ტელეკომპანია "იმედის" დილის ეთერში მიწვეული იყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ვიტო კოლელიშვილი, რომელმაც საინტერესო თემებზე ისაუბრა
ტელეკომპანია "იმედის" დილის ეთერში მიწვეული იყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ვიტო კოლელიშვილი, რომელმაც უელსი-საქართველოს მატჩის შესახებ ისაუბრა.

ვიტო კოლელიშვილი: უელსელებმა იმაიმუნეს სასიკეთოთ თავისთვის

"თამაშის შემდეგ, რომ განვიხილეთ და გავაანალიზეთ თუ რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთნ, მერე კიდევ უფრო დაგვწყდა გული. ამ გადმოსახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ სულ მინიმუმ შეიძლებოდა ფრე გვეთამაშა.

მოგებამდე დაგვაკლდა ის, რომ ესეთ გუნდებთან თამაშის ნაკლებობას განვიცდით. რაც უფრო მეტი თამაში გაქვს ესეთ ნაკრებებთან, მით უფრო მარტივად უყურებ ესეთ გადამწყვეტ მომენტებს. ეს თამაში დიდი გამოცდილება იყო და მომავალში დაგვეხმარება უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ.

სიმართლე ვთქვათ, არავინ არ აღგვიქვამს ჩვენ სერიოზულ ძალად და ცინიკურად უყურებდნენ იმას, რომ საქართელოს ნაკრებს უელსისთვის ოდესმე ესეთი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო.

კარგი ის არის, რომ 55 000 გულშემატკივარი ბოლო 15-20 წუთი დუმდა და 300 კაციანი ქართველი გულშემატკივრების ამალა სკანდირებდა "საქართველოს".

ჩემი აზრით ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ შეგვიძლია რაღაცეები. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გვაკლია, რომ უელსის დონემდე მივიდეთ, თუნდაც პირობები, თუნდაც სარაგბო კულტურიდან გამომდინარე.

ბოლო მომენტში შეჭიდება, რომ შემდგარიყო რამდენადაც ჩვენთვის ეს იქნებოდა გარდატეხა და წინსვლა, უელსისთვის და ბრიტანული რაგბისთვის იქნებოდა ტრაგედია. გამოიყენეს შესაძლებლობა, რომ არ მოეცათ საშუალება გვქონოდა ჩვენი უპირატესობა, რაშიც ცალსახად ვჯობდით და ვჯაბნიდით. საბოლოოდ უელსელებმა თავის სასიკეთოთ იმაიმუნეს, იმიტომ რომ სავარაუდოდ ეს შერკინება 90% ლელოთი დასრულდებოდა.

ყვითელ ბარათს როცა იღებს 3 ნომერი, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელი შეუშალა შერკინების მსვლელობას ანუ სწორი გზით მეტოქის გაჩერებას, ამიტომ წესით შეიძლებოდა ტექნიკურ ლელოდ ჩაგვთლოდა.

ბოლო მომენტში იმდენად ახლოს ვიყავით ისტორიის დაწერასთან, რომ გარკვეულწილად ხელი გამოუცდელობამ შეგვიშალა. თამაში როცა გავარჩიეთ, მივედით იმ დასკვნამდე, უფრო პრაგმატულად რომ გვეთამაშა, შანსი იყო ლელო დაგვედო.

ამერიკის ნაკრები უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო. ბოლო თამაში ამერიკაში მოვიგეთ და ეცდებიან რევანში აიღონ. ჩვენ ვეცდებით ყველანაირად საქართველოში თამაში არ წავაგოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი.

- ისტორიის შექმნამდე შვიდი ქულა დაგვაკლდა [VIDEO]

მოჰიკანი
ქართველი კარლოს ტევესა )) ტევესს რომ რაგბი ეთამაშა ეს იქნებოდა სხვა კი არა, გენაცვალე ჯიგარ!!!
ზურაბ
უელსელებს ტოლ-სწორად მისსავე მოედანზე ეთამაშო, ეს ჩვენი პროგრესის მანიშნებელია. შერკინება ჩვენი იყო, დერეფანშიც გვარიანად ვაჯობეთ. დაცვის ხაზი ჯიგრიანად იდგა. ჩემი დილეტანტური აზრით თუ სისწრაფეში დავიხვეწებით/გადაცემები,რაქის გადაყრა და სხვა.../ მსოფლიოს 5-ეულში ნაღდი ვიქნებით.
11
უელსში მოქალაქეები ქართველებს ეუბნებოდნენ,ჩვენ არასპორტულად მოვიქეცითო.თვითონვე შერცხვათ.მაგრამ ჩვენ თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ,ერთადერთი ყოველთვის რაც მაკლდება,არის ტემპი,სისწრაფე,რატომღაც ვერ დავრბივართ სწრაფად,ისე როგორც საჭიროა.

ოქროები ხართ, ცოტა სისწრაფეს მოუმატეთ და მთლად ბაჯაღლოები იქნებით
daviti
ეს წაგება გაგვიჩალიჩეს რომ არ შერცხვენილიყვნენ, მაგრამ ეგენი რასაც არ შერცხვენას ეძახიან ქარტველები სწორედ შერცხვენას ვეძახით. სირცხვილი უელსო, ჩვენ დავბრუნდებით!
დავითი
რათქმაუნდა უელსთან შედეგი გულდასაწყვწტია მაგრამ თქვენ ისტორია მაინც დაწერეთ ასე გააგრძელეთ,დიდი გამარჯვებები ძალიან ახლოსაა
Oto
Boloshi Tamashi rom gaeshalat lelo iqnebo da, amitom es oxeri gamoucdelobis bralia.odnavi fantqziis unari da magrebi viqnebit
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი
ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის