საქართველოს 2 ასაკობრივ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს სუპერლიგის კლუბ “ქუთაისი 2010”-ის თავკაცი კოტე ტუღუში გაწვრთნის, ხოლო 18-წლამდელებს გურჯაანის “დელტას” მთავარი მწვრთნელი ირაკლი ძიძიგური გაუძღვება.

საკლუბოსთან ერთად, ორივე მწვრთნელს აქვს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობის გამოცდილება. 2018 წლიდან მოყოლებული, ძიძიგური 20-წლამდელთა ნაკრებში სერბი სპეციალისტის, მილოშ გლიგორიევიჩის ასისტენტი იყო, ხოლო ტუღუში 2016 წელს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა. ამასთან ერთად, კოტეს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 2011 წლიდან ტუღუში ეროვნულ გუნდში იგორ კოკოშკოვის ასისტენტი იყო, ხოლო სერბი სპეციალისტის წასვლის შემდეგ ის 2017 წლამდე ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.

“რამდენიმე დღეში დაიწყება შესარჩევი კემპები, რომლებშიც ყველა იმ შესაბამისი ასაკის კალათბურთელს ვნახავთ, რომელსაც თუნდაც მცირე პერსპექტივა გააჩნია. ეს პროცესი გაზაფხულამდე გასტანს, რის შემდეგაც შევარჩევთ 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატებს და გენერალურ შეკრებას დავიწყებთ” – განაცხადა კოტე ტუღუშმა.

ანალოგიურად, რამდენიმე დღეში დაიწყება 18-წლამდელი მოთამაშეების შერჩევა, რომლის ფარგლებშიც, ირაკლი ძიძიგურის განცხადებით, 60-ზე მეტ კანდიდატზე მოხდება დაკვირვება. დაახლოებით მარტის შუა რიცხვებისთვის ის გაფართოებული შემადგენლობები იქნება ცნობილი, რომლებიდანაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობები დაკომპლექტება.

18-წლამდელთა ნაკრებს 2023 წლის 21-30 ივლისს პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში მოუწევს ფიბას B დივიზიონში ასპარეზობა, ხოლო 20-წლამდელები საკონტინენტო ტურნირზე ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, 7-დან 16 ივლისის ჩათვლით ითამაშებენ.

GBF

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
ანატოლი ბოისამ და ირაკლი ძიძიგურმა ფიბა-სგან FECC-ს სამწვრთნელო ლიცენზია მიიღეს