ჯორჯინა როდრიგესი 1995 წლის 27 იანვარს, უესკას პროვინცია ჰაკეში დაიბადა, რომელიც ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს
ჯორჯინა როდრიგესი 1995 წლის 27 იანვარს, უესკას პროვინცია ჰაკეში დაიბადა, რომელიც ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს.

ჯორჯინას მამა ხორხე ედუარდო როდრიგესი არგენტინელია და ყოფილი ფეხბურთელია. 1980 წელს ის დაბალ ლიგებში თამაშობდა, შემდეგ კი ესპანეთში წავიდა, სადაც ჯორჯინას დედას, ანა მარია ერნანდესს შეხვდა. სამწუხაროდ ესპანეთში ხორხემ ფეხბურთის თამაში ვერ გააგრძელა.

როცა ჯორჯინა პატარა იყო, მამას არგენტინული "რასინგის" თამაშებზე დაჰყავდა და გოგონას ეს ძალიან მოსწონდა.

ცნობილია, რომ შემდეგ ხორხე ცოლს დაშორდა და მეორედ იქორწინა, მაგრამ მისი მეუღლე ავტოავარიაში დაიღუპა.

ჯორჯინაზე, სამწუხაროდ, ბევრი არაფერია ცნობილი. მისი პირველი სამსახური ერთ-ერთ კაფეში ოფიციანტობა იყო. შემდეგ როდრიგესი ინგლისში გადაბარგდა და ბრისტოლების ოჯახს სახლის საქმეებში ეხმარებოდა.

ინგლისიდან ლამაზმანი ესპანეთში დაბრუნდა და მადრიდში "გუჩის" სალონში დაიწყო მუშაობა.

რონალდოსთან შეხვედრამდე როდრიგესს არც ერთი გამოცემა არ აწუხებდა, ხოლო შემდეგ მას ყველა პაპარაცი დასდევდა.

ჯორჯინასა და კრიშტიანოს გაცნობის ისტორიაზე ბევრი მითი არსებობს, რადგან მათი გაცნობის დეტალები ზუსტად არავინ იცის.

ყველაზე პოპულარული ვერსია: ისინი ერთმანეთს მადრიდში, Dolce & Gabbana-ს ღონისძიების ვიპ-ზონაში შეხვდნენ, მაგრამ უცნობია, რატომ არჩია რონალდომ ასეული ლამაზმანიდან სწორედ ჯორჯინა.

მეორე ვერსია: ჯორჯინა და რონალდო ერთმანეთს რონალდოს დედამ გააცნო.

მესამე ვერსია: ჯორჯინა როდრიგესი დაქირავებული დედაა, რომელიც რონალდოს შვილებს დედობას უწევს.

ამბობენ, რომ კრიშტიანო და ჯორჯინა პირველი შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს რამდენიმე თვე მალულად ხვდებოდნენ, სანამ ისინი 2016 წლის ნოემბერში პარიზის "დისნეილენდში" არ შენიშნეს. მაშინ პორტუგალიელს პარიკიც კი ეკეთა. ეს მათი პირველი გამოჩენა იყო პუბლიკაში.

პირველ დღეებში, როცა ჯორჯინას რონალდოსთან ურთიერთობა ცნობილი გახდა, ლამაზმანს მაღაზიიდან წამოსვლა მოუწია, რადგან ჟურნალისტები მას პირდაპირ კარებთან ხვდებოდნენ.

2016/17 წლების სეზონში როდრიგესი "რეალის" საშინაო მატჩების ხშირის სტუმარი გახდა.

იანვარში კი, "ოქროს ბურთის" ცერემონიაზე ჯორჯინა რონალდოს, როგორც ოჯახის წევრი ახლდა, რამაც მედია შოკში ჩააგდო.

ივნისის ბოლოს სუროგატმა დედამ რონალდოს ტყუპი, მატეო და ევა გაუჩინა. რამდენიმე კვირაში კი დადასტურდა ჭორები ჯორჯინას მშობიარობის შესახებ.

12 ნოემბრის ღამეს კი ჯორჯინამ რონალდოს გოგონა გაუჩინა, ხოლო რონალდომ "ინსტაგრამში" პოსტი გამოაქვეყნა:

"ახლახან ალანა მარტინა დაიბადა! ჯიო და ალანა კარგად არიან! ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ".

2018 წელს წყვილი დაქორწინებას გეგმავს.

ვინ არის ქალი, ვისთან ერთადაც რონალდო ფიფას დაჯილდოებაზე გამოჩნდა? [PHOTO]

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
გამვლელმა ჯორჯინას შეკითხვა დაუსვა და სასიხარულო პასუხიც მიიღო
"როდის დაამთავრებს რონალდო კარიერას?" - კრიშტიანოს მეუღლის პასუხმა ფანები შოკში ჩააგდო [VIDEO]
"თვალი ჩამიკრა, მაშინ ძალიან შემრცხვა" - ჯორჯინა როდრიგესმა რონალდოს გაცნობის ისტორია გაიხსენა
"ოცნება ახდა" - შვილის გარდაცვალებისა და პირადი ტრაგედიის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ცოლმა, ჯორჯინა როდრიგესმა ოცნება აისრულა და სამეფო ოპერის თეატრში ბალეტი შეასრულა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
რონალდოს მეუღლის, ჯორჯინას აუზზე გადაღებული ფოტო გამომწერებს აგიჟებს [PHOTO]
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
რონალდოს დედა რძალს იწუნებს? არეულობა ვარსკვლავის ოჯახში
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ