მადრიდში სასამართლო დღეს გამოიტანს საბოლოო განაჩენს, ჩატარდება თუ არა ლა ლიგის მორიგი ტური დათქმულ ვადებში
მადრიდში სასამართლო დღეს გამოიტანს საბოლოო განაჩენს, ჩატარდება თუ არა ლა ლიგის მორიგი ტური დათქმულ ვადებში (2-3 აპრილი), თუ გადაიდება, როგორც ეს ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ (ლფპ) დაგეგმა. ლფპ-მ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც პრიმერას კლუბების უმეტესობა დაეთანხმა, მაგრამ უმცირესობაში დარჩენილმა 6 გუნდმა სასამართლოში იჩივლა, ესენია: "ბილბაო", "რეალ სოსიედადი", "სარაგოსა", "ესპანიოლი", "სევილია" და "ვილიარეალი". სწორედ, ამ 6 კლუბის სარჩელს განიხილავს დღეს სასამართლო.

კლუბები და მათი მეშვეობით ლფპ დიდი ხანია მოითხოვენ მთავრობისგან იმ კანონის გაუქმებას, რომლის წყალობითაც, კვირაში ერთი მატჩი აუცილებლად უფასო არხით უნდა გადაიცეს მთელს ესპანეთში. ბუნებრივია, კლუბებს სატელევიზიო შემოსავლების გაზრდა სურთ, თუმცა არც სახელმწიფო სტრუქტურა იხევს უკან. ჯერ კიდევ თებერვალში ლფპ-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუკი უახლოეს ხანებში მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებდა, 2-3 აპრილის ტური გადაიდებოდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება აამოქმედა ლფპ-მ ახლახან, მაგრამ... 6 კლუბმა უჩივლა.

მადრიდის სასამართლო განაჩენს დღეს დილის 10 საათზე (ადგილობრივი დროით) გამოიტანს და ეს განაჩენი სავალდებულო ხასიათისა უნდა იყოს. მოკლედ, დღეს გაირკვევა, ჩატარდება თუ არა წლევანდელი პრიმერა დათქმულ დროში, თუ უსაშველოდ გაიწელება (12 ივნისამდე).

ვილიარეალი არ ყიდის

ხმა დაირხა, რომ ზაფხულში "ვილიარეალი" თავის ვარსკვლავებს გაყიდისო, თუმცა "წყალქვეშა ნავის" გენერალური მენეჯერი როიგ ნეგუერელოსი კატეგორიულად უარყოფს ამას და აცხადებს, რომ "ვილიარეალს" სულ სხვა გეგმები აქვს: "ჩვენ არ ვართ ის კლუბი, რომელთა ძირითადი შემოსავალი გაყიდვებიდან არის მიღებული. ჩვენ ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. მიზნად დავისახეთ, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და თუ ჩემპიონთა ლიგის საგზრუს მოვიპოვებთ, გაძლიერებაც. ვიცით, რომ ბევრი კლუბი დაინტერესებულია, ჩვენი ტოპფეხბურთელებით, მაგრამ ისინი "ვილიარეალს" უფრო სჭირდება".

ყველაზე ხშირად სპეკულაციის თემა გუნდის იტალიელი ბომბარდირის, ჯუზეპე როსის სავარაუდო ტრანსფერია. ბევრი სავარაუდო მყიდველი ჰყავს ნილმარსაც, კომერციული თვალსაზრისით საინტერესო ფეხბურთელებად ითვლებიან ბორხა ვალერო, სანტი კასორლა, დიეგო ლოპესი და სხვებიც. შეგახსენებთ, რომ პრიმერას დასრულებამდე 9 ტურით ადრე "ვილიარეალი" მე-3 ადგილზეა.

ბარსელონელი ვალენსიაში?

"ბარსელონას" სარეზერვო გუნდის პერსპექტიულმა მცველმა მარტინ მონტოიამ მომავალ სეზონში შესაძლოა, "ღამურების" ფორმა მოირგოს. "ვალენსია" ზაფხულში აუცილებლად შეიძენს ახალ მარჯვენა მცველს (პორტუგალიელი მიგელი მიდის გუნდიდან), 19 წლის მონტოია კი შესანიშნავი კანდიდატურაა ამ პოზიციაზე. მონტოიას პირველ გუნდში მოხვედრის შანსი მას შემდეგ გადაეწურა, რაც დანი ალვეშმა "ბლაუგრანასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ მონტოია ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ნაკრების მეტოქეა შესარჩევ ციკლში.

ტოტე, ოპერაცია მადრიდში, მკურნალობა ბარსელონაში

"ერკულესის" ფორვარდი ხორხე ლოპეს მარკო, რომელსაც ყველა ტოტეს სახელით იცნობს, გუშინ მადრიდული ჰოსპიტალიდან გამოწერეს. ტოტე მკურნალობას შინ განაგრძობს. ფორვარდმა სპორტსმენისთვის ყველაზე მძიმე და საშიში ტრავმა მიიღო, მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგების და სამთავა კუნთის გაწყვეტა. ეს ის ტრავმაა, რომელმაც ძალიან ბევრ ფეხბურთელს კარიერა დაამთავრებინა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ცოტა ხანში ტოტე ბარსელონაში ჩავა, სადაც ცნობილ ექიმ კუგატთან იმკურნალებს.

უიღბლო ურუგვაელი

"ხეტაფეს" ფორვარდმა ხუან ალბინმა ურუგვაის ნაკრების ამხანაგურ მატჩში ბარძაყის კუნთი ისე დაიზიანა, მოედანს 5 კვირა ვეღარ გაეკარება. ეს დიდი დარტყმაა "ლოს ასულონესისთვის", რადგან სამხრეთამერიკელი ბოლო დროს შესაშურ ფორმაში იმყოფებოდა. 24 წლის ალბინი 2006 წლიდან "ხეტაფეს" წევრია.

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა