საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ ამერიკელთა დამარცხების შემდეგ (21:20),"ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ ამერიკელთა დამარცხების შემდეგ (21:20),ბორჯღალოსნების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

- პირველ ტაიმში იყო ერთი-ორი მომენტი, როცა შეგვეძლო უფრო მეტი ქულა გაგვეკეთებინა. გარდა ამისა, მეორე ტაიმში ბურთის ფლობას ვცდილობდით და გვიწევდა დაცვითი თამაში. 4 წლის წინ ჩვენ ეს თამაში წავაგეთ, ახლა კი მოვიგეთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო პოზიტიური მომენტი, ახალგაზრდების ნაწილმა პირველად ითამაშა და ბრწყინვალედ გამოიყენა თავისი შანსი.

- ეს თამაში ჩვენ მოვიგეთ თუ ამერიკამ წააგო?

- ჩვენ თამაში მოვიგეთ, ანგარიში არის 21:20.

- პირველ ტაიმში კაცნაკლულმა 3 ლელო დავდეთ, მეორე ტაიმში კი ვერა. ეს ხომ არ არის იმის ბრალი, რომ შემცვლელებმა ითამაშეს ცუდად?

- მეორე ტაიმში იმათ ოცდაორში ჯერ დერეფანი წავაგეთ, შემდეგ შერკინება და ამით ჩვენს თავზე წნეხი განვიცადეთ. ტესტ-მატჩის მოგებისას არის დეტალები, რასაც ვაკვირდებით და ვიყენებთ. მნიშვნელობა არა აქვს რა ანგარიშით გაიმარჯვებ, მოგება ყოველთვის მოგებაა. ყველა ტესტ-მატჩის მოგებას ვერ შევძლებთ.

- ვითარდება თუ არა ნაკრები და ხედავთ თუ არა წინსვლას?

- მიზანი იყო ნოემბრის ტესტებზე სამივე მატჩის მოგება, მაგრამ მხოლოდ ორში შევძელით გამარჯვება. ეს ტესტ-რაგბია, რეიტინგში ჩვენს წინ 11 გუნდია, მათ არ სურთ რომ შენ გაიმარჯვო.

ახლა დავინახე რამდენიმე ბიჭი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოგვადგება. განვითარება გვაქვს ვარჯიშის კუთხით, გუნდურობის კუთხით და ძალიან დიდი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული

- ამერიკასთან ყოველთვის გვიჭირს თამაში, ხომ არ ჩამოყალიბდა ამერიკა უხერხულ მეტოქედ?

მერაბ შარიქაძე: შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ ამერიკასთან ყოველთვის რთულია თამაში. უხერხულ მეტოქეებთან ისე უნდა ვითამაშოთ, რომ დავძლიოთ ეს ბარიერი. თუნდაც კანადა ავიღოთ, ადრე ის უხერხული მეტოქე იყო, მაგრამ დღეს აღარ არის. რაც მთავარია გავიმარჯვეთ.

bs
,,მოლში უკეთესი ვიყავით"-? ეტყობა სხვა თამაშს უყურეთ! ეს მოგება ისეთივე ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს როგორც წაგება, ტაიმში ქულა არ გაგვიკეთებია, სისწრაფერში ჩამორჩენაზე აღარაფერს ვამბობ ამჯერად. ,,მოყვარეს პირში უძრახეო"- გაგიგიათ ალბათ. ,,ვაი რა კარგი იყო და რა მაგრები ვართ"-ს ძახილი, ამ შემთხვევაში თავის მოტყუება და დათვური სამსახურია!
გიო
მადლობა ჩვენს ბიჭებს გულიანი და თავდადებული თამაშებისათვის... მეტი ხელით თამაში, ტრადიციულად მოლში უკეთესი ვიყავით თუმცა როგორც ჩანს გადაიღალენ ჩვენები.კაცებო უფრო მოქოქილი შეტევები გვინდა და თქვენი გაჩერება ნებისმიერ ბობოლას გაუჭირდება!
კაცი
მეგობრებო ნუ გავიწყდებათ რომ შტატებში ნომერ პირველი სპორტი ამერიკული ფეხბურთია რომელიც რაგბისგან არ განსხვავდება მათ მეტი არჩევანი აქვთ შევადაროთ 300 მილიონი 3მილიონს ამიტომ ეს მოგება საამაყო არის რამდენიმე წლის წინ მათაც ერთი ქულის სხვაობით მოგვიგეს ამიტომ ასეთი მოგება ცვენთვის ტრაგედია არ არის
888
მადლობთ,რომ ახალგაზრდული ცვლილებებით გაჯერებული გუნდი მაინც თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა.რაც შეეხება ზოგიერთ კომენტარს ბოღმა და ავსიტყვიანობა აღარ გვიკვირს.
ზვიადი
უელსმა იმაიმუნა მსაჯიან მოთამაშეებიანად და ისე გადაგვირჩა, ამერიკას ვინ შეუშალა როგორც ითამაშეს ისე წააგეს და ეს ერთქულიანი მაინც ნამდვილი მოგებაა ჩვენი.
G
უელსის მაიმუნურ მოგებას ადარებ ჩვენ ალალ მოგებას? ვინ შეუშალა ამერიკელებს ხელი, მორკინალები დავუმალეთ და შერკინება ჩავუშალეთ ბოლო წუთზე, მსაჯიან მწვრთნელიან გუნდიანად პირი შევკარით და გავუჩალიჩეთ თუ რა. თვითონ წააგეს თამაში იყო ასეთი და მორჩა, მეტი არაფერი. და ის 1 ქულიანიც მოგებაც ნამდვილი მოგებაა ჩვენა, კაცურად მოვუგეთ. უელსს როგორ ახსენებთ საერთოდ.
odala
თქვენ რომ მსაჯობაზე არ იტიროთ, ისეთი თამაში არსებობს? სულ თქვენ რავა გჩაგრავენ? მე იმისიც აღარა მჯერა რომ საბჭოთა კავშირის დროს ვინმე გჩაგრავდათ. უბრალოდ გიყვართ წუწუნი და იოლი მოგება, როცა გჩუქნიან.
odala
რა ვიცი, უელსთან წააგეთ და მოვიგეთო ამბობდით და ახლა არა აქვს მნიშვნელობა რა ანგარიშით მოიგებ??
geo
მილტონი უნდა დარჩეს. ახლა მისი გაშცება ნაკრებს დააზარალებს. მცირე, მაგრამ ნაკრების პროგრესი აშკარაა.
goga
ჰეიგი მომწონს და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ალბათ საუკეთესო ვარიანტია.. თუმცა, ეტყობა, რომ კრიტიკულ მომენტებში სიტყვა არასწორი მიმართულებით გაურბის, რაც თავისთავად, გულშემატკივრის გაღიზიანებას იწვევს.. პროფესიონალი მწვრთნელი დახუჭული თვალებით არ უნდა საუბრობდეს რომ მოგება მოგებაა.. ფაქტია, რომ ეს თამაში ნებისმიერ ვარიანტში წაგებული იქნებოდა, ამერიკას ცოტა მაღალი კლასის დამრტყმელი რომ ჰყოლოდა..
s.k.
რა ეროვნულ დონეებზეა ლაპარაკი... 315 მილიონიან შტატებსაც კი ყავთ არაერთი ნატურალიზებული მოთამაშე, რომ არაფერი ვთქვათ 23 მილიონიან რუმინეთზე, რომელიც "გაძეძგილია" ნატურალიზებულებით და იაპონია??? ახლა მწვრთელის შეცვლაზე (მით უმეტეს რომ "ძვირფას" მწვრთნელს ვერ შევწვდებით, ყოველ შემთხვევაში ფონდი ქართუს დახმარების გარეშე) ნაადრევია ლაპარაკი, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატამდე. ნებისმიერ შემთხვევაში ნოემბრის ტესტების უარყოფითად შეფასება არ შეიძლება, თუნდაც იმ ორი ეპიზოდის გამო, რომლებიც მსოფლიო რაგბის ისტორიაში ჩაიწერება: მატიაშვილის ლელო და უელსელთა გაიძვერობა.დადეთ
ნიკა
იმედზე იყო 17:30ზე დაახლოებით, ბიჭმა 30 ქულით მოვიგებთო
სოსო
ზუკა,ამ წლამდე ამერიკას ჩვენთან სამი მოგება ჰქონდა და ერთი წაგება,წელს ორივე ტესტი მოვუგეთ,ანგარიში გავათანაბრეთ და თან ამერიკის მწვრთნელი ამაყობს ასეთი წაგებით და დამარცხებით.ამას უკან სვლას ეძახით?ლოგიკაც ხომ არსებობს.უხერხულ მეტოქეობაზე ამერიკელებმა რაღა უნდა თქვან?
სოსო
ათას ცოცხალსა ზოგჯერა,ბევრად სჯობს ერთი მკვდარია.ეს სიტყვები ჩემი მოგონილი არ არის,ჩემზე და ალბათ ყველა ჩვენგანზე ჭკვიანმა კაცმა დაწერა.მოგებაც არის და მოგებაც.წაგებაც არის და წაგებაც.ეს ერთი და იგივე ვერანაირად ვერ იქნება.
ზვიადი
არავითარი ”ასეა ეს!!!” და არ არის ეგრე ეგ - უელსთან არ წაგვიგია. უელსის მაიმუნურ და სკანდალურ მოგებას ადრი ამ ჩვენ ალალ მოგებას??? შერკინების კვაჭი რომ დაგვიმალეს და მსაჯიან მწვრთნელიან მოთამაშეებიანად რომ იმაიმუნეს და იმაფიოზეს, შერკინება ტექნიკურად რომ გაგვიუქმეს თორემ კუთხეში რომ გვყავდა მიმწყვდეული. ამერიკელებს ვინ უშლიდა ხელს ბიჭო მსაჯი თუ 6 ერის ”მაფია,” ის ერთი ქულით წაგებაც ნამდვილი წაგება იყო და თვითონ წააგეს. რომ გამოხტებით ხოლმე ეს ვითომ რეალისტები და ვითომ ”ასეა ეს!!!” , გავიწყდებათ რაღაცეები მეორედ ვწერ ამას უკვე.
კოტე
საოცარია! გვყავს დაახლოებით 15-20 საშუალო საერტაშორისო რანგის მოთამაშე და გვაქვს დაბალი დონის ეროვნული რაგბი. შედეგი არის იმაზე მეტი ვიდრე ეროვნული საკლუბო რესურსი გვაქვს და ვიმსახურებთ. და პრტენზიები გვაქვს მწვრთნელთან, თუ რატომ დიდი ანგარიშით არ მოვუგეთ ქვეყანას, რომელსაც ეროვნულ დონეზე გაციებით მეტი რესურსი აქვს. განუზომელი ამბიცია - აი რაც გვაქვს გვაქვს!
Dato
ბატონო გიორგი - მეორე ტაიმი გავდა იმას, რომ არ უნდა მოგვეგო დიდი ანგარიშით... გასაგები მიზეზების გამო. ჩემი აზრით, აი ამას გავდა და მეტს არაფერს. თორემ ჩვენები, როგორც ყოველთვის მეორე ტაიმში უმატებენ.
Kote
მილტონმა ამოწურა რა? რა რესურსი არის და რა ამოწურა იქიდან? ეროვნულ დონეზე ვინმეზე მაღლა ვართ, რომ ვტქვათ - აი გვაქვს რესურსი და მწვრთელი ვერ პასუხობს? - უხერხულია ასეთი ამბიცია და უმადურობაც არის. ორი ათეული საშუალო ევროპული დონის მოთამაშეებით ვითხოვთ რომ დავანგრიოთ ამერიკა, რომელიცეროვნულ დონეზე მთელი თვაით მაღლა დგას?
კოტე
ჯერ კლუბებზე ვილაპარაკოთ, საერთო ეროვნულ დონეზე, მის განვითარებაზე და მერე ჰეიგზე. სად ვეძებთ პრობლემას - ბოლო წერილიდან? შტატებს (ევროპაზე აღარ არის საუბარი) ჩვენზე მეტი რესურსი აქვს ამ მხრი. ასე, რომ ბეწვის ძიებას - დირეზე საუბარი სჯობს!
unnamed
მილტონმა ამოწურა თავის თავი ნაკრებში, მადლობა მილტონ ყველაფრისთვის.
kote
ან რა კომენტარია? უფრო მძაფრი კომენტარი არა გაქვთ? რამეს იძლევა ეს კომენტარი? მე მეგალითად ასეთი კომენტარი მაქვს - რა საკადრო პოლიტიკაი-რი საკადრო პოლიტკაი?
გიორგი
მეორე ტაიმი რას გავდა?
გიორგი
ცოტა იმედგაცრუებული ვარ!
ვვვ
თუ სათაურში მართლაც პრესკონფერენციის მთავარი მესიჯია გადმოცემული, მაინცდამაინც ბრძნულად ვერ ულაპარაკია მწვრთნელს. თუმცა მძიმე სერია იყო და, პრინციპში, სასაყვედურო არაფერი გვაქვს. მადლობა მას და, რა თქმა უნდა, ბიჭებს!
მერაბი
მეორე ტაიმში ქულა ვერ ავიღეთ! მთავარი მწვრთნელის რეაქციამ გაკვირვება გამოიწვია - მთავარი მოგება არისო.წაგებას გადავურჩით, მეტოქის შეცდომის წყალობით. შეიძლება ჩაითვალოს, რომ დღევანდელი თამაში ჩავაგდეთ.
ასეა ეეს!
ჩვენ თუ ვიგებთ 1 ქულით მოგება მოგებაა, და თუ უელსთან ვაგებთ 7 ქულით -მაინც მაგრები და გამარჯვებულები ვართ. ამიტომ,აჯობებს გავითავისოთ, რომ მოგება მართლა მოგებაა და წაგებაც წაგებაა. ღირსეული წაგება არ არსებობს.
კახა
რატომღაც მილტონი ხელშეუხებელ პერსონად მოაქვთ მსოფლიო ჩემპიონატის მერე ვწერ და გავიხახი მადლობა მილტონს და დროა აცალ ეტაპზე გადასვლა და ახალი ხედვები რომ ნაკრები უფრო მაღალ დონეზე ათამაშდეს მაგრამ ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა უმეტეს კომენტარს მიბლოკავენ და უსაქმური ფედერაცია აბსურდული განცხადებებით შემოიფარგლება 4 წელი გავიდა და ერთი სერიოზული ტურნირი ვერ ჩაატარეს რომ ქართული რაგბი რაღაცით გაამრავალფეროვნონ ის ნიჟარაძე იქ მოკალათდა აქ დატოვა მარიონეტები
kote
ან რა კომენტარია? უფრო მძაფრი კომენტარი არა გაქვთ? რამეს იძლევა ეს კომენტარი? მე მეგალითად ასეთი კომენტარი მაქვს - რა საკადრო პოლიტიკაი-რი საკადრო პოლიტკაი?
zuka
an ra kitxvebia? an ra pasuxebia? jurnalistebs kitxvebi ar gichndebat ro dausvat? an sisuleles roca gpasuxobt, miutitot amaze da kidw ufro mzapri kitxva dausvat? "xom ar chamoyalibda amerika uxerxul metoqed" -Amixsenit vinmem, kitxvaa? rames izleva?mevmagalitad uamravi kitxva maq sakadro politikastan dakavshitebiy
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
აშშ-ის მწვრთნელი: საქართველო ექვს ერში თამაშს იმსახურებს
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
ამერიკის მორაგბეთა ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით გვეწვია
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
აშშ-ის მწვრთელი: "არწივების" თამაშით ამაყი და ბედნიერი ვარ
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს