სუპერლიგა: "მარნეულის" პირველი გამარჯვება
დებიუტანტმა მარნეულის "დელტამ“ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა. მარნეულელებმა "კაკტუსს“ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა და ისე მოუგო, წარმატების შანსი არ მიუცია.

ჩემპიონატის 6 წაგებით დაწყების შემდეგ მარნეულელებმა გამარჯვება დააგემოვნეს და ამაში თითოეულ მოთამაშეს საკუთარი წვლილი მიუძღვის. "დელტამ“ გუნდურად ითამაშა და თამაშის სადავეებს თავიდანვე რომ დაეპატრონა, მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. შორი სროლები თუ სწრაფი გარღვევები - მარნეულელებს ყველაფერი ხარისხიანად გამოსდიოდათ და შედეგსაც იმკიდნენ.

პირველი პერიოდი "დელტამ“ 25:19 მოიგო, მეორე - 25:17, ხოლო მესამეში 24:12 იმარჯვა და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტა. ბოლო ათწუთეულის წინ ქვემოქართლელები 26 ქულით იგებდნენ და შეხვედრა სასურველ შედეგამდე იოლად მიიყვანეს. საბოლოოდ "დელტამ“ 91:60 მოიგო და ქულებით „სოხუმს“ გაუთანაბრდა.

მარნეულელებს ამერიკელმა ლეგიონერმა - დეანდრე რეიმ 22 ქულით ულიდერა. 12-12 ქულა მიითვალეს ჯინ დონდუმელმა და ნიკ ნილმა. "კაკტუსში“ 18 ქულით ბომბარდირი გახდა კრისტიან ჯონსონი. 16 ქულა დეანდრე პარკსის ანგარიშზე დაგროვდა.

თემურ კანკია (დელტას მთავარი მწვრთნელი):

მოვინდომეთ რასაც ქვია, ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და შევძელით გუნდური კალათბურთის ჩვენება. გვქონდა გადაცემები, გვქონდა სწრაფი შეტევები, რაც მნიშვნელოვანია კალათბურთში. ამავდროულად დაცვაში ისე ვირჯებოდით, რომ ძალიან არ დავღლილიყავით. შევძელით გეგმის შესრულება და შედეგიც სახეზეა, რაც ძალიან სასიხარულოა. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და ეს შესვენება, რომელიც სუპერლიგაში გვაქვს, ამაში ძალიან დაგვეხმარება.

არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):

ძალიან ცუდად ვითამაშეთ, დელტამ დღეს გვაჯობა. მივულოცავ მარნეულს დამსახურებულ გამარჯვებას.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება