ქართველ მშვილდოსან ქალთა ნაკრები ესპანეთიდან დაბრუნდა, სადაც ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში გაიმარჯვა
მშვილდოსან ქალთა ნაკრები გუშინ დილით დაბრუნდა ესპანეთიდან, სადაც ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში გაიმარჯვა. ჩემპიონობისკენ მიმავალი გზიდან მათ პოლონეთის, რუსეთისა და უკრაინის გუნდები ჩამოიცილეს.

განსაკუთრებით ძნელი რუსებთან ნახევარფინალში ბრძოლა გამოდგა, რომლებსაც დამატებით ბრძოლებში მოუგეს. ეს ჩვენი ნაკრების ყველაზე სოლიდური გამარჯვებაა.

ეს შეჯიბრება პირველი ოფიციალური ტურნირი იყო კორეელ იონგ სონგ ანისთვის, რომელიც ჯერ ოფიციალურად არაა დამტკიცებული ნაკრების თავკაცად, დანიშვნას ფინანსები აფერხებს თუმცა ეს დროის საკითხია.

გუშინვე სამშობლოში დაბრუნებული გუნდი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიიღო და წარმატება მიულოცა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტურნირში გამარჯვება არ იყო იოლი და ჩვენებმა ეს დაძაბულ ბრძოლაში შეძლეს. წარმატებას სიამოვნებით გამოეხმაურა საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ქაცარავაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სწორ გზას ადგანან.

ფედერაციის გენერალურ მდივან არტიომ სანიშვილს გავესაუბრეთ, რომელიც თან ახლდა გუნდს ესპანეთში.

- შედეგიდან გამომდინარე, ჩანს, სპორტსმენებმა კარგად შეასრულეს მწვრთნელის დავალებები...

- მთავარი, რაც ამ ტურნირმა დაგვანახა, ეს იყო მობილიზებული და საერთო მიზნისთვის შეკრული გუნდი. ყველა აღნიშნავდა, რომ წინა წლებთან შედარებით, ჩვენები ამჯერად ბევრად მოტივირებულნი იყვნენ. მწვრთნელი მათ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც დღეში ორჯერ დროს უთმობდა, რამაც შედეგი გამოიღო.

პლეი ოფში იოლად მოუგეს პოლონელებს, რუსებთან თავიდან ვაგებდით 2-3 ქულით, მაგრამ ნელ-ნელა დავეწიეთ და ბოლოს გავუთანაბრეთ ანგარიში. დაინიშნა დამატებითი სროლები, რომელიც ისევ ფრედ დასრულდა, მეორე დამატებით სროლებში კი ორი ქულით მოვიგეთ.

უკრაინელებთანაც ვაგებდით ფინალში, მაგრამ გოგოები არ გატყდნენ და აქაც მიაღწიეს მიზანს. ალბათ, უკრაინელები იმედოვნებდნენ, რომ რომელიმე ჩვენგანი გააფუჭებდა სროლას, მაგრამ ესებუა რომ ისროდა, მერე დიასამიძეც ზუსტად მიაყოლებდა, რასაც ნარიმანიძის ნასროლი აბოლოებდა. საბოლოოდ დაძაბულობას სწორედ უკრაინელებმა ვერ გაუძლეს. საინტერესოა, რომ შეჯიბრებისას კორეელი საერთოდ არ უყურებდა სამიზნეს, გოგოებს მხოლოდ ტექნიკური სახის რჩევებს აძლევდა. მთავარია, ტექნიკურად სწორად ისროლოთ და ისარი თავისით მონახავს გზასო, ამბობდა ის.

- საინტერესოა, ფინალის დამთავრების შემდეგ რა თქვა კორეელმა, როგორ შეაფასა გუნდის გამოსვლა?

- შეფასება ის იყო, რომ გუნდი დარბაზში გაიყვანა სასროლეთზე და იქ გააგრძელა წვრთნა - სპორტსმენებს შეცდომებზე უთითებდა. თუმცა ის ასე იქცეოდა ყველა შეხვედრის შემდეგ. მოგებით ეიფორიაში არ ჩავარდნილა. თქვა, რომ ჩემპიონობა კარგია და ეს დიდი გზის დასაწყისია, რომელმაც ლიცენზიები და სხვა წარმატებები უნდა მოგვიტანოს, ამით ვაგრძელებთ ბრძოლას ოლიმპიადის საგზურებისთვისო. ეს უკვე გუნდია და არა უბრალოდ ნაკრებიო, ასე შეაფასა მან ნაკრების გამოსვლა. იგი კმაყოფილია შეგირდებით, მიჯერებენო. მის მუშაობას ხათუნა ნარიმანიძემაც მაღალი შეფასება მისცა. კორეელს ეჭვიც არ ეპარება, რომ ქალთა ნაკრები სამივე ლიცენზიას მოიპოვებს, თუმცა ერთ საგზურს არც ბიჭებისგან გამორიცხავს.

- გადაწყდა თუ არა კორეელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა და ამ შემთხვევაში რა ბედი ელის ნაკრების ახლანდელ მთავარ მწვრთნელ თამაზ ფუტკარაძეს?

- მე რამდენადაც ვიცი, კორეელის დანიშვნა გადაწყვეტილია, ფუტკარაძე კი, ალბათ, მის გუნდში არ დარჩება, რადგან არ იზიარებს აზიელის მეთოდიკას. მწვრთნელი ამბობს, რომ ვინც მის მიდგომებს არ ეთანხმება, არც გუნდში იქნება - ეს ეხება როგორც სპორტსმენებს, ისე - მწვრთნელებს.

P.S. ბუნებრივია, კორეელის დანიშვნას მივესალმებით, როგორც, ზოგადად, უცხოელ მწვრთნელთა მოწვევას. მართალია, მათ ძალიან უჭირთ აქაურ რეალობასთან შეგუება, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენი მენტალიტეტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლურს, თუმცა არც ის გვინდა, მოწვეულთა ხარჯზე ქართველ მწვრთნელებს უდიერად მოვექცეთ. იგივეს ვიტყვით თამაზ ფუტკარაძეზეც! არ ვამბობთ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნდა დატოვონ - ეს ფედერაციის საქმეა, მაგრამ იქნებ ისე მოვახერხოთ, არც გულნატკენი დარჩეს და ნაკრებიდან ცივილური ფორმით გავუშვათ.

რაც უნდა იყოს, ამ კაცმა და მისმა ბათუმურმა გუნდმა შეინარჩუნა მშვილდოსნობა საქართველოში, ხოლო ნაკრებს თუ ევროპის ჩემპიონობა ვერ მოაპოვებინა, ორჯერ ვერცხლი და ბრინჯაო ააღებინა. ამიტომ, ვფიქრობთ, მისი მუშაობა დაფასებას იმსახურებს.

goga
არტიომ-ჯან მშვილდ-ისარი ახლოდან ნანახი გააქ?
tamazi
100%-ით ვეთანხმები მარინას!!! ალბათ აღარ "ევასებათ" ბატონი თამაზი, იმიტომ რომ თავის საქმის პროფესიონალია და შედეგიც სახეზე აქვს. სამივე მშვილდოსანი მისი მომზადებულია და ვიღაც კორეელმა კი მიიწერა ჩემპიონობა... P.S. ამათ ყურმოჭრილი მონები ჭირდებაააააააათ!!!
marina
ეს არის ქართველი ადამიანის სულში ჩაფურთხება! რასაც საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს! ფაქტიურად ამ კაცის მოპოვებულია ეს ჩემპიონობა! ქართული ფეხბურთი ხომ აგვიყვავა ცნობილმა უცხოელმა მწვრთნელებმა და ახლა ჯერი მშვილდოსნობაზე! ქართველებს ამდარგში ძალიან კარგი ტრადიციები გვაქვს და არა მგონია თუ სახელმწიფოს მხარდაწერა იქნებოდა შედეგი არ ყოფილიყო(თანაც ვერხლი და ბრინჯაო უკვე იყო)! სამწუხაროა!
მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს