საქართველოს ნაკრები ბელარუსთან ყაიმს დასჯერდა [VIDEO]
ამ მატჩის წინ ბელარუსის ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ექსპერიმენტული შემადგენლობით დამარცხდა (1:4) და მათმა მწვრთნელმა იგორ კრიუშენკომ განაცხადა, რომ მომენტები ვერ გამოიყენეს, თორემ წესით, არ უნდა წაეგოთ, ქართველებთან კი უფრო ოპტიმალურ შემადგენლობას დააყენებდა და თუ კვლავ დამარცხდებოდნენ, ეს ტრაგედია არ იქნებოდა.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, 7 ფეხბურთელი შეცვალა.

ისევე როგორც წინა მატჩმა გორში კვოპროსთან, ამ ამხანაგურმა თამაშმაც არ გამოიწვია დიდი ინტერესი, არენაზე ცოტა მაყურებელი მივიდა. თუმცა, მეორე ტაიმში ტრიბუნები თითქმის გაივსო.

პირველი ნახევრის 20 წუთი უინტერესოდ წარიმართა, მერე კი სწრაფი შეტევის შემდეგ ჯიღაურის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო 24-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვის შეცდომით ისარგებლა სტუმართა გუნდის კაპიტანმა სტასევიჩმა და ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის მერე ჩვენი გუნდი გააქტიურდა, სიხარულიძის თავური იგნატოვიჩმა აიღო, 35-ე წუთზე კი მან მაინც მაინც მიაღწია მიზანს -1:1.

ნაანტრაქტევს ვაისის შეგირდებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტად გამორჩეულმა და აგრესიულმა სიხარულიძემ დაასწრო მცველს, დაარტყა და მეკარემ არ დაანება გატანა - ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხურს კი გოლი მოყვა. შეცვლაზე შესულმა დვალმა პოლიტევიჩი დაჯაბნა და ნაკუთხურალ ბურთს მოხერხებულად დაუხვედრა თავი.

სამწუხაროდ, სლავებმა მალე მოახერხეს ანგარიშის გაყაიმება, როდესაც ისევ ჩავარდა ჩვენი დაცვა და მარცხენა ფლანგიდან აწეულ ბურთს უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ნეხაიჩიკმა კვასხვაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ეცადა გამარჯვების გოლის გატანას, თუმცა ვერ შეძლეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

რა შეიძლება ითქვას მოკლედ, რეზიუმეს სახით? თვალსასეირო თამაში იყო, ორივე ნაკრებმა უამრავი შეცდომა დაუშვა, ვაისმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და რამოდენიმე მათგანმა, განსაკუთრებით სიხარულიძემ ეს შანსი გამოიყენა კიდეც.

საქართველო - ბელარუსი 2:2

ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.

საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (87. კაკაბაძე), ხოჭოლავა, კაშია (46. დვალი), შერგელაშვილი, აბურჯანია, გვილია (87. კაჭარავა), კანკავა (60. მერებაშვილი), პაპუნაშვილი, ჯიღაური (60. ქვილითაია), სიხარულიძე (80. ყაზაიშვილი)

ბელარუსი: იგნატოვიჩი (46. პავლიუჩენო), ვოლოდკო (63. მატვეიჩუკი), პოლიტევიჩი, გავრილოვიჩი, რიოსი, ბიკოვი, კორზუნი, კარნიცკი (57. ნეხაიჩიკი), სტასევიჩი (88. პავლოვეცი), კოვალიოვი (82. კლიმოვიჩი), ლაპტევი

გოლები: 24. სტასევიჩი 0:1, 35. სიხარულიძე 1:1, 51. დვალი 2:1. 66. ნეხაიჩიკი 2:2

გაფრთხილება: 27. ვოლოდკო, 30. სიხარულიძე, 44. ბიკოვი, 46. სტასევიჩი

Irakli Apkhaidze
კაჭარავას ვის უნახავდა ეს ორი თამაში?... კვასხვაძის აღებული ბურთი გინახავთ ნაკრებში?...
გიორგი
ხომ შეიძლება კვასხვაძემ ერთი ბურთი მაინც აიღოს?
თენგო
სწორედ მაგ ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობდი ჩემო კარგო,რომელიც კიდე ვერ გაითავისე და იგივეს ამბობ.ეს საქართველოს ნაკრებია,როგორიც არ უნდა იყოს,ეს არის ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი გუნდი და მას მიაყენო შეურაცხყოფა,არც ამაშია მე მგონი მორალი.ფედერაცია,მისი ხელმძღვანელობა,თუ სხვა ჩინოვნიკები,ვის მიმართაც არის საფუძვლიანი პრეტენზიები,მათი მისამართი სხვაგან არის და არა სტადიონზე,როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს.სტადიონზე ნაკრებს ვუგულშემატკივროთ და სხვა დროს გავაპროტესტოთ მათი ეს მიუღებელი პოლიტიკა.იმ გულშემატკივრების უდიდესი უმრავლესობა,ვინც გუშინ ქუთაისში მოვიდა სტადიონზე(თითქმის მათი ნახევარი მეორე ტაიმის დაწყებამდე ვერ შემოვიდა მარშის მიერ მოწყობილი არეულობის გამო)უჭერდა მხარს საქართველოს ნაკრებს და არა ვინმეს სალანძგავად და საგინებლად იყო მოსული....
eeee
ფრეს დასჯერდაო- რამე მოუგიათ?
ნიკა
ბელორუსების მეკარე ნეტა ცოცხალია!!?? მე-17 წუთზე რას ერჩოდა გაშლილი ფეხით რომ მიდიოდა შერგელაშვილი და მკერდი გაუნგრია კაცს!! მემგონი გასაგდები იყო ყველაფერი მეკარის საჯარიმოში ხდებოდა!! სომეხი მსაჯი ისევ ჩვენ გვიდგებოდა როგორ კვიპროსთან!!
გგგ
უნდათ ამ ბიჭებს მაგრამ არ შეუძლიათ. რაც არ უნდა ვთქვათ, ესაა მაქსიმუმი. არის ჩავარდნები და ვუშვებთ. ის მეორე გოლიც ეგრე იყო - ჩაიძინა მცველმა და თავისუფლად გაგზავნა იმანაც კარში. ფიზიკურად საშინლად გვიჭირს. ეს არის უმთავრესი პრობლემა
კობა
სტასევიჩმა (ბოლორუსიის კაპიტანი) ჩაუტარა გაკვეთილი ჩვენებს, თუ როგორ უნდა დარტყა საჯარიმოს გარედან კარებში და არა ისე როგორც პაპუნაშვილი ჯერ გორში და მერე ქუთაისში ყვავებს ხოცავდა!!! კარში დარტყმა თუ არ იცი ნაკრებში რა გინდა სათამაშოდ!!??
nnn
ამ ნაკრებს დემორალიზებას ვერ გაუკეთებს არა თუ მარში არამედ მთელმა სტადიონმაც სულ დედა რომ აგინოს იმიტომ რომ მათ მორალი არ გააჩნიათ მათ ობსტრუქცია უნდა მოუწყოს მთელმა საქართველოვ მათი უსიცოცხლო თამაშების გამო და ფედერაციას პასუხი უნდა მოეთხოვოს ბიუჯეტის ფულების გამო ის ფული ხალხის ფული და არა კობიაშვილის საძმოს
lashamax
და შენ რას აკეთებ საქართველოს ნაკრებისთვის? ნაკრები რომ შესარჩევში ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებს, ნაკრების მწვრთნელად ისევ ორი წლის განმავლობაში თამაშ მოუგებელი მწვრთნელი გყავს და ასეთ მწვრთნელს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობას ეუბნებიან. როცა ახალგაზრდული ყველა თამაშს აგებს, როცა ფედერაცია 300 მილიონს იპარავს ბიუჯეტიდან და ამაზე შენ პრეტენზია არ გაქვს
თენგო
ქართულ მარშს მივმართავ:თუ ვინმესთან პრეტენზია გაქვთ მიდით იმ კაცის უბანში,საცხოვრებელ სახლთან და იქ მოუწყვეთ საპროტესტო აქცია.ეს საქართველოს ნაკრებია (ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა როგორია ეს ნაკრები და მათი თამაშის ხარისხზე ყველას გვაქვს პრეტენზიები,თუმცა ეს ცალკე განხილვის თემაა)და თქვენი ამ მოქმედებით დემორალიზებას უკეთებთ მთელს ნაკრებს.თუ თქვენ პრეტენზია გაქვთ ნაღდ ქართველობაზე და პატრიოტიზმზე,მაშინ გაითვალისწინეთ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება და საკუთარი ქვეყნის ნაკრების დამარცხებაში ნუ შეიტანთ ლომის წილს....
kako
თითო ტაიმი 20-20 წუთიანი რო ყოფილიყო მოვიგებდით ასიანი (აბა მთელი ტაიმი ვერ ძლებენ და)
mesi
თუ ვერ თამაშობ ღმერთი მოგაგებინებს თუ?
ზიზუ
მე მიყვარს ჩვენი ნაკრები და დარწმუნებული ვარ თვითოეულ ქართველს უყვარს, მაგრამ რა უბედურებაა ორ სუსტ ნაკრებს თამაშიდან ერთ გოლს რომ ვერ გაუტან კვიპროსს იმათი მეკარის დოყლაპიობით გაუტანეთ ბელარუსს ორი სტანდარტულიდან, ძმებო ჩვენო ფეხბურთელებო ვიცი კომენტარებს არ კითხულობთ სულ ცალ ფეხზე გკიდიათ და იქნებ თქვენმა ახლობლებმა გითხრან ცოტა ნამუსი იქონიეთ თქვენ მთელი საქართველო გიყურებთ და სანამ თამაში დაიწყება გული გვიფრთხიელბს გაუგრთხილდით ქართველი ხალხის გულებს და თავი არ შეაზიზღოთ. ქართულ მარშს რაც შეეხაბა არ გინდათ რომ საქართველოდან წახვიდეთ საერთოდ და დაასვენოთ ხალხი არ გინდათ თქვენ ძალით ქართველებო და ხულიგნებო
gulshematkivari
თითქოს ფეხბურთელებს არაკომფორტულ პოზიციებზე აყენებს თუ რაგაც ეგეთი ვერ პოულებონ თავის თავს. სიხარულიძე კარგი იყო დებიუტანტის კვალობაძე ჩემი აზრით
nykri
ეს იყო რიგითი უსახური თამაში, როგორც ნიახურიდან არ გამოვა კომბოსტო,ამათგან ფეხბურთელები
David
სომხებმა 4:1 მოუგეს ამ ბელორუსებს!!!ვავა!!!ვავა!!! თუმცა 19-იანები ანდორას ვერ უგებენ!?
მერაბი
მეორე შემადგენლობამ ვერ გაამართლა, ცლკეული ფეხბურთელების გამოკლებით. მეკარე სუსტია.
Ah
მინდორი არ არი კარგ მდგომარეობაში მაგრამ სტადიონი ყანა რატო არი იქნება განგვიმარტო
Geo
დიდი მადლობა ვაის! ვსიო რა .! არ შემიძლია მეტი, ბოდიშით, მარა უნდა მაგრა ვიცინო!)))) არ ვარ მოწეული, ამათი თამაში ღადავია რა))) ახახახახახა ახახახა ახახახა
ზაზა
ესეიგი ტორბედოს სტადიონი სუფტა ყანაა
Guadua
ისევ ეღადავეს ლეგიონერმა ფეხბურთელებმა მაყურებელებს. წინა მატჩი შემთხვევით მოიგეს, ეს მატჩი შემთხვევით არ წააგეს :) კიდევ ვერ ხვდებით ვერაფერს? :)
irakli
ვაისმა შეცვლები დააგვიანა, გვილია რომელიც დაიღალა, და შეცდომების დაწყება დაიწყო გვიან გამოცვალა, კაჭარავას, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია 10 წუთიც არ მისცა სათამაშო დრო...
გელა
მგონი, კაჭარავა ღმერთი ჰგონია ბატონ ვაისს - სჯერა, რომ 2 წუთში თამაშს მოიგებს. დროა, ჭეშმარიტ ღმერთზე დაველაპარაკოთ.
amataki
ხალხი არა ხართ, ვინმემ ამიხსენით ამ მკვდარძაღლის, ამხანაგურის 87 წუთზე ზამენები ყველა თამაშში... რა აზრს ხედავს, რა უბედურებაა... ან ორი თავდამსხმელი ერთად არასოდეს შეუყვანია, მაინცდამიანც ამ წინგასულ თამაშში რომ შემოიყვანა. ან ამ კაჭარავას რა ჯანდაბას ერჩის.იმ ორთან შედარებით ფეხბურთს თამაშობს.
Gega
იმედია დაასრულა ვაისმა ამ უცნობი წვერიანი ხალხის გმოძახება და მიხვდა რომ ისევ ის ძირითადი ბირთვია საქართველოს ნაკრები რომელიც მაგალითად უელსში გასვლაზე დააყენა და არა დღეს
იზი
ხალხი არ იყო კიარა ვერ უშვებდნენ ჩხრეკდენ და დრო აე ეყოტ
გენო
ერთ წელში 17 გოლი კარგა ხანია არ გაგვიტანია მაგრამ ოპიციალურში 4 ამხანაგურში 13!
ამხანაგური
კვლავ ამხანაგური შედეგი საქართველოს ამხანაგური ნაკრებისაგან
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]