ლიდერი "ნაპოლი" ესტუმრება "უდინეზეს" და ყველანაირად შეეცდება, აკრეფილი ტემპი არ დააგდოს
ლიდერი "ნაპოლი" ესტუმრება "უდინეზეს" და ყველანაირად შეეცდება, აკრეფილი ტემპი არ დააგდოს. ისე ჩანს, წლეულს მაურისიო სარის გაწვრთნილი გუნდის მთავარი მიზანი სერია A-ს მოგებაა. გუნდი კარგ ხასიათზეა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში "შახტარს" მოუგო და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული.

თამაში იოლი არ უნდა გამოდგეს. მასპინძლებს არ ჰყავთ ურიგო შემადგენლობა, მწვრთნელი კი ახლახან შეიცვალა - გამოცდილი ლუიჯი დელ ნერის ნაცვლად გუნდი მასიმო ოდოს ჩააბარეს. ვნახოთ, რას იზამს ახლო წარსულში იტალიის ნაკრების, "ლაციოს", "მილანისა" და "ბაიერნის" შესანიშნავი მარჯვენა მცველი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულსაც ატარებს...

მეორე ადგილზე მყოფი "ინტერი" მოსაგებად ეწვევა "კალიარის". არავინ იცის, შაბათ საღამოს რა და როგორ იქნება, მაგრამ ამჟამად ისე ჩანს, რომ გამორიცხულია, "ნერაძურის" მთავარმეგოლის, მაურო იკარდის მინდორზე გასვლა. ეს კი სტუმრებისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. ვნახოთ, იქნებ არგენტინელმა მოასწროს გამოჯანმრთელება "ინტერის" ფანების გულის გასახარად.

"მილანი" თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ეთამაშება "ტორინოს" და სატურნირო მდგომარეობას თუ გადავხედავთ, აუცილებლად უნდა მოიგოს. ყველაზე სერიოზული დანაკლისი "როსონერისთვის", შეიძლება, ლუკას ბილია იყოს.

საინტერესო და უხვგოლიან შეხვედრას ველით "ლაციოსა" და "ფიორენტინას" შორის. რომაელთა შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია. ვნახოთ, როგორ "დაბრუნდებიან" ისინი რომაულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ.

"რომა" "ჯენოასთან" სათამაშოდ ჩადის და მიზნად მხოლოდ მოგება აქვს დასახული. ცხადია, მათ თავისუფლად შეუძლიათ ამის გაკეთება. "ჯალოროსიმ" ჩემპიონთა ლიგაში კი წააგო "ატლეტიკოსთან", მაგრამ ამ მარცხის გამო ტრაგედიას არ ქმნიან. მთავარია, ეუსებიო დი ფრანჩესკოს ბიჭებმა ბოლო ტურში "ყარაბაღს" მოუგონ და უპრობლემოდ დაძლევენ ჯგუფურ ბარიერს.

"ბებერი" ქალბატონი კი, თუ სასწაული არ მოხდა, სამ ქულას უპრობლემოდ ჩაიწერს აქტივში. "კროტონე" ვერ არის იმ ყალიბის გუნდი, "იუვენტუსს" ქულები წაართვას. მით უმეტეს, მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილებს ძალიან სჭირდებათ გამარჯვება.

ფაქტები

"სამპდორიამ" ბოლო 3 შეხვედრა მოიგო იტალიის ჩემპიონატში.

"კიევო" და სპალ-ი ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

"კალიარიმ" და "ინტერმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 5 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.

"მილანსა" და "ტორინოს" შორის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში ორივემ გაიტანა.

"იუვენტუსმა" 4-დან 4 თამაში მოუგო "კროტონეს".

"ლაციოსა" და "ფიორენტინას" ბოლო 5 მატჩი უხვგოლიანი აღმოჩნდა.

იტალია. სერია A. XIV ტური

შაბათი, 25 ნოემბერი

ბოლონია-სამპდორია 18:00

კიევო-სპალ 21:00

სასუოლო-ვერონა 21:00

კალიარი-ინტერი 23:45

კვირა, 26 ნოემბერი

მილანი-ტორინო 18:00

ჯენოა-რომა 18:00

უდინეზე-ნაპოლი 18:00

ლაციო-ფიორენტინა 21:00

იუვენტუსი-კროტონე 23:45

ორშაბათი, 27 ნოემბერი

ატალანტა-ბენევენტო 23:45

ბომბარდირები: 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 11 - მაურო იკარდი (ინტერი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 8 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 7 - ედინ ჯეკო (რომა), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

xoneli
რა მაგარია ეს იკარდი არ იყოდა ორი გოლი გაიტა.რო ყოპილიყო ხო საერტოდ:)
ირაკლი
თან არ იქნებაო და აგერ დუბლი გააკეთა, უბრალოდ ეზარებათ სიახლეების მოძიება აბა რეალზე და ბარსაზე იყოს მესი რამდენჯერ მიდის ტუალეტში იმაზეც იქნება ინფორმაცია
ბექა
უკაცრავად და დაგესიზმრათ იკარდი რომ არ იქნება , თან გამორიცხუკია როა თუ სპალეტის არ ენდობით უბრალოდ?))))))
irakli
ერთი სერია ა რო ესმის ისეთი ჟურნალისტი არ გყავთ? რა უბედურობაა რა დეზინფორმაციებს ავრცელებთ, ჯერ ერთი რო იკარდი დღესაც იქნება მეორე 11 გოლი კი არა 13 აქვს გატანილი და ზოგადად თითქმის ვყელა გუნდზე რაგაც ინფორმაცია არასწორია ასე რომ სერია A ს მცოდნე ჟურნალისტი არ გაწყენდათ ძაან იშვიათად დებენ სერია A ზე სიახლეებს ამ საიტზე რაც ძალიან ცუდია და არაპროფესიონალიზმია რათქმაუნდა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი