"მანჩესტერმა" პრინციპული საგარეო მატჩი წააგო "ჩელსისთან" და თანაქალაქელი "სიტი" 8-ქულიან დისტანციაზე გაუშვა.
"მანჩესტერმა" პრინციპული საგარეო მატჩი წააგო "ჩელსისთან" და თანაქალაქელი "სიტი" 8-ქულიან დისტანციაზე გაუშვა. თუმცა პრემიერლიგაში უკვე ისე მიდის საქმე, მხოლოდ "იუნაიტედის" მისია არ იქნება წინ გაჭრილი "ქალაქელების" შეჩერება. აქ არიან "ჩელსიც" და "ტოტენჰემიც"...

დღევანდელი გადასახედიდან, "სიტი" უფროა მზად ტიტულის მოსაგებად, ხოლო დანარჩენებს მეორეხარისხოვანი ლუკმების განაწილება მოუწევთ...

...მაგრამ ასეა დღეს და რა იქნება ხვალ და ზეგ, კაცმა არ იცის. "მანჩესტერ სიტი" ბრწყინვალე ფორმაშია, ყველა ფრონტზე დიდებულად გამოიყურება, მაგრამ საფეხბურთო პრაქტიკა გვასწავლის - მთელ მარათონს ერთი ამოსუნთქვით ვერ გაირბენ, სადღაც ფეხიც დაგიცდება, ჩავარდნაც გექნება, მაგრამ ჩვენზე კარგად ეს პეპ გვარდიოლამ იცის და ისეთი რეცეპტიც ექნება, მინიმალური დანაკარგებით რომ გავიდეს ფონს...

"ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, პირველ ტაიმში გამოუყენებელი შანსებია, - თქვა "სიტის" თავკაცმა უკბილო "არსენალთან" გამარჯვების შემდეგ. - გვაკლდა ბოლო ზუსტი პასი და დაგვირგვინება, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება და ახლა 12-12 ქულით ვუსწრებთ "არსენალსა" და "ლივერპულს", 8 ქულით ჩამოგვრჩება "ტოტენჰემი" (იმ მომენტისთვის "ჩელსი"-"მანჩესტერ იუნაიტედი" დაწყებული არ იყო)... ვფიქრობ, ნოემბრისთვის ეს საკმაოდ ბევრია. ახლა ერთადერთი საფიქრალი ის მაქვს, ბიჭები ჯანმრთელები დაბრუნდნენ სანაკრებო ბატალიებიდან".

არსენ ვენგერს მშვენიერი მიზეზი ჰქონდა წაგების გასამართლებლად - ვის შეუძლია ამ გუნდის შეჩერებაო?! თუმცა ბოლომდე კაპიტულაციაზე არ წავიდა და ესეც დასძინა:

"ძალიან ძნელი იქნება ტიტულისთვის ბრძოლა, მაგრამ რა იცი, რა ხდება... ყველაფერია მოსალოდნელი... ვფიქრობ, ალექსის სანჩესმა დღეს ყველაფერი გააკეთა გუნდისთვის, მაგრამ გუნდმა ვერ აუბა მხარი - მას არ ჰქონდა საკმარისი მხარდაჭერა პარტნიორებისგან და ამიტომაც იყო ჩვენ შეტევები არაეფექტური".

"მანჩესტერ სიტის" 11 ტურის შემდეგ 31 ქულა და ბურთების საოცარი სხვაობა (+31) აქვს, რაც პრემიერლიგის საუკეთესო სტარტია. ყველა ტურნირს თუ მივათვლით, გვარდიოლას ბიჭებმა უკვე 52 გოლს მოუყარეს თავი. ესეც საუკეთესო მაჩვენებელია პრემიერლიგის ცალკე აღებული კლუბისთვის, 1992/93 წლების სეზონიდან მოყოლებული.

Video

05.11.17. მანჩესტერ სიტი - არსენალი 3:1

ტურის მთავარი მატჩი მაინც "ჩელსი"-"მანჩესტერ იუნაიტედი" იყო. ჟოზე მოურინიოს სტუმრობა "სტემფორდ ბრიჯზე" ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. აქ მან დაუვიწყარი სეზონები გაატარა და უამრავი ტიტული დატოვა. აქ ის ყოველთვის მიღებული კაცია, თუმცა მისი პერსონიდან გამომდინარე, სწორედაც "ჩელსის" სახლში გამარჯვებააა მისთვის შეუფასებელი მოვლენა, ოღონდ, ეგ არის, რომ "იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში ზედიზედ მესამე მატჩია (სათასო შეხვედრის ჩათვლით) "სტემფორდ ბრიჯიდან" ხელცარიელი ბრუნდება - ქულა კი არა, გოლიც ვერ გააქვს, ხოლო შარშან სულაც 0:4 დამარცხდა.

თავისი ანგარიშები ჰქონდა ანტონიო კონტეს. "ჩელსი" წელს ვეღარ "დაფრინავს" და კოჭებში ეტყობა, ტიტულის შენარჩუნება ძალიან, ძალიან გაუჭირდება. კონტეს გარშემო მოარული ხმებიც ვიცით - ბოლო პერიოდში მის გათავისუფლებაზე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ. აქ საქმე ეხება არა იმდენად შედეგებს, რამდენადაც ბოსებთან უთანხმოებას. ზეემოციურმა იტალიელმა გასულ ზაფხულს თავის გემოზე ვერ დააკომპლექტა გუნდი... თუმცა, "მანჩესტერთან" მოგების შემდეგ მას აპლოდისმენტები არ ასცდება.

...ალვარო მორატამ სექტემბრის მერე პირველად გაიტანა და კონტეს სკამი გაუმყარა. ესპანელმა წამით დაიგულა სივრცე და სესარ ასპილიკუეტას მიერ ჩაწოდებულ ბურთს კარში მიუჩინა ადგილი.

"ეს იყო ძალიან საჭირო გამარჯვება. ყველამ იცით, რა ძალის გუნდია "მანჩესტერ იუნაიტედი", ამიტომ, დღეს მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად. "ჩელსიმ" აჩვენა დიდი სურვილი და ჟინი. ეს არის ის, რაც ყოველთვის უნდა იყოს მოედანზე, თორემ, შეიძლება, ხან წააგო, ხან მოიგო... დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ და ამით ძალიან ბედნიერები ვართ", - თქვა კონტემ.

"ისეთი თამაში იყო, ორივე გუნდს შეეძლო მოგება, - ეს უკვე მოურინიოს სიტყვებია, - მთავარი იყო, პირველი ვინ გაიტანდა... სამწუხაროდ, ეს არ იყო "იუნაიტედი". პირველ ტაიმში რეალურად თანაბარი თამაში იყო, მეორე ნახევარში კი, გარკვეულწილად, არ გაგვიმართლა, რადგან, როგორც კი "ჩელსიმ" მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაშინვე გაიტანა".

ბოლო 15-20 წუთის განმავლობაში "მანჩესტერი" უკეთესი იყო, უტევდა, შანსებიც ჰქონდა, მაგრამ... ტაბლო ულმობელია - ზედიზედ მეორე საგარეო მარცხი!

Video

05.11.17. ჩელსი - მანჩესტერ იუნაიტედი 1:0

"ტოტენჰემმა" ძლივს მოუგო "კრისტალ პალასს", "ლივერპულმა" კი შანსი არ დაუტოვა "ვესტ ჰემს", რომლის მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა თქვა, რომ ახლა მისი ბედი მთლიანად კლუბის მესვეურების ხელშია...

Video

05.11.17. ტოტენჰემი - კრისტალ პალასი 1:0

კვირას, როგორც იქნა, გაიმარჯვა "ევერტონმა". "გუდისონ პარკზე" მოვლენები დრამატულად წარიმართა. "კანფეტებმა", რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰყავთ კონტრაქტიანი მთავარი მწვრთნელი (სულ უფრო იზრდება დევიდ მოიესის დაბრუნების შანსი), ორბურთიანი ჩამორჩენა გააბათილეს, წინაც გავიდნენ და... ხელიდან გაუშვებდნენ სიმწრით მოპოვებულ გამარჯვებას, მსაჯის მიერ დამატებულ მე-11(!) წუთზე (დიდი ხანი დასჭირდა "უოტფორდის" მეკარე ეურელიო გომეშის გატეხილი თავის "გამრთელებას") მეკარე ჯორდან პიკფორდს თომ ქლევერლის პენალტი რომ გაენეიტრალებინა.

Video

04.11.17 ვესტ ჰემი - ლივერპული 1:4

ფაქტები

"ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო 16 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო, 10 მოიგო და ფრედ ითამაშა - 5.

მიმდინარე სეზონში სესარ ასპილიკუეტამ ალვარო მორატას მე-5 საგოლე პასი გაუკეთა.

"ჩელსი"-"მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩში სესკ ფაბრეგასმა 6 საგოლე შანსი შეუქმნა პარტნიორებს.

"მანჩესტერ სიტისა" და "იუნაიტედს" შორის 8-ქულიანი სხვაობაა. პრემიერლიგის ისტორიაში ეს არის ამ გუნდებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა 11 ტურის შემდეგ.

2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, "არსენალმა" "დიდი ექვსეულის" წარმომადგენლებთან მხოლოდ ერთი საგარეო მატჩი მოიგო, ფრედ ითამაშა 7 და წააგო - 10.

მიმდინარე სეზონის დაწყებიდან "არსენალმა" ყველაზე მეტი, 12 გოლი გაუშვა 11-მეტრიანის ნიშნულიდან.

ზედიზედ მესამე პრემიერლიგური მატჩია, "სტოკი"-"ლესტერი" 2:2 მთავრდება.

2017 წლის მაისის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩმა" წააგო ყველა ის 8 მატჩი, რომელშიც ანგარიში მეტოქეს ჰქონდა გახსნილი.

"ვესტ ბრომვიჩის" მწვრთნელმა ტონი პულისმა ამ სეზონში პირველად გამოიყენა სამი შეცვლის უფლება.

"ბორნმუთმა" მოიგო ყველა ის 6 მატჩი, რომელშიც სტივ კუკმა გაიტანა გოლი.

"ნიუკასლი"-"ბორნმუთის" მატჩში 20 კუთხური მოაწოდეს. ამ სეზონში მხოლოდ ერთი თამაში ("კრისტალ პალასი"-"ჰადერსფილდი") იყო, რომელშიც უფრო მეტი კუთხური (21) დაინიშნა.

"საუთჰემპტონმა" პრემიერლიგის ბოლო 12 საშინაო მატჩიდან 9-ში ვერ გაიტანა გოლი.

"სუონსიმ" ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ შეძლო საკუთარ მოედანზე კარის "მშრალად" შენახვა.

პრემიერლიგის პირველ 11 მატჩში მოჰამედ სალაჰის ხელი "ლივერპულის" 9 გოლში ურევია (7 გაიტანა, 2 გაატანინა).

"ლივერპულმა" "უემბლიზე" ბოლო 2 მატჩში 8 გოლი გაიტანა - ზუსტად იმდენი, რამდენიც "ვესტ ჰემმა" - ბოლო 9 საშინაო მატჩში.

"უემბლიზე" გადასვლის შემდეგ "ვესტ ჰემმა" უფრო მეტი თამაში წააგო, ვიდრე მოიგო - 9 მოგება, 4 ფრე, 11 წაგება.

რაც იურგენ კლოპი "ლივერპულის" მწვრთნელია, ამ გუნდმა 14 მატჩში შეძლო 4 და მეტი გოლის გატანა. ამ პერიოდში მხოლოდ "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემს" აქვთ უკეთესი შედეგი (16-16).

* ჯო ჰარტმა 18 პრემიერლიგურ მატჩში მარტო "ლივერპულისგან" 33 გოლი გაუშვა - ცხრით მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდისგან.

* 1994 წლის შემდეგ "ევერტონმა" პრემიერლიგაში პირველად მოახერხა საკუთარ მოედანზე ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ გამარჯვება, ხოლო კლუბის ისტორიაში - მეორედ.

პრემიერლიგა. XI ტური

სტოკი-ლესტერი 2:2

გოლები: 0:1 იბარა (33), 1:1 შაქირი (39), 1:2 მაჰრეზი (60), 2:2 კრაუჩი (73)

ჰადერსფილ.-ვესტ ბრომვიჩი 1:0

გოლი: 1:0 ვან ლა პარა (44)

გაძევება: შინდლერი (57. ჰადერსფილდი)

ნიუკასლი-ბორნმუთი 0:1

გოლი: 0:1 კუკი (90+2)

საუთჰემპტონი-ბარნლი 0:1

გოლი: 0:1 ვოუკსი (81)

სუონსი-ბრაიტონი 0:1

გოლი: 0:1 მიურეი (29)

ვესტ ჰემი-ლივერპული 1:4

გოლები: 0:1 სალაჰი (21), 0:2 მატიპი (24), 1:2 ლანცინი(55), 1:3 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (56), 1:4 სალაჰი (75)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, კლავანი, მორენო - ჩანი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (87. ლოვრენი), ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო (87. სოლანკე), მანე (77. მილნერი).

ტოტენჰემი-კრ. პალასი 1:0

გოლი: 1:0 სონი (64)

ტოტენჰემი (3-5-1-1): გასანიგა - დავინსონ სანჩესი, დაიერი, ვერტონგენი - ორიე, სისოკო, უინქსი (46. დემბელე), ერიქსენი, როუზი (90+2. ბ. დევისი) - სონი, კეინი (77. ლორენტე).

მანჩესტერ სიტი-არსენალი 3:1

გოლები: 1:0 დე ბრუინი (19), 2:0 აგუერო (50-პენ), 2:1 ლაკაზეტი (65), 3:1 გაბრიელ ჟეზუში (74)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ოტამენდი, დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა - სტერლინგი (78. სტერლინგი), სანე (87. ბერნარდო სილვა), აგუერო (62. გაბრიელ ჟეზუში).

არსენალი (4-3-2-1): ჩეხი - ბელერინი, კოსიელნი, მონრეალი, კოლაშინაცი - რემზი, კოკელენი (56. ლაკაზეტი), ჯაკა (78. ჟირუ) - იოზილი, ივობი (78. უილშირი) - ალექსის სანჩესი.

ჩელსი-მანჩესტერ იუნ 1:0

გოლი: 1:0 მორატა (55)

ჩელსი (3-4-1-2): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი - ძაპაკოსტა (66. რიუდიგერი), კანტე, ბაკაიოკო, ალონსო - ფაბრეგასი (79. დრინკუოტერი) - აზარი (87. ვილიანი), მორატა.

მანჩესტერი (3-4-1-2): დე ხეა - ბაილი, სმოლინგი, ჯოუნსი (63. ფელაინი) - ვალენსია, ერერა, მატიჩი, იანგი (79. ლინგარდი) - მხითარიანი (63. მარსიალი) - რაშფორდი, ლუკაკუ.

ევერტონი-უოტფორდი 3:2

გოლები: 0:1 რიჩარლისონი (46), 0:2 კაბასელე (64), 1:2 ნიასე (67), 2:2 კალვერტ-ლიუინი (74), 3:2 ბეინსი (90+1-პენ)

გამოუყენებელი პენალტი: ქლევერლი (90+11. უოტფორდი)

ბომბარდირები: 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 6 - ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი).

მომდევნო ტური

18 ნოემბერი: არსენალი-ტოტენჰემი, ბორნმუთი-ჰადერსფილდი, ბარნლი-სუონსი, კრ. პალასი-ევერტონი, ლესტერი-მანჩესტერ სიტი, ლივერპული-საუთჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი, მანჩესტერ იუნ-ნიუკასლი

19 ნოემბერი: უოტფორდი-ვესტ ჰემი

20 ნოემბერი: ბრაიტონი-სტოკი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს