სამხრეთამერიკული დღე პარიზში

დასრულდა თუ არა საჩემპიონო ინტრიგა, შემდეგი ტური გამოავლენს, როცა "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონს "ლუი მეორეზე" ესტუმრება. მაგრამ საქმეს რომ ასეთი სუნი უდის, ბოლო ტურმაც გამოავლინა - "მონაკო" აუტსაიდერ "ამიენს" ვერ უგებს, ხოლო ლეონარდო ჟარდიმი ყველაფერს ბურთის მომწოდებელ ბიჭებს აბრალებს.

ლეონარდო ჟარდიმი აღშფოთებული იყო, ბურთის მომწოდებელი ბიჭები რამდენიმე ეპიზოდში დროს იყვანდნენ და მსაჯმა ამაზე არ მიუთითაო. მაგრამ, არა გვგონია, მხოლოდ ეს იყოს "მონაკოს" წარუმატებლობის მიზეზი, რომელიც მარცხისგან შეცვლაზე შესულმა სტევან იოვეტიჩმა იხსნა. ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა რადამელ ფალკაოს, მეორე დღეს კი მას ბომბარდირთა დავაში ედინსონ კავანიმ გაუსწრო.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ჩვენს მიზანს ვერ მივაღწიეთ. ვერ ვაკონტროლებდით თამაშს, ვერ ვაკეთებდით მწვავე პასებს, ვერ ვითამაშეთ გუნდურად. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ არასაკმარისად კარგი".

ფაქტები

ტოგოელმა სერჟ გაკპემ (ამიენი) პირველი გოლი ახალ კლუბში სწორედ თავის ყოფილ გუნდ "მონაკოს" გაუტანა.

"ამიენს" "მონაკოსთან" ბოლო 8 დაპირისპირებაა, ვერ მოუგია (4 ფრე, 4 წაგება).

ნეიმარის უჩვეულო პასიურობას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი რიგზე ჰქონდა პსჟ-ს, რომელმაც კლაუდიო რანიერის "ნანტი" 4:1 გაანადგურა. უნაი ემერიმ ამ მატჩში სკამზე დასვა იულიან დრაქსლერი და კილიან მბაპე, შანსი კი ანხელ დი მარიასა და ხავიერ პასტორეს მისცა. ორივე არგენტინელმა მაგრად ითამაშა, დი მარიამ გოლი გაიტანა, პასტორემ გოლს საგოლე პასიც დაუმატა.

უნაი ემერი (პსჟ): "ნანტი" ძალიან მებრძოლი გუნდია. მეტოქეს ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავს, ამიტომ ასე მიხარია, რომ დღეს 4:1 მოვიგეთ. მეორე ტაიმი სუსტად დავიწყეთ, მაგრამ "ნანტის" გოლის მერე, ისევ ძველებურად ავთამაშდით. ჩვენი ამბიციაა მოგებები კარგი ხარისხის თამაშის თანხლებით".

ფაქტები

ხავიერ პასტორემ ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა ორ სეზონში ერთად - 2.

ედინსონ კავანი 1972 წლის მერე პირველი ფეხბურთელია, ვინც 13 ტურის შემდეგ 14 და მეტი გოლი გაიტანა ლიგა 1-ში.

ამ სეზონში ტოპ-5 ლიგებში ყველაზე მეტი გოლი ედინსონ კავანის აქვს გატანილი - 15.

ედინსონ კავანის 7 გოლი რჩება ზლატან იბრაჰიმოვიჩის დასაწევად პსჟ-ს მაისურით თამაშებში (ყველა შეჯიბრებაში).

Video

18.11.17 პსჟ- ნანტი 4:1

ვერ მოიგო პსჟ-ს კიდევ ერთმა მდევარმა "ლიონმა", რომელმაც ნაბილ ფეკირის გარეშე ვერაფერი გაახერხა დაცვაში შესანიშნავად მოთამაშე "მონპელიესთან". დისკვალიფიცირებული მარიო ბალოტელის გარეშე მოთამაშე "ნიცა" კი სტუმრად "კაენს" დაუზავდა. ვერ მოიგო პსჟ-ს კიდევ ერთმა მდევარმა "მარსელმა", რომელმაც ბოლო წამებზე გადაარჩინა ქულა "ბორდოსთან" მატჩში.

სხვა ფაქტები

ბოლო 16 მატჩია, "ლილი" შინ არ მარცხდება "სენტ ეტიენთან" - 10 მოგება, 6 ფრე.

"რენმა" ამ სეზონში 7-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს.

ტავარეშის მეორე გოლი "დიჟონისთვის მე-100 გოლი იყო ლიგა 1-ის ისტორიაში.

"მეცმა" ამ სეზონში ოთხივე ქულა საგარეო მატჩებში მოიპოვა.

"ანჟერმა" ლიგა 1-ის ბოლო 9 საგარეო მატჩში არ წააგო (3 მოგება, 6 ფრე).

პიერ ლე მელუს გოლი ამ სეზონში მხოლოდ მეორე საგარეო გოლია "ნიცასთვის".

ლიგა 1. XIII ტური:

ლილი-სენტ ეტიენი 3:1

გოლები: 1:0 პეპე (20), 1:1 ბამბა (45-პენ), 2:1 ტიაგო მენდეში (71), 3:1 პონსე (89)

ამიენი-მონაკო 1:1

გოლები: 1:0 გაკპე (31), 1:1 იოვეტიჩი (67)

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - რაჯი (72. ა. ტურე), გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში (46. ღეზალი), ტილემანსი, ფაბინიო, კ. ბალდე - კარილიო (61. იოვეტიჩი), ფალკაო

პსჟ-ნანტი 4:1

გოლები: 1:0 კავანი (38), 2:0 დი მარია (42), 2:1 ნაკულმა (60), 3:1 პასტორე (65), 4:1 კავანი (79)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ი. ბერჩიჩე - ვერატი (80. ლო სელსო), რაბიო (86. ნკუნკუ), პასტორე (80. დრაქსლერი) - დი მარია, კავანი, ნეიმარი

დიჟონი-ტრუა 3:1

გოლები: 0:1 სუკი (18), 1:1 ტავარეში (29), 2:1 ტავარეში (46), 3:1 კვონი (50)

გენგამი-ანჟერი 1:1

გოლები: 1:0 ა. კამარა (14), 1:1 ანდრეუ (23)

გაძევება: დოუ (61. გენგამი)

სტრასბური-რენი 2:1

გოლები: 1:0 ბლაიაკი (28), 2:0 ბაოკენი (82), 2:1 უნუ (88)

გაძევება: ამალფიტანო (63. რენი)

ტულუზი-მეცი 0:0

გაძევება: დიანე (23. მეცი)

კაენი-ნიცა 1:1

გოლები: 0:1 ლე მელუ (40), 1:1 როდელენი (91)

გამოუყენებელი პენალტი: სანტინი (67. კაენი)

ლიონი-მონპელიე 0:0

ლიონი (4-1-2-3): ლოპეში - ტეტე, მარსელო, დიაქაბი, მენდი (74. მარშალი) - ტუსარი - ნდომბელე (74. გუირი), ოარი - კორნე (61. ბ. ტრაორე), მარიანო დიასი, დეპაი

ბორდო-მარსელი 1:1

გოლები: 1:0 დე პრევილი (3), 1:1 სანსონი (94)

ორშაბათი, 20 ნოემბერი

ამიენი-ლილი 22:00

(0:1, 31-ე წუთიდან)

ბომბარდირები: 15 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 9 - მარიანო დიასი (ლიონი); 7 - ნეიმარი (პსჟ).

მომდევნო ტური

24 ნოემბერი: სენტ ეტიენი-სტრასბური;

25 ნოემბერი: რენი-ნანტი, კაენი-ბორდო, დიჟონი-ტულუზი, მეცი-ამიენი, მონპელიე-ლილი, ტრუა-ანჟერი;

26 ნოემბერი: ნიცა-ლიონი, მარსელი-გენგამი, მონაკო-პსჟ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან