ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლა ლიგა. XI ტური: ენდეთ პაკოს [VIDEO]

ლა ლიგა. XI ტური: ენდეთ პაკოს [VIDEO]

ამ ტურში ლა ლიგის ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით იმარჯვეს
ამ ტურში ლა ლიგის ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით იმარჯვეს. ამიტომაც "ბარსელონა" კვლავ 4 ქულით უსწრებს "ვალენსიას" და 8-8 ქულით - მადრიდულ კლუბებს.

"ბარსელონამ" კვლავ ისე მოიგო, რომ დიდი ხმაური არ გამოუწვევია - "სევილია" 2:1 დაამარცხა. "კამპ ნოუს" გმირი, ამჯერად, ყველაზე მოულოდნელი ფეხბურთელი გახდა - პაკო ალკასერი. ის შედეგიანობით ვერ გამოირჩევა, თუმცა შანსსაც იშვიათად აძლევენ. თუკი პაკოს ენდობი, ის იშვიათად გაგიცრუებს იმედს. ალკასერმა სასტარტოში ითამაშა და დუბლიც შეასრულა.

ლეო მესიმ მისთვის საიუბილეო მე-600 მატჩში კატალონიელთა შემადგენლობაში თავი ვერ გამოიჩინა. კვლავ ვერ გაიტანა ლუის სუარესმა. მოკლედ, გამარჯვების მიუხედავად, პრობლემები არც ლიდერს აკლია.

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "პირველ ტაიმში აშკარად ვჯობდით მეტოქეს და გოლებიც უნდა გაგვეტანა. პირველ ოც წუთში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში მეტოქემ იყოჩაღა, ანგარიშიც გაათანაბრა. უკან არ ვიხედები, მაგრამ ცხრილის თავში ვართ და თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. მაგრამ ბევრი რამ დასახვეწი და მოსამატებელია გუნდში. პაკოს დუბლი კარგია მისთვისაც და გუნდისთვისაც. მან მნიშვნელოვანი მატჩი მოგვაგებინა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მას თვითრწმენას განუმტკიცებს. კარგია, რომ სუარესის გოლების გარეშეც ვიგებთ".

პაკო ალკასერი (ბარსელონა): "მწვრთნელი რა შანსსაც მოგცემს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. მიხარია, რომ ორი გოლი გავიტანე, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია, რომელიც ჩემს პირად მიღწევებზე მაღლა დგას. "ბარსა" კარგად თამაშობს, სეზონის დასაწყისიდანვე ერთ მუშტად ვართ შეკრულნი".

Video

04.11.17 ბარსელონა - სევილია 2:1

ფაქტები

ვისამ ბენ იედერმა (სევილია) ამ სეზონში 8 აშკარა საგოლე შანსიდან მხოლოდ ორი გამოიყენა.

11 მატჩში 31 ქულა - "ბარსელონამ" საკუთარი საუკეთესო სტარტი (2012 და 2013) გაიმეორა.

როცა პაკო ალკასერს (ბარსელონა) სასტარტოში აყენებენ ის შეუჩერებელია - 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ლიონელ მესი გახდა მესამე ფეხბურთელი, ვინც "ბარსელონას" რიგებში 600 მატჩი ითამაშა. წინ ჩავი ერნანდესი (767) და ანდრეს ინიესტაა (642).

ბოლო 14 მატჩია, "სევილია" "კამპ ნოუზე" მოგებას ვერ ახერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ "რეალმა" აუტსაიდერ "ლას პალმასს" იოლად მოუგო (3:0), "რეალის" გულშემატკივრები მაინც არ არიან ბოლომდე კმაყოფილები. უჭირს შეტევის ხაზს, რაც მართლაც საოცარია - კრიშტიანო რონალდოსა და ქარიმ ბენზემას ჩემპიონატში ერთად იმდენივე გოლი აქვთ გატანილი, რამდენიც გარეთ ბეილს (2), ვინც დიდი ხანია, ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

რონალდოს კიდევ რა უჭირს, ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს და გუშინაც საგოლე პასი მიითვალა. აი, ფრანგის თამაში კი კატასტროფაა, მას 100%-იანი შანსების განიავებაში ლა ლიგაში ბადალი არ ჰყავს.

Video

05.11.17. რეალი - ლას პალმასი 3:0

ფაქტები

მარკო ასენსიომ (რეალი) ლა ლიგის ფეხბურთელებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან - 4.

კაზემირო "რეალის" პირველი ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში შეძლო ერთი გოლის გატანა მაინც თავით.

ქარიმ ბენზემამ (რეალი) ამ სეზონში 7 აშკარა საგოლე შანსიდან ერთი გამოიყენა.

მარსელომ მე-300 მატჩი ითამაშა "რეალის" მაისურით ლა ლიგაში. ის "რეალის" მეორე უცხოელია, ვინც ეს შეძლო რობერტო კარლოსის (370) შემდეგ.

"ლას პალმასმა" ლა ლიგაში 34 მატჩი ითამაშა "სანტიაგო ბერნაბეუზე" და ერთიც არ მოუგია.

მესტალიური ზღაპარი ლა ლიგაში გრძელდება - მარსელინოს "ვალენსიამ" ისევ მოიგო და "ბარსას" ოთხი ქულით ჩამორჩება. ამჯერად, "ლეგანესის" კარში გატანილი სამი გოლიდან ერთშიც არ მიუძღვის წვლილი საუკეთესო ბომბარდირ სიმონე ძაძას. როგორც ჩანს, დაძაბულობა მასსა და მარსელინოს შორის არ განელებულა, როცა შეცვალეს, იტალიელმა მწვრთნელს დემონსტრაციულად არ ჩამოართვა ხელი.

ფორვარდთა კრიზისი კიდევ ერთ მადრიდულ კლუბს აწუხებს, ეს "ატლეტიკოა", ანტუან გრიზმანს ვერ გააქვს, სხვებიც ვერ ყოჩაღობენ, სიმეონეს გუნდს გამარჯვება "რიასორზე" ბოლო წამებზე თომასმა მოუტანა საჯარიმო დარტყმით.

Video

04.11.17 დეპორტივო - ატლეტიკო 0:1

წინა პლანზე წამოიწია "ვილიარეალმა", რომელსაც შეცვლაზე შესული ნიკოლა სანსონეს დუბლი დაეხმარა აუტსაიდერი "მალაგას" დამარცხებაში.

სხვა ფაქტები

მას მერე, რაც "ბეტისში" 5 მატჩი ითამაშა, რიად ბუდებუზმა პირველი გოლი პირველივე დარტყმით გაიტანა კარში.

ტონი სანაბრიამ (ბეტისი) ლა ლიგის ბოლო 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მარკელ ბერგარამ (ხეტაფე) ლა ლიგაში 5 გოლი გაიტანა და ხუთივე სტანდარტული მდგომარეობებიდან.

ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი) პირველი ფეხბურთელია ამ სეზონში, ვინც შეცვლაზე შესვლის მერე დუბლი შეასრულა.

ალვარო ოდრიოზოლას (რეალ სოსიედადი) გასულ და ახლანდელ სეზონებში 8 საგოლე პასი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ის მცველებში მესამეა მარსელოსა და ჟორდი ალბას შემდეგ.

გასულ და ახლანდელ სეზონებში ყველაზე მეტი გოლი თავით ვილიან ჟოზემ (რეალ სოსიედადი) გაიტანა - 9.

პირველ 26 წუთში სამი გოლი "ბილბაომ" 2005 წლის მერე პირველად გაუშვა.

ბორხა გარსიამ "ჟირონას" ფეხბურთელთა შორის პირველმა გაიტანა ლა ლიგაში გოლი საჯარიმოს გარედან.

"ლევანტე" და "ჟირონა" ტოპდივიზიონში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

სანტოსმა (ალავესი) ამ სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - მან "ესპანიოლს" შეხვედრის 45-ე წამზე გაუტანა.

"ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" ამ სეზონში პირველ ტაიმებში მხოლოდ 2-2 გოლი აქვთ გაშვებული.

დიეგო სიმეონეს (ატლეტიკო) არასოდეს წაუგია "დეპორტივოსთან" - 9 მატჩი.

7 მატჩი უგოლოდ, ანტუან გრიზმანისთვის ყველაზე გრძელი მშრალი სერიაა "ატლეტიკოში".

ერთ სეზონში ზედიზედ 7 მატჩი "ვალენსიამ" ისტორიაში პირველად მოიგო.

როდრიგო მორენომ (ვალენსია) 7 გოლი ამ სეზონში 7 სხვადასხვა გუნდს გაუტანა.

"ჟირონამ" ისტორიაში პირველად შეძლო ლა ლიგაში ზედიზედ სამი მატჩის მოგება.

ლა ლიგა. XI ტური

ბეტისი-ხეტაფე 2:2

გოლები: 0:1 ბერგარა (18), 0:2 პორტილიო (34), 1:2 სანაბრია (68), 2:2 ბუდებუზი (87)

ვალენსია-ლეგანესი 3:0

გოლები: 1:0 პარეხო (14), 2:0 როდრიგო (71), 3:0 მინა (82-პენ)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, მურილიო, გარაი, გაია - სოლერი (65. ა. პერეირა), პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო (86. ლატორე), ძაძა (78. მინა)

დეპორტივო-ატლეტიკო 0:1

გოლი: 0:1 თომასი (91)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ლ. ერნანდესი - ა. ფერნანდესი (61. გამეირო), თომასი, გაბი, საულ ნიგესი - ა. კორეა (46. გაიტანი), გრიზმანი (80. ხ. ხიმენესი)

ალავესი-ესპანიოლი 1:0

გოლი: 1:0 სანტოსი (1)

გაძევება: ერმოსო (38. ესპანიოლი)

ბარსელონა-სევილია 2:1

გოლები: 1:0 პ. ალკასერი (23), 1:1 პისარო (59), 2:1 პ. ალკასერი (65)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი (90. მასკერანო), ბუსკეტსი, ინიესტა (60. პაულინიო) - მესი, ლ. სუარესი, პ. ალკასერი (66. დეულოფეუ)

სევილია (4-3-3): სორია - კორშია, კიაერი (73. გაისი), ლონგლე, ესკუდერო - ბანეგა, ნ"ზონზი, პისარო - ხესუს ნავასი, მურიელი (76. ბენ იედერი), სარაბია (62. ნოლიტო)

ლევანტე-ჟირონა 1:2

გოლები: 0:1 ბ. გარსია (58), 0:2 სტუანი (83), 1:2 უნალი (92)

სელტა-ბილბაო 3:1

გოლები: 1:0 ს. გომესი (16), 2:0 ასპასი (22), 3:0 ასპასი (26), 3:1 რაულ გარსია (38)

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა (73. ლეკუე), ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ვესგა (46. იტურასპე) - სუსაეტა, რაულ გარსია, კორდობა (46. ადურისი) - ვილიამსი

სოსიედადი-ეიბარი 3:1

გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (12), 2:0 იანუზაი (28), 3:0 ოიარზაბალი (46), 3:1 ჟორდანი (72)

რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, ი. მარტინესი, როდრიგესი - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - ოიარზაბალი (86. კანალესი), ვილიამ ჟოზე, იანუზაი (73. ველა)

ვილიარეალი-მალაგა 2:0

გოლები: 1:0 სანსონე (68), 2:0 სანსონე (76)

რეალი-ლას პალმასი 3:0

გოლები: 1:0 კაზემირო (41), 2:0 ასენსიო (56), 3:0 ისკო (74)

რეალი (4-3-1-2): კასილია - ნაჩო, ვალიეხო, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი (78. სებალიოსი), კაზემირო (68. მ. ლორენტე), ისკო - ასენსიო - რონალდო, ბენზემა (75. ლ. ვასკესი)

ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 7- როდრიგო მორენო (ვალენსია), ანტონიო სანაბრია (ბეტისი).

მომდევნო ტური

17 ნოემბერი: ჟირონა-რეალ სოსიედადი;

18 ნოემბერი: ხეტაფე-ალავესი, ლეგანესი-ბარსელონა, სევილია-სელტა, ატლეტიკო-რეალი;

19 ნოემბერი: მალაგა-დეპორტივო, ესპანიოლი-ვალენსია, ლას პალმასი-ლევანტე, ბილბაო-ვილიარეალი;

20 ნოემბერი: ეიბარი-ბეტისი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა

[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"

ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი

[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა

"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა

El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა

"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა

Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა

მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა

"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა