წუხელ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური დასრულდა
წუხელ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური დასრულდა.

მერვედფინალის მონაწილე 16 გუნდიდან ნახევარი გარკვეულია - პლეი ოფში აუცილებლად ითამაშებენ: "პარი სენ-ჟერმენი", "ბაიერნი", "ჩელსი", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "ბეშიქთაში", "ტოტენჰემი" და "რეალი". სია წუხელ ორი გუნდით შეივსო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერ გაინაღდა პლეი ოფში მონაწილეობა - ჟოზე მოურინიოს გუნდი "ბაზელთან" 0:1 დამარცხდა. 89-ე წუთზე ინგლისელები მიხაელ ლანგმა დაამწუხრა.

"იუნაიტედმა" 12 ქულა დააგროვა, მაგრამ ჯგუფში შესაძლოა სამმა გუნდმა დააგროვოს ერთნაირი ქულები. ეს არ მოხდება თუ "ეშმაკები" შინ ცსკა-სთან არ წააგებენ. რუსებმა 2:0 აჯობეს "ბენფიკას" და 9 ქულა დააგროვეს, ისევე, როგორც "ბაზელმა", თუმცა შვეიცარიელებს ურთიერთშეხვედრებში უარესი შედეგის გამო ჩამორჩებიან.

პსჟ ისედაც გასული იყო, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა "სელტიკის" განადგურებაში - 7:1. პირველ წუთზე მუსა დემბელეს სჯობდა არ გაეტანა პარიზელთა კარში, რადგან ამ გოლმა პსჟ-ს ვარსკვლავები გაახელა და შოტლანდიელთა კარში მათ გოლების წვიმა მოაწყეს - ნეიმარმა და ედინსონ კავანიმ დუბლები მიითვალეს, თითო გოლი კილიან მბაპეს, მარკო ვერატისა და დანი ალვეშის ანგარიშზეა.

ამ ჯგუფის პარალელურ მატჩში "ბაიერნმა" "ანდერლეხტს" სტუმრად 2:1 აჯობა. გამარჯვებულთა რიგებში თავი გამოიჩინეს რობერტ ლევანდოვსკიმ და კორენტინ ტოლისომ. მაშ ასე, თუ გერმანელები ბოლო ტურში ოთხი გოლის სხვაობით არ მოიგებენ, ამ ჯგუფში პსჟ პირველია, "ბაიერნი" - მეორე.

"ჩელსიმ" მერვედფინალის საგზური ბაქოში გაინაღდა, სადაც 4:0 დაამარცხა სუსტი "ყარაბაღი". მთავარი დაპირისპირება კი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართა, სადაც "ატლეტიკომ" "რომას" 2:0 მოუგო. ეს დიეგო სიმეონეს გუნდის პირველი გამარჯვება იყო სეზონში ლიგაზე. თავი ანტუან გრიზმანმა და კევინ გამეირომ გამოიჩინეს. "ატლეტიკოს" გასვლა მაინც ძალზე სათუოა, რადგან "რომას" შინ "ყარაბაღთან" რჩება თამაში და ძნელი წარმოსადგენია, "ოლიმპიკოზე" ქულები დაკარგოს.

"იუვენტუს არენაზე" ვერ გამოდგა ისეთი თამაში, როგორსაც ველოდით - 0:0 და "ბარსა" ძალზე პრაგმატულად გავიდა პლეი ოფში. "სპორტინგმა", სულ მცირე, ევროპალიგის პლეი ოფის საგზური გაინაღდა.

ფაქტები

იგორ აკინფეევმა (ცსკა) ჩემპიონთა ლიგაზე უსიამოვნო სერია შეწყვიტა - რუსმა მეკარემ ზედიზედ 43 მატჩში ვერ შეძლო აქამდე კარის მშრალად შენახვა.

პსჟ-მა ჯგუფურ ეტაპზე 24 გოლი გაიტანა და ამ ტურნირის რეკორდი დაამყარა. არადა, წინ კიდევ ერთი ტურია. აქამდე რეკორდი "დორტმუნდს" ეკუთვნოდა - 22 გოლი 2016 წლის ჯგუფურ ეტაპზე.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 7 სხვადასხვა კლუბის მაისურით ითამაშა: "აიაქსი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ბარსელონა", "მილანი", პსჟ და ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი".

ამ სეზონში მარკ ანდრე ტერ შტეგენმა (ბარსელონა) 24 დარტყმიდან 23 მოიგერია.

"ბარსელონამ" ლიგაზე პირველად ითამაშა ზედიზედ ორი 0:0, უცნაურია...

"ატლეტიკოს" ბოლო 15 სალიგო გოლიდან 10-ში ანტუან გრიზმანი მონაწილეობდა ( 8 გოლი, 2 საგოლე პასი).

ედინსონ კავანიმ პსჟ-ის მაისურით 150 გოლის გატანა შეძლო.

ანდრეს ინიესტამ (ბარსელონა) თამაშების რაოდენობით კლარენს ზეედორფს (125) გაუსწრო და ახლა ლიგაზე 126 მატჩით მე-6 ადგილზეა.

ედენ აზარმა (ჩელსი) ლიგის მატჩში პირველად შეძლო გოლის გატანაც და საგოლე პასის შესრულებაც.

"იუვენტუსმა" ზედიზედ 34 მატჩის შემდეგ პირველად ვერ შეძლო შინ გოლის გატანა.

"რომას" ბოლო ოთხი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე ესპანურ კლუბებთან მოდის.

პსჟ-მა 6-გოლიანი სხვაობით პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე.

იუპ ჰაინკესი პირველი გერმანელი მწვრთნელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 8 მატჩი მოიგო.

A ჯგუფი

ცსკა-ბენფიკა 2:0

გოლები: 1:0 შენნიკოვი (13), 2:0 ჟარდელი (56-საკ. კარში)

ცსკა (3-4-2-1): აკინფეევი - ბერეზუცკი, ვასინი, იგნაშევიჩი - ფერნანდესი, გოლოვინი, ნათხო, შენნიკოვი (50. ნაბაბკინი) - ვიტინიო (77. კუჩაევი), ძაგოევი (84. გორდიუშენკო) - ვერბლუმი

ბენფიკა (4-3-3): ბრუნო - ალმეიდა, ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ (83. ჟივკოვიჩი) - პიცი, ფეისა, ფელიპე (56. ხიმენესი) - სალვიო, ჟონასი, დიოგო (46. ჩერვი)

Video

22.11.17 ცსკა - ბენფიკა 2:0

ბაზელი-მანჩესტერ იუნ 1:0

გოლი: 1:0 ლანგი (89)

ბაზელი (3-2-4-1): ვაჩლიკი - აკანჟი, სუხი, ალვარესი - დი (80. ფრანსონი), ზუფი - ლანგი, შეფონი, ელ იუნუსი, პეტრელა - ობერლინი

მანჩესტერი (4-2-3-1): რომერო - დარმიანი, სმოლინგი, როხო, ბლინდი - ფელაინი, ერერა - ლინგარდი (84. რაშფორდი), პოგბა (66. მატიჩი), მარსიალი (74. იბრაჰიმოვიჩი) - ლუკაკუ

Video

22.11.17. ბაზელი - მანჩესტერ იუნაიტედი 1:0

ბოლო ტური

5 დეკემბერი

მანჩესტერ იუნ-ცსკა

ბენფიკა-ბაზელი

B ჯგუფი

ანდერლეხტი-ბაიერნი 1:2

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (51), 1:1 ჰანი (73), 1:2 ტოლისო (77)

ანდერლეხტი (4-3-3): სელსი - აპია, სპაიჩი, მბოჯი, დეშახტი - დენდონკერი, კრუსი, ტრებელი - გერკენსი (65. ონიკურუ), ტეოდორჩიკი (82. ჰარბაუი), ჰანი (71. ბრუნო)

ბაიერნი (4-3-3): ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ზიულე, ფრიდლი - ტოლისო, რუდი, ვიდალი (87. ჰუმელსი) - რობენი (48. ხავი მარტინესი), ლევანდოვსკი, ალკანტარა (44. ხამეს როდრიგესი).

Video

22.11.17 ანდერლეხტი - ბაიერნი 1:2

პსჟ-სელტიკი 7:1

გოლები: 0:1 დემბელე (1), 1:1 ნეიმარი (9), 2:1 ნეიმარი (22), 3:1 კავანი (28), 4:1 მბაპე (35), 5:1 ვერატი (75), 6:1 კავანი (79), 7:1 დანი ალვეში (80)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - ვერატი (76. ლო სელსო), რაბიო, დრაქსლერი (67. პასტორე) - მბაპე (76. დი მარია), კავანი, ნეიმარი

სელტიკი (3-5-2): გორდონი - ლუსტიგი (13. ბიტონი), სიმუნოვიჩი, ბოიატა - ფორესტი, ნტჩამი (69. ებუე), ბრაუნი, მაკგრეგორი, ტირნი - როგიჩი, დემბელე (77. გრიფიტსი)

Video

22.11.17. პსჟ - სელტიკი 7:1

ბოლო ტური

5 დეკემბერი

ბაიერნი-პსჟ

სელტიკი-ანდერლეხტი

C ჯგუფი

ყარაბაღი-ჩელსი 0:4

გოლები: 0:1 აზარი (21-პენ), 0:2 აზარი (36), 0:3 ფაბრეგასი (73-პენ), 0:4 ვილიანი (85)

ყარაბაღი (4-5-1): შეჰიჩი - მედვედევი, რჟეჟნიჩაკი, სადიგოვი, აგოლი - გერიე (81. იუნუსზადე), მიჩელი, ალმეიდა, გარაევი, მადათოვი (46. დინიევი) - ნდლოვუ (85. კინტანა)

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, რიუდიგერი - ძაპაკოსტა, ფაბრეგასი, კანტე (75. დრინკუოტერი), მარკოს ალონსო (58. კეჰილი) - ვილიანი, პედრო - აზარი (65. მორატა)

გაძევება: სადიგოვი (14. ყარაბაღი)

Video

22.11.17 ყარაბაღი-ჩელსი 0:4

ატლეტიკო-რომა 2:0

გოლები: 1:0 გრიზმანი (69), 2:0 გამეირო (85)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - პარტეი, ხიმენესი, ერნანდესი, ფელიპე ლუისი - კოკე (63. კოკე), საული, ფერნანდესი (58. კორეა), კარასკო (67. გამეირო) - გრიზმანი, ფერნანდო ტორესი

რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი - პელეგრინი (62. სტროოტმანი), გონალონი (78. ელ შაარავი), ნაინგოლანი - ჟერსონი (70. დეფრელი), ჯეკო, პეროტი

გაძევება: პერესი (83. რომა)

Video

22.11.17 ატლეტიკო-რომა 2:0

ბოლო ტური

5 დეკემბერი

რომა-ყარაბაღი

ჩელსი-ატლეტიკო

D ჯგუფი

იუვენტუსი-ბარსელონა 0:0

იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ბარძალი, ბენატია, რუგანი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი (66. ბენტანკური) - კუადრადო (71. მარკიზიო), დი ბალა, დუგლას კოშტა (85. მატუიდი) - იგუაინი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედო, პიკე, უმტიტი, დინი - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პაულინიო - დეოლოფეუ (56. მესი), სუარესი, ინიესტა (82. ჟორდი ალბა)

Video

22.11.17. იუვენტუსი - ბარსელონა 0:0

სპორტინგი-ოლიმპიაკოსი 3:1

გოლები: 1:0 დოსტი (40), 2:0 სეზარი (43), 3:0 დოსტი (66), 3:1 ოჯიჯა-ოფოე (86)

სპორტინგი (4-2-3-1): პატრისიო - პიჩინი (85. რისტოვსკი), პინტო, მატიო (78. ფიგეირედო), კოენტრაო - ბატალია, კარვალიო - მარტინში, ფერნანდეში, სეზარი (90. მატეუში) - დოსტი

ოლიმპიაკოსი (4-5-1): პროტო - დიოგო, ბოტია, ენგელსი, კუტრისი - კარსელა (86. სება), რომაო, ტახციდისი (65. ოჯიჯა-ოფოე), ჟილე, პარდო - ფორტუნისი (67. ჯურჯევიჩი)

Video

22.11.17. სპორტინგი - ოლიმპიაკოსი 3:1

ბოლო ტური

5 დეკემბერი

ბარსელონა-სპორტინგი

ოლიმპიაკოსი-იუვენტუსი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"გალათასარაიმ" და "ატლეტიკომ" ფრედ ითამაშეს - "ყარაბაღმა" "აინტრახტს" სძლია
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს