ცუდი გავლენა ვიქონიე. შეიძლება მე რომ არ ვყოფილიყავი, სხვა ჩოგბურთელი გამოჩენილიყო, რომელიც მას ხელს შეუშლიდა. ასეთ საკითხზე ლაპარაკისას ზუსტი აზრის გამოთქმა შეუძლებელია.

- რატომ არის ასე რთული ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსების ზედიზედ მოგება?

- ზედიზედ ორ მასტერსზე გამარჯვება ძალიან რთულია იმის გამო, რომ იქ პირველივე წრეებიდან გიწევს ძლიერი ჩოგბურთელების წინააღმდეგ თამაში. ამასთან, ყველამ იცის ჰარდზე თამაში. ეს არ არის ის საფარი, რომელიც ერთ კონკრეტულ სტილს მიესადაგება. მასზე შანსი აქვთ ლათინოამერიკელებსაც, ევროპელებსაც და ამერიკელებსაც. მოკლედ, აქ ყველა კონკურენტუნარიანია, ამიტომაც რთულია ერთ სეზონში ორივე ამერიკული მასტერსის მოგება. მაგრამ თუ კარგ ფორმაში ხართ, როგორც ამჟამად ჯოკოვიჩია, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. პირადად მე ეს ორჯერ გავაკეთე - 2005 და 2006 წლებში.

- კიმ კლაისტერსმა ამასწინ განაცხადა, რომ ქალიშვილმა უშველა კარიერის გადარჩენაში, რადგან უფრო მეტი სიამოვნების მიღება დაიწყო ჩოგბურთისგან და გარდა ამისა, უკეთესად დაგეგმა ცხოვრების მომავალი წლები. თქვენზეც ასეთი გავლენა მოახდინა ბავშვების გაჩენამ?

- სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია ცხოვრებისეული პერსპექტივების ასაწყობად ბავშვები თუ იყო საჭირო. ბუნებრივია, მათმა გაჩენამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, რადგან ახლა მათზე ვფიქრობ კვირაში შვიდი დღე და დღე-ღამეში 24 საათი. დარწმუნებული უნდა ვიყო იმაში, რომ შემიძლია ისინი სწორ გზაზე დავაყენო, დავეხმარო მეუღლეს მათ აღზრდაში, მხარი დავუჭირო მას დ ა. შ. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ბავშვები მჭირდებოდა კარიერის კრიზისული პერიოდების უფრო იოლად გადატანისთვის. ჩემი აზრით, ყოველთვის სწორი აზროვნება მქონდა იმ საკითხთან მიმართებაში, თუ რასაც ჩოგბურთი ჰქვია. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამასთან ცხოვრებაში ბევრია ისეთი რამაა, რაც ჩოგბურთზე მაღლა დგას.

- უცნაურია თქვენი ხილვა რეიტინგის მესამე საფეხურზე. ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. ამას თქვენთვის აქვს რაიმე მნიშვნელობა?

- არა. პირველ და მესამე ადგილებს შორის მართლაც არის სხვაობა, მაგრამ მეორე და მესამე ნომრებს შორის განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს.

- აშკარაა, რომ კვლავაც დიდი შესაძლებლობების ჩოგბურთელი ხართ. ალბათ, გაღიზიანებთ იმ ადამიანების განცხადებები, რომლებიც დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ ფედერერის ეპოქა დასრულდა და თქვენ გააგრძელებთ რეიტინგში ვარდნას?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ და როგორ ამბობს ამას. არ ვიცი ასევე ფიქრობს თუ არა ხალხის 5 ან 95 პროცენტი. ბოლოს და ბოლოს, მე დიდად არ მანაღვლებს მსგავსი საუბრები. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგად ვითამაშე ბოლო წელიწადნახევარი. ვგრძნობ, რომ ბრწყინვალე ჩოგბურთს ვაჩვენებ. უბრალოდ ახლა ჯოკოვიჩი სხვებზე უკეთესია - ეს ნორმალურია.

სხვა ჩოგბურთელების კარიერაშიც მინახავს ასეთი წარმატებული პერიოდი. შემიძლია ჩამოვთვალო ნადალი, მიურეი, აგასი, ჰიუიტი, როდიკი და ა. შ. ეს მხოლოდ და მხოლოდ თამაშის ნაწილია. არასოდეს მიფიქრია ან დამიგეგმავს ტურში 15-წლიანი დომინირება. ჩავარდნას ვერავინ გადაურჩება და ეს კარგია. მგონია, რომ დღეს ყველა ტოპ-ჩოგბურელი მაღალ დონეზე თამაშობს - რაფა, მე და მიურეიც კი. მართალია, ენდიმ ბოლო ტურნირები არც ისე წარმატებით ჩაატარა, მაგრამ მანამდე იყო ავსტრალიის ღიას ფინალი. დარწმუნებული ვარ, წელს ის კიდევ მოასწრებს ფორმის აკრეფას და ძლიერი გახდება. იგივეს ვიტყვი სიოდერლინგზე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მას შემთხვევით არ მოუგია პარიზი და წელს ორი-სამი ტურნირი. ასე რომ, საუკეთესოებს ყველაფერი წესრიგში აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცეები მათ შესახებ "ტრაგიკულ" ისტორიებს თხზავენ.

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე