ისრაელისა და საქართველოს ნაკრებების მოახლოებული დაპირისპირების შესახებ აზრი "ქუთაისის" მთავარ მწვრთნელს ვკითხეთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისრაელთან მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს იერუსალიმში 13 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.

- საქართველოს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელოდება ისრაელის ნაკრებთან. თქვენ ევრობასკეტზე ილიას ზუროსის ასისტენტი იყავით, როცა მათსავე პარკეტზე ერთხელ უკვე შევძელით ისრაელის დამარცხება. ძალუძს დღევანდელ საქართველოს ნაკრებს იმავეს გამეორება?

- ევრობასკეტზე ისრაელის ნაკრებთან ჩატარებულ შეხვედრას რომ შევადაროთ, მე ვფიქრობ, ძალიან რთული პარალელია გასავლები ამ ორ თამაშზე. განსხვავებული ფორმატის ტურნირია და რაც მთავარია, განსხვავებული გუნდია. საქართველოს ნაკრები მთლიანად შეცვლილია და მეტოქეც.

ასეთი ფორმატი ყველა ნაკრებისთვის სიახლეა, რადგან სექტემბერში ჩვენი ნაკრების წამყვანი მოთამაშეები, იგივე თორნიკე შენგელია, "ბასკონიის" მოსამზადებელ ციკლს გამოაკლდა და დაემატა ნაკრებს. მას ძალიან მცირე დრო ჰქონდა, ნაკრებთან ერთად ევარჯიშა და მომზადებულიყო. იგივე პრობლემა აქვს გიორგი შერმადინს და ა.შ. ეს ძალიან რთულია და ამ დროს მსგავსი პრობლემები ისრაელის ნაკრებს ნაკლებად აქვს, რადგან მათი მოთამაშეები ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობენ.

პარალელურად კი, მეტოქემ ორი ამხანაგური შეხვედრის თამაში მოასწრო. მათ რუსეთის ნაკრები დაამარცხეს 20-ქულიანი სხვაობით. ურთულესი თამაში გველის. ილიას ზუროსს ძალიან რთული დავალება აქვს შესასრულებელი და მას ძალიან მცირე დრო ჰქონდა, მოთამაშეები ერთ გუნდად შეეკრა. ჩვენ მაინც ქომაგები ვართ და იმედს ვიტოვებთ, რომ ღირსეულად ვითამაშებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- პირდაპირ რომ ვთქვათ, გვაქვს შანსი? მეტოქესაც აქვს გარკვეული სახის დანაკლისი, თუნდაც ომრი კასპი ან გაი პნინი ავიღოთ...

- ცვლილებები ბევრია და სულ სხვა ნაკრებები ითამაშებენ. ჩვენთანაცაა ბლომად ცვლილება. მაგალითად, ჩვენს ნაკრებშია მეტ ჯენინგი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეა, მას ჩვენს გუნდთან ერთად ერთი ამხანაგური შეხვედრაც არ უთამაშია.

ძალიან მიჭირს, ობიექტური ვიყო, ნამდვილად სუბიეტური ვარ ნაკრებთან მიმართებაში. მინდა, რომ საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვოს. თუმცა პირადად ჩემთვის დამარცხებით არანაირი ტრაგედია არ შეიქმნება. ხვალინდელი თამაში დაგვანახებს იმას, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალი აქვს.

- რას ფიქრობთ, გვაქვს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის? ან თუნდაც მესამე ადგილზე რომ გავიდეთ ჯგუფში?

- ამ ფორმატით ძალიან რთული იქნება. მე არაერთი უცხოელი მეგობარი მყავს. ბევრჯერ გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ფიბამ თუ რაიმე არ შეცვალა და არ დალაგდა ეს სიტუაცია, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ერთი მხრივ, ეს გულშემატკივრების ინტერესებს ემსახურება, რომ ნაკრებს საშინაო შეხვედრებში უგულშემატკივრონ, მეორე მხრივ, არცერთ ქომაგს არ სურს, მისი ნაკრები ლიდერების გარეშე იყოს.

არ მინდა, რომ ცუდად გამომივიდეს, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები ბოლომდე იბრძოლებს. თუმცა თუნდაც ხვალ ძალიან გაგვიჭირდება, რომ ისრაელი ისრაელშივე დავამარცხოთ. მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ...

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
შეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
საქართველო - ისრაელი 71:69 [ფოტოკოლაჟი]
გამომყვები ცოლად? - ხელის თხოვნა საქართველო-ისრაელის მატჩზე [VIDEO]
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
ისევ შეცდომები დაცვაში - საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელთან 6 ქულით მარცხდება
მამუკელაშვილის 16 და შერმადინის 15 ქულა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან კვლავ დამარცხდა