დღეს 18 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ისტორიაში პირველად უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება
დღეს 18 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ისტორიაში პირველად უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

გუნდებს შორის მატჩი ჩვენი დროით 18:30 საათზე კარდიფში "პრინსიპალიტი სთედიუმზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.

მილტონ ჰეიგმა კანადასთან 54:22 მოგების შემდეგ სასტარტო 15-ეული უცვლელი დატოვა. პირველ ხაზში გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ლევან ჩილაჩავა დადგებიან; მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზს ლაშა ლომიძე, ვიტო კოლელიშვილი და ბექა ბიწაძე შეადგენენ.

9-10 ნომრები ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იქნებიან, ცენტრში მერაბ შარიქაძისა და დავით კაჭარავას წყვილს ვიხილავთ, ფრთებზე მირიან მოდებაძე და გიორგი კოშაძე ითამაშებენ, ხოლო ფულბეკი სოსო მათიაშვილია, რომელმაც კანადასთან 34 ქულა გააკეთა.

მარქაფაში ერთი სიახლეა - გიორგი კვესელაძის ნაცვლად გამოცდილი მერაბ კვირიკაშვილი გამოჩნდა, რომელიც უელსთან 107-ე კეპს მოიხვეჭს. იქვეა რევაზ ჯინჭველაშვილი და 9 ნომერი გიორგი ბეგაძე. შერკინების პირველ ხაზს შალვა მამუკაშვილი, კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი შეცვლიან, მეორე ხაზში გიორგი ჩხაიძე გამოჩნდება და 99-ე კეპს მოიხვეჭს, ხოლო მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილია, რომელიც "ბორჯღალოსნების" კვართით მე-40 შეხვედრას გამართავს.

"ბორჯღალოსნების" შემადგნელობა ასე გამოიყურება:

რაც შეეხება უელსს, მან 14 მორაგბე შეცვალა. ავსტრალიასთან 21:29 მარცხის შემდეგ, უელსის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 14 მოთამაშე შეიცვალა.

ლიამ უილიამსი ერთადერთია, რომელიც ავსტრალიის შემდეგ თამაშს "ბორჯღალოსნებთანაც" იწყებს, ოღონდ მან პოზიცია შეიცვალა და 14 ნომრის ნაცვლად ფულბეკად მოგვევლინება.

შუამარბ ოუენ უატკინს, ბურჯ ლეონ ბრაუნს და მესამეხაზელ სემ კროსს სანაკრებო დებიუტი გასულ შაბათს ჰქონდათ, ისინი შეცვლაზე შევიდნენ. ადამ ბერდს ავსტრალიასთან არ უთამაშია და მის ანგარიშზეც ერთადერთი კეპია. სასტარტო 15-ში ყველაზე გამოცდილი კაპიტანი დენ ლიდიეტია (60), მასზე მეტი, 67 კეპი კი ფალეტაუს აქვს, რომელიც მარქაფაშია. მარქაფაშია დებიუტანტი კვაჭი ელიოტ დი.

მიუხედავად ამისა, გუნდს გამოუცდელი არ ეთქმის, განსაკუთრებით ხაზის მოთამაშეებს, რომელთაგან ოთხის ანგარიშზე 40-ზე მეტი კეპია, ხოლო სასტარტო 15-ეულის კეპების ჯამი 319-ს შეადგენს, მარქაფაში მყოფი მოთამაშეებისა - 159.

"ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ერთ დროს ექვსეულში მოვხვდებით. არის საუბრები და ინგლისის რაგბის კავშირის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ბრაუნმა თქვა, რომ საქართველოს ნახვის დრო დადგა. ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული უელსთან და გაისად იტალიასთან თამაშზე, თუმცა ვიაზრებთ იმას, რომ პრიორიტეტი კომერციული სიცოცხლისუნარიანობაა. როდესაც საქართველოში ჩავედი, ჩვენი კვართის სპონსორობა 10 ათასი დოლარი ჯდებოდა. ახლა ეს თანხა ბევრად დიდია" - ამბობს ჰეიგი.

სოსო
გამარჯვება მეტოქეს დარჩა,სახელი კი ჩვენ.ყოჩაღ ბიჭებო.ველოდი რომ კარგად ვითამაშებდით,მაგრამ ასეთსაც არა.ის შორეული, ჩვენთვის პირველი მსოფლიოს თასი გამახსენა ამ თამაშმა,ირლანდიასთან თამაში.პროგრესი ფანტასტიკურია.ახლა უკვე აღარავისი უნდა გვეშინოდეს.დიდი მადლობა ბიჭებო!!!!
ყველგან დზიმაა?
ამ დზიმა ობოლაძეს რაუნდა რაგბში. აზრზე არაა...
ბორია
ვინმემ დადეთ რა ლაივს სად უყურო
giorgi
28-31 მოვიგებთ
roma
წინა ორ კომენტარში აღნიშნული ანგარიშიდან ნებისმიერზე არ ვამბობ უარს. წარმატებები ჩვენ ბიჭებს, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებთ 23:38 ან 13:27 ან 0:14 ან მნიშვნელობა არ აქვს თუნდაც ერთი ქულით
Aleksandre
27-13 vigebt.
euhh
dges movigebt 23:38
ლევანი
გისურვებთ გამარჯვებას!
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს