საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება
როგორც მოგეხსენებათ ა/წ 11 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ დანიშნა საერთო, საარჩევნო კრება, რომელზეც მოწვეულმა სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრებმა მომდევნო 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებების მიღება დაიწყება ა/წ 15 ნოემბრიდან და გასტანს 5 დეკემბრამდე.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობით საკალათბურთო სამყარომ უკვე მრავალი წლის განმავლობაში, არასათნადო გარემოს პირობებში შეძლო და არა მხოლოდ შეუნარჩუნა ქვეყანას სპორტის ეს სახეობა არამედ ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და მწირე დაფინანსებების მიუხედავად შეძლო აღორძინების გზაზე დაეყენებინა ქართული კალათბურთი და დღეს ქვეყნის გუნდურ სათამაშო სახეობებში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახეობად ჩამოეყალიბებინა.

საარჩევნო ვადის მოახლოებასთან ერთად ბუნებრივია გამძაფრდება ვნებათა ღელვები, პრეზიდენტობის კანდიდატები გადავლენ წინსაარჩევნო პერიოდის დასკვნით ეტაპზე, გაიმართება მრავალი შეხვედრა, საზოგადოების დაინტერესება გაიზრდება. დარწმუნებული ვართ, ცალკეული გამონაკლისების გარდა, საკალათბურთო სამყარო და პრეზიდენტობის კანდიდატები კიდევ ერთხელ გამოიჩენენ საზოგადოებისა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემას და მომავალი არჩევნები სამაგალითო იქნება მთელი სპორტული სამყაროსა და ქართული საზოგადოებისათვის.

მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა პრეიზდენტობის სავარაუდო კანდიდატებმა დაიწყეს მიზანმიმართული, არაჯანსაღი და საკალათბურთო სამყაროს შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელება, რომლებიც მიზნად ისახავს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კონკურენტი კანდიდატების დისკრედიტაციას. სწორედაც არაჯანსაღია მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისა და ფედერაციის მიერ გაწეული წარმატებული საქმიანობის არ დაფასება და აუგად აგდება.

მათ მიერ სოციალურ ქსელებსა და მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები ატარებს შეგნებულად დეზინფორმაციულ და არამართლზომიერ ხასიათს, მითუმეტეს რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდება, რომლითაც სრულყოფილად რეგულირდება საარჩევნო სუბიექტების ვინაობა და მათზე გადანაწილებული ხმათა რაოდენობა მიღებულია ფედერაციის საერთო კრების მიერ და მის შემუშავებაში მონაწილეობა აქვს მიღებული FIBA-ს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კალათბურთის ფედერაციის, საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებს და წესდების საბოლოო რედაქციამ დაიმსახურა FIBA-ს უმაღლესი შეფასება. ხოლო რაც შეეხება გამგეობის გადაწყვეტილებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრთა და მათი დელეგატების ხმათა რაოდენობების განსაზღვრის შესახებ, ისიც მიღებულია წესდების სრული შესაბამისობითა და გამგეობის სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოუწოდებს ფედერაციის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებს პატივი სცენ საკალათბურთო საზოგადოებასა და თავიანთ კონკურენტებს, თავი შეიკავონ არამართლზომიერი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან, კეთილსინდისიერად წარმართონ თავიანთი საარჩევნო კამპანიები, ხოლო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თავის მხრივ სრულყოფილად განახორციელებს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას და საპრეზიდენტო კანდიდატებისათვის უზრუნველყოფს ჯანსაღ, ობიქტურ, სამართლიან და თანასწორუფლებიან საარჩევნო გარემოს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა