ანზორ სიჭინავამ და გიორგი ილურიძემ ქუთაისის "ბაგრატს" ორ-ორი ლელო გაუტანეს და თბილისის "აკადემიას" დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრის დასკვნით შეხვედრაში 34:5 მოაგებინეს
ანზორ სიჭინავამ და გიორგი ილურიძემ ქუთაისის "ბაგრატს" ორ-ორი ლელო გაუტანეს და თბილისის "აკადემიას" დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრის დასკვნით შეხვედრაში 34:5 მოაგებინეს.

"მხატვრებს" გნვლილ 8 მატჩში სულ 9 ლელო ჰქონდათ გატანილი, თუმცა უშუალო კონკურენტთან მაგრად მოინდომეს და გამარჯვება ბონუსით აღნიშნეს. ურთიერთშეხვედრამდე გუნდებს თითო თამაში ჰქონდათ მოგებული და აუტსაიდერების ჯახში დაქვეითების პოტენციური კანდიდატი უნდა გამოვლენილიყო.

"ავჭალაზე" თამაში სტუმართა დომინირებით დაიწყო. ისინი დაახლოებით 25 წუთი ბურთსა და ტერიტორიას აკონტროლებდნენ, მაგრამ მხოლოდ 5 ქულას გამორჩნენ. "ბაგრატი" შეხვედრის მე-2 წუთზე დაწინაურდა, როდესაც ბაკურ გოშაძემ თავისი გადაკიდებული ბურთი აიღო და გოგა კობახიძეს გადაცემა არ დაუგვიანა. იოსებ კიკვაძეს გარდასახვა და მოგვიანებით ჯარიმა გაუცუდდა, ქუთაისელებმა ორი სალელოვე შანსიც ვერ გამოიყენეს, ტაიმის ბოლოს კი დაღლა დაეტყოთ.

"აკადემიას" გასახურებლად დიდი დრო დაჭირდა და მათ პირველ ლელომდე რეფერიმ ორი "ბაგრატის" და ერთიც მათი მოთამაშე გაასინბინა. თბილისელთა პირველი ლელო არეული თამაშის შემდეგ გავიდა, ანზორ სიჭინავამ მცველი მოძრაობაზე დაიჭირა და თავი 36-ე წუთზე გამოიჩინა, ხოლო უკანასკნელ წუთზე "მხატვრებმა" თავისი ნახევრიდან ხელდახელ შეუტიეს, 75 მეტრი პასაობით დაფარეს, მერე გიორგი ილურიძე მბოჭავებს დაუსხლტა და ლამაზი ლელო გაიტანა. დავით მოძღვრიშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა - 14:5.

მანვე მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ორი ჯარიმა გაიტანა. მის დარტყმებს შორის "ბაგრატს" მეორე ლელო უნდა დაედო, თუმცა მურმან საკანდელიძემ თავისუფალ სერგი კვერნაძეს ბურთი არ მიაწოდა და უკვე ლელოში შესული სამი მცველის ბოჭვის მსხვერპლი გახდა. 55-ე წუთზე ქუთაისელებმა შალვა კიკვაძე წითელი ბარათით დაკარგეს და "აკადემიამ" დასკვნით 20 წუთში, კვლავ არეულ თამაშში საწადელს მიაღწია.

62-ე წუთზე სიჭინავამ შექცეული პასი შეირგო, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მცველებს შორის გაძვრა და დუბლი შეასრულა. მატჩის მიწურულს მბოჭავებს უკვე ილურიძე გაექცა და ლელომდე 45 მეტრი ირბინა. მოძღვრიშვილმა ეს გარდასახვებიც გაიტანა და "აკადემიამ" 34:5 მოგებით მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ახლა დიდ 10-ში კიდევ ორკვირიანი შესვენებაა, 1-3 დეკემბერს გუნდები მე-10 ტურის შეხვედრებს მოილევენ და დიდ შესვენებაზე გავლენ, რომლის დროსაც "ბათუმი" "კონტინენტის ფარის" ჯგუფური ეტაპის ორ თამაშს გამართავს.

rugby.ge

ლევანი
კარგი იქნება, თუ თამაშების ანონსი გაკეთდება. სად იქნება ეს თამაში, ვისთან. მარტო შედეგების დადება არ შველის საქმეს. დიდი 10 - ის თამაშებზე ადამიანები, რომ მივიდნენ, საჭიროა მეტი რეკლამა, ყურადღება რომ იქნეს მიქცეული. უნდა მოხდეს სატელევიზიო განხილვები. მოკლედ დროა რაგბი გახდეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი, არა მხოლოდ ნაკრების თამაშებზე წელიწადში რამდენჯერმე, არამედ ყოველ კვირა გავიხაროთ ამ შესანიშნავი სპორტით.
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
დიდი 10. "აიამ" "ბაგრატს" 10 ლელო გაუტანა
დიდი 10. III ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?
თბილისის "აკადემია": ნუ წაგვართმევთ მორაგბეებს
"იუნკერები" დიდ 10-ში აღზევდა, "ბაგრატი" კი ლიგაში დარჩა
ქუთაისის "ბაგრატი" - პლეი-ოფზე ფიქრიც შეიძლება
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
დიდი 10. პლეი ოფი: ბრძოლები გორსა და რუსთავში
დიდი 10. III ტური: "ხარების" ეპოპეა გრძელდება
დიდი 10: "ლელო-სარასენსი" - "ბაგრატი" 33:5
უხვქულიანი რკენა ქუთაისში
აკადემია-ლელო 26:31 - დიდი ფინალის დარი რაგბობა
თბილისის "აკადემია" - ნამდვილი აკადემია