<p>13-წლამდე „რეგიონთა თასის“ გათამაშებაში გამარჯვება კვლავ თბილისმა მოიპოვა <br> 25 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა ცენტრმა ლაგოდეხში 13-წლამდე რეგიონთა თასის გათამაშების ფინალს უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს იმერეთისა და თბილისის 2004 წლამდე დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რეგიონული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში თბილისელებმა იმერლები დამაჯერებლად დაამარცხეს და „რეგიონთა თასის“ 2017 წლის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვეს. მესამე და მეოთხე ადგილებზე, შესაბამისად. სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონული ნაკრებები გავიდნენ.</p><p>„რეგიონთა თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ფიფას მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელთა სელექციისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პლატფორმის შექმნაა. 13 წლამდე რეგიონულმა ნაკრებებმა პირველად 2016 წელს იასპარეზეს. წელს 13-წლამდე გათამაშებაში ქვეყნის 13 რეგიონული ნაკრები მონაწილეობდა.</p><p>ფინალური დაპირსპირების შემდეგ გამარჯვებული გუნდი, ფინალისტი და 3-4 ადგილის მფლობელი გუნდები, ასევე გამორჩეული ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკა ჯღარკავამ დააჯილდოვეს.</p>
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის