სეზონის პირველ ქუთაისურ დერბიში "აიამ" "ბაგრატს" 10 ლელო გაუტანა
სეზონის პირველ ქუთაისურ დერბიში "აიამ" "ბაგრატს" 10 ლელო გაუტანა, საპასუხოდ 1 მიიღო და დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირა - 67:5.

10 ლელოდან 5 მირიან მოდებაძის ანგარიშზეა, რომელსაც მილთონ ჰეიგმა თიბისი რაგბის სერიებისთვის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში უხმო. 2 ლელო მიითვალა უმცროსი ბორჯღალოსნების კიდევ ერთმა ვარსკვლავმა თედო აბჟანდაძემ, რომელმაც შეცვლაზე ნახევარი საათი ითამაშა და ჯამში გუნდს 22 ქულა შესძინა.

ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. "აიამ" მეტოქეები რაქში ჩაითრია, მერე ბურთი ხაზზე გაიტანა და მირიან მოდებაძემ სივრცე კარგად გამოიყენა. გიორგი ბაბუნაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. 23-ე წუთზე ზვიად ოდიშარიას 40 მეტრიდან შეეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ მისი ჯარიმა ძელმა აისხლიტა. "აიამ" ტემპს უმატა და რამდენიმე ხიფათი შექმნა. 26-ე წუთზე "ბაგრატმა" მურმან საკანდელიძე სინბინით დაკარგა, მაგრამ ეს 10 წუთი თავი კარგად დაიცვა და მხოლოდ 37-ე წუთზე, ბაბუნაშვილის ჯარიმა გაუშვა.

ტაიმის გაწითლებულ დროზე "აიამ" მეორედ მოიპოვა რიცხობრივი უპირატესობა და ამჯერად ლელო გაიტანა. მოლის ჩაქცევისთვის ყვითელი ბარათი იური კენჭაძემ მიიღო, შემდეგი მოლი კი არსენ მაჩალაძემ ლელოთი დაასრულა და ტაიმი 13:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში "ბაგრატი" მოედანზე უფრო მობილიზებული გავიდა და 44-ე წუთზე ერთი ლელო გაქვითა. მორკინალებმა 5-მეტრიან დერეფანში ბურთი კარგად გაითამაშეს და ლელოში ნუგზარ ბალანჩივაძე შევიდა.

"აიამ" 52-ე წუთზე უპასუხა და მათი შეტევაც დერეფნიდან დაიწყო, ოღონდ 40-მეტრიანი წყვეტილიდან, საიდანაც ბურთი სწრაფად გავიდა, ზურაბ ძნელაძემ ხაზი გაჭრა და მოდებაძეს ოფლოუდი ამოუგდი, რომელმაც დუბლი შეასრულა. ამჯერად ბაბუნაშვილის გარდასახვაც ზუსტი იყო. ტაიმის შუაში "აიამ" მეოთხე ლელო გაიტანა. დიდი 10-ის ლიდერმა ხელდახელ შეუტია, შეცვლაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ ხაზი გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა - 27:5.

64-ე წუთზე მოდებაძემ თავისი მესამე ლელო გაიტანა. შეტევა თავისი ნახევრიდან ზურაბ ძნელაძემ წამოიწყო, მაღალ სიჩქარეზე ირბინა და თანაგუნდელს, რომელიც ასევე კარგად მიყვა, გადაცემა არ დაუგვიანა. აბჟანდაძის გარდასახვა ზუსტი იყო. 6 წუთში "აიამ" თავისი ნახევრიდან კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, ამჯერად აბჟანდაძე გამოიქცა, თანაგუნდელთან ბურთი გაითამაშა და დუბლი შეასრულა. თედომ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა

ოთხ წუთში მოდებაძემ კიდევ ორი ლელო მიითვალა. პირველ ჯერზე "აიამ" ბურთი მარჯვენა ფლანგზე ჩაათამაშა, ხოლო მეორე შემთხვევაში მცველებს ჟორჟ სალდაძე გამოექცა და მოდებაძემ თავისი მეხუთე ლელო გაიტანა. აბჟანდაძემ ორივე გარდასახა. 78-ე წუთზე მეტოქის არეული დაცვა სალდაძემ ერთხელაც გაარღვია და ამჯერად შეტევა გიორგი აბრამიძემ გაიტანა. გაწითლებულ დროზე მოდებაძე ლელოს თანაავტორი გახდა. მან ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, ბურთი საპირისპირო ფლანგზე ფეხით ჩაკიდა და მას ლელოში შოთა არეშიძე დაეუფლა, ხოლო აბჯანდაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 67:5.

"აია" ერთადერთი გუნდია, რომელმაც დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ყველა თამაში მოიგო და მის ლიდერობას მინიმუმ ერთი ტური არაფერი ემუქრება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
დიდი 10. IX ტური: "აკადემიამ" "ბაგრატი" დაამარცხა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"იუნკერები" დიდ 10-ში აღზევდა, "ბაგრატი" კი ლიგაში დარჩა
ქუთაისის "ბაგრატი" - პლეი-ოფზე ფიქრიც შეიძლება
დიდი 10. III ტური: "ხარების" ეპოპეა გრძელდება
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
რაგბის დასავლეთ აკადემიას ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა
დიდი 10: "ლელო-სარასენსი" - "ბაგრატი" 33:5
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
უხვქულიანი რკენა ქუთაისში
დიდი 10-ის ფინალი - ისტორია მეორდება