Sportall.ge გიორგის უკრაინაში დაუკავშირდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა
19 წლის გიორგი არაბიძე უდავოდ ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. ქართველი გულშემატკივარი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

გიორგის დიდი ხანია მედიასთან არ უსაუბრია და მის შესახებ ინტერესიც შესაბამისად გაზრდილია.

Sportall.ge გიორგის უკრაინაში დაუკავშირდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

- გიორგი, როგორც ვიცით, ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე მცირე ტრავმით ჩამოხვედი. როგორია ამჟამად შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- თავს სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობ.

- გასულ სატრანსფერო პერიოდში იყო საუბარი იმის შესახებ, რომ "შახტარს" დატოვებდით და კარიერას სხვა კლუბში განაგრძობდით. თუ შეგიძლიათ გვითხრათ რომელი კლუბებიდან იყო შემოთავაზება და რატომ არ შედგა ტრანსფერი?

- ტრანსფერს ხელი "შახტარმა" შეუშალა. მათ ჩემი გაშვება არ უნდოდათ. კონტრაქტის დასრულებამდე 6 თვე დარჩა და გუნდს დიდი ალბათობით ზამთარში დავტოვებ.

- რომელი გუნდებიდანაა ინტერესი?

- ინტერესი ბევრი გუნდიდანაა, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი უმაღლესი ლიგის საშუალო დონის გუნდია, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნება.

- მირჩა ლუჩესკუს მწვრთნელობის პერიოდში "შახტარში" თამაშის და თავის გამოჩენის საშუალება გეძლეოდათ, რასაც ვერ ვიტყვით პაულო ფონსეკაზე. რატომ არ გენდობათ პორტუგალიელი სპეციალისტი და როგორი ურთიერთბა გაქვთ მასთან?

- მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ლუჩესკუს სხვანაირი მიდგომა ჰქონდა, ის შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევდა, ფონსეკა კი ამ საქმეს სხვანაირად უყურებს.

- აქვს თუ არა "შახტარს" თქვენთან კონტრაქტის გაგრძელების სურვილი?

- მათ ახალი კონტრაქტის გაფორმება დიდიხანია სურთ, მაგრამ ამ გუნდში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ... დალოდებას და დროის დაკარგვას არ ვაპირებ.

- ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ძალიან ცუდად დაიწყო, გულშემატკივარმა კი განსაკუთრებულად მწვავედ ფარერის კუნძულებთან მარცხი განიცადა. ევროშესარჩევის ჯგუფში ჩარჩა 19 წლამდელთა ნაკრებიც...

- ბევრი პრობლემაა ნაკრებში ფეხბურთის და მოედნის გარდა, რის აღოფხვრასაც დიდი დრო დასჭირდება.

- რა პრობლემებს გულისხმობთ?

- ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ბევრ არასწორ საქციელს ვხედავ, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში. ისეთი რაღაცები ხდება სხვა ქვეყნის გუნდებში ან ნაკრებებში გამორიცხულია და ამიტომ არიან ჩვენზე წინ. ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია და სხვისი არავის.

- ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ მოგების გრაფაში ნული გვიწერია. ამის ფონზე, რას იტყოდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე?

- მართალია შესარჩევი ეტაპი მოგების გარეშე დავასრულეთ, მაგრამ პროგრესი აშკარად არის. მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში შედეგი აუცილებლად იქნება. მთავარია სწორი მიდგომა და მუშაობა, ნაკრებს ჰყავს ისეთ ფეხბურთელები, რომლებსაც შედეგის დადება შეუძლიათ.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმერს ვაისს კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუგრძელა. უნდა დარჩენილიყო თუ არა სლოვაკი სპეციალისტის გუნდის მთავარ მწვრთნელად?

- როგორც უკვე ავღნიშნე ნაკრების თამაშში პროგრესს ვხედავ. ვაისი სწორად მუშაობს და ვფიქრობ, ფედერაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

- საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ახლაც ჰყავს ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელები, მაგრამ ამის ფონზე წარმატებას ვერ ვაღწევთ, რატომ ვტკეპნით ერთ ადგილს?

- არასწორი მიდგომა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან და სათამაშო პრაქტიკა, რომელიც კლუბებში საკმარისი არაა.

- რატომ არ გამოგიძახათ ამხანაგურ შეხვედრებში ვლადიმერ ვაისმა?

- ახალგაზრდულ ნაკრებს ოფიციალური თამაში ჰქონდა, ეროვნულს კი ამხანაგური. ეს მათი გადასაწყვეტია და მე არაფრის თქმა არ შემიძლია.

- როგორ ფიქრობთ, ეძლევა ყველა იმ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება, ვინც ამას იმსახურებს?

- ვერც კის ვიტყვი, ვერც არას.

- რთულია საქართველოში ფეხბურთელად გაზრდა? რა პრობლემებს აწყდება ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი?

- პირველ რიგში უსამართლობას. არ არის განვითარების დონე, ინფრასტრუქტურა, რაც უმნიშვნელოვანესია და კიდევ ბევრი რამ.

- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა უსამართლობაზეა საუბარი?

- არც კლუბში და არც ნაკრებში არ ეძლევა იმ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალება, ვინც მართლა ნიჭიერი და ღირსია. ასე ვთქვათ ბევრი იჩაგრება...

- ერთთა ლიგის სახით საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად დამატებითი შანსი გაუჩნდა...

- დიახ, ძალიან კარგია. ვფიქრობ, რომ ჩვენი გასვლის შანსი ახლა უფრო გაზრდილია.

ავტორი: ლაშა ბეგიაშვილი

რეხო
ძალიან მიკვირს არაბიძის თამაში იყენებს კაცის მოტყუების მხოლოდ ერთ ფინტს გარბის მარცხნივ,თუ გამოუვიდა გადააქვს ბურთი მარცხენა მცველზე და ამის შემდეგ იმის ნაცვლად რომ თავქუდმოგლეჯილი გარბოდეს საჯარიმოში და ცდილობდეს გოლის გატანას ....ის ჩერდება ადგილზე.ბურთზე არ იხსნება თხოულობს ფეხში მესხის სტილში ის ერთი იყო თანაც დღის სხვა ფეხბურთია. მოკლედ თუ არდაიწყებს ორივე მხარეს პოდსიდენიების გაკეთებას,ბურთის სისწრაფეში მიღებას და საგოლე პასების გაკეთებას არაფერი გამოუვა და ის დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს ნუთუ ყველა მწრთვნელი უვიცია და ამას არ ავალებს,მე პირიქით მგონია და ნეტავი ვცდებოდე
რეხოს
საქართველოს ყავს ევროპაში უძლიერესი დაცვა და სხვა რგოლის ფეხბურთელებიც არავიზე ნაკლები არ არიან.საუბედუროდ არასოდეს გვყოლია ძლიერი,მოაზროვნე მწვრთნელი ჩვენს შემდეგ მათ თავი ვერსად გამოიჩინეს ისინი ყველა გაყარეს და დღეს ყველა უმუშევარია.ვაისი ყველაზე უარესია სად ნახეთ პროგრესი მას არა აქვს გეგმა თუ როგორ უნდა გავიტანოთ გოლი.მე ვერ დავინახე ვერცერთი დამუშავებული შეტევა ვერცერთი დამუშავებული სტანდარტი ყველა გუნდი გვჯობდა თამაშის ორგანიზაციით.ესპანეთისთვის მომგები გუნდი მოლდოვას რომ ვერ მოუგებს ეს ნამდვილად მწრთველის უნიათობის ბრალია და მას კონტრაქტი არ უნდა გაუგრძელდეს.
gega
მართალს ამბობს - "არც კლუბში და არც ნაკრებში არ ეძლევა იმ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალება, ვინც მართლა ნიჭიერი და ღირსია. ასე ვთქვათ ბევრი იჩაგრება..."
vaso
გიო, ბიძიკო, ახალგაზრდა ხარ და წინდახედულობა გმართებს, მაგით ხომ გაიფუჭე სანაკრებო საქმე? ხოლო უნაკრებოდ კარგ გუნდში ვერ წახვალ. შენი ნაკრებში არ თამაში აშკარა უსამართლობაზე მეტი რომ არის ყველა ფეხბურთის მცოდნემ იცის, დღევანდელ ნაკრებში მითუმეტეს, ასევე ებრალიძის მიმართაც უსამართლონი არიან. მე მგონი ამ ზამთარში ახალ გუნდში უნდა გადახვიდე, ეცადე ევროპის საშუალო გუნდი იყოს და უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა გქონდეს, სადაც დაამტკიცებ კიდეც შენს სიმართლეს. მთავარია გული არ გაიტეხო, პირიქით უფრო უნდა გაძლიერდე და მიზანს მიაღწევ. ხოლო ნაკრების დრო ამის შემდეგ აუცილებლად მოგეცემა. შრომით და ჟილკით უნდა გახვიდე ფონს. ასეა და ასე იყო მუდამ. წარმატებები. ეს ბიჭი მარტო იმაშია პროფესიონალი, რომ ტრამვებს არ ღებულობს და საკმარისი დრო რომ ჰქონოდა ნაკრებში, თუნდაც 3-4 თამაში რომ ეთამაშა, დღეს შეუცვლელი იქნებოდა და უკეტეს გუნდშიც იქნებოდა. შახტარში მაგის ადგილიუ კაი ხანს არ იქნება, რადგან, მათ გააჩნიათ ფინანსები, რათა მზა ფეხბურთელი იყიდონ
1
სწორად მიმაჩნია აქცენტის გაკეთება საშუალო დონის უმაღლესი ლიგის გუნდზე. ეს აშკარად არ ნიშნავს, რომ მეტი არ შეუძლია. უბრალოდ აქ თავის ესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ექნება და შემდეგ უფრო მაღალი დონის გუნდების დროც მოვა. წარმატებები!
კოტე
,,ჩემი პრიორიტეტი უმაღლესი ლიგის საშუალო გუნდიაო" ე გიორგი კაი ბიჭი ხარ ბიძიკო,რომ ხვდები შენი ოცნება საშუალო დონის გუნდია, რადგან გრანდებისთვის არც დონე და არც სიმაღლე არ გყოფნის. დანარჩენი რა ვთქვა ღმერთმა ხელი მოგიმართოს არ დაეცე ივარჯიშე და ვნახოთ იქნებ მარად პერსპექტიულად არ დარჩე.
tngh
ყველა არაკორექტული შეფასება და წაქეზება, მხოლოდ ავნებს გიორგის. ბევრი, მასზე უფრო ნიჭიერი ახალგაზრდა მახსოვს უკვალოდ გამქრალი ფეხბურთიდან. ჭორებზე დაფუძნებული ბრალდებების წერას, ჯობია თუ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები გაქვთ შესაბამის სამსახურებს მიაწოდოთ. გიომ კი ჯობია ვარჯიშს მოუმატოს და დაელოდოს თავის "დროს".
tngh
თავს ზედმეტი და დაუსაბუთებელი კომენტარების უფლებას აძლევს ეს ახალგაზრდა... ჯობია თამაშით გამოიჩინის თავი, ვინემ ბრალდებებით საქართველოს და "შახტარის" მიმართ. თანაც, როდესაც ყველა მწვრთენელი და მცოდნე გულშემატკივარი ერთხმად აღიარებს, რომ ტაქტიკურად მოუმზადებელია, ჯობს დაფიქრდეს და ამ კომპონენტზე იმუშაოს. ისე, უდავიდ ნიჭიერი ფეხბურთელია არაბიძე და საკუთარ თავზე თუ იმუშავებს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს...
გულშემატკივარი
ყოჩაღ გიო, კარგი ბიჭი ხარ. ასეთი განცხადების გაკეთება ცოტა არ იყოს სარისკო შეიძლება იყოს შენთვის, თუმცა, მთავარია ითქვას სიმართლე. სიმართლის თქმა კი მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების და ოფლის წყალობით აქვს წარმატება მოპოვებული. ის გამოხმაურებები კი, რაც შენი ინტერვიუს მოჰყვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძალიან ძნელია საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის უსამართლო კონკურენციაში წარმატების მიღწევა.
ლევან
მართალი ხარ! მაგრამ აი ფეხბურთზე რას იტყვი? ფეხბურთს თუ ეშველაბა ეგრე? ;)
roma-ni
ამ ბიჭს თავხედს ეძახიან მწვრთნელები და იცით რატომ? იმიტომ რომ მან პირდაპირ გამოთქვა აზრი და გულგრილად არ შეხვდა იმ ფაქტს რომ ვიღაც ბიძას ან კიდევ კრიშა პოლიტიკოსის გამო იყო ნაკრებში.
gurami
ჩაწყობით ხვდებოდნენ გუნდებშიც და ნაკრებებშიც ფეღბურთელები. ჟორდანიას დროსაც ახალკაცის დროსაც არველაძის დროსაც და კობიაშვილის დროსაც! ამიტომ ფეღბურთის სათავეში უნდა მოვიდეს გულშემატკივარი ქვეყნისა და ფეღბურთისა და არააქვს მნიშვნელობა ის პროფესიით ფეღბურთელი იქნება თუ მათემათიკოსი! მთავარია იყოს პატრიოტი და მხოლოთ ამის შემდეგ ეშველება ფეღბურთს!!!
Farerebi
პრინციპში ეს,რომ ასეა ყველამ ვიცით და ამ კუთხით ყინული,რომ დაიძრეს აუცილებელია ვინმემ ხმა უნდა ამოიღოს,ვინც ამ სფეროშია.ამ ტელევიზიებში რა და რა თემებს არ განიხილავენ ლგბტ-თი დაწყებული ქალიშვილობის ინსტიტუტით დამმთავრებული ამ თემით ვინმე ვერ დაინტერესდა!
ასეა ეს
სანამ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, არაფერი ეშველება არც ფეხბურთს და არც სხვა რამეს. სამორი ბალდე ხომ იცით? ეგ ბიჭი თავის დროზე ფეხბურთს თამაშობდა და თან ბარე ორსაც ჯობდა. ჰოდა შეუთვალა მწვრთნელმა ბაბუას, 5000 დოლარი მოიტანე თუ გინდა შემადგენლობაში ჩავსვაო. რა ამბავია შე კაცოო, რომ უთხრეს, პასუხი იცით რა იყო? რომ თამაშობს მაგიტომ უნდა 5000 აბა უვარგისს მაგ ფასად ვინ ათამაშებსო.
Bebeto
17 wlamdelta nakrebshi tamashi 10 atasi lari girs.
ლაშა
საინტერესოა ქართველი ფეხბურთელების რამდენი პროცენტი ვარჯიშობს სავალდებულო სავარჯიშოების გარდა(კლასგარეშედ):)ალბათ ძალიან ცოტა.რათქმაუნდა მარტო ეს არარის პრობლემა,მაგრამ სტადიონზე ჩანს ფიზიკური მომზადების დონე.
ქუთათელი
სწორია, ყველას გამოცდილი აქვს.., საქართველოში არ არსებობს ნიჭის დაფასება,აქ მხოლოდ არსებობს კარგი მამიკოების შვილიკოები,რომ მწვრთვნელებმა ღლიტონ ეს მდიდარი მუთაქები და სულ არ აინტერესებთ სამშობლო და მისი ღირსება,მთავარია ბაბა ფული და მხოლოდ ფული,რადგან იციან რომ არავინაც არ შეედავებათ,რადგან ზემოდან, ანუ ყველა ნაკრებებში ასეა და და კლუბებიც ხომ ასე უნდა იყვესო, აი ესაა მათი მორალი, თუ არადა გადახედეთ ნაკრებების შედეგებს,ანუ ვინმეს თუ ,მოეთხოვა პასუხი,..მთავარი ნაკრები ანუ სირცხვილი და სარცხვილი,ერთი მოუგებელი მატჩი ,და რა მნიშვნელობა აქვს „ვაის„ მაინც ხალხის დაუკითხავად კიდევ გაუგრდზელეს კონტრაქტი,ეს ხომ დაცინვაა და ფულის გადაყრა არის, რადგან მთელი მსოფლიო დაგვცინის...„21 წლიანებზე ხომ ლაპარაკი სირცხვილზე უარესია,რადგან მწვრთნელთა საბჭოს ანუ „გეგუჩაძეს და ხიზანიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ და ისევ ნაკრებში არიან,ეგ კი არა ტელევიზიიდან ქართველთ მოძღვრავენ და „ლგბტ„- ს ელჩებიც გახდნენ ოღონდ ეგ ფულიანი ადგილი არ წაართვან.-----=---„19„ წლიანები ესაა არა ნაკრები არამედ „მწვრთვნელ ყიფიანის და ფედერაციის ნაკრებია, და წაგებების და გამოვარდნის მიუხედავად მაინც ადგილზე არიან,ასე იქნება მანამდე სანამ საქართველოს ყველა ნაკრებებში ,და ბავშვთა ფეხბურთში მწვრთვნელებს არ გაუშვებენ და მათ მაგივრად ყველა ასაკობრივ ნაკრებებში გამოცდილი და ღირსეული უცხოელი მწვრთვნელები არ დაინიშნებიან.
irakli
ეგ საუბარი უნდა გაგრძელდეს, და საქართველოში უფრო პოპულარული გახდება ვიდრე ჰოლივუდის ამბები. ხალხს უნდა კარგი ფეხბურთელები და კარგი ნაკრები ყავდეს, მაგრნამ როცა წლების განმავლობაში ნიჭიერ ფეხბურთელებს უფულობის გამო ახშობდნენ ეს ვითომც და მწვრთნელები , იმიტომ მივიღეთ დღეს ესეთი სავალალო შედეგები.
ss
ბევრ არასწორ საქციელს ვხედავ, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში. ისეთი რაღაცები ხდება სხვა ქვეყნის გუნდებში ან ნაკრებებში გამორიცხულია და ამიტომ არიან ჩვენზე წინ. ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია და სხვისი არავის - ეს სამწუხარო რეალობაა
haha
ანუ რას ამბობს? ნაკრებებში ხალხი ჩაწყობით მიყავთ? მე ვფიქრობდი სსრკს დამთავრების შემდეგ, რომ კეძო ბიზნესი დაარეგულირებს სიტუაციას. ვცდებოდი. ფაქტია ნაკრებებში, და რაც მთავარია კლუბებში ხალხს ნაცნობობით აწინაურებენ. მაგალითად დინამოს, ან ტორპედოს, ან იმანოს ყავს პატრონი მაგრამ ვიღაც ახალგაზრდას უფრო წინ აყენებს ბავშვების გუნდის ტრენერი, იმიტომ რომ იმას ვიღაცა კრიშავს. ჰოდა მფლობელი ენდობა ამ ტრენერს. აუუუუუუუ, მართლა სად ცვხოვრობსთთთთთთთთ??????????????????
gulshematkivari
სიმართლეს კი ამბობს მაგრამ, დაემშვიდობა ორივე ნაკრებს ეგ. სიმართლის თქმას საქართველოში არ პატიობენ. ისე საინტერესოა იმ სიმართლეზე რას ფიქრობს რომ შეუძლია და სირბილი რომ ეზარება
gio
ყველაფერს სწორს ლაპარაკბს ეს ბიჭი და ზოგიერთ რამეზე თავს იკავებს და არ ამბობს პრინციპში ეგ ყველაფერი ისედავ ყველამ ვიცით სამწუხაროდ :((
gela
გიო თუ დაიწყე უნდა დაამთავრო ყველას აინტერესება
odala
ერთთთთთთა ლიგა კი არა ეგ ოცდაერთთთთა ლიგაა :))
შალვა
სიმართლეს იძახის ეს ახალგაზრდა.
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია!" - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა
FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია
ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა