საფრანგეთში, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა

საფრანგეთში, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა. აქამდე საგზური ბ ჯგუფის ლიდერ ესპანელებს ჰქონდათა მოპოვებული, ჯგუფში მეორე ადგილზე მოულოდნელად ხორვატები გავიდნენ, რომელთაც უშუალო კონკურენტები გაანადგურეს. A ჯგუფში კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფიდან მასპინძლები და ინგლისელები გავიდნენ.

ლუის მილიას ესპანეთმა მესამე შეხვედრაც მოიგო. ამჯერად პირენეელებმა ჩემპიონატის იმედგაცრუება, იტალიის ნაკრები დაამარცხეს. "როხიტამ" "აძურინის" სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მწვრთნელმა ძირითადის 6 ფეხბურთელი დაასვენა ამ მატჩში, თუმცა ესპანელთა შეტევებს სიმწვავე არ მოკლებია. პირველ ტაიმში თავი რუბენ როჩინამ და დანი პაჩეკომ გამოიჩინეს. მეორეში პენალტი შეცვლაზე შესულმა ესეკიელ კალვენტემ გაიტანა. ბევრს კი ეცადა იტალიელთა ლიდერი (მარტო ამ შეხვედრაში 4 მომენტი ჰქონდა), მაგრამ ტურნირი (ისევე როგორც მისმა ნაკრებმა) უგოლოდ დაასრულა.

B ჯგუფის მეორე მატჩში ხორვატებმა პორტუგალიელებს გადაურბინეს - 5:0. ხორვატიის ნაკრები ისტორიაში პირველად მონაწილეობს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და გუნდი უკვე ნახევარფინალშია. ზვონკო პამიჩმა პორტუგალიელთა კარში ჰეთ თრიკი შეასრულა. 19 წლის პამიჩი "ლევერკუზენის" წევრია, თუმცა იჯარით "ფრაიბურგში" თამაშობს.

A ჯგუფში ინგლისელებს ძალზე გაუმართლათ - ნოელ ბლეიკის შეგირდებმა ფრანგებთან მატჩის 93-ე წუთზე შეძლეს გათანაბრება (გოლი შეცვლაზე შესულმა მეთიუ ფილიპსმა გაიტანა), თანაც პარალელურ მატჩში მოულოდნელად დამარცხდა მთავარი კონკურენტი, ჰოლანდიის ნაკრები.

ხვალ ორი ნახევარფინალია: ესპანეთი ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება, ფრანგი მასპინძლები კი თანატოლ ხორვატებს გამოცდიან. ბომბარდირთა დავაში 3-3 გოლით ზვონკო პამიჩი და "ლივერპულის" ნახევარმცველი დანი პაჩეკო ლიდერობენ.

A ჯგუფი

ინგლისი-საფრანგეთი 1:1

გოლები: 0:1 ტაფერი (56), 1:1 ფილიპსი (93)

ჰოლანდია-ავსტრია 0:1

გოლი: ჯურიჩი (87 პენ)

საფრანგეთი 3 2 1 0 10-2 7

ინგლისი 3 1 1 1 4-4 4

ავსტრია 3 1 0 2 3-8 3

ჰოლანდია 3 1 0 2 2-5 3

B ჯგუფი

პორტუგალია-ხორვატია 0:5

გოლები: 0:1 ანდრიაშევიჩი (19-პენ), 0:2 პამიჩი (25), 0:3 პამიჩი (37), 0:4 ოზობიჩი (67), 0:5 პამიჩი (69)

ესპანეთი-იტალია 3:0

გოლები: 1:0 როჩინა (17), 2:0 პაჩეკო (23), 3:0 კალვენტე (57-პენ)

ესპანეთი 3 3 0 0 7-2 9

ხორვატია 3 1 1 1 6-2 4

პორტუგალია 3 1 0 2 3-7 3

იტალია 3 0 1 2 0-5 1

ნახევარფინალები

27 ივლისი

ესპანეთი-ინგლისი

საფრანგეთი-ხორვატია

ორთაჭლელი
თქვენ კი არა, მე გამიშვით და რასც ვიზამდი მიხვდებით ალბათ. თქვენ იცეკვეთ და იმღერეთ მერე!!!
სიმართლე
მხოლოდ მოუსმენდი?! მაშინ მე გამიშვი ამ გოგოსთან, რადგან არა მარტო მოვუსმენდი არამედ ... მასთან "ვიცეკვებდი"
Fani
ზოგიერთ სურათში ძალიან წააგავს ჩვენს ბავშვობაში ძალზე პოპულარულ იტალიელ მომღერალ საბრინას
მ. ტ.
მე სიამოვნებით.... მოვუსმენდი....
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე