საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, 22 და 27 თებერვალს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან საქართველოში ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

22 თებერვალს ახალგაზრდა ბორჯღალოსნები „ჯუნიორ ბოკეს“ რუსთავში, „ხარები არენაზე“ დაუხვდებიან, ხოლო 27-ში მეტოქეს თბილისში, „ლელო არენაზე“ მიიღებენ. ორივე თამაში 15 საათზე დაიწყება. ეს იქნება ვეტერანი ბორჯღალოსნის, ვიტო კოლელიშვილის სადებიუტო თამაშები საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

„მიხარია, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა ნდობა გამომიცხადა და 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის საპასუხისმგებლო თანამდებობა ჩამაბარა. მაქვს მიზნები და სურვილი, რომ საკუთარი გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდა მოთამაშეებს, რათა მათთან და საქართველოს ნაკრებთან ერთად შევძლო წარმატებების მიღწევა. ამისათვის არც თავს და არც სხვებს დავზოგავ“.

„ახლა მე მაქვს ერთი, კონკრეტული მიზანი - 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გუნდთან ერთად მივაღწიო საუკეთესო შედეგს, რაც აქამდე საქართველოს უჩვენებია და სწორედ ამისკენ სვლის ნაწილია სამხრეთ აფრიკასთან გასამართი ორი ტესტ-მატჩი. ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი პატივია, როდესაც მას მსოფლიოს მოქმედი ჩემპონი სტუმრობს და ბედნიერი ვარ ეს საქართველოში რომ ხდება. პირადად ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რადგან 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, დებიუტი სწორედ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მექნება და ამისათვის სათანადოდ ვემზადებით“ - ამბობს ვიტო კოლელიშვილი.

20-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა, კოლელიშვილის ხელმძღვანელობით, მომავალი ტესტ-მატჩებისთვის 39-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა შეარჩია. მათგან 26 2006 წელს დაბადებული მოთამაშეა, 12 2007-წლიანია და შესაბამისად, 20-წლამდელთა ნაკრების ღირსების დაცვა გაისადაც შეეძლება, ერთი კი 2008 წელს დაბადებული მოთამაშეა (ლუკა შულაია).

მიუხედავად იმისა, რომ კოლელიშვილი მოვალეობის შესრყულებას ოფიციალურად იანვრიდან შეუდგა, ის მთელი ოთხი თვის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სელექციის პროცესში:

„სექტემბრიდან საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი ჩამოსული, რათა სასელექციო პროცესი არ ჩავარდნილიყო და დრო არ დაგვეკარგა. პირველ ეტაპზე გვქონდა ვარჯიშები როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, რომელიც ასევე მოიცავდა სამხრეთ აფრიკულ გუნდ ‘კუდუსთან’ თამაშებს. ამ პერიოდში ვეცადეთ, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გვენახა და აქცენტი ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეებზე კეთდებოდა“.

„ეს ეტაპი დეკემბრის ბოლოს დასრულდა. 25-28 დეკემბერს, უკვე საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებთან ერთად, გვქონდა დასკვნითი შეკრება, სადაც შეირჩა 50 კანდიდატი, რომელთაც წარედგინა ჩვენი ხედვები და მოსამზადებელი პროგრამა“.

„იანვრიდან დაიწყო მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებში შერჩეული 50 მოთამაშე აგრძელებს მზადებას ინდივიდუალური პროგრამით, რასაც ემატება განვითარების ვარჯიშები ადგილობრივი მოთამაშეებისთვის კვირაში ორჯერ. სწორედ ამ მეორე სასელექციო ეტაპის ნაწილია სამხრეთ აფრიკასთან გასამართი ორი შეხვედრა. ამის შემდეგ მოთამაშეთა დიდი ნაწილი ძლიერ მეტოქესთან, საქმეში გვეყლება ნანახი და დავიწყებთ მზადებას უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომლის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ექნება დაგეგმილ ტურნირსა და თამაშებს“ - ამბობს კოლელიშვილი და უშუალოდ მომავალ თამაშებთან დაკავშირებით განმარტავს:

„გაფართოებულ შემადგენლობაში გვყავს მოთამაშეები, რომელთაც აქამდე საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება არ აქვთ და ეს ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია. გუნდში ხვდება ის, ვინც მოცემული მომენტისთვს საუკეთესო ფორმაშია და არ აქვს მნიშვნელობა გავლილი აქვს თუ არა მას ახალგაზრდული ნაკრების ეტაპები. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, სათამაშო კვირაში გავიაროთ კარგი მომზადება და სწორად და ნაყოფიერად გადავიტანოთ მოედანზე ის, რასაც ვარჯშებზე გავივლით. მოთამაშეებმა მსოფლიოს ჩემპიონთან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენონ და თუ მონახაზს ზუსტად შევასრულებთ, დარწმუნებული ვარ სამხრეთ აფრკას ჩვენთან იოლი თამაშები არ ექნება“.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან გასამართ სერიაში

შერკინება: გიორგი ტურაშვილი (კასტრი), აჩი ნოზაძე (აჟენი), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), ანრი შველიძე (ბრივი), დავით არჩვაძე (ლელო), ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), ნიკა კოროხაშვილი (ოიონა), ლუკა გოგილაშვილი (ხვამლი), დავით ხურციძე (ლელო); ნიკა ჩხორთოლია (მონპელიე), თორნიკე ტორაძე (აია), საბა მღვდელაძე (კარკასონი), გიორგი მეფარიშვილი (აია), ანდრია ბილანიშვილი (ლელო); ლუკა გაბუნია (ყაზბეგი), ზაზა ლეჟავა (ფოთი), ლუკა საღინაძე (ლიონი), გიორგი ფირცხალაიშვილი (ლელო), ლუკა ნარსია (აია), ლუკა შულაია (ლელო), გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი);

ხაზი: გოგა უშვერიძე (აია), დაჩი წიკლაური (ხვამლი), თემურ ძოძუაშვილი (აია), გიგი სირბილაძე (ოიონა), ლუკა დემურაშვილი (ლოკომოტივი); დავით ბარბაქაძე (ლიონი), დავით არავიაშვილი (ვეფხვები), გიორგი მუშკუდიანი (აია), ცოტნე ცუცქირიძე (ლოკომოტივი), დათა ახვლედიანი (ლელო); ლუკა ტაბატაძე (არმია), გივი სოსელია (ხვამლი), საბა ნატროშვილი (არმია), საბა შარვაშიძე (არმია), ნიკა ხალვაში (ლელო), დათა არობელიძე (არმია), გიგა ყიფშიძე (ხვამლი).

Rugby.ge

გია
წარმატებები ვიტო.

წარმატების მისაღწევად,არც თავს და არც სხვებს არ დავზოგავო ამბობს და ვისაც მისი თამაში გვახსოვს,ზუსტად ვიცით,რომ მართლაც ასე იქნება.პირდაპირი და გადატანითი მნივნელობითაც.ძალიან მინდა წარმატებებს მიაღწიოს და იმედიც მაქვს,რომ მიაღწევს18 წლამდელთა ნაკრებს,ისეთი მარცხი მოუვიდა,რომ მისი შესაძლო წარუმატებლობა,უკვე ქართული რაგბის მთლიან წარუმატებლობადაც ჩაითვლება.რა თქმა უნდა წარმატებები მნიშვნელოვანია,მაგრამ ახალგაზრდულ რაგბიში უკვე თითქმის ყველა ვთანხმდებით,რომ დროა ჩვენ სათამაშო სტილში ხელით მეტი თამაში შევიტანოთ.თუ არც უკან დავიხევთ და თამაშსაც უფრო სწრაფზე და ტექნიკურზე შევცვლით,ეს ალბათ საუკეთესო იქნება,ქართული რაგბისათვის.სანახაობრივ რაგბიზე,მაყურებელიც უფრო მეტი ივლის და თამაშიც ბევრს მოუნდება.
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ისინი ჩემპიონატს სიცოცხლეს უნარჩუნებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0-3 იბერია 1999. კონტრშეტევების ფასი
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"მიზნის მიღწევისგან შორს არ ვართ" - კოულ პალმერი
ვინ გაწვრთნის "რეალს"? - ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
ფარერის კუნძულები - საქართველო | მატჩისწინა ვარჯიში ტორსჰავნში
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
[VIDEO] გულიაშვილის გოლი, მაღალი შეფასებები და "რასინგის" ლა ლიგისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-2 ტორპედო. აუტსაიდერს მოგება შეეძლო...
გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგი" სან-სებასტიანში 2:0-ს იგებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 დილა. შეცვლამ დროზე მოუსწრო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 მეშახტე. დებიუტანტის ღირსეული ქულა
7-ქალა მონაკოს ტურნირზე ითამაშებს
WU19 | საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
არანაირი გარანტიები - "ბარსელონა" ფლიკს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი
ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
lamontagne.fr: ვიტო კოლელიშვილის ძალიან ბუნდოვანი მომავალი
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!