დასანანი წაგება გერმანიასთან 70:79
მართლაც დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი მსოფლიოს თასის დაწყების წინ. არა, თაობათა ცვლა ყველა გუნდში გარდაუვალი პროცესია, უმტკივნეულოდ არსად არ მიმდინარეობს, მაგრამ არა მთლად ასე. პლუს იმას, რომ ორმა წამყვანმა კალათბურთელმა დაასრულა სანაკრებო კარიერა, რამოდენიმე ტრავმირებულია, ევროლიგაზე მონაწილე კლუბებმა „ბასკონიამ“ და „უნიკახამ“ ეროვნულ გუნდში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი არ გამოუშვეს და ბერძენი სპეციალისტის განკარგულებაში მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მანუჩარ მარკოიშვილი, მეტად სასარგებლო მაიკლ დიქსონი, 18 წლის პერსპექტიული, მაგრამ გამოუცდელი გოგა ბითაძე, რატომღაც წლების განმავლობაში ნაკრებს მიღმა დარჩენილი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეები დარჩნენ. გუნდს შესათამაშებლად მხოლოდ ორი დღე ქონდა და მისგან კატეგორიულად შედეგის მოთხოვნა წარმოუდგენელია.

თუმცა, ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოულოდნელად ბევრს მიეცა თავის გამოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა და როგორც ამბობენ, ჰა, ბურთი და მოედანი .

ჰემნიცში (და არა ქემნიცში) 7 000-იან „მესე არენაზე“ ზუროსმა ყველა გააკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით: ბოქოლიშვილი,დვალიშვილი,ცქიტიშვილი, მარკოიშვილი, დიქსონი. დებიუტში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს, ფარიც მოიგეს და მე-4 წუთზე 9:2 დაწინაურდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა საქმქულიანების ხარჯზე მოახერხა პირველი პერიოდის ფრედ, 18:18 დასრულება. უნდა აღინიშნოს, რომ სასტარტო მღელვარება ჩვენმა გუნდმა გადალახა და თავისუფლად ათამაშდა. არ შეიძლება არ ითქვას თამაშში ბერიშვილის კარგად ჩართვა.

მეორე მეოთხედში ზუროსმა თამამად მიმართა როტაციას, ჩვენი კალათბურთელები უკვე უფრო თამამად და შედეგიანად უტევდნენ პერიმეტრიდან და არათუ ტოლ-სწორად ვეპაექრეთ მეტოქეს, არამედ დავჯაბნეთ კიდეც და ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ, თუმცა უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გავსულიყავით შესვენებაზე.

მესამე პერიოდის დასაწყისი ისევე როგორც მეორის დასასრული მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, წინაც გავიდნენ, თან მარკოიშვილმა და ბითაძემ 4-4 პერსონალური მიიღეს, მწვრთნელი იძულებული შეიქნა დაესვენებინა და ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, მაინც მოახერხეს ბოლო მეოთხედის წინ 1-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება.

დასკვნით პერიოდში ბითაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო, გერმანიამ დაცვაში უკეთ ითამაშა, პერიმეტრიც გადაგვიკეტა, ჩვენი წამყვანი კალათბურთელებიც დაიღალნენ და კარგად დაწყებული საქმე ბოლოში წყალში გადაიყარა 70:79.

რა შეიძლება ერთგვარი რეზიუმეს სახით ითქვას? მიუხედავად უდიდესი საკადრო პრობლემებისა, საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში არ დატოვა ურიგო შთაბეჭდილება, სამი პერიოდი იგებდა კიდეც და რაც მთავარია, გუნდის რეზერვი გამოჩნდა. ასე რომ, ამ წაგებაში ტრაგიკული არაფერია.

Japaridze
ქემნიცია გერმანულად და ქალაქის სახელები ისე უნდა ითქმებოდეს ყველა ენაზე, როგორც ორიგინალშია. ჰემნიცი არა ზაჰესი))))
vaso
დვალიშვილიდან მეტს მოველოდი. ცქიტო ზანტია, ფაცაციაც მგონი. ბერიშვილმა გამაოცა. აღმოჩენაა. ბითაძემ უნდა მოუმატოს. ზოგადად კმაყოფილი ვარ და იმედი მომეცა, ნაღდად გავალთ შემდეგ ეტაპზე გერმანიის სახლში მოგებით და ავსტრიის ხარჯზე, მესამე ადგილი არ გაგვიჭირდება, 2-3 ამხანაგური გვინდა ამ ზამთარში აუცილებლად. ზუროსი მაგარი მწვრთნელია, შეტამაშება აკლია გუნდს და ფიზიკა, სხვა მოგვარდება მგონი,
ფედერაცია, მიხედე გოგა ბითაძეს.
გეთანხმებით, მაგრამ, ინდივიდუალურად არის მასთან მუშაობა საჭირო. ფედერაციამ უნდა იზრუნოს ამაზე. ფიზიკური მონაცემები როცა კარგი აქვს ამ ბიჭს შესაფერისი ვარჯიში სჭირდება, ასევე ფსიქოლოგიც, რომელიც დააჯერებს მას მის შესაძლებლობებში. რას იზამ მორიდებული კაცი დაიბადა, მაგრამ მას შეუძლია "გამხეცდეს" ანუ გათავისუფლდეს კომპლექსებისაგან.
ჯონდო
ბოდიში და რაში გამოიხატა ეს? პრობლემა ქარზე გვქონდა და 213 ცქიტო.როგორც ყოველთვის ბრძოლას გაურბოდა.
odala
30 ქულა ვისთან ჩაუგდია? ეს რომ ლიბანის ჩემპიონატი არ იყო ვერ გაიგე ჯერ კიდევ?? მასტს არ შეუძლია ბრძოლა. ბურთს მიიღებს და არ იცის რა უყოს. რეები აკეთა მასტმა ვერ ნახე? ის 2 სამქულიანიც ისეთი გახსნილი პოზიციიდან ჩააგდო ჩვენი ჩემპიონატის ბიჭებიც ყრიდნენ.
moyvare
ბოისა ვერაფერს აკეთებს და მისი ძმის ძმაკაცები მილოშა და პილოშა მისაშორებელია ნაკრებს
duda
ცქიტო ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა. იმის ილუზია რომ აქაც 30 და 40 ქულას ჩააგდებდა არავის ქონდა, მაგრამ მისი გამოცდილება ძალიან ჭირდება ნაკრებს და არ გვინდა ახლა ზოგი გულშემატკივარის კაკანი. ზუროსი კარგი მწვრ|თნელია, ამბიციურია და იმედი რომ არ ქონოდა უარს იტყოდა კონტრაქტის გაგძელებაზე. ახალბედებმაც მშვენივრად წარმოაჩინეს თავი. ცოტა მეტი გამართლება და გამარჯვებაც არ იყო შორს.
გუსანი
3 ქულიანები ჩვენებმა ლამის სავარჯიშო პირობებში ესროლეს, ასეთ გარემოში ეს შედეგი ( 34 დან 16 )კარგი არ არის .(23 დან მხოლოდ 6 2ქულიანი), ვინც ცოტა გაგებაშია... - ქუჩაში ბევრს იპოვნით ცოტა წავარჯიშების შემდეგ 10 დან 5 მაინც რომ ჩააგდებს, მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანო... ბიწაძის ვერცერთი გააზრებული მანერვი-ჩაგდება,, ბრძოლა" ვერ ვნახე, ცქიტოზე ხომ საერთოდ...კოკოშკოვი მართალი იყო. ცქიტო 2+2 წთ უნდა ათამაშო ფაჩულიასგან განსხვავებით 2 ი 3 -იანი კი ჩააგდო... ადექვატური შევსება ამ ეტაპზე არ ჩანს, შერმადინს ისევ რეგრესის დროება უდგას, არასტაბილურია როგორც მთელი საქართველო ,,გამონათებების" იმედზე ვართ.თუ დააკვირდით ბევრი ძალიან უაზრო დაკარგვა ქონდათ, დიქსონსაც კი- ისე დაიღალა. მეტი მუშაობაა საჭირო, ეს ბიჭები პირველ ეტაპზე სავარჯიშო დარბაზიდან მარტო დასაძინებლად უნდა მიდიოდნენ, რომ შედეგი დადონ, მერე გართობასა და ცხოვრებასაც უკეთ შეძლებენ.=== უკეთესი მომავლის იმედით....
andro
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბითაძე ახლა თავის მაქსიმუმზეა. არ ეტყობა ამ ბიჭს ნიჭი! 4 ფოლი შეტევაში ეს უნიჭობის მაჩვენებელია
tngh
15 სამქულიანი საქართველოს ნაკრებს არასდროს არ ჩაუგდია. ეს თუ ნორმად გადაიქცა, წინ ვერავინ ვერ დაგვიდგება... თუმცა ვეწვობ, რომ მაღალი კლასის გუნდებმა ამდენის უფლება მოგვცენ. ამიტომ, ფარტან თამაშს უნდა მოვუმატოთ,,,
ისევ, დავმარცხდით მაგრამ მაგრები ვართ ? )))
ძვირფასო ავტორო, არც ჰემნიცია სწორი და არც ქემნიცი. სწორია: ხემნიც (გერმანულში "ch" იკითხება როგორც "ხ") Chemnitz იგივე კარლ-მარქს შტადტი (გდრ 1953-1990) Karl-Marx-Stadt, საქსონიის მიწა. რაც შეეხება კალათბურთს, ბერიშვილი და ფაცაცია კარგები იყვნენ და ამიტომ ბოლო წუთებზე ზუროსმა შეცდომა დაუშვა, რომ არ დასვა დაღლილი დიქსონი. არ შეიძლება შეუცვლელად ათამაშო ერთი კაცი მთელი მატჩი და გადამწყვეტ წუთებზე ზუსტი სროლებო მოსთხოვო.
b
თითქმის დაშლილია გუნდი და მაინც კარგად ითამაშეს. დაღუპა ნაკრები ფაჩულიამ, ყველამ მას მიბაძა.
beno
და შენი აზრით სამიანების სროლას არ უნდა კომბინაციები? ისე, როგორც გაუსწორდებათ და საიდანაც გაუსწორდებოდათ ისე ისროდნენ? თავისუფალი სასროლი პოზიცია თავისით ჩნდება? წადი რა ჰოკეის უყურე. ამ შემადგენლობით ამდენსაც ვერავინ იფიქრებდა რომ შეძლებდა ჩვენი ნაკრები. ძალიანაც კარგად ითამაშეს. ეს თამაში აქ რომ ყოფილიყო უეჭველი მოვუგებდით
odala
ახლა მაინც მიხვდა ვინმე თუ რატომ არ იძახებდნენ ხოლმე ცქიტიშვილს?? ძალიან ცუდია მასტი, ძალიან... ბითაძემ კიდევ 5-დან 4 ჯარიმა მგონი შეტევაში მიიღო. გასაგებია რომ ახალგაზრდაა, მაგრამ ხომ თამაშობს დიდ ბიჭებში, სერიოზული გუნდების წინააღმდეგ. თავიდან ის 2 ჯარიმაც ნერვიულობის მიზეზი იყო შეიძლება, მაგრამ მთელი თამაში ასე უაზროდ იღებდე ჯარიმებს, არ გამიგია... როგორც ცქიტიშვილს, ასევე ცინცაძეს ჩამოვაშორებდი ნაკრებს კაი ხნის წინ. გუშინ ბურთი მოძრაობდა, ხუთივე კალათბურთელი ეხებოდა ბურთს და ყველაზე გახსნილი კაცი ესროდა. და არა ისე, როცა ცინცაძე დაათრევს 22 წამის განმავლობაში და მერე 10 მეტრიდან ესვრის... წავაგეთ, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო - ბოლო წუთებში თამაში ნელდება, დაცვა მჭიდროვდება და შედარებით დაბალი კლასის მოთამაშეებით რთული იქნებოდა ქულების მოპოვება. მაღალი კლასის კალათბურთელებით გვიჭირდა ხოლმე ბოლო წუთებში ჩაგდება და ახლა რა იქნებოდა.
ფეოლა
რატომ ვართ ჩმო ქვეყანა ????? რატომ არ გამოუშვეს ჩვენი კალათბურთელები ??? სად არის ჩმო ფედერაციაა ???
tazo
ბითაძე ჯერ ახალგაზრდაა და იმედია დასკვნებს გამოიტანს .4 ჯარიმა თავდასხმაში??????
tazo
რა კომბინაცია უნდა დაამუშავო 3-4 დღეში?მადლობა ბიჭებს !დიქსონი ხომ საერთოდ მხეცია:)) ევროპაზე უფრო მეტი შეეძლო, მაგრამ ცინცაძის ჩრდილში იყო.საერთო ჯამში ყველაფრის გათვალისწინებით,მე მგონი ურიგო შედეგი არ არის.მე უფრო უარესს ველოდი:))
რა დაუტროლია აქაც
ქსნის ზონაში გამოჩიკენებულ ტროლს.
კალათბურთის ფედერაციას
ბიჭებს დიდი მადლობა, მაგრამ კალათბურთის ფედერაცია მაგრად მისახედია იქ სულ სხვა საქმით არიან დაკავებულნი ჯიგრები...
NMN789
ჯერ-ჯერობით ეს არც ნაკრებია და არც კალათბურთია.
guri
ამ ნაკრებიდან ასეთ თამაშს მართლა არ ველოდით. დიქსონი დიდებული იყო, მაგრამ ბოლო ხუთი წუთი ჩააგდო, უნდა მიეცა ზუროსს ცოტა მაინც დასვენების საშუალება.
m,
ბოროტი სათაური
brooklyn
ეს ცქიტიშვილი ყოველთვის გაბლატავებული იყო. კოკოშკოვს უძახა არაპროფესიონალი, და ეს მაშინ როცა ირანის თუ ლიბიის ჩემპიონატში ”მოგზაურობდა” და ნაკრებში თამაშს ითხოვდა...
ზაზა
ფაქტია რომ ამდენს არავინ ველოდით ამ ფორმაციის ნაკრებიდან, მაგრამ მაინც იბრძოლეს ბიჭებმა და გული და სული დადეს, მაგრამ ჩემი აზრით ზუროსმა ერთი შეცდომა დაუშვა რამაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი - დიქსონს რომ არ მისცა დასვენების საშუალება, თითო პერიოდში 2-3 წუთით მაინც უნდა დაესვენა, მიუხედევად იმისა რომ შემცვლელების კრიზისია, მაგრამ უნდა გაერისკა. ბოლოს მოვიმკეთ ეს, ფაქტიურად ვეღარ დადიოდა დიქსონი, ბურთს ვერ იკავებდა, არადა დიდებული ლეგიონერი გვყვავს. კოკოშკოვი დასვამდა, ისე როგორც დრაგიჩი ჩამოსვა ფინალში და რა დროს!
Japaridze
არანაირი კომბიმაცია , ამიტომ ისროსნენ 3 იანებს რადგან კომბინაციებს ვერ აკეთებდნენ ამას დაემატა ფარის ქვეშ 0 ი შედეგი. და როგორც კი სამქულიანების სროლის საშუალება დაბლოკეს გერმანელებმა: აი მაშინ წავაგეთ. ანუ ბიჭებს ტალანტი აქვთ, თამაში შეუძლიათ უმაღლეს დონეზე, მაგრამ ამჯერად ნაკრები თავიდან ასაშენებელია. ამხანაგური თამაშებია ჩასატარებელი.
გიორგი
ყოჩაღ ზუროს და ბიჭებს.
ჟურნალისტებს
გერმანელები ეძახიან და გამოთქვავენ ქემნიც(ი)-Chemnitz!
fani
ამ ცქიტიშვილს რა ეტყობა ენბეაში ნათამაშევი,სამიანებში რომ არ გაგვმართლოდა ნახავდით წაგებას, ისე ყოჩაღ ბიჭებს თავდადებისთვის
912
ეეეეეჰ დავრჩით რაგბის იმედად ყველა სპორტის სახეობა უკან მიდის რაგბის გარდა
ზუკა
ბრავო ზუროსს! ეს კაცი ფოკუსნიკია! ამ შემადგენლობით რა თამაში ითამაშა! ბრავო ყველას. მთელ გუნდს
კახა
გაორეგუბული შეგრძნება დამრჩა იომეს და წააგეს და მადლობა ბრძოლისთვის მაინც ვიტყოდი თითოელმა მოთამაშემ და ყველამ ერთად უფრო მეტი უნდა მოინდომოს კარგად გამოიყენოს თავისი პლიუსები და ბევრი იშრომოს კიდე ერთხელ მადლობა
gogig
კლასი გვაკლია, რაც ბუნებრივია. ჩვენი ჩემპიონატის კლუბები ევროპაში არ თამაშობენ (დინამო წელს შევიდა). უმჯობესია ეს ტურნირი ახლაგაზრდებისთვის გამოვიყენოთ. 1-2 ბებერი მოთამაშე შემადგენლობაში არ უნდა იყოს. არფარს აკეთებენ და ახალგაზრდების ადგილი კი უკავიათ. ბითაძეს ზრდა არ ეტყობა. ეს ძალიან სამწუხაროა.
ანდრი
დიქსონი მხეცია ჩვენში. დამაიმედებელი მარცხია თითქოს.
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
გერმანიამ დრამატულ მატჩში ლატვია დაამარცხა
საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 77:87 დამარცხდა[VIDEO]
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
სენსაცია. გერმანიამ აშშ-ს მოუგო - ევროპული ფინალი გველის
გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
გერმანიამ სლოვენიას თამაში შემოუტრიალა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა
ევრობაკეტზე გერმანია მე-3 ადგილს დაეუფლა, პოლონეთი ზღაპარი დასრულდა... [VIDEO]