"ელ დერბი მადრილენო", ანუ მადრიდული დერბი რიგით მე-16 სტადიონს მიადგა
"ელ დერბი მადრილენო", ანუ მადრიდული დერბი რიგით მე-16 სტადიონს მიადგა - ახალთახალი "ვანდა მეტროპოლიტანო" პირველად მასპინძლობს "ატლეტიკოსა" და "რეალის" დაპირისპირებას და ბუნებრივიცაა, რომ ლა ლიგის მორიგი ტურის უმთავრესი მოვლენაც ის არის.

"ვანდა მეტროპოლიტანო" ამ სეზონის დასაწყისში გაიხსნა, შაბათს კი პირველი დერბია. "იპოდრომი", "ფუენტო დელ ბერო", ძველი "მეტროპოლიტანო" და სხვა - ეს ის სტადიონებია, სადაც მადრიდული დერბის მატჩები გამართულა. ახლანდელ გულშემატკივრებს დერბი უფრო "ვისენტე კალდერონსა" და "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაპირისპირებებით ახსოვთ, თუმცა გუნდებს ჯამში 15 სხვადასხვა სტადიონზე უთამაშიათ მადრიდსა და სხვა ქალაქებში (ერთხელ "რომარედაზე" მალაგაში, ერთხელ "და ლუჟზე" ლისაბონში და "სან სიროზე" იტალიაში).

"მარკა" ვარაუდობს, რომ "ვანდა მეტროპოლიტანოს" ახალი რეკორდი დამყარდება - "ბარსელონასთან" თამაშზე 64 393 ათასი მაყურებელი მივიდა, ახლა კი 65 ათასზე მეტ ფანს ელიან. შარშან დერბის "კალდერონზე" 12 ათასი ფანით ნაკლები დაესწრო.

ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოს" მთავარი ვარსკვლავია, ხოლო "ოქროს ბურთის" მფლობელი კრიშტიანო რონალდო 21 გოლით დერბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა. დღეს მათ თავიდან აქვთ ყველაფერი დასამტკიცებელი - გრიზმანი ძალზე არაეფექტურია და სულ 2 გოლი აქვს სეზონში გატანილი, რონალდოს კი - 1!

ახლახან გრიზმანმა ლა ლიგის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა:

"გოლების გატანა ის საქმეა, რაც კარგად გამომდის. ამიტომ ახლანდელი სიტუაციის გამო არ ვნერვიულობ. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვთამაშობ და გოლებიც მალე იქნება. გასულ სეზონს ახლანდელი არ ჰგავს, ჩვენ ახალ სტადიონზე ვთამაშობთ. დიახ, გვიჭირს გოლების გატანა და გამარჯვება, მაგრამ დაცვაში ძალიან კარგად ვთამაშობთ, შეტევაში კი იღბალი გვღალატობს", - განაცხადა ფრანგმა ვარსკვლავმა.

გრიზმანმა დერბის შესახებაც ილაპარაკა: "ახალ სტადიონზე პირველი დერბია და ფანები დიდი ენთუზიაზმით გაავსებენ ტრიბუნებს. ჩვენ კი აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

რაც შეეხება რონალდოს, მედია წერს, რომ პორტუგალიელს სიტუაცია დაეძაბა კაპიტან სერხიო რამოსთან. ამას მოჰყვა რამოსის გაბრაზებული კომენტარი პორტუგალიელის მომავალზე - მე საიდან უნდა ვიცოდე, გადადის თუ არა სადმე რონალდოო. რონალდომ ამ მითქმა-მოთქმას "ინსტაგრამზე" დადებული ფოტოთი უპასუხა - ფოტოზე კრიშტიანო კარში დარტყმაში ვარჯიშობს. "კონცენტრირებული ვარ", - წერს პორტუგალიელი.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, თომასი, საული - გრიზმანი, კორეა

რეალი (4-3-1-2): კასილია - ნაჩო, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ისკო - რონალდო, ბენზემა

ურთიერთშეხვედრები

ჯამში "ატლეტიკომ" და "რეალმა" ოფიციალურ მატჩებში 217-ჯერ არკვიეს ურთიერთობა. "სამეფო კლუბმა" 107 მატჩი მოიგო და 55 დათმო. მხოლოდ ჩემპიონატში სულ 160 შეხვედრა გაიმართა. "რეალმა" 86 მოიგო და 39 დათმო.

დერბის ფაქტები

* მადრიდული დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანო რონალდოა (რეალი) - 21 გოლი.

* დერბიში ყველაზე ხშირად ფრანსისკო ხენტოსა (რეალი) და მანოლო სანჩისს (რეალი) უთამაშიათ - 42-42.

* მოქმედ ფეხბურთელებში ლიდერი სერხიო რამოსია (რეალი), შაბათს იგი 36-ე დერბიში მიიღებს მონაწილეობას და სანტილიანასა (რეალი) და მიჩელს (რეალი) გაუთანაბრდება.

* გრიზმანს (ატლეტიკო) 596 წუთია, გოლი არ გაუტანია. მან ამ ხნის განმავლობაში კარში 20-ჯერ დაარტყა.

ლიდერი "ბარსელონა" მადრიდში ჩადის "ლეგანესთან" სათამაშოდ. ერნესტო ვალვერდეს დაცვაში პრობლემები შეექმნა. ხავიერ მასკერანოს ტრავმა აქვს და ორი ცენტრალური მცველის (პიკე, უმტიტი) ხეირიანი შემცვლელი გუნდში არ რჩება. არადა, ორივეს თითო ყვითელი ბარათი აშორებს დისკვალიფიკაციას. სკამზე მხოლოდ ბელგიელი ვერმალენი ზის, რომელსაც ლა ლიგაში ამ სეზონში ჯერ არც უთამაშია. ტრავმა აქვს სერხი რობერტოსაც.

სხვა ფაქტები

* ამ სეზონში მეკარეებს შორის ყველაზე მეტი გოლი მარკო დმიტროვიჩმა (ეიბარი) გაუშვა - 25.

* "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 18 შეხვედრიდან 17 მოიგო.

* "ლეგანესმა" კარი მშრალად ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 6-ში შეინახა.

* "სევილია" შინ 18 ტურია, არ დამარცხებულა.

* "ვალენსიამ" ბოლო 7 მატჩი მოიგო.

პარასკევი, 17 ნოემბერი

ჟირონა- სოსიედადი 23:59

შაბათი, 18 ნოემბერი

ხეტაფე-ალავესი 16:00

ლეგანესი-ბარსელონა 19:15

სევილია-სელტა 21:30

ატლეტიკო-რეალი 23:45

კვირა, 19 ნოემბერი

მალაგა-დეპორტივო 15:00

ესპანიოლი-ვალენსია 19:15

ლას პალმასი-ლევანტე 21:30

ბილბაო-ვილიარეალი 23:45

ორშაბათი, 20 ნოემბერი

ეიბარი-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 8 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 7- როდრიგო მორენო (ვალენსია), ანტონიო სანაბრია (ბეტისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზურა
შეასწორე ბატონო ნიკოლოზ, თორემ, გამოდის, რომ ბარსასთან თამაშს 64 მილიონ ადამიანზე მეტი დასწრებია.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა