ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩვენ მზად ვართ შევქმნათ რაღაც განსაკუთრებული! - "ბორჯღალოსნებმა" კანადისთვის მზადება დაიწყეს

ჩვენ მზად ვართ შევქმნათ რაღაც განსაკუთრებული! - "ბორჯღალოსნებმა" კანადისთვის მზადება დაიწყეს

კანადისთვის მზადება დაიწყო
თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩამდე 5 დღით ადრე ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დილიდან შეიკრიბნენ. 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" კანადას დაუხვდება. თამაში 18 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრები იყიდება ონლაინ TKT.GE/TBCRugbySeries და დინამოს სალაროებში. ფასი: 5, 10, 15 და 20 ლარი.

სატურნირო რაზმი

გასულ კვირაში საფრანგეთში განვლილი 3-დღიანი, ნაყოფიერი შეკრების შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სატურნირო, 32 კაციანი რაზმი დაასახელა.

ტრავმების გამო ბურჯი დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად მწვრთნელებმა ლაშა ტაბიძეს, ხოლო მესამეხაზელი ოთარ გიორგაძის ნაცვლად გიორგი ცუცქირიძეს უხმეს.

ორ მორაგბეს - მირიან მოდებაძეს და გიორგი კვესელაძეს სანაკრებო კვართით ჯერ არ უთამაშიათ, თუმცა გაფართოებული შემადგენლობის ბირთვი გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

"ჩემთვის დიდი პატივია დავასახელო ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2017 წლის ნოემბრის, "თიბისი რაგბის სერიებისთვის". მიგვაჩნია, რომ 2-3 მორაგბის გარდა, რომლებიც ტრავმების გამო მოვისაკლისეთ, საკმაოდ გამოცდილ გუნდს მოვუყარეთ თავი" - ამბობს მილთონ ჰეიგი.

ქომაგებმა ჩვენით უმდა იამაყონ...

"თიბისი რაგბის სერიებში" ბორჯღალოსნები 11 ნოემბერს დინამოზე კანადას, ხოლო 25 ნოემბერს "მიხეილ მესხზე" აშშ-ს ეთამაშებიან. ამ გუნდებს 6 თვის წინ ამერიკული ტურნეს ფარგლებში შევხვდით და მათთან სტუმრად პირველი გამარჯვებები მოვიპოვეთ. კანადას ქალგარში, ძლიერ ქარსა და თოვლ-ჭყაპში 13:0, ხოლო აშშ-ს მზიან ატლანტაში 21:17 ვძლიეთ.

მიუხედავად ამისა, ჰეიგი რთული თამაშების მოლოდინშია და ქართველ ქომაგს ხარისხიან თამაშს პირდება:

"ყოველი წლის ნოემბრის კამპანია განსაკუთრებულად რთულია, რადგან მეტოქეებად ძლიერი გუნდები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ივნისში კანადა და ამერიკა სტუმრად დავამარცხეთ, გამონაკლისი არც ეს ნოემბერი იქნება. ვიცით, რომ ისინი საქართველოში უდიდესი მოტივაციით და რევანშის წყურვილით ჩამოდიან.

"ეს ჩვენთვის ძალიან კარგი გამოწვევაა! თუ ზედმეტად თავდაჯერებულები ვიქნებით, არაფერი გამოგვივა. ჩვენი მიზანია, რომ ივნისში ნაჩვენები თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ და ისეთი შემტევი რაგბი ვაჩვენოთ, რომლითაც ქომაგი იამაყებს"

დროა ქართული რაგბის ისტორია შევქმნათ!

კანადასა და აშშ-ს შორის, ბორჯღალოსნები კარდიფში ჩავლენ და 75-ათასიან ლეგენდარულ სტადიონზე - "მილენიუმზე" (რომელსაც ამჟამად "პრინსიფალითი სთედიუმი" ეწოდება), უელსის ნაკრებს შეხვდებიან. თამაში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება და ჰეიგი მის მნიშვნელობაზე საუბრობს:

"უელსთან თამაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, ვინც მოედანზე გავა, არამედ მთელი ქვეყნისა და ქართული რაგბისთვის. უელსი ლეგენდარული გუნდია და ლეგენდარულ სტადიონზე გვიმასპინძლებს. "მილენიუმზე" ბოლოს 2015 წლის მსოფლიო თასზე, მსოფლიოს ჩემპიონ "ოლ ბლექსს" ვეთამაშეთ. იმ მატჩში ძალიან კარგად გავისარჯეთ და წელს გვინდა მთელს სამყაროს ვანახოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ უკეთ თამაშიც შეგვიძლია.

ჩვენ მზად ვართ შევქმნათ რაღაც განსაკუთრებული! ბევრი ვიშრომეთ იმაზე, რომ მოთამაშეები სწორ გარემოში მოხვდნენ, რაც მათ ხელს შეუწყობს მოედანზე სრული პოტენციალის გამოვლენაში. დროა დავიჯეროთ, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. დროა გავიდეთ მოედანზე და შევქმნათ ქართული რაგბის ისტორია!"

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

• ukleba

მეცინება ზოგიერთ კომენტარს რო ვკითხულობ. დღევანდელი ჩვენი რესურსის პირობებში სადაც ვართ ეს დიდი წარმატება არ არი??? ბიჭები ძალიან მიყვარს მარა რეგბი მარტო შერკინება არ არის. შეხედეთ სად თამაშOბენ ჩვენი ხაზის მოთამაშეები და რა გამოცდილება უმაგრებთ მათ ზურგს. დიდი იმედი მაქ რომ საოცრად გაგვაკვირვებენ მაგრამ მეეჭვება დიდი გუნდების სკაუტებზე მეტი იცოდეს ვინმე ვინც აქ წერს კომენტარებს. რას ერჩით ჰეიგს-კაცმა რაც თქვა ყველა პირობა შეასრულა. ერთი ფეხის გადაცდენა რუმინეთთან-ისიც მოსაგებ თამაშში და გააცამტვერეს კაცი. არადა მაშინ მთლიანა სამხრეთ აფრიკის და საფრანგეთის სარაგბო თემი უნდა გაეძევებინათ ქვეყნიდან როცცა მათ ტონგასთან და იაპონიასთან წააგეს. სად ჩანს რომ ჰეიგი სკამსაა ჩაბღაუჭებული ან ვინ -რომელი მაღალი დონის სპეციალისტი მოვა და გასწევს იმ საქმეს რასაც ჰეიგი აკეთებს ამ ხელფასის პირობებში. ჩემი აზრით ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ ზოგადად სხვისი შრომის დაფასების ამბავში მაგრად გვიჭირს ქართველებს. წარმატება ბიჭებს და რაც მტავარია კარგი და სანახაობრივი რაგბის ცქერას ვუსურვებ ნამდვილ გულშემატკივარს.

• სოსო

ვფიქრობ მილტონ ჰეიგი აღარ უნდა მოვიხსენიოთ როგორც უცხოელი სპეციალისტი,ის უკვე ჩვენი ნაწილი გახდა და აქედან წასვლა რომც დააპიროს,ჩვენ აღარ უნდა გავუშვათ.ამისთანა ადამიანებს გაფრთხილება და მოფერება სჭირდებათ.ის ყოველთვის საჭირო იქნება ჩვენთვის.

• გელა

ეუჰ! რა კარგად მოგიფიქრებია! ;)

• ლევანი

მჯერა ჩვენს რაგბისტებს დიდი გამარჯვებები ელოდებათ მილტონ ჰეიგთან ერთად!

• ვასილიჩი

დუდა, იმ კატეგორიისა ხარ ოღონდ განსხვავებული თქვა და სწორსა და არასწორზე არ ფიქრობ, აბა რა გამონათქვამებია ეს რაც აქ დაწერე? დისლაიქების რაოდენობას დაუკვირდი რაა?

• გაიოზი

ბატონო დუდა, ჩვენ რომ გვჭირდება და გვსურს ერთია მაგრამ ამას ხომ უნდა გარვეული რესურსები, და ხომ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრ საქმეში აჩქარებით ისიც დავკარგეთ რაც გვქონდა, იქნებ უკეთესი იქნება ყველაფერი მეთოდურად გარკვეული ეტაპების გავლით გაგვეკეთებინა და არ მოგვეთხოვა უცბად არარეალური.

• მიროსან

ოეე..ოეეეე....სწრაფ წინსვლას დიდი ფული ჭირდება ჯიგარო...ჩვენი ფედერაციისხელა დაფინანსება ერთ გუნდს აქ რუსეთში... რაც გვაქ კიდე დაფინანსება იმის ფარგლებში ეს შედეგი იდეალურია....

• G E L A

duda! რა გნებავთ? ვერ აგვიხსნით სწრაფ და რეალურ სვლაში რას გულისხმობთ? აგერ იაპონია, ა.შ.შ. და სხვა მრავალი მეგა ქვეყანავერაფრით იმაზე წინ ვერ მიდის სადაცაა ამჟამად, რაგბი სხვა სპეციფიკის სახეობაა და ასეთი მოთხოვნების პიროვნებას ერთს ვუპასუხებ: არაფერი გესაქმება ამ სახეობაში ("დაჟე" კომენტარები), გულწრფელობას უწუნებ კაცს ისე, რომ არ იცნობ, მენტალიტეტი არ იცი და ავან ჩავანი მისი, შენ ხომ არ გეცადა მწვრთნელობა??? პირადად მე თქვენ ბიუსტს შევუკვეთავდი ჩემ სამუშაო მაგიდაზე დასადგმელად, ხოლო ძეგლს დაგიდგამდი მუშთაიდის ბაღში, უკეთეს შედეგზე კი არა, იგივეს გამეორებისთვის.............. წადი რა კოჭი გააგორე!!!!!!!!!!!!!!

• rugby

ბევრი რამის დანახვა შეიზლება და ამიტომაც ვამბობთ, ჩვენ გულანთებული წრფელი ადამიანი გვჩირდებიან და არა თანამდებობას ვერ შელეული მელაქუცეები.

• gorgodzeebi

გელა,გელა,გელა ქუცა!!!!!!!!!!!!

• გელა

ნეტა, გორგოძეს ხომ არ ჰგონია, რომ მინიმუმ უელსთან ძალიან გამოგვადგებოდა? ცუდია, რომ გორგოძეები თვითონ იღებენ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებას... :/

• KING

ჰეიგს ვფიქვრობ კარკვეული წინსვლა აქ თვის კარიერაში.ჩვენთან ერთად იზრდება და პროგრესირებს.ვერ ვხვდები რითი უნდა ვიყო ამ კაცით უკმაყოფილო... პროფესიონალიზმთან ერთად ჩვენი ოაჯხის წევრი გახდა, ყველა ინტერვიუში აღნიშნავს სიტყვას "ჩვენ".ამ ადამიანს მე დიდ პატივსვცემ და იმედია წარმატებასაც მიგვაღწევინებს.

• WTF

LONG LIVE THE LELOS !!!

• duda

ეს სიტყვები და დაპირებები კარგია, ჰეიგს საქართველოში დარჩენის დიდი სურვილიც აქვს, მაგრამ ამ ყველაპერს გულცრფელობა აკლია. ჩვენ კი სცრაფი და რეალური წინ სვლა გვჭირდება, სხვა კუთხით და სხვა ფორმით.

• devi

ჰეიგი უაზროდ არასდროს არ ლაპარაკობს. მისი კომენტარი ნიშნავს იმას, რომ ის და ქართული რაგბი, სინამდვილეში მნიშვნელოვან შედეგზე არიან ორიენტირებული. გაუმარჯოს ქართულ რაგბს.

• Ti

იმის გარდა რომ ეს კაცი კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოს ასრულებს ასე მგონია სულს და გულს დებს საჩვენო საქმეში. შესანიშნავ რეკლამას ხო გვიკეთებს მსოფლიო მასშტაბით.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!