ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბექა ვაჩიბერაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - ინტერვიუ ახალგაზრდა ფეხბურთელთან

ბექა ვაჩიბერაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - ინტერვიუ ახალგაზრდა ფეხბურთელთან

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფიფამ დააკმაყოფილა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ბექა ვაჩიბერაძის თხოვნა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფიფამ დააკმაყოფილა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ბექა ვაჩიბერაძის თხოვნა, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლების მიცემის თაობაზე.

1996 წელს, ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი აქამდე უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა და ამ ქვეყნის გუნდებთან ერთად თამაშობდა ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე. ამას გარდა, ბექა იყო დონეცკის "შახტარის" იმ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი, რომელმაც უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალში ითამაშა...

ვაჩიბერაძე "შახტარიდან" "ბეტისი B"-ში გადავიდა, თუმცა ესპანეთში მისი კარიერა ისე არ აეწყო და ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.

ვაჩიბერაძე თავისი ბოლო გადაწყვეტილების შესახებ "სპორტ ექსპრესის" უკრაინულ გამოცემას ელაპარაკა.

- საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. სხვა საქმეა, რომ ამის გაკეთება უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შესარჩევი ციკლის მატჩების დასრულების შემდეგ მინდოდა, რათა არ დამეღალატებინა გუნდი და მწვრთნელი.

- ნაწყენი ხართ, რომ ალეკსანდრ გოლოვკომ (რედ. უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი) ინგლისსა და შოტლანდიასთან შეხვედრებისთვის არ გამოგიძახათ?

- ალეკსანდრ გოლოვკოსთან ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და მადლიერი ვარ მისი ჩემდამი ნდობის, გაგებისა და მხარდაჭერისთვის. მან ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ამასთან, მადლობელი ვარ ბიჭების, რომლებთანაც ბედნიერი წლები გავატარე.

დასანანია, რომ ბოლო დროს უკრაინულ ფეხბურთში პოლიტიკამ იმძლავრა, ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა და ეს ვიგრძენი. არ დავიწყებ ტირილს ან თავის მოკატუნებას, თითქოს ვერაფერს ვამჩნევდე. ყველაფერი მივიღე ისე, როგორც არის...

- არ შიშობთ, რომ თქვენს გადაწყვეტილებას ნეგატიურ რეზონანსი მოჰყვება?

- საფეხბურთო მინდორზე თავი არასდროს დამიზოგავს და ჩემთვის უმთავრესი ყოველთვის გუნდის შედეგი იყო. დარწმუნებული ვარ, ადამიანები გამიგებენ.

- საკითხის იურიდიული მხარის მოგვარება რთული იყო?

- არა, ქართველი ვარ და ნატურალიზება არ მჭირდება, როგორც ამას უკრაინაში აკეთებენ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ დონეცკის "შახტარში" დარჩენის შემთხვევაში, თქვენი კარიერა შეიძლებოდა სხვაგვარად წარმართულიყო?

- არაფერს ვნანობ - უდიდესი გამოცდილება მივიღე, შევისწავლე უცნო ენა, გავიცანი ევროპული ფეხბურთი და მისი მოთხოვნები. "შახტარში" კონტრაქტი მთავარ გუნდში არ შემოუთავაზებიათ, იჯარით აქეთ-იქით სიარული კი არ მსურდა.

• Georgian

წარმატებები ამ კაცს!

• ვაჟაა

კარგი ისაა რომ ჯიქიას დონის მიღალატე არაა ის მსოფლიო დონის მოღალატეა კაცმა მსოფლიო ჩემპიონატი არჩია თავის ქვეყანას

• ფილიპე

საქართველოს სახელით კი არ არამედ ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ არ მიიწვიეს ნაკრებში.

• კოტე

ამ ბიჭს თუ მართლა უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში, უნდა გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს გულშემატკივართან და თქვას, რომ შეცდა, როდესაც უკრაინის სახელით გამოდიოდა. ამ შემთხვევაში უძღები შვილის ისტორია როგორც გაგრძელდება, ვიცით. თუ არა და თუ ის თვლის, რომ მართალი იყო და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე როცა უნდა უკრაინელი იქნება და როდესაც არა - ქართველი, მაშინ საქართველოს ნაკრებს ასეთი კაცი არ უნდა გააკარო. ნაკრები კარიერის გაუმჯობესებისთვის გამოსაყენებელი ადგილი არაა.

• კოტე

არადა, სამშობლოს არ ირჩევენო, ნათქვამია.

• ბესარიონი

ჯიქია მოგალატე კი არა მტერია საქართველოს სახელმწიფოობრივობის,ასე ვთვლი მისი ინტერვიუდან გამომდინარე. აგარ იცის ამ უვიცმა როგორ ასიამოვნოს დიდ რუსეთს.

• vaso

ჯიქია დაკარგულია და გოგიას დამატება ნამდვილად შესაძლებელია თუ ფედერაცია მოინდომებას. ბექას დამატება სასიამოვნო სიურპრიზია. უმუშავიათ, რაც მახარებს. კიდეა ხალხი მოსაძებნი, მარა ებრალიძე გვენახა რა მოხდა, არაა მაგ ბიჭი დასაკარგი, ნაღდად გააძლიერებს მარჟვენა კრაის კაკაბაძე ებრალიძის დუეტი. გვენახა, გვესწინჟა. ჭანტურივილი და ბერიძე კიდე, ხომ ხედავთ მარეცხენა კრაი პრობლემურია, ბერიძე კიდე მაგისთვისაა. წარმატებები

• Irakli Apkhaidze

ახალგაზრდულ ასაკში რომ უკრაინული პასპორტით თამაშობდა ეს გასაგებია და ასე რომ არ ყოფილიყო, ვერც ევროპის ჩემპიონატს დააგემოვნებდა და ვერც ჩემპიონთა ლიგის ფინალს. მაინც რჩება კირკიტა ხალხს კითხვა, რომ ჰქონოდა უკრაინის ნაკრებში თამაშის პერსპექტივა ისევე როგორც ჯიქიას როგორ მოიქცეოდაო?.. და სადღაც მეც მაინტერესებს, მაგრა ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა აქვს, ფაქტია პოზიტიური აშკარად და წარმატება მინდა ვუსურვო ბექას!

• gela

პერსპექტიული ფეხბურთელია მადლობა ბექას არჩევანისათვის შენ სწორი გადაწყვეტილება მიიღე,ამით დიდ სამსახურს გაუწევ როგორც ქვეყნის ნაკრებს ისე საკლუბო გუნდს, ეს ყველაფერი კი შენზეა დამოკიდებული აბა შენ იცი.

• status quo

უფფ,რა გვიჭირს აწი,გავსულვართ ფინალში.

• wwwwwwwwwww

მოღალატე რატომ არის ჯიქია? ის რუსეთის მოქალაქეა,იქ სწავლობდა იქ გაიზარდა,მოღალატეობა უფრო ხვაა(რასაც აქ არ მოვყვები) იმ ადამიანმა თქვა,მე სპარტაკს რუსული პასპორტით ვჭირდებიო..... ბექას რაც შეეხება ქუთაისში რა დონეზეც დატოვა ბავშვთა ფეხბურთი ისევ ისეთი დონეა და სწორადაც მოიქცა რომ წავიდა........მართალს ამბობს დიდი გამოცდილება მივიღეო.....ეხლა მაგას შეუძლია მინიმუმ სხვას ურჩიოს და ის შეცდომები რაც მაგას მოუვიდა სხვამ არ გააიმეოროს ნებისმიერს კითხეთ ქუთაისში,თუგინდ თბილისში ფეხბურთელი რომ განვითარდესს ამისათვის აუცილებელია ბავშვობიდან წასვლა..... თუ არადა უნდა დაანებო თავი და სხვა საქმეს უნდა მიხედო.....(რაც რათქმა უნდა გუსატკენია)

• ბოღმიან ხალხს

ფორმაში რომ არ იყოს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში არც ათამაშებდნენ. რამდენი ბოღმიანი ადამიანია ამ ქვეყანაზე. უნდა გიხაროდეთ, რომ ახალგაზრდა, პესპერქტიული ახალგაზრდები შეემატება საქართველოს ნაკრებს და როგორმე ჭაობიდან ამოვძვრებით.

• gugia

ფორმაში ჩადგომა არც ისე დიდი პრობლემაა, მთავარია გუნდი მოძებნოს. მთავარია რამდენად ნიჭიერია და რამდენად მიზანსწრაფულია

• ვახტანგი

ფორმაში რომ იყო და კარგი მომავალი ჰქონდა, არ უნდოდა ნაკრებში და ახლა ცუდ ფორმაში როა მოუნდა ისევ... რაც არ უნდა იყოს მაინც კარგია რომ საქართველო აირჩია და მოღალატე ჯიქიას არ ჰგავს

• gio

ძალიან კარგი ამავია არ იყოს ეს დასაკარგი ბიჭი ახალგაზრდა ფეხბურთელია და პოტენციალიც აქვს,რომ მაღალ დონეზე ითამაშოს იმედი მაქვს მომავალში სხვა ქართველები,რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და უნდათ ნაკრებში თამაში მათაც მოუგვარდებათ პრობლემები და ჩამოვლენ ჩვენ დასაკარგი ფეხბურთელები არ გვყავს და ვისაც არ უნდა ნაკრებში თამაში ესეთი უცხოეთში დაბადებული და გაზრდილიც ვიცი და აქ დაბადებული და გაზრდილიც და იმათ ნურც შეეხვეწება ნურავინ ნურასდროს.

• Vasili

აღარ უნდა ამას ეხლა ისე იქნებოდა და ასე იქნებოდა,// ახალგაზრდა ყმაწვილი კაცია, ეხლა იწყებს კარიერას. აირჩია თავის სამშობლო და გაუმარჯოს ღმერთმა, წარმატებები ვუსურვოთ...

• რიგითი გულშემატკივარი

მთავარი ის პირველი გადაწყვეტილებაა რომელიც ამ ახალგაზრდამ მიიღო ,მშობელ ქვეყანას და მისი ღირსების დაცვას უკეთესი საფეხბურთო პერსპექტივა ამჯობინა. ასე რო აწი ძალიან ძნელია გახდე შენი ქვეყნის ნაკრების სრულფასოვანი წევრი სულ რო სასწაულები აკეთო. სამწუხაროდ ასეა. წარმატებები ახალგაზრდას ფეხბურთის თამაშში მაგრამ არა საქართველოს ნაკრებში

• იროდი

იმედია ტორპედოში გადმოხვალ. აქ გაიხსნები და ისევ ევროპაში წახვალ.

• odala

არ მიიღებდა და თქვენ ფსევდო-პატრიოტიზმს რა გაუძლებდა! ჯვარს აცვამდით ადამიანს.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა

"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია

წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"

ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა