კალათბურთელებს შორის მუდმივად მიმდინარეობს ორთაბრძოლები, რასაც წესების დარღვევა და ხშირად ჩხუბი მოჰყვება
კალათბურთელებს შორის მუდმივად მიმდინარეობს ორთაბრძოლები, რასაც წესების დარღვევა და პარკეტზე დაპირისპირება მოჰყვება.

ჩხუბი კი ძალიან დიდი შოუა, რომელზეც ხშირად საუბრობენ და მათი პოპულარობა საკალათბურთო ჩატენვების კადრებსაც კი აჭარბებს. ქართველ კალათბურთელებსაც სჩვევიათ პარკეტზე აფეთქება და ამ დროს ძალიან რთულია მათი გაჩერება.

ამ სტატიაში გთავაზობთ ქართველი კალათბურთელების ყველაზე ცნობილ ჩხუბებსა და საინტერესო დაპირისპირებებს.

საქართველოს ნაკრებში, როგორც საკალათბურთო ფაქტორით, ასევე დაპირისპირებით თვალსაზრისით, მთავარი დამრტყმელი ძალა ზაზა ფაჩულიაა.

NBA-ში სხვადასხვა კალათბურთელთან ნაკრების ყოფილ კაპიტანს ათიოდე დაპირისპირება მაინც დაუგროვდა და მასთან ჩხუბი, მის ენაზე რომ ვთქვათ, არასდროსაა "Nothing easy".

ამერიკელებს მისი ჩხუბების კოლაჟიც აქვთ გაკეთებული და ამ ვიდეოს სრულად გთავაზობთ.

Video

ზაზა ფაჩულიას ჩხუბები

ზაზა ფაჩულიას არაფერში ჩამოუვარდება მისი ახლო მეგობარი თორნიკე შენგელია, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ, "ბასკონია"-"უნიკახას" შეხვედრის მე-5 წუთზე, "უნიკახას" ფორვარდ ჯეფ ბრუქსთან პოზიციის მოპოვებისას უთანხმოება მოუხდა, რასაც თავიდან შელაპარაკება მოჰყვა, შემდეგ კი გიორგი შერმადინს მოუწია თორნიკე შენგელიას შეკავება.

Video

თორნიკე შენგელიამ გიორგი შერმადინის თანაგუნდელთან ლამის იჩხუბა

2015 წელს ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში "ლაბორალ კუჩა" "ბილბაოს" მასპინძლობდა. ყველაფერი "ბილბაოს" შეტევას მოჰყვა, რომელიც ტოდოროვიჩმა ჩატენვით ვერ დააგვირგვინა - შენგელიამ ის წესის დარღვევით შეაჩერა.

ხაზთან მდგომ თოკოს ტოდოროვიჩი აგრესიულად მივარდა და მკერდით დაეჯახა. ქართველი შებრუნდა და მეტოქეს გვარიანად უთავაზა. შედეგად, ორივე გუნდის თანაგუნდელებს შორის ჩხუბი დაიწყო.

რაც არის საინტერესო ამ ფაქტში, ჩხუბის დასრულების შემდეგ თორნიკე ტრიბუნასთან მდგომ ბავშვთან მივიდა და მოუბოდიშა.

Video

თორნიკე შენგელიას ჩხუბი ბასკურ დერბიში

2011 წლის 7 მაისს, ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეების, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდისა და "სოხუმის" შეხვედრის ბოლოს, თბილისის სპორტის სასახლეში უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

შსს-ს ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ბესარიონ ლეჟავამ, მატჩის მსაჯს, მაკა კუპატაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: ჯერ სახეში თავი დაარტყა, მერე კი წიხლიც მიაყოლა.

Video

07.05.11 ბესარიონ ლეჟავა ურტყამს მაკა კუპატაძეს

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ხშირად ხდება ჩხუბები და ეს პირველი ფაქტი არ არის. მაგალითად, ყოველთვის დაძაბულია "ქუთაისისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება.

2015 წლის 27 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის მე-7 ტურის შეხვედრას, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა "დინამოს" უმასპინძლა, შეხლა-შემოხლა და ჩხუბი მოჰყვა.

Video

27.11.15 ქუთაისი-თბილისის დინამო, დაპირისპირება გულშემატკივართან

- ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]

დათო
ფაჩულია, შენგელია, ჯიგრები ხართ,ნამდვილი სანაქებო ქართველები.
sss 21
ფაჩულიას ხმამაღალ საუბარს ჩხუბი რატომ ქვია!!!!
გენო
შსს-ს ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ბესარიონ ლეჟავამ-ამ ლეჟავას ზემოთ ყავს კაცი თორამ ნაკრებში ხო ათამაშებენ თან ერთ-ერთმაო ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს არ უნდა გვეცნო ვინ იყო
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა