ფაბიო კაპელო ჟოზე მოურინიოზე გაბრაზდა — „განსაკუთრებულმა“ თქვა ინგლისის ნაკრების მწვრთნელობამდე ერთი ნაბიჯიღა მაკლდაო

ფაბიო კაპელო ჟოზე მოურინიოზე გაბრაზდა — „განსაკუთრებულმა“ თქვა ინგლისის ნაკრების მწვრთნელობამდე ერთი ნაბიჯიღა მაკლდაო, იტალიელის აზრით კი კოლეგების სამსახურზე ლაპარაკი უპატივცემულობაა.

მოურინიომ ფრანგულ „ეკიპს“ მისცა ინტერვიუ, სადაც 2007 წელი გაიხსენა, როდესაც ინგლისელებმა ნაკრების ბოსის თანამდებობიდან სტივ მაკლარენი გადააყენეს. მოუს თქმით, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ, სანამ ახალ მწვრთნელად კაპელოს დანიშნავდა, თანამდებობა მას შესთავაზა. კაპელომ განაცხადა:

„არასდროს ვლაპარაკობ როგორი ურთიერთობა მაქვს ამა თუ იმ კლუბთან, ამა თუ იმ ადამიანთან. ამ კლუბებში დღეს სხვა მწვრთნელები მუშაობენ და მე რომ რაღაცების მოყოლა დავიწყო მათ წინაშე მართალი არ ვიქნები. ბევრ რამეს საიდუმლოდ ვინახავ. არასდროს მოგიყვებით სინამდვილეში რა მოხდა ჩემი კარიერის რომელიღაც ეტაპზე, რადგან ეს ძალიან სერიოზული საკითხია“.

„ეკიპში“ გამოქვეყნებული ინტერვიუთი ძალიან უკმაყოფილო დარჩა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაც. მისმა ხელმძღვანელებმა კერძო საუბრებში თქვეს, რომ მათ მოურინიოს მაკლარენის თანამდებობა მართლა შესთავაზეს, მაგრამ პორტუგალიელი მათთვის ყველაზე სასურველი კანდიდატი არ იყო — ყველას იმთავითვე კაპელო ერჩივნათ. ინგლისელებს კაპელოს მიყვანა ჯერ კიდევ მაკლარენამდე, სვენ-გორან ერიქსონის შემდეგ უნდოდათ, მაგრამ „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე რობერტო ბეტეგამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. სწორედ ამის შემდეგ გახდნენ ლონდონში იძულებულნი ლუიშ ფელიპე სკოლარისა და მაკლარენისთვის მიემართათ.

რაც შეეხება მოურინიოს, ინგლისელებმა მასთან დალაპარაკება მართლაც სცადეს, თუმცა იმთავითვე დარწმუნებული იყვნენ, რომ „განსაკუთრებული“ სანაკრებო ფეხბურთში გადასვლას არ ინდომებდა და კლუბში დარჩებოდა. მართლაც ასე მოხდა.

თავიდან, როდესაც „ეკიპში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს ამბავი კაპელოს მოახსენეს იტალიელმა თქვა, რომ ვინ რა თქვა მისთვის სულერთია:

„ეს ნათქვამი ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს უფრო ეხება, იმ ადამიანს ვინც მე ამირჩია და სამსახური შემომთავაზა. ყველგან ასეა: როდესაც ნაკრები ან კლუბი ახალი მწვრთნელის დანიშვნას ცდილობს, მისი ხელმძღვანელები რამდენიმე სპეციალისტს ელაპარაკებიან. ეს ჩვეულებრივი ამბავია“ — ასეთი იყო იტალიელის პირველი რეაქცია, მაგრამ, შემდეგ გაბრაზდა.

dadu
რა უბედურებაა მთელ თამაშში ერთხელ გადავედით მათ ნახევარზე? სირცხვილი არაა? წაგება მესმის, დიდი ანგარიშითაც, მაგრამ ასე?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა