კალათბურთის სემინარებს თელავმა უმასპინძლა
საჯარო სკოლების ფიზკულტურის მასწავლებლების კალათბურთის განხრით გადამზადების მორიგი სემინარები თელავში გაიმართა, სადაც თავი კახეთის რეგიონის 45-მა მასწავლებელმა მოიყარა. აქამდე სემინარები გორში, ბორჯომში, ზუგდიდში, ბათუმში და ოზურგეთში ჩატარდა, რომლებსაც შესაბამისად - შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამგრელო - ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის საჯარო სკოლების მასწავლებლები დაესწრნენ.

აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მიზნად სკოლების ფიზკულტურის პედაგოგთა სხვადასხვა სპორტის სახეობების ძირითადი საფუძვლებისათვისებას ისახავს.

სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ზემოთხსენებულიპროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადამზადების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა - სახელწოდებით: „კალათბურთისგაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის“. აღნიშნული პროგრამის მიხედვით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 650 სკოლის მასწავლებელს უნდა ჩაუტარდეს საკალათბურთო სემინარები.

თელავში, კახეთის რეგიონის მასწავლებლებს სემინარები საკალათბურთო „აკადემიისა“ და 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გიაკაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბ„ორბის“ მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ ჩაუტარეს. ფიზკულტურის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიც მათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისიდეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს 3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობისსტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლების კომპლექტი გათამაშდება.

თელავში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბას-სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ. პროცესში აქტიურად ჩართულმა მასწავლებლებმა საკალათბურთო ბურთებიც მიიღეს.

პროგრამის მონაწილენი თელავიდან ქუთაისში, შემდეგ კი ამბროლაურში გადაინაცვლებენ, სადაც იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ფიზიკური აღზრდის პედაგოგებს ჩაუტარებენ საკალათბურთო სემინარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა