მსოფლიოს თასის ორგანიზატორებმა, მიწისძვრის გამო, განრიგი და მატჩების გამართვის ადგილები შეცვალეს
ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში ახლახან მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მსოფლიოს თასის გათამაშების ორგანიზატორები იძულებული გახადა შეჯიბრების განრიგი და მატჩების გამართვის ადგილები შეეცვალათ.

მიწისძვრამ ქრაისთჩერჩის "ემი სთეიუმი" ისე ძლიერ დააზიანა, რომ მასზე მატჩების გამართვა შეუძლებელი გახდა. არადა, 18 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს აქ ინგლისის ეროვნულ გუნდთან უნდა ეთამაშა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, "ბორჯღალოსნები" "პომებს" ქრაისთჩერჩის ნაცვლად დანიდინში, ახალ "ფორსის ბარ სთედიუმზე" დაუპირისპირდებიან.

ეს სტადიონი ახლა მშენებლობის პროცესშია და 30 ათას მაყურებელს დაიტევს. აღსანიშნავია, რომ მას მოძრავი სახურავი ექნება. მშენებლობა 1 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს. სტადიონის გახსნა კი ახალი ზელანდიისა და ფიჯის ნაკრებების ტესტ მატჩისასაა დაგეგმილი.

შეიცვალა საქართველოს ნაკრების მატჩის ადგილი შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან. ჩვენ მორაგბეებს 14 სექტემბერს "სკოტებთან" დანიდინში უნდა ეთამაშათ. ახალი განრიგის მიხედვით კი "ნარშავებს" ინვერქარგილში დავუსპირისპირდებით, რომელიც ახალი ზელანდიის უკიდურეს სამხრეთშია. შეიცვალა "ბორჯღალოსანთა" ბაზირების ადგილიც. საქართევლოს ნაკრები ინვერქარგილთან ახლოს, ქუინზთაუნში იცხოვრებენ.

ჩვენი გუნდი დარჩენილ ორ შეხვედრას ისევ ძველი განრიგით გამართავს. 28 სექტემბერს ნორს პალმერსთონში რუმინეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით, 2 ოქტომბერს კი იქვე არგენტინას ვეთამაშებით.

ახალი განრიგი

10 სექტემბერი, დანიდინი

არგენტინა-ინგლისი

11 სექტემბერი, ოქლენდი

ავსტრალია-იტალია

14 სექტემბერი, ინვერქარგილი

საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი, დანიდინი

საქართველო-ინგლისი

25 სექტემბერი, ველინგთონი

არგენტინა-შოტლანდია

1 ოქტომბერი, ნელსონი

ავსტრალია-რუსეთი

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე