ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

<p>უელსი - საქართველო 13:6 - როდესაც შენი გუნდით ამაყი ხარ! <br> ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.</p><p>"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.</p><p>ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.</p><p>მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.</p><p>მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.</p>

  • ვასილიჩი

    ლუკა ! გეტყობა პატარა ხარ და გამოუცდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში გეცოდინებოდა, რომ ეს ფეხბურთი არაა, ფეხბურთის საზომებით რომ მიუდექი აღნიშნულ თამაშს. იცოცხლე კარგია მოგება, მაგრამ იქამდე მისვლაა საჭირო, ჩვენი ბიჭები კი ამ მანძილს ნახტომებით ფარავენ, არამცთუ ნაბიჯებით. რამდენადაც ნიჭიერი არ უნდა იყოს 2 წლის ბავშვი, ის ხომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაჯობებს პირადად შენ წერა- კითხვაში? (ანალიზის უნარით კი შესაძლოა გაჯობოს), ჰოდა დაახლოებით ასეთია საქართველოს სარაგბო მასშტაბი, რაგბის ზე სახელმწიფოებთან. გეიგეეეე???

  • dato

    ragbi chveni tamashia

  • გ.ბ.

    ლუკა! NBA-ში ვის გულშემატკივრობ?

  • ტროა

    სიამაყე თქვენ და მოგება იმათ...

  • მიროსან

    რაღა უნდა ვთქვა...რაც იყო პირველი გუშინდელი საოცარია თამაშის დასრულების მერე იყო ის, რომ ეგრევე თვალწინ დამიდგა 2007 წლის ირლანდიასთან წაგება....და ირლანდიელთა ლეგენდარული კაპიტნის ბრაიან ოდრისკოლის სიტყვები : "მთელი ჩემი კარიერის მანძილზე პირველად ამიკანკალდა მუხლები...ამიკანკალდა შიშისგან არ წაგვეგოო" და ეს თქვა საქართველოსთან თამაშის შემდეგ.... და ირლანდიელთა წამყვანების ჩანაწერი: "ღმერთო ჩემო როგორც ამბობენ ქართველებს მხოლოდ 3 სტადიონი აქვთ, წარმოგიდგენიათ რას იზამდნენ მეტი რო ქონდეთ? ღმერთო ჩემო..." და ირლანდიელი ფანის კომენტარი ფორუმზე : "საქართველოს ნაკრების მაისური მინდა...მაშოვნინეთ რაა..." ჯერ კიდე მაშინ, ლამის ინფარქტს ძლივს გადარჩენილზე ვთქვი რო მალე, სუუულ მალე ბარეორ ბობოლას გავიფენდით და ეს დროც მალე იქნება.... ყველა ერთად გავიხარებთ და ვიამაყებთ ჩვენი ლომკაცებით! აეეეეე .....დაგვიდექით, ქართველები მოდიააააან!

  • გიორგი

    ლუკა ბატონო 20 წლისწინ ასეთი ანგარიშით რუმინეთთან რომ წაგვეგო მაშინაც მადლობას ვეტყოდით, თუმცა ახლა რომ წააგონ რუმინეთთან თავზე ხელს არავინ გადაუსვას. სათამაშო კლასი და ტრადიციები თუ არ გესმის ნუ ლაპარაკობ. უელსი 160 წელია რაგბს თამაშობს, ჩვენ 10-15 წელია. ეს ერთი. მეორე გაგია 300 არაგველი? დიახ ისინიც დამარცხდნენ. მაგრამ მე ამაყი ვარ მათით. თუ არ გაგიგია წაიჯითხე და შენც იამაყე და თუ საამაყოს ვერ დაინახავ მაშინ მართლა ვერ გააიგებ რა არის როცა მარცხდები მაგრამ ამაყი ხარ

  • გგგ

    ფეხბურთში კაი მარგალიტებს ისროდა))) მარა ნიაზი საოცრებაა - დავკეცეთ ლეჟანკასავითო )))))

  • qomagi

    ლუკა, აბა თქვი "აააა", თქვი "ააააა"...

  • Rugby

    გაიხარეთ ბიჭებო როგორც ქართველი ხალხი გაახარეთ,უელსი ძალიან გამწარდება და 2019 წელს იცოდეთ რომ ორმაგი ჯახი მოგიწევთ,ეცდებიან ყური აუწიონ პატარა საქართველოს რაც მოხდა 2017 18 ნოემბერს და თქვენ იცით ლომებო

  • ვაი შენს პატრონს

    ეს კლიზმა პროვოკატორი პირველად არ პისტავს ასე...გაა..ფს.ი ბიჭო დრიზე და აქ შემომსწრებული აღარ გნახოს ხალხმა...თ.ესლი ესა

  • zaza

    მაქსიმუმ ოთხ წელიწადში ექვს ერში ვიქნებით ეს ერთი და მეორე შერკინებაში ბოლოს როარ ჩაესვარათ უელსელებს დარწმუნებული ვარ ლელოსაც დავდებდით და თამაშსაც არ წავაგებდით შეცდომები რათქმაუნდა იყო უმაგისოთ სათამაშო სახეობები უბრალოდ არარსებობს .მაგრამ თამაში იყო თანაბარი და ბიჭებმა მაგრად მოინდომეს.მესამე შე დალოცვილო თუარ გესმის და არ გაინტერესებს ეგ რაგბი რაღას პოსტავ აქ თუ კრიტიკის და ლანძღვის გარეშე არ შეგიძლია უბრალოდ.

  • ???

    ცივი გონებით რომ გავაანალიზოთ ბოლო 2 თამაში ხაზის გაჭრა გვიჭირს ძალიან, ვცდილობთ ხელით თამაშს, მაგრამ არაეფექტურად გამოგვდის. ბევრ ფაზას ვაბავთ შეტევაში, მაგრამ ჩვენივე შეცდომით გვეშლება ეს წვალება. ამით არ ვაკნინებ ჩვენს გუნდს, პირიქით ძალიან მაგრები არიან რომ უკვე ამხელა ამბიციები გვიჩნდება გულშემატკივრებს და არცერთ მატჩში არ გვრჩება უსუსურობის განცდა. ვფიქრობ სწორ გზაზეა გუნდი და თანამედროვე რაგბის ელემენტებს ნაყოფიერად ითვისებს. ეს შეცდომები კი დიდ გუნდებთან თამაშის გამოუცდელობის ბრალია და თუ მოგვეცა შანსი მათთან ხშირად თამაშის, მალევე მოგვეხსნება ეს წნეხი. ისე კი 6 ერი ნამდვილად ადრეა ჩვენთვის - ეგ კომერციული ტურნირია და სანახაობაა მანდ საჭირო, ისეთი ლელოები როგორიც კანადასთან დავდეთ და ბევრი ქულის გაკეთება. მაგას რომ შევძლებთ მაშნ მიგვიღებენ, მანამდე კი დავტკბეთ ჩვენი ბიჭების თანმიმდევრული წინსვლით და ჯერ 10-ეულში დავმკვიდრდეთ. ისე გორგოძე ადრე წავიდა ნაკრებიდან, ვერავინ დამაჯერებს რომ წელიწადში 2 შეკრებას ვერ გაუძლებდა და 60 წუთსაც ვერ ითამაშებდა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით სხვა იყო მისი წასვლის მიზეზი, მაკრამ რაგბისტებს გასახდელიდან არ გამოაქვთ ინფორმაცია სხვებისგან განსხვავებით. ბრავო - ასე გააგრძელეთ ბიჭებო და ის პატარ-პატარა შეცდომებიც ნელ-ნელა აღმოიფხვრება და შესაბამისად უკეთესი შედეგიც გვექნება.

  • lukas

    არც გააშრიალო რა; ორიგანოლობს ბიჭი; კანადას რომ გადაუარეს, ამერიკას რომ უგებენ და რუსეთი ერთ ადგილზე ჰყავთ ამოჩრილი ეგ არ გინახია; უბრალოდ რაგბიში უელსთან ასეთი წაგებაა უფრო იმედისმომცემია, ვიდრე ზემოთ აღნიშნული 3 უზარმაზარ სახელმწიფოსთან მოგება; იცი შენ ეს, მაგრამ მწარე რამე ხომ უნდა თქვა; არიან ტიპები ყველაფერში რომ ცუდი უნდა დაინახონ და მაგარი საცოდავები არინა

  • კოკა

    რაღაცის აზრზე როცა არ ხარ, ჯობია ჩუმად ეგდო, რომ ყველამ არ გაგინოს, გაითვალისწინე ;)

  • დათო

    ლუკა, რა მაგარი .. ხარ)

  • imereli

    ბოლო წუთები თუ სანახაობრივი არ იყო მაშ რაღაა სანახაობა? უელსმა რომ თავისი ნებით ჩაიხადა 70 ათასი კაცის თანდასწრებით, მარტო ამისთვის ღირდა ყველაფერი. P.S. უელსის მორაგბეთა ნაკრების მწრთვნელი თავის ასისტენტად კაშიას გადაყვანას აპირებს, თავისი სამკლაირიანად.

  • ნანა

    ლუკა ორიგინალობ?მერე ვინ გთხოვს უყურეო .ნუ დაიტანჯავ თავს და იყავი შენთვის

  • პროვოკატორი

    ლუკა, შენი ანალიზი არასწორია,ჩვენმა ნაკრებმა თამაშის ჩაშლაზე კი არ იმუშავა,არამედ პირიქით,საკუთარი თამაშის მეტოქისთვის თავისმოხვევაზე.ჩვენ არც სისწრაფეში ჩამოვრჩით უელსელებს და მეტსაც გეტყვი,მეორე ტაიმში ძირითადად ჩვენ ვდომინირებდით,უელსს საკუთარი სტილი აქვს,ჩვენ ჩვენი და თანდათანობით ჩვენი თამაშის ხარისხი უფრო მაღლა იწევს,თუ ხელით თამაშს და შეტევის ტაქტიკას გამოვასწორებთ - ძალიან მაღალი დონის რაგბს ვითამაშებთ,თან ძალიან მალე.

  • ლუკა

    რა გეამაყებათ?! ღირსეული წაგება?! წაგება წაგება არის. რა გეამაყებათ? მარად დამარცხებული ხალხი ვართ, ერთადერთი ერი რომელიც დამარცხებაში დიდებას ხედავს! რომელიც წაგებას მოგებად ასაღებს! ჩუმად!

  • Ramaz

    ბოდიშს ვიხდი გამოტქმული აზრის გამო, რომ მილტონმა დაინდო და შერკინება არ დანიშნა თქო ბოლოს. თურმე უელსელებს შეშინებიატ და წესების მანიპულირებით შერკინება არ დაუნიშნინებიათ. ისე შეეშინდათ, რომ კაცობაზე ხელი აიღეს და ...... გორგოძეც რომ გვყოლოდა უეჭველი მოუგებდით.... გენაცვალეთ ძმებო, ძალიან გაგვახარეთ

  • ლუკა

    საქართველოს ნაკრებმა უელსთან საშინელი თამაში აჩვენა. ჩვენი ნაკრების მაქსიმუმი არის ის რომ მოწინააღმდეგეს თამაშის საშუალება არ მისცეს. ეს იყო არასანახაობრივი, მოსაწყენი ჭიდაობა. ისე როგორც საქართველოს ფეხბრთის ნაკრები, რაგბის ნაკრების მაქსიმუმი არის მოწინააღმდეგისთვის თამაშში ხელის შეშლა. არანაირი სანახაობა და ინტერესი ასეთ თამაშს არ აქვს და ექვსი ერის შეჯიბრებაში ასეთი თამაშის მომხრეები არ იქნებიან. მე როგორც მაყურებელი ასეთი თამაშის საყურებლად არ წავალ სტადიონზე. საქართველოს ნაკრებს აკლია შემოქმედებითი ალღო, მოქნილობა, სისწრაფე, ფიზიკური მომზადება.

  • ალექსანდრე

    მილტონს ღირსების ორდენი ეკუთვნის,მართლაც რომ ალალია ამ კაცზე.

  • Mari

    Daily Mail UK: Hallam Amos scored to ensure Wales avoided embarrassment in Cardiff "ჰალამ ამოსმა თავის გუნდს ქულა მოუტანა და უელსის ნაკრები თავის მოჭრას გადაარჩინა კარდიფში"

  • გიორგი

    შერკინება იმიტომ არ ავიღეთ რომ მიწოლა არ იქნებოდა. ვარჩიეთ დერეფანი და მოლის აგორება. მჭესლიძის არ ყოფნაზე მელიტონამ კი თქვა რომ ფრომაში არ არისო და დავცინეთ, მაგრამ იმის მერე კლუბშიც აღარ უთამაშია.

  • 11

    სხვათაშორის საქართველოში რომ რაგბი არ იცოდნენ რა იყო და როგორ ერქვა სწორად,ზოგი რეგბს იძახდა ზოგი რას.მაშინ დაიწყო ბიძინამ ფულის ჩადება რაგბიში,ბევრი წლის წინ,სწორედ მისი დამსახურებაა რომ დღეს გვყავს ასეთი გუნდი და უკეთესი თაობა იზრდება,ინტერესთან ერთად.ის უხდიდა ხელფასებს,აკეთებდა უმაღლესი დონის სტადიონებს და ა.შ.ნუ დავუკარგავთ ამ ამაგს:) ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა,მაგრამ ეს ფაქტია და ყველა მორაგბემ იცის ეს:)

  • მაკა

    მეც ამას ვამბობ,ძეგლი თუ არა,ერთი ქუჩა მაინც უნდა იყოს მისი სახელობის:))) პატივს ვცემ ამ ადამიანს,ასე გულითადად,რომ ზრუნავს რაგბის მომავალზე!!!

  • Cc

    ექვს ერს უნდა დაემატოს საქართველოც და გახდეს შვიდი ერი,არავინ არ უნდა დატოვოს,საქართველოც უნდა იყოს და იტალიაც.

  • imereli

    ჩვენებმა უელსს ლეჩაქი დაახურეს. ეს წაგება დიდ გამარჯვებას უდრის სინამდვილეში. დღეს ბიჭების დამსახურებით ქართული რაგბის ახალი ეპოქა დაიწყო. 2017 წლის 18 ნოემბერი კარგად უნდა დავიმახსოვროთ.

  • გაგა

    ძმობას გაფიცებ, ღადაობ ხო?)))

  • zuka

    იმედია იმედი არ გახდა ექსკლუზიორი ტრანსლატიორი რაგბის მატჩების. ობოლაძემ ფეხბურთი შემაზიზღა და ახლა რაგბიც ამან უნდა წაიყვანოს? ნამუსი არაა? რაგბი ტვ ზე რატო არ აჩვენებენ? ნიაზის დიდი პატივისცემის მიუხედავად, პარტნიორი ჭირდება, უფრო ახალგაზრდა, რომელსაც არ გამოეპარება, თუ რატომ "არ ავიღეთ" ბოლოს შერკინება. ემოციები რო გადავდოთ, მთლიანობაში შედეგი ძალიან კარგია.თავიდან ისევ იყო ნერვიულობა. ეგ გაივლის ასეთ გუნდებთან ბევრს რო ვიტამაშებთ მერე. თაზო მჭედლიძის არყოფნა მაინც გაუგებრად რჩება ჩემთვის. კაკოვინი რო ყოფილიყო (3ზეც დგება) კაცი, ნათლად გამოჩნდა კარგი იქნებოდა. ბეკოშვილი უსუსტესია.

  • პაატა

    წილად მხვდა ბესნიერება ფრინსიფალითიზე ჩემი თვალით მენახა ბოლო 5 წუთი რა ხდებოდა სტადიონზე! მერწმუნეთ უელსის ნაკრების მოთამაშეები და გულშემატკივრებიც ძალიან დაძაბულები იყვნენ! თამაშის დასრულების შემდეგ საკმაოდ ბევრი უელსელი მოვიდა და მაგარი თამაში იყოო! ყოჩაღ თქვენს ნაკრებსო! მართლა ის შემთხვევაა როდესაც გულდაწყვეტილი მაგრამ ამაყი ტოვებ სტადიონს! დიდი წარმატებები წინ გვაქვს, გენაცვალეთ ბიჭებო! მადლობა მელიტონს!

  • soso

    es fantastikaaaa!!!!warmoudgeneli sanaxaobaaa!!!uelsis sheshineba girda yvelafraaad!!davadumet mileniumia da raqvia exla mag stations.iaponiashi wavigdebt uelss iq xo chven jgufshi ariaan didebaaa tqven vajkacobaas

  • დდ

    ლელო თქვენ იამაყეთ ლგბტ ფეხბურთელებით კაცებით ამაყობა თქვენი საქმე არააა

  • გუჯა კახაძე

    გილოცავთ! ასე გააგრძელეთ და 6 ერის კარიც გაიღება!!!!

  • roma

    არა რამაზ,მელიტონა არაფერ შუაშია,უბრალოდ უელსმა იეშმაკა და მათ არ აგვარჩევინეს ბოლოს შერკინება-ტრავმები მოიმიზეზეს შერკინების ორმა უელსელმა და ამიტომ აღარ შეიძლებოდა შერკინების დაყენება.ანუ ჟარგონულად რო ვთქვათ უელსელებმა არაკაცურად მოგვიგეს(შეეშინდათ ჩვენი შერკინების და წაიაფერისტეს) და ეს იგივეა ფეხბურთში რო ხელით გატანილი გოლით მოიგებ თამაშს

  • emigranti

    მთელი თამაში მაკანკალებდა ნერვიულობისაგან...უელსის ნაკრების თამაშებს მუდმივად თვალს ვადევნებ და ასე დაჩაგრული მისი შერკინება არ მინახავს. სამწუხაროდ ჩვენმა მარქაფამ ისევე ძლიერად ვერ დაჩაგრა, თორემ აუცილებლად დაიდებოდა ბოლო ლელო ორივე შემთხვევაში...თქვენ გენაცვალეთ ჯიგრებო, ვამაყობ თქვენით! მილტონ ჰეიგს კი მგონი ძეგლი უნდა დავუდგათ:)

  • Vasili

    მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, საქართველოს სასახელო ხალხია ესენი, არ დამავიწყდება თამაშის ბოლოს ამათი სახეები და თვალები , არცერთთან მაკავშირებს პირადი ნაცნობობა მაგრამ დარწმუნებული ვარ რო მართლა ესენი სულიერადაც ამაღლებული ხალხია, იციან რო მცირედიც კი გვიხარია ქართველებს და ჩვენი გულის გასახარად ტოლს არ უდებენ გაცილებით უფრო მაღალ კლასის გუნდებს, ასე გააგრძელებენ იმედია და , რამოდენიმე წლის შემდეგ ,მგონი აღარ იქნება გასაკვირი უელსის , ზელანდიის, საფრანგეთის, ინგლისის , აუსტრალიისდარ ქვეყნებთან ტოლსწორად თამაში...// სხვათაშორის მეგონა ეს 6 ერი მარტო ქართველ გულშემატკივარს გვაწუხებდა და მეგონა ამ ქვეყნების გულშემატკივრებმა არც კი იციან ჩცენზეთქო, მაგრამ გამაოცეს ნამდვილად, არაერთმა გულშემატკივარმა ჩამოაგდო სიტყვა 6 ერზე , რო თურმე აუცილებლად ინდა ვიყოთ 6 ერში მეშვიდე ქვეყანა, და თურმე როგორ სწრაფად ვპროგრესირებთ...//// პ.ს. ( საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები , მთელი ფედერაცია და მთელი ეროვნული ჩემოიონატის ფეხბურთელები თავიანთი მწვრთნელებიანად შეიყვანეთ ერთ დიდ დარბაზში, გარედან რაღათქმა გადარაზთ ურდულით გამოსასვლელი კარები!!! და აყურებინეთ რაგბისტების ეს თამაში , დაუსრულებლად ,10 დღის განმავლობაში ..../ იქნება გავაღვიძოთ მაგათშიც (მხეცი) ან რამე, რავიცი...!!! :D

  • rigiti

    მივჯირყნეეეეეეეთ!!!!!!!!!!!!!! და მსაჯებიც დაიხმარეს!

  • kentavri

    მილტონი არ წყვეტს იქ შერკინებას მოვითხოვთ თუ არა, კაპიტანი წყვეტს, კაპიტანმა მოითხოვა მაგრამ უელსელებმა იმის შიშით რომ საჯარიმო ლელოს ავკიდებდით ტრავმა მოიმიზეზეს და არ გმაოიყვანეს პირველხაზელი. ამიტომ გააუქმა მსაჯმა შერკინება

  • მდა

    აბა გამოდით ლომებრ მყეფე მტერთ სისხლ მჩქეფე ბელაცვალე ბიჭებს

  • Me

    ყველაფერი კარგი იყო ხაზს მეტად უნდა ვენდოთ. მგონი მილტონმა დაავალა პირველი ტაიმი გაძელით და თამაშში დარჩითო მერე სისწრაფეებიც იკლებს და შანსი გვეძლევა, გამოუცდელობის ბრალია შემდეგში ჩვენს შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. გამაკვირვა ახალი თაობა წინ ფაქტიურად ბურთს არ აგდებს მანდ კლასიანად თამაშობენ. იმედია იტალიის ტესტს არ გააუქმებენ 6ერი პრესშია უკვე 3თამაში მოგვცეს 3წელიწადში და უელსი სახლში კინაღამ დავამარცხეთ!!! თორე შერცხვენით კი შევარცხვინეთ ეს რა იკადრეს შერკინებაში დამალვა თიერ 1 არ გრცხვენია?

  • გულშემატკივარი

    დიმა არის თანამედროვე ნუგზარ ჯუღელი: არაფრის გაგებაშია! რაც შეეხება ბიჭებს-მაგრები ხართ, გენაცვალეთ ჯიგარში!

  • მარი

    მეამაყება რომ ვარ ქართველი,ტქვენ კი ცჰვენი სული და გული მეამაყებით ბიჯებო,ასე ჯიგრულად მიაწექით ყველაფერი კარგად იქნება,წინ საქართველო

  • Me

    მართალი ხარ ეგ ჩვენს ნაკლად რჩება. ხაზზე უნდა გაგვეტანა, მაგრამ ეგეც დაიხვეწება მალე ჯერ ის ნდობა არ აქვს ხაზს და ცდილობდნენ საიმედოდ შეეტიათ მორკინალებით.

  • paata

    უელსმა მაგრად იჩათლახა, სპციალურად გაიყვანეს 1 ხაზელი, ვითომ დაიმტვრა და წესების მიხედვით შერკინება აღარ დაინიშნა ... აი მასე გაძვრნენ :(

  • Fan

    Vერ მოვიტხოვეტ შEრკინება უელსმა მორკინალები Gაიკვანა ტრავმები აქვტო

  • ბმბ

    ზირაქა და მამუკა რომ გვყოლოდა, ის ლელო უეჭველი დადებული არ გვქონდა? რატომ არ შეიძლება შეიცვალონ აზრი და მსოფლიოზე ითამაშონ, ბევრად ძლიერი გუნდი გვეყოლება, ამ მატჩზე კი რა ვთქვა, რაგბიში გრანდი საერთოდ მეორე ტაიმში იგებს თამაშს უფრო მაღალი კლასის ხარჯზე, ამ თამაშში თუ ვინ იყო უკეთესი მეორე ტაიმში, თავადაც ვნახეთ, დასკვნები რაგბის მამებმა გააკეთონ.

  • ვალერი

    განა არმოითხოვეს მორკინალები არ ყავდათ და 2 მა მათ სათადარიგო მორკინალმა უარითქვა შემოსვლაზე ტრანვა მოიმიზეზა აფერისტულად რადგან იცცოდნენ რითაც დამთავრდებოდა შერკინება

  • დავით ღონღაძე

    დიდი მადლობა ქართველ ვაჟკაცებს!გულით,სულით,ხორცით და სააშქმით -ნაღდ ქართველებს! აშკარად გამოჩნდა, რომ ამ დონეზე მეტი თამაშების შემთხვევაში 2-3წელიწადში უელსს წამოვაქცევთ,დღესაც შეიძლებოდა ფრე გაგვეხერხებინა,ცოტა მეტი ფანტაზია და რწმენა,რომ გამოევლინათ და მსაჯს არ დაესვენებინა ზედმეტად -შეცბუნებული უელსელები, მაგრამ არა უშავს,მთავარია ,რომ ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ე ბ ი ც მოვა! წინ ქართველებო!

  • Ramaz

    ვფიქრობ მილტონმა პაზორი თავიდან აარიდა უელსს და შერკინება აგარ მოითხოვა. ძალიან მაგრები ხართ ზმებო. გენაცვალეთ

  • zura

    აუტში ბოლოს იმიტო გადააგდეს რო უელსი ჩაფახდა. ბურჯის ნაცვლად ჰუკერი გამოუშვეს და მიწოლა აღარ შეიძლებოდა

  • ნოდო

    სულ 21 კომენტარია და ზოგ კომენტარს 44 ლაიქი აქ წერა გეზარებათ? :D დიმა და რაგბი :D ნიაზი მაგარი კაცია ძალიან :D ერტი სიამოვნებაა მისი მოსმენა ერთი იტალია დაგვრჩა :D ბობოლებს რაც არ უნდა კარგათ ვეთმაშოტ სამწუხაროდ ჯერ ვერ დავამარცხებთ და არაფერს ექნებააზრი თუ იტალიას არ ვაჩვენეთ ვინაა ღირსი 6 ერში

  • ლევანი

    ძალიან მიყვარს ჩვენი რაგბისტები, ძალიან...

  • gela

    აქეთ რუსეთი და იქით 6 ერის მამები!!!!

  • gia

    ბურჯები გადამალეეეთ! 6 ერის მამებს დაუძახეეეთ! ქართველები მოდიან!

  • გია

    ბრძოლა ღირსეულად წავაგეთ მაგრამ ომი ჯერ არ დამთავრებულა! რაგბისტები ღირსეული კაცები არიან რომლებსაც უყვართ თავისი ქვეყანა. მისაბაძი ხალხი ხართ ბიჭებო.

  • aleko

    ბოლო შერკინებაში ვერ მივაწვებოდით იმიტომ, რომ უელსელი პირველი ხაზის მოთამაშე გაასინბინა მსაჯმა,იმათ სრულფასოვანი შეცვლა პირველ ხაზში სპეციალურად არ განახორციელეს,ამ შემთხვევაში შერკინება მხოლოდ დგას არ აწვება,მაგრამ ეს არ არის მთავარი,ბოლო შეტევისას მთელი უელსი რაქში იყო ჩათრეული ნებისმიერი მიმართულებით ბურთის გაშლა ლელო იყო,ეს მაღალ დონეზე სათამაშო პრაქტიკის უქონლობის ბრალია,ცოტა დრო გვინდა და მაგათაც დავანგრევთ

  • gio

    შერკინებას დიდი უპირატესობა ქონდა და მგონი უელსი ამან გატეხა. არ ველოდი ბოლოს როგორ შეეშინდათ:) ბიჭებს ლომებს დიდი მადლობა! უდიდესი პროგრესი დავინახე. უკანა ხაზიც ბალანსდება ნელ ნელა ძაან მაგარი გუნდი გვყავს. მგონი ბოლოს შერცხვათ და არ მოუგეს უელს სტუმრად ვიყავით მაიც:).

  • Z.LO

    საინტერესოა რას წერენ უცხოური გამოცემები?

  • abc

    ბოლოს ულსელებმა იეშმაკეს და თავიდან აიცილეს შერკინება წესებით მანიპულაციით...პრესკონპერენციაზე სთქვეს, რომ შერკნების ერთი წევრი მთლად ჯანმრთელი არ იყოო...ლინკზე გადადით და იქ ნახავთ მიზეზს რატომ მოაწოდეს ჩვენმა ვაჟკაცებმა აუტი... http://www.bbc.com/sport/rugby-union/42002116 მაგარი გუნდი გვყავს ძალიან...მიდით ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ...

  • Gg

    მოითხივეს მაგრამ უელსი არ დადგა. შტაბმა ტრამვა აქვთო. თავი აარიდეს. სირცხვილი

  • ებიჯო

    ჯერ არ ვართ ექვსეულის გუნდების მოსაგებად, მაგრამ წინსვლა არის გამოცდილებას იღებს ნაკრები რაც ძალიან გვაკლია დიდ გუნდებთან. წინააღმდეგობას ვუწევთ მაგრამ კრეატულობაა გვაკლია შეტევაში.

  • Ramaz

    ვფიქრობ მილტონმა პაზორი თავიდან აარიდა უელსს და შერკინება აგარ მოითხოვა. ძალიან მაგრები ხართ ზმებო. გენაცვალეთ

  • aleko

    უნდა მოგვეგო უკმაყოფილო ვარ

  • Ramaz

    ვფიქრობ მილტონმა პაზორი თავიდან აარიდა უელსს და შერკინება აგარ მოითხოვა. ძალიან მაგრები ხართ ზმებო. გენაცვალეთ

  • T.q

    ბრავო ბიჭებს მეამაყებიან ეს ბიჭები.

  • nykri

    მაგარი ბიჭები არიან, უფრო მეტი თამაში ასეთი დონის გუნდებთან და სისწრაფეც დაიხვეწება და ყველაფერიც,ყველაფერი წინაა ბიჭებო

  • rugby

    იმიტომ რო თვითონ არ დაგვიდნენ იცოდნენ რაც დაემართებოდათ. კიდე უპრო სწორედ რო აგიხსნა ვერ მივაწყვებოდით ბურჯი არ ყავდათ და ეგ მათ აძლევდათ ხელს. 1 ნომერმა თავი მოიკლა ტრავმა მაქო და არ გამოვიდა სინამდვილეში უთამაშებდა ერთი ადგილი მის ტრეინერს და არ გამიყვანა ;)

  • duda

    შერკინება აუტით შეგვიცვალეს, რა წესია, სირცხვილი უელს, ეს გამარჯვება არ არის.

  • დიმიტრი

    ელა განსჯა არის ტყუილი წყლის ნაყვა. ბიჭებმა ითამაშეს საუკეთესოდ, წაგება უბრალოდ გორგოძის და ზირაქიშვილის არყოფნის ბრალია. როგორ დავიჯერო რო ბოლო 10 წუთი ვერ განოვიდოდნენ მოედანზე??? ღალატია ეგ და მოღალატეები არიან. დღეს ქართული რაგბის დიდგორი იყო და ღალატის გამო ეს დიდგორი წავაგეთ.

  • bibi

    საქართველომ ამირანივით მიაჯაჭვა უელსი მეორე ტაიმშუ საკუთარ ჩათვლის მოედანთან. ყოჩაღ ბიჭებო ვამაყობთ თქვენით!!!!

  • დიმიტრი

    ელა განსჯა არის ტყუილი წყლის ნაყვა. ბიჭებმა ითამაშეს საუკეთესოდ, წაგება უბრალოდ გორგოძის და ზირაქიშვილის არყოფნის ბრალია. როგორ დავიჯერო რო ბოლო 10 წუთი ვერ განოვიდოდნენ მოედანზე??? ღალატია ეგ და მოღალატეები არიან. დღეს ქართული რაგბის დიდგორი იყო და ღალატის გამო ეს დიდგორი წავაგეთ.

  • კახაბერი

    რამ გაგაბოროტა ((( ეტყობა შენ ან გალახული ყევხარ რომელიმეს , ან პათოლოგიურად გძულს რომ ასეთი გუნდი გვყავს !! არ დაბლოკოთ კომენტარი !

  • დუდუ

    ამას უკვე ექვსი ერის კარის შემტვრევა კი არა ამ კარის საერთოდ ჩამოხსნას ნიშნავს! რა შეშინებული თვალებით იყურებოდნენ მასპინძლები ბოლო წუთებზე. კიდევ როდემდე დაგვემალებიან ნეტავ ისინი და იტრიალებენ ჩაკეტილ წრეში იტალიასთან ერთად?!

  • საქართველო

    გილოცავთ ყველას ასეთ კარგ თამაშს. ეხლა რა მინდა ვთქვა ცოდოები ვართ მემგონი უკვე ძაან ისევ რუსეთთან, რუმინეთთან, ესპანეთთან პორტუგალიასთან მეორე ეშელონის გუნდებთან სათამაშოდ გადაზრდილები ვართ მაგისთვის და მეორე მოსაზრება არის რო ექვსი ერისთვის ჯერ მზად არ ვართ მაგრამ დღევანდელმა თამაშმა დაგვანახა ალბათ ყველას რო ვიმსახურებთ დაწინაურებას, თორე ვფიქრობ კიდე უფრო განვითარება ძაან გაგვიჭირდება პორტუგალიასთან და რუსეთეთან თუნდაც რუმინეთთან ჭიდაობით. იქნებარამეთი ვიასაც შეუძლია შეეშველოს საქართველოს სიტყვა შეაწიოს და ფულით უზრუნველყოს , იმიტო რო ექვსი ერი კომერციული ტურნირია . წარმატებები ბიჭებს , მადლობა.

  • კახა

    მართლაც ლომები ხართ! ოხ სად გადაგვირჩნენ

  • სოსო

    მე მგონი საჯარიმო ლელოს იმედი გვქონდა,თანაც თუ შუაში დავდებდით ლელოს,გარდასახვა გაგვიადვილდებოდა.მოკლედ ანგარიშის გასათანაბრებლად ვიბრძოდით და არ გამოგვივიდა,თან ორჯერ.დიდებულად ვითამაშეთდა თუ სევადარებთ შარშან შოტლანდიასთან პირველი ტაიმი მორიდებით ვითამაშეთ და მხოლოდ მეორე ტაიმში გავათანაბრეთ თამაში,ამ ზაფხულს პირველი ტაიმი არგენტინასთან წავაგეთ,მეორე კი მოვიგეთ,დღეს კი მეორე ტაიმის მოგებასთან ერთად კინაღამ თამაშიც გადავარჩინეთ.ბოლოს ჯარიმა რომ არ დავარტყით და ანგარიშის გათანაბრებაზე ვითამაშეთ,ეგეც გუნდის თავდაჯერებულობის მატებაზე მეტყველებს,ელიტარულ გუნდებთან თამაშის დინამიკა კი უკვე იმის რწმენას გვაძლევს,რომ ლოგიკურად მომავალ წელს,ტესტებზე უკვე პირველი გამარჯვება უნდაც მოვიპოვოთ ელიტის რომელიმე გუნდზე.ნაკრები მართლა კენგურუს ნახტომებით ვითარდება და იმედია ასეც გაგრძელდება.

  • ალექსანდრე

    სირცხვილი უელსს,ბოლოს კაცი დამალეს რომ შერკინებაში არ მივწოლილიყავით,მაგიტომ გაავათამშეთ აუტიდან. არეკადრება უელსს ესეთი საქციელი. ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს, იხაროს თქვენმა მარჯვენამ

  • გელა

    ბურჯი დაგვიმალეს და ვერ მივაწვებოდით. დაფახდნენ ))

  • არა უშავს, მომავალი ჩვენია.

    ღირსეულმა ახალმა თაობამ შეავსო გუნდი. ოღონდ ეს კომენტატორები ... არ ვიცი, რა. ვიცინო თუ ვიტირო. ამ ობოლაძეს საერთოდ რა უნდა რაგბიში. რა ყველგან ესაა, დუტა სხირტლაძესავით. მეშინია უთოს ჩართვა, მგონია იქიდანაც ობოლაძეს გავიგონებ.

  • ზვიადი

    ეს იყო ლოგიკური მინიმუმი, ამაზე ნაკლები თამაში არაფრით არ იქნებოდა და ამაზე მეტად ვერ შეგვაკავებდნენ. მოკლედ, მოვდივართ ძია და მალე მოვალთ! აბა ჰე ..

  • გგგ

    ჩემი აზრით დერეფნის მოგების შემდეგ აპირებდნენ კიდესთან დადებას და არ გაგვიშვეს. ხაზზეც ვერ გარისკეს

  • გულშემატკივარი

    საღოლ ჩვენ ბიჭებს. რა მეორე ტაიმი გააკეთეს, ყოჩაღ ლომებო. პირველ ტაიმში მაინც მოკრძალება იგრძნობოდა. აღარანაირი მოკრძალება. დიდი მადლობა თქვენ, გვეამაყებით, გვიყვარხართ

  • cotne

    არცერთი ქართული ბრენდი არ ქმნის დღეს არაფერს უფრო ქართულს და უფრო ღირებულს და ზოგადევროპული მასშტაბით (როგორც მინიმუმ) უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ქართული რაგბი (მხოლოდ სპორტის სფეროს არ ვგულისხმობ!). მოგვცენ მეტი ტესტმატჩები პირველ დონესთან და ასეთი მატჩების ერთი მესამედი უბრალო ალბათობის პრინციპითაც კი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. არსაფერს ვამბობ გამოცდილებაზე, რომელიც დინამიკაში გაზრდის ჩვენს პოტენციალს და არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა დღე მოელის ჩვენი ამდაგვარი თამაშის შემთხვევაში ექვსი ერის მაჩანჩალა იტალიას გაისად. მილტონ ჰეიგს და მთელს ნაკრებს უკვე წასულ ღვაწლმოსილ ბიჭებთან ერთად ღირსების ორდენებს ჩამოვურიგებდი! უფრო ღირსეულ ქართველებს მე არ ვიცნობ!!!

  • ნიკა

    კარგი იქნებოდა მომდევნო მატჩებისთვის თუ ხაზსს გავწელავთ,ფრთები მოშიშვლებული იყო უელსის ბოლო წამებზე და ხეირი შეიძლებოდა ალბათ.

  • megre

    ქართველი მორაგბეების თამაშზე ყურების შემდეგ ვრწმუნდები რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას ლგტბს ფერადი სამკლაური ტყუილად არ გაუკეთებია და ზოგადად საჭიროა რომ ფეხბურთელთა ნაკრების ფორმაზე იყოს გამოსახული ლგტბს ლოგო და ფერები. პ.ს. ქართველ მორაგბეებს დიდი მადლობა თამაშისთვის, თავდადებისთვის

  • თემო მ.

    ბიჭები მაგრები არიან ჰეიგის მეთაურობით!!!!

  • ggg

    კარგია კარგი სხვა საკითხებშიც ასე რომ იზრდებოდეს საქართველო მაგარი იქნება. ცოტა სისწრაფესაც რომ მოუმატონ სავარაუდოდ ხუთეულსიც ვიქნებით

  • ნიკა

    ყოჩაღ ბიჭებო გვეამაყებით! გენაცვალეეეთ

  • David

    უელსელებს რომ ბავშვივით გაუხარდათ შერკინებაში ჩვენი დაჯარიმება მარტო ეს რად ღირდა. ნარიაშვილი არის მსოფლიოში საუკეთესო ბურჯი

  • ა

    აზრი არ ჰქონდა ბოლოს შერკინებას, პირველხაზელი აღარ გვყავსო და მსაჯი მიწოლის უფლებას არ მოგვცემდა.

  • ქუთაისელი

    სწორედ ამიტომ ცდლობენ არ გვეთამაშონ 6 ერის გუნდები და განსაკუთრებით იტალია. როგორი გადასატანია აგერ არაფრად მიგაჩნია ქვეყანა მისი გუნდი კი თავხედურად ცდილობს შენს მოგებას და გამოცდილების ნაკლებობა რომ არა . . . ეჰ ბიძოს ფული რომ მქონდეს 4 ერის კარებზე მივუკაკუნებდი და მიგვიღებდნენ კიდეც. აი მერე 1-2 წელიწადში გენახათ ჩვენების პროგრესი. ახლა დავეშვათ მიწაზე შეცდომები რათქმაუნდა გვქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ წინ მივიწევთ. კარგი იყო მოდებაძე მაგრამ იმ გაქცევის მომენტში სისწრაფე და განსაკუთრებით გამძლეობა აშკარად არ ეყო. ბოლო 10 წუთში 2 მომენტი გვქონდა და იმდენად შევედით აზარტში, ფლანგებზე გადატანა ვერც მოფიქრეთ განსაკუთრებით ბოლო შეტევა. მეტი პრაგმატიზმია საჭირო და გამოცდილებასთან ერთად ესეც მოვა. და თუ ვინმეს რაგბის წარმატება არ უხარია თავისი ცინიკური კომენტარები თავისთვის შეინახოს.

  • parfiumer

    დანა პირს არ მიხსნის... არ უნდა წაგვეგო, ვინც არ უნდა ყოფილიყო... ასეთ თამაშს რო ითამაშებ და წააგებ არ ვიცი რა... პ.ს რაც უელსმა იკადრა ბოლოს მაგას რაგბში არ კადრულობენ როგორც წესი, იმენა იცოდა რო ყვითელზე იყო და გააგდებინა თავი... ხაზით შეტევა უნდა გამოსწორდეს თორე ცოდოები არიან მორკინალები, ერთი გაშლა უნდოდა ბოლოს, 14 კაცს უნდა გაუთამაშო... მაგარი ბიჭები გვყავს.

  • Oto

    Siswrafeshi xelit tamashi chveni aqilevsis quslia. Es rom gamogvesworebina zelandiasac spinerivit vatrialebdit.yochag kai iko

  • მიშა

    დაჩმორებული უელსი! მაგრამ ხაზის თამაში გვჭირდება სასწრაფოდ

  • zas.

    საამაყო გუნდია,25-ში ყველანი სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ჩვენ მაგარ ნაკრებს.

  • Valeri

    მართლაც ძალიან გვანერვიულეს კარგი გაგებით და თამაშით კმაყოფილი დავრჩი თუ ყველაფერს ლოგიკურად შევხედავთ. ერთმა გადაწყვეტილებამ დამწყვიტა გული ,აუტი რატო გადაწყვიტეს თუ შერკინება შეიძლებოდა? ჩვენი შერკინება კი დგესაც დომინირებდა.

  • მოწონების მაგივრად შემთხვევით დავაჭირწ არ მოწონებას,,, გეთანხმები ვენაცვალე ჩვენს ბიჭებს

    :)))

  • დიმიტრი

    ელა განსჯა არის ტყუილი წყლის ნაყვა. ბიჭებმა ითამაშეს საუკეთესოდ, წაგება უბრალოდ გორგოძის და ზირაქიშვილის არყოფნის ბრალია. როგორ დავიჯერო რო ბოლო 10 წუთი ვერ განოვიდოდნენ მოედანზე??? ღალატია ეგ და მოღალატეები არიან. დღეს ქართული რაგბის დიდგორი იყო და ღალატის გამო ეს დიდგორი წავაგეთ.

  • ანდრი

    დღევანდელი თამაშის შედეგი, მომდევნო წლებში გამოჩნდება, და ის ბევრად დიდია ვიდრე ქულებში სხვაობა. ქულებში დავმარცხდით, მაგრამ შინაგანად უელსი უფრო გავდა დამარცხებულს.

  • ukleba

    ამაყი ვარ ვამაყობ ბიჭებო თქვენით. ის მოვახერხეთ რო უელსი შევაშინეთ შერკინებაში არ დაგვიდგნენ. ამ ქათმური საქციელის გამო შესაძლოე ინგლისელები საერთოდ არ ეთამაშOნ. ბოლო წამზე კი რაც დაგვისტვინეს მაგას ვერც ერთი ტირ 1 ის გუნდს ვერ აკადრებდნენ. არა უშავს. თამაში გამოვიდა. თამაში შედგა. ეს მუდამ ემახსოვრებათ რო შიშით მოიგეს. დაგვაკლდით მამუკა, ზირაქა. თთუნდაც სკამიდან თუნდაც ბოლო 15 წუთი. ცუდი დრო აირჩიეთ წასასვლელად ბიჭებო. ვამაყობ ყველათი განსაკუთრებით კი ახალგაზრდებით. მათიაშვილი, მოდებაძე, გიორგაძე. ლომიძე. ყოჩაღ ყველას. აი ეს არის ის რაც გვინდოდა. და ბოლოს/ ყოჩაღ მილტონ ჰეიგს, რომელმაც მოახერხა და დიდი რაგბი გვათამაშა.

  • გიორგი

    ეს იყო მეტი ვიდრე თამაში ეს იყო ბრძოლა,ბრძოლა გმირული და წაგება რომელიც მოგებას უდრის. ყოჩაღ ბიჭებო შემოგევლეთ. ღმერთმა თქვენი ოჯახები გაატაროს. მადლობა ყველას. ..

  • Nodo

    Martlac ro swori satauria shercheuli me martlac amayi var am nakrebit genacvalet bijebo wageba cudia dges magram tqven mainc chven amaynit vart am nakrebit gebacvalet

  • გიორგი

    ეს იყო მეტი ვიდრე თამაში ეს იყო ბრძოლა,ბრძოლა გმირული და წაგება რომელიც მოგებას უდრის. ყოჩაღ ბიჭებო შემოგევლეთ. ღმერთმა თქვენი ოჯახები გაატაროს. მადლობა ყველას. ..

  • nnn

    ბოლოს შერკინება რატომ არ მოითხოვეს ?? მე მგონი იაპონიაში კარგად გამოვალთ წინსვლა აშკარაა ცოტა სისწრაფეებში გვიჭირს მაგრამ სწორი მუშაობით შედეგი იქნება

  • გიორგი

    ეს იყო მეტი ვიდრე თამაში ეს იყო ბრძოლა,ბრძოლა გმირული და წაგება რომელიც მოგებას უდრის. ყოჩაღ ბიჭებო შემოგევლეთ. ღმერთმა თქვენი ოჯახები გაატაროს. მადლობა ყველას. ..

  • ა

    ბოლო ჯარიმაზე მსაჯმა მიწოლის უფლება არ მოგვცა და მაგიტომ აირჩიეს ჩვენებმა დერეფანიბთორე 100 % იანი საჯარიმო ლელო ჰქონდა უელსს გადებული. უკვე ნერამდენედ ხდება რომ გუნდს შერკინებაში ვჩაგრავთ და მიწოლის უფლებას არ გბაძლევენ. მასე იყო ნიბიასთან, ესპანეთთან და დღეს უელსი მსაჯს ეხვეწებოდა პირველხაზელო გაგვისინბინე და მიწოლის უფლება მაინც არ მისცეო, უელსიიი! ბავო ბიჭებს, ბრავო!

  • ანდრი

    ასე თუ მიჭირხვნავდენ არ მეგონა. ამ თამაშის მერე იტალიას მგონი კარგი არაფერი ელის გაისად. საღოლ ბიჭებს! უმაგრესი ბრძოლა ჩაატარეს.

  • ზვიადი

    მადლობელი ვარ ბიჭების იმისთვის, რომ თავს უფლებას მივცემ და უკმაყოფილებას გამოვთქვამ დადებული და ტაბლოზე აღნიშნული შედეგისთვის!!! ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ და მეამაყებით! წინ საქართველო!!!

  • ukleba

    დავამტკიცეთ რო ღირსები ვართ. ვეღარაფერს იტყვიან საერთოდ. უელსმა ბოლო წუთზე იკადრა სახლში. იკადრა ის რო შერკინებაში არ დაგვიდგა. მაგ საქციელი გამო ინგლისელები შეიძლება საერთოდ აღარ ეთამაშონ :D :D: D გენაცვალეთ ბიჭებო ყოჩაღ.

  • Fanatic

    Rac moxvda moxvda. Madlobt bichebo. Guli da suli dades

  • ივერი

    ძალიან მაგარი გუნდი გვყავს.მე ვამაყობ ამ გუნდით.

  • ლაშა

    საოცარი თამაში გამოვიდა საოცარი, მით უფრო როდესაც ჩვენების ესეთ თავდადებას და ბრძოლის ჟინს უყურებ. უდიდესი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის.!!!

  • მ.მ

    საამაყო არ ვიცი, 13ქულა უნდა აგვეღო, ეგეთი შანსი იაპონიამ გამოიყენა თავისდროზე და მოიგო თამაში! ჩვენ ორჯერ ვერ შევძელით, ერთი ირლანდიასთან ერთჯერ ახლა!!! არ შეიძლებოდა ასეთი თამაშიდან უქულოდ გამოსვლა!

  • ზვიადი

    მადლობელი ვარ ბიჭების იმისთვის, რომ თავს უფლებას მივცემ და უკმაყოფილებას გამოვთქვამ დადებული ტაბლოზე აღნიშნული შედეგისთვის!!! ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ და მეამაყებით! წინ საქართველო!!!

  • !

    ყველაფერი კარგი იყო ბოლო მომენტის გარდა. ხაზზე უნდა გადაეტანათ ბურთი

  • საქართველო

    კარგი იყო ბიჭებო იმის და მიუხედავათ რო ვერ მოვუგეთ. მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს. წარმატებები და გამარჯვებები!!!!!!

  • ლევანი

    ამდენი არასდროს არ მინერვიულია........როცა ასე ახლოს ვიყავით მოგებასთან.......ამ დონის თმაშები უფრო მეტი გვჭირდება, უფრო მეტი.........და ყველაფერი კარგად იქნება........... გაოცებული ვარ ჩვენი ბიჭების თავგანწირული თამაშით........ძალიან მიხარია და ვამაყობ ჩვენი რაგბისტებით....... მადლობა თქვენ, რომ არსებობთ!!!!!!

  • ???

    ვულოცავ ბიჭებს ღირსეულ თამაშს - კარგები ხართ ძალიან! ცივი გონებით კი ლობჟანიძე არ უნდა იყოს პირველი 9 ნომერი ნაკრებში, ცოტა მეტი გამბედაობაც კარგი იქნებოდა - რქებით ვაწვებოდით და ერთი ბურთის ხაზზე გატანით ალბათ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა ლელოს დადების - 14 კაცით იყო უელსი. ეგ უნდა ვისწავლოთ აუცილებლად - შერკინებაში ვითრევთ ხალხს და შედეგს ვერ ვიღებთ რადგან არ გამოგვაქვს დროულად ბურთი - ოდნავი იმპროვიზაცია და ლელოს დავდებდით. რა ვიცი მილტონას იმედი მაქვს რომ ამას გამოასწორებს, თორემ სხვანაირად დასანანია ასეთი შანსების გაშვება. დიდი უკმარისობა დამიტოვა ამ თამაშმა, არ იყო წაგვეგო და ეს გრძნობა ამ ბიჭების დამსახურებაა. მადლობა ბიჭებო !!!

  • giglia

    დიდი მადლობა, ძმებო, ღირსეულად იომეთ! ამაყები ვართ თქვენით!

  • gamarjveba

    ბოლოში ფლანგზე რომ გადაეტანათ მაგრამ თავი არავინ აწია

  • გიორგი

    კი, საამაყოდ დავმარცხდით

  • გიორგი

    კი, საამაყოდ დავმარცხდით

  • ლმ

    13-6 გაასწორეთ სათაური

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან

იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა

"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია

"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის

საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება