საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოცხადდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოცხადდა. მწვრთნელ ილიას ზუროსის სიაში 24 კალათბურთელია.

სიაში უცხოურ კლუბებში მოთამაშე 7 კალათბურთელია. ისინი გუნდს შეკრების პირელივე დღიდან ვერ შეუერთდებიან, რადგან კლუბებთან აქვთ ვალდებულებები, შაბათ-კვირის მატჩების შემდეგ კი ნაკრებში გამოცხადდებიან.

მართალია, ნაკრების განაცხადში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც არიან, მაგრამ მათი გუნდები ევროლიგის წარმომადგენლები არიან და ნაკლებია ალბათობა, რომ ნაკრებში გამოუშვან.

სასიამოვნო სიახლე გამოცდილი ნიკა ცქიტიშვილის გუნდში დაბრუნებაა. მას თბილისში შვიდი წელია ოფიციალური სანაკრებო მატჩი არ გაუმართავს. ბოლოს 2010 წელს, ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 ნოემბერს გერმანიაში ვითამაშებთ, 27-ში - სერბეთში.

საქართველო 2017

მოთამაშე პოზიცია სმ გუნდი

თორნიკე შენგელია ფორვარდი 206 ბასკონია (ესპანეთი)

გიორგი შერმადინი ცენტრი 216 უნიკახა (ესპანეთი)

მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 197 რეჯო ემილია (იტალია)

გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 პოლიტექნიკა (რუმინეთი)

მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 სტრასბური (საფრანგეთი)

დუდა სანაძე უკანახაზელი 196 პისტოია (იტალია)

მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო

გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი)

ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო

ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი

ბექა ბექაური ფორვარდი 207 ქუთაისი

ნოდარ გოგოძე უკანახაზელი 192 დინამო

ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 უკლუბოდ

ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 დინამო

აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი

ბექა წივწივაძე უკანახაზელი 188 ქუთაისი

რევაზ როგავა უკანახაზელი 193 ოლიმპი

ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი

გეგი ბაქრაძე ფორვარდი 203 ოლიმპი

გიგი გოგობერიშვილი უკანახაზელი 195 რუსთავი

ოთარ პერტაია უკანახაზელი 180 ბრემერჰავენი (გერმანია)

ნიკა მეცხვარიშვილი ფორვარდი 200 ზაზა

რატი ანდრონიკაშვილი უკანახაზელი 190 ბასკონია

მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი

zaza
შენგელია შერმანდინი სანაძე ბურჯანაძე ცინცაძე პლიუს ფაჩულია და სანიკიძე ვერ ითამაშებენ.დდ რის წარმატებაზეა საერთოდ საუბარი.ეგ კიარა ზუროსი კამიკაძე ყოფილა ამ ნაკრებში რო დარჩა და თავი სალანძღავათ და საკრიტიკოთ რო გაწირა.
123abc
წარმატებები კაკის,აღირსეს როგორც იქნა
888
რაზე ვგიჟდები იცით? თურმე ზაზა არ ჭირდება ნაკრებს და ცქიტიშვილი კი გააძლიერებს.რა გვეშველება ღმერთო ამდენი ბრიყვის შემყურეს?!
888
ვთხოვოთ ნიკოლოზ დერიუგინს,პაატა გურასპაულს და ვატო ნაცვლიშვილს განაახლონ ვარჯიში.ისე ნოდარ ქორქიას დამატებაც არ იქნება ურიგო.აბა ცქიტიშვილი და ბოისაო?!
manoni
ანდრონიკაშვილს ბავშვობიდან ეტყობოდა რომ მალე დაუძახებდნენ, ვულოცავ !!
giorgi4
რატი მომავალი ჩვენი ლუკა დონჩიჩია, გამიხარდა რომ დაუძახეს ცოტა პატარაა მაგრამ ბევრს ველოდებით მაგ ბიჭისგან მთელი კალათბურთის სამყარო.
ilia
მამუკელაშვილი დაამშვენებდა ნაკრებს,თუმცა ანდრონიკაშვილი და ჩხაიძე ნაკლებ საინტერესო მოთამაშეები არ არიან.მომავალი ნაკრები ახალგაზრდებზე უნდა აეწყოს.
ზიზუ
თოკოს და შერმადინის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენმა მეტოქებმა როგორი შემადგენლობაც არ უნდა შეკრიბონ იმათი ჩემპიონატის დონედან გამომდინარე ვამბობ
ზაზა
მამუკელაშვილი ამერიკაში თამაშობს და აქ მხოლოდ ევროპაში მოთამაშე კალათბურთელებს იძახებენ.
ქომაგი
საინტერესოა სიაა, ბევრი ახალი გვარით. ვფიქრობ ახლა (მით უმეტეს თუ შერმადინი და თოკო არ იქნებიან) დვალიშვილს აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი.მაგან და ბითაძემ უნდა იტვირთონ მე-4 და მე-5 ნომრობა. მომეწონა რატი ანდრონიკაშვილის მიწვევა, ეს მგონი 17 წლიანების გამთამაშებელი რომაა ისაა და საკმაოდ კარგი მონაცემების „თავხედი“ (კარგი გაგებით) გამთამაშებელია, საკუთარ თავზე აღებაც იცის და უკვე მის გაზრდაზეც უნდა ვიფიქროთ. ცქიტიშვილიც აუცილებლად გამოგვადგება. კაპიტანია ასარჩევი და ვფიქრობ საუკეთესო ვარიანტი მანუჩარი იქნება! ბოისა და ლონდარიძე ვერ აკმაყოფილებენ ნაკრების დონეს და ზედმეტია მათი ყოფნა! რთული გასვლები გველის და წარმატებები ჩვენს ნაკრებს! მომავალი წლისათვის სანდრო მამუკელაშვილის დამატებაზე და გაზრდაზეც უნდა ვიფიქროთ და სრული შემადგენლობით ურიგო ნაკრები არ გვეყოლება.
niko
კარგია ბიჭიაშვილი და პულავსკი თუ ახსოვს ხალხს მაგრამ რა დროს ბოისაა?
MMM
მამუკელაშვილს რატომ არ იძახებენ?
ს.გ სინათლე
ცქიტიშვილი ნახევარ გუნდს უდრის,ამას დაუმატეთ ლეგიონერები და კარგი გუნდი იკვრება. ლონდარიძის მაგივრად ჯობია გივი ბიჭიაშვილი ან იური პულავსკი - მაყურებელს მიიზიდავს მაინც ტელეეკრანებთან.
zzzz
რევაზ ჩაჩანიძეს დაუძახეთ ბევრი ბირთვის მკვრელი რო გყავთ გამოძახებული.... თუ ნათესაობაა შეკრებილი???ზუროსი სულ არ უყურებს საქართველოს ჩემპიონატს... და ასისტენტები თუ უყურებენ წესით უნდა ხედავდნენ!!!!
ბოისა
ისედაც ნახევარ ნაკრებში ნაგავია გამოძახებული და ჩემზე უკეთესი გამოცდილება ვის აქვს?
nnn
ბოისა ალბათ პენსიაზე ნაკრებიდან უნდა გავიდეს ისე ერთი მაგის თამაში მაინც მანახა
girogi
შენგელია შერმადინიდან ერთერთიც რომ ჩამოვიდდეს დიდი საქმე იქნება.გახსოვთ კანარიის კუნძულებზე რომ თამაშობდა ვილი ისიანი სადარის იცით ვინმემ?.დიდი ხანია მის შესახებ არაფერი მსმენია.
შოთა გუგეშაშვილი
სუროსის ნატლული ხომ არ არის ბოისა როგორ ვერ ელევა კოკოშკოვს მაინც კიტხე და გეტყვის რა დონეც არის შენ ტუ ვერ ამჩნევ

შენგელიასა და შერმადინის გარეშე დღეს სასომხეთიც მოგვიგებს ალბათ. სხვათა შორის სომხებმა ალბათ ნატურალიზებული "სომხებით" სერიოზული პროგრესი განიცადეს კალათბურთში, რასაც ისინი მანამდე საერთოდ არც თამაშობდნენ. რამდენად სწორი მიდგომაა ეს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ევრობასკეტზე რომ ყველაზე მაგარი " ფერადკანიანი ქართველი" იყო ეს ფაქტია და ამის უარყოფა ალბათ სისულელეც იქნება.
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას