დღეს, 26 ნოემბერს ეროვნული ლიგის ბოლო ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა
დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.
მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.
მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.
საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
შემადგენლობები:
თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი
ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')
26.11.17 დინამო (თბ)-ტორპედო 0:1
levani
ბატონო რომან, როდის...როდის მიხვდებით რომ ფეხბურთში არაფერი გესაქმებათ, ნუთუ გსიამოვნებთ ნახევარი თბილისი რომ გლანძღავთ და გაგინებთ??? ეს კლუბი ბაბუათქვენმა ხომარ დაგიტოვათ მემკვიდრეობით რომ ვერ ელევით??? როგორც იყიდეთ ისე გაყიდეთ თუ შეიძლება და დაგვანებეთ თავი...
ledi
ქუტაისი ზირზველი ქარტული ქალაქია ტავისი ხალხიტ და მორიდებაა საწირო არიან პანატიკოსი გულსემატკივარი რომლებს სიგიჯემდი უყვარტ პეხბურტი და ტორპედო სიყვარული ისეტია კონტროლს გაკარგვინებს საკუტარ ტავზე ზნელია ამ დროს გაკიცხო ადამიანი მან სეიზლება ტავიც მოიკლას რომ წააგოს მსაჯებს მეტი სიპრტხილისკენ მოვუწოდებ ბოლო წამებზე ასეტ გადაწყვეტილებას ყოველტვის უსიამო სედეგი მოყვება გინდა ცემპიონობა პრეზე კიარუნდა იოცნებო მაქსიმუმ 2 გოლი უნდა გაიტანო საკუტარ სტადიონზე ტამასობ მასინ იკნები გირსეული ცემპიონი დინამო ვერ იყო გირსეული ვილოცავ ტორპედოს ვუსურვებ დიდ წარმატებას რატა გაახაროს მტელი საქარტველო
რა მიზეზის აღმოფხვრა,სუფთა პენალტი იყო ის პენალტი,შენ ბიჭო საერთოდ ფეხბურთის აზრზე ხარ?
სოსო
ოეე,მე წავიკითხე თავიდან ბოლომდე და 90%-ით ვეთანხმები,ის დარჩენილი 10% კი უფრო მაგარ მაგრები უნდა ეთქვა და იმიტომ არ ვეთანხმები.ტორპედო ცოდვაა ასეთი ვაი გულშემატკივრის გადამკიდე,რაც არ უნდა კარგად ითამაშონ და ფული გამოიმუშაონ,ვალებიდან მაინც ვერ ამოვა, თუ ჯარიმები ყოველ თამაშში იხადა.
ლევანი
ყველა ერთი ნაგავია, თავის ჩემპიონიან და ბოლო ადგილოსანიანთან ერთად. საერთოდ რა გასახარია გახდე საქართველოს ჩემპიონი..........!!!!! ვისზე უკეთსი ხდები???? ჭაობში მყოფებზე ცოტათი მაღლა? მოკლედ შეხედეთ, ვინ იყო მაგ მნიშვნელოვან თამაშზე?!!!
opizar
ღირსეულად მოიგეს საღოლ!!! იმედია ლიგაზე შარშანდელივით არ ჩაისვრიან:) ფიფიამ კიდე ის მოიმკა რა დათესა, ორჯერ დაშალა გუნდი წელს. კაი გაახალგაზრდავება გუნდის, მაგრამ მგონი გადაამლაშა.კიტე გული არ გაიტეხო ამ ჩემპიონატში ყველაზე კლასიანი იგროკი ხარ.
givi
ყველა არაადეკვატური ხდება, მთავარია რა მიზეზით ხდებიან არაადეკვატურები ის არის გამოსაკვლევი და დასასჯელი ის ვინც არაადეკვატურობისაკენ უბიძგებს გულშემატკივრებს, უფალი დიდია და სამართალმა იზეიმა. შეეშვით ქუთაისს და ქუთაისელებს და იმ მიზეზის აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ რაც გულშემატკივრებს არაადეკვატურს ხდის( მიზეზი ყველასათვის ცნობილია)
givi
ვულოცავ ქუთაის, აი დინამოს კი ვურჩევ ყოველთვის მსაჯების დახმარებით თავის გატანას ურჩევნია თამაში გვანახოს. და ფედერაციას კი ვურჩევდი, რომ დინამოს გარდა არსებობს სხვა ქალაქებიც საქართველოში .........................................
ქუთაისელი-2
არ ვამართლებ ფანებს ქრონოლუგიურათ ერთი 20 წელი რეფერების სიმპათია არის დინამოს მიმართ,ფესვები ამ აგრესიის იმალება ამაში.ქომაგები იყვნენ მძლავრი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ანალოგია სამშობიაროში რომ თქვან შეღეძინათ ბავშვი და 12 წუთში გამოაცხადონ ახალშობილი გარდაიცვალა. ნათესავები ხომ დალეწავენ მისაღებს. თუ ასეთი პრეცედენტები არ ყოფილა ჩვენ სტაციონარებში ვერტიკალი ეძიეთ ზევით და არა პროვინციებში რატომ ასთე ცუდათ არ იქცევიან ქობულეთში, ბათუმში, გორში, სამტრედიაში მსორი.
სოსო
პენალტი იყო,მაგრამ რომც არ ყოფილიყო,სტადიონი უნდა დაანგრიოთ?ღმერთი ხედავსო რომ ამბობ,ღმერთმა მოგიწოდათ დაწვით და დაანგრიეთო?ძალადობისაკენ მოგიწოდებს ღმერთი?თქვენს გლახობას სხვას და ღმერთს ნუ დააბრალებთ.ტორპედოს კი მეც ვულოცავ ჩემპიონობას.ალალიც არის.
სოსო
გეთანხმები ვასილი.ქუთაისელებს ვულოცავ ჩემპიონობა,მთელი მეოთხე წრე დადევნებული მგლებივით სდიეს დინამოს და ბოლოს მაინც დაიჭირეს.დინამომ კი ჩემპიონობის დაკარგვა მხოლოდ თავს უნდა დააბრალოს.რაც შეეხება გულშემატკივრებს,რა ვქნა და მე მაგათ გულშემატკივრებს ვერ დავარქმევ,რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ,მაგრამ ის ნაწილი,რომელიც სისტემატურად ასე სამარცხვინოდ იქცევა,სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს და აეკრძალოთ სტადიონთან მიახლოებაც კი.რომ არ ვიცოდე როგორი ხალხია ნამდვილი ქუთაისელები,ამათი შემხედვარე სამუდამოდ შემეზიზღებოდა ქუთაისი და ქუთაისელები. თუ ეს ვაი გულშემატკივრები,მხოლოდ ქუთაისის ვაი გულშემატკივრებს არ ვგულისხმობ,ყველა გუნდის ვაი ფანებზე ვამბობ,სრული სიმძიმით არ აგებენ პასუხს როგორც სამართლებრივად ისე მატერიალურად,ეს ძალადობა და უბედურება არ შეწყდება.საქართველოში ისედაც ბევრი ადამიანი იღუპება სხცადასხვა დარგში სრული მიშვებულობის შედეგად და არ მინდა ამას სპორტიც დაემატოს.
vaso
ტორპედოს ფანები რომ არაადეკვატურები არიან ფაქტია, მათ ჯუნგლებს ეძახიან, მაგრამ სამართლიანები არიან. პროვინციალიზმი იყო მთელი თამაში დინამოს სასარგებლოდ რომ იყო მსაჯობა. პენალტი ხო საერთოდ. ისედაც ასაეთ თამაშში ბოლო დამატებით წამზე პენალტი არ ინიშნება და აქ აშკარა ჯარიმა ვერ დაინახა მსაჯმა და უკვე წაქცეული ტორპედოელის დარღვევაზე სრაზუ პენალტი. აი ესაა და მერე გულშემატკივარია მხეცი და ვანდალი. დინამოს ფანები რას იზამდნენ ანალოგიურ სიტუაციაში? ჯერ აღარ გრცხვენიათ დინამოს მთელი ცხოვრება თრევა? მარა ღმერთი იხედება ზევიდან. სამართალმა პური ჭამა. გილოცავ ტორპედო
გიორგი
თუ მხედველობაში არ მვიღებთ იმ მომენტს რომ მანამდე დინამოელი იყო დასაჯარიმებელი მაშინ კი იყო პენალტი :)
ქართველი
მაგარი ყანა ფანები ყავს ტორპედოს :D:D მაგარი ხისთავიანები :D:D ალბათ არც არის უმეტესობა ქუთაისელი. იქნებიან ონი, ხონი, ზესტაფონი... :D:D:D გუნდს ვულოცავ ღირსეულ ჩემპიონობას!!!
გიორგი
დინამომ ხომ გახია ევროპული გუნდები :D
oee-s
რა ვიცი თავად კი წაგიკითხავს და თუ აბდაუბდა იყო რას კითხულობდი. თან ერთი შენ ხარ ჭკვიანი და დანარჩენი 16 კაცი არაა ეტყობა შენნაერებს აეწვათ და მიტომ მოგეჩვენა აბდაუბდად. მე ბევრ რამეში ვეთანხმები ავტორს.
zas.
ქუთაისელი მაგას არ იზამდა დამიჯერე,ვინც ქუთაისში ცხოვრობს ყველას ქუთაისელი არ ჰქვია.ქუთაისელობის მენტალიტეტი სულ სხვაა, ჩამობრძანდი და შენი თვალით ნახავ თუ ამ ქალაქის ძველ მაცხოვრებლებთან მოგიწევს შეხვედრა.ძალიან გთხოვ იმ მხეცების გამო ნუ გალანძღავ ჩვენს ქალაქს.
zas.
მართალი ხარ ვასილი,ეს როჟები ყველანი უნდა დააჯარიმონ და სტადიონზე შესვლა აუკრძალონ.სადაა კანონის დამცველები სხვის ქონებას რომ ანადგურებენ?პასუხი თუ არ მოეთხოვათ, ხვალ უარესს გააკეთებენ.უპატრონობაა ქვეყანაში.
ani
და ეს დინამოა ამდენი წლები ჩემპიონები რომ არიან და კომენტატორი სამარცხვინოდ იძახის საქართველოს საუკეტესო გუნდიო?
007
ჩვენს უპატრონო ქვეყანაში - მალე უკანასკნელი ქართველი, ბოლო ქართველს შეჭამს ! ... ბ-ნო კელი - როდისთვისაა დანიშნული ფინალი ?! ...
გიგო
ქუთაისის ტორპედომ დაიმსახურა ჩემპიონობა! წარაკუა ვაი გულშემატკივრებმა, კი სადაც საჭიროა იქ ივარგონ და არა სტადიონის დარბევაში (ცუილები და კუანები)
odala
აზრი არა აქვს თქვენთან კამათს. თქვენ რომ გკითხოთ, არც თამაშგარე იყო და როცა თვალხილულ ადამიანს დანახვა არ უნდა, იმას რაზე უნდა ელაპარაკო.
მამუკა-ს
ჰო აბა რაა კიტეიშვილი და კვასხვაძე თურმე მთელი კვირა ვარჯიშობდნენ ასეთი რამე რომ გაეკეთებინათ, მიდი აბა მართლა 10-ჯერ დაარტყი და გადამხტარ მეკაარეს ფეხზე ბურთს თუ მოარტყამ შენ იქნები სუპერი :))))))
შენ ტორპედო არ იყო
შენ ტორპედო არ იყო მართლაც და ... , რა გიხარია თუ რომელიმე ქართულმა გუნდა გაასხა, დინამო არ გაასხამს ყოველ 6 თვეში რომ ჰყიდის ფიფია საუკეთესო ბიჭებს კაპიკებად??? ტორპედოს რა უნდოდა ის მიიღო ფიფიამაც ზუსტად ის რაც უნდოდა
ოთო
ღირსია ფიფია რომ გაყიდა მთელი გუნდი...თავიდან დინამო ისეთ კარგ ფეხბურთს თამაშობდა ყოველ ტურში ღირდა ყურება...გაყიდა წამყვანი ფეხბურთელები და ამხელა ჰანდიკაპი ამოუქაჩა ტორპედომ...კარგია რო ვერ გახდა დინამო ჩემპიონი, იქნებ ახლა მაინც მიხვდეს რომ არ უნდა გაყიდო დროზე ადრე წამყვანი ფეხბურთელები...ეხლა ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი განაცხადშიც ვერ ხვდებიან თავის გუნდებში და იკლავენ პერსპექტივას, როგორც ბევრმა სხვამ და აქ მაგათ გარეშე (და არამარტო მაგათ გარეშე) დინამო დაბალი დონის ფეხბურთს თამაშობდა...ძალიან სამართლიანად მოხდა რო პენალი ვერ გაიტანა, მერე ეგონებოდა ფიფიას "სწორ გზაზე" ვდგავართო :(...ერთს იძახის ეს კაცი და მეორეს აკეთებს...3 წლიანი პროექტი 6 თვეში დაშალა :(
Vasili
ვულოცავ ტორპედოს... / ეს ხალხი ვინ არიან??? გასახევები არიან ყველანი ერთად, თავის სახეს რო აჩვენებს და ყვირის დაწვით ,დაწვით და სხვები ლეწავენ და ამტვრევენ , ძლივს ერთი სტადიონი გვაქ თან ,როგორი ისტორიული და ეს ტიპი ყვირის დაწვითო , შენ ბიძია უკაცრავად და შიგ ხო არა გაქ აბა ნახე ერთი?! ყველამ უნდა აგოს პასუხი , არ ეხება მარტო ამათ, სხვა გუნდების ვითომ გულშემატკივრებიც უნდა დაისაჯონ როცა ცდებიან./ ეხლა ფედერაცია ფულად სანქციას დაუწესრბს ტორპედოს და ეგ კიდე უფრო უარესი , რა შუაშია მანდ ტორპედო დაითრიეთ ეს ხალხი და გააკეთებინეთ საკუთარი ჯიბიდან და აეკრძალოს სამუდამოდ სტადიონზე შესვლა./// წარმატებები ტორპედოს იმედია გადალახავს რამოდენიმე ეტაპს... / ბევრი ქუთაისელი ძმაკაცი მყავს და კარგად ვიცნობ ქუთაისელებს , და ამ ბაცნებს საერთო არაფერი აქვთ ქუთაისთან...
A
დინამომ იფრინა ევროთასებზე ..დაჯექი და უგულშემატკივრე რაა. რა მოხდა ქართული კლუბი არაა??!!!
Torpedos
ეგ სამტრედია იყო შე დუ რა კო. სამტრედიას და ქუთაისს რომ ვერ არჩევ ერთმანეთისგან.
oeee
შე .. კაი კაცო ამდენს რომ წერდი არ გეზარებოდა? გგონია ვინმემ წაიკითხა ამხელა აბდა-უბდა?
xobeli
სამარცხვინო მსაჯობა, პენლამდე ჯარიმა ვერ ,,დაინახა". ვულოცავ ქუთაისს
ტორპედო
ეს ის ტორპედო არაა თათრებთან 0-5 რო გაასხეს? რა უხარიათ ეხლა 0-10 წააგებენ ევროთასებზე ((
გაბრაზებული დასავლეთელი
სამარცხვინო გულშემატკივარი ყავს ქუთაისს(ყველაზე არ მაქვს საუბარი). მართლა ჯუნგლები და სამარცხვინოები არიან. მაძულებენ ქუთაისს და ქუთაისელებს. არა და მიყვარს(მიყვარდა მგონი უკვე) ეს ქალაქი.
mmg
პენალტი იყოოო! არ გრცხვენიათ?! აი ჯარიმა კი იყო იმ ჭიდაობაში! და პენალტი, რომ გაეტანათ ჩემპიონები იყვნენ?!
ana
არ ხარ სამართლიანი. შეცდომა ყველას მოსდის. ისრ მაშინ ვერც ერთ გუნდს ვერ მოუგია.
ada
ბოღმიანი არ უნდა იყო ადამიანი
calciofan
კვასხვა ტყუილად არ არის ნაკრებში,მას ამ გამარჯვებაში ლომის წილი აქვს,ვულოცავ ტორპედოს და მის ფანებს ჩემპიონობას! ფორცა ტორპედო!
lado
ფიფიან სულ გაყიდა ნორმალური ფეხბურთელები. რაც დახარჯა ამოღება დაიწყო. მერამდენე ტურია დიანმო ვერ იგებდა. მოჰამედ ალიუ რომ მოიყვანეს და სკამზე იჯდა. გვენახა რას წარმოადგენდა. ფინალში უნდა ეთამაშებიბა
ANI
მანდ იმაზე არ იყო აქცენტი იყო თუ არა პენალტი. უბრალოფ ბოლო წამზე დანიშნულ პენალტს მოყვა რეაქცია. მასე ის პირველი გოლი არ იყო თამაშგარე და უნდა ჩაეთვალა. მაგას რატომ არ ამბობ.
avto
სად იყო პენალტი მანამდე თვითონ დაქაჩადა წააქცია პირიქით შეტევაში უნდა დაეჯარიმებინა...უბრალოდ ვისაც რისი დანახვა უნდა იმას ხედავს და არა რაც ნაგდად იყო....კი ფეხი აშკარად მოარტყა მარა მანამდე იქეთ იყო დასაჯარიმებლი
odala
ქუთაისური ზრდილობა და სიდარბაისლე აღარ გამაგონოთ თუ ძმა ხარ. გამოჩნდა როგორც ფეხბურთელებისგან, ისე ფანებისგან და აქ მოკაკუნე კომენტატორებისგან.
odala
პირველ რიგში 'ქუთაისელობა' და ქცევის კულტურა ფეხბურთელებს უნდა მოსთხოვო. ხომ იცოდნენ რომ 100%-იანი პენალტი იყო, რაღატომ შედგნენ მსაჯს და გააგიჟეს გულშემატკივარიც??? ეგენი რომ მოქცეულიყვნენ ზრდილობიანად, არც ფანებს აიყოლიებდნენ. მსაჯს რომ ტორპედოს ჩაძირვა ნდომოდა, მანამდე დანიშნავდა და არა ბოლო წამზე. ფეხბურთელები არიან რომ გაზიზღებენ მაგ სპორტს თავისი საქციელით. მსაჯს რომ შედგები 5 კაცი, უკვე ლაჩარი ხარ!!
odala
ფუ რა ბაცნებივით იქცევიან ეს ფეხბურთელები. არანაირი სპორტული სული. შედგნენ მსაჯს ეს სამარცხვინოები. არა და პენალტი იყო, აბა რა იყო. მარტო ამიტომ არ მოგინდება ამათი ყურება. ამათ არც მოგება იციან კაცურად და ადამიანურად და არც წაგება.
ქუთაისელი
100% მართალი ხარ ეგრე უნდა ფიქრობდეს ყველა არამატო სტადიონზე ყველგან როცა ქუჩაშია ან ავტობუსში ან ნებისმიერ ადგილზე
mamuka
ვინც უფრო მოტივირებული იყო იმან მოიგო სამართლიანად. ერთი ეგაა რომ ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედო სავარაუდოთ პირველივე წრეში გაასხამს, დინამოს კი გაძლიერების ხარჯზე იქნება რაღაცისთვის მიეღწია.დაანარჩენი ვნახოთ აღდგომა და ხვალეო
emigranti
ჩემპიონატის ფინალს რომ ცარიელი სტადიონით შეხვდები რისი იმედი უნდა გქონდეს. ან როგორ უნდა მოსთხოვო გულშემატკივარს სტადიონზე მისვლა, როცა ვინც ღირებული იყო დინამოში ფიფიამ უსინდისოდ გაყიდა...ფეხბურთელების გაყიდვას ჯობია გუნდი გაყიდო! დიახ ბატონო, მოგვშორდი თავიდან, გაყიდე გუნდი. დინამოს მორმალური ინვესტორი ნამდვილად გამოუჩნდება, გაყიდე და ფულსაც გააკეთებ. რაც დახარჯე იმაზე ბევრად მეტად გაყიდი. გააკეთე ეს სიკეთე, სანამ დინამოს გულშემატკივარი არ გაიძულებს დინამოდან კი არა, საერთოდ საქართველოდან აბარგებას. არა ხარ ბატონო რომან შენ დინამოს ღირსი, ნუ დაგვაწყვიტე ნერვები. ფუი შენს კაცობას! გილოცავთ ქუთაისლებო ჩემპიონობას, ნამდვილად აჯობეთ თამაშით ამ დაბეჩავებულ დინამოს და ალალად გეკუთვნოდათ ეს გამარჯვება. ვაიგულშემატკივრები კი თქვენ თვითონ უნდა დასაჯოთ, თორემ რაც დრო გადის უფრო და უფრო უღირსად იქცევა მავანი. გრცხვენოდეთ ქვასროლია "გულშემატკივრებო", ცოტა ტვინი გაანძრიეთ თუ შეგრჩენიათ. თავად ქუთაისმა და ტორპედოს ნამდვილმა გულშემატკივრებმა უნდა გააკეთოთ ეს, თუ არა და ე.ი. ყველანი ერთი ...თ ხარ გაკეთებული. სამწუხაროა რომ ქართულ ფეხბურთს კიდევ დიდი ხანი არაფერი ეშველება.
dadu
აღარც კი მიჩნდება სურვილი ტორპედოს ჩემპიონობა მივულოცა. ვანდალებო ვინმეს გგონიათ რომ სტადიონს ვინმე თავის ჯიბიდან გააკეთებს? ასე რამ გაგიყინათ ტვინები? იმ ფულს ისევ ბიუჯეტიდან არ გამოყოფენ? ხვალ კი დედათქვენები და მამათქვენები სწორედ თქვენს გამო ნაკლებ პენსიას მიიღებენ. სწორედ თქვენ გამო არ დაიგება გზები და ისევ თქვენი დანგრეული მანქანები არ დაილეწება უარესად? ამ ქმედებით გგონიათ ვინმეს რამე დაუმტკიცეთ? მერე იძახეთ არავინ გვეხმარებაო, სანამ ასეთი სლიპინა ტვინები გვექნება არც არავინ დაგვეხმარება.
ქართველი
იმედია ვანდალები დაისჯებიან!
givi
10-ჯერ დაარტყი და რამდენს მოარტყამ გვანახე აბა, რა უაზრობაა
გულშემატკივარი
კიტეიშვილმა შუაში დაარტყა რაც უეჭველი გოლია, უბრალოდ კავასკვაძეს გაუმართლა რომ ფეხი დატოვა. კანმა გააკეთა ეგეთი რამ, იმის მაგირვრად რომ კიტეიშვილი შეგეცოდოთ ცინიკურად დასცინით. ამ ბიჭზე ეს პენალტი ცუდად იმოქმედებს, იმედია გაუძლებს ფსიქოლოგიურად ამ შემთხვევას
gio
ვულოცავ ტორპედოს ჩემპიონობას.მაგრამ მე პირადად დიდად არ მაინტერესებს რომელი გუნდი გახდება საქართველოს ჩემპიონი ყველას ვგულშემატკივრობ ევროთასებზე ,მთავარია იქ მიაღწიონ წარმატებას იქ ჩანს გუნდების რეალური ძალა და დონე სამწუხაროდ ფაქტია, რომ ბოლო 3 წელია ქართული გუნდები პირველივე წრეზე ეთიშებიან ტურნირს ყველა ერთად ზოგიერთ ძალიან სამარცხვინოთ სამწუხაროდ.
Gura
ვარ თბილისის დინამოს სტაჟიანი გულშემატკივარი, მაგრამ, შესაძლებელია, დინამოს არჩემპიონობამ ჭკუის სასწავლი აღმოჩნდეს ზოგიერთებისთვის. ფიფია, ერთი მხრივ, კარგ საქმეს აკეთებს, ძალიან ბევრი იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელი აღიზარდა დინამოს აკადემიაში. მაგრამ შენ თუ ხარ კლუბის პრეზიდენტი, კლუბის პატრიოტიც უნდა იყო. საბოლოო ჯამში, კლუბის (კლუბების) სიძლერე ქართული ფეხბურთის სიძლიერესაც ხელს შეუწყობს, ხალხიც წავა სტადიონებზე, ფეხბურთი განვითარდება. ახლა რა გამოდის, რისთვის უნდა წავიდე სტადიონზე და ვიგულშემატკივრო გუნდს, თუ მეცოდინება, რომ ყველა კარგი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს დატოვებს ამ კლუბს (ბოლო 2 წელიწადში დინამოდან წასული ფეხბურთელებისაგან შეიძლება შედგეს ერთი კარგი გუნდი). თუ ფეხბურთელების გაყიდვაზეა საქმე, არ უნდა ვიჩქაროთ. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ეს ფეხბურთელი დარჩა გუნდში და ეს გუნდი გავიდა ევროპაზე. იქ გამოჩნდებოდა ვინ რას წარმოადგენს და საუკეთესოებს მიიწვევდნენ კარგ ევროპულ კლუბებში. ამით კლუბიც დარჩება მოგებული, ფეხბურთელიც და ნაკრრებიც.
qomagi
dinamo da torpedo orive farchaki gundebia))) ra azri aakvs vin gava pirvelze an meoreze, mainz sakartvelos saxels shearzxvenen evropul asparezze.
gori 2
ვულოცავთ "ტორპედოს"!!!!! ღირსეულად მოიგეს. ის დაუმსახურებელი პენალტი რომ გასულიყო სამართლიანი იქნებოდა? ჰოდა იცოდეთ ღმერთი დიდია.
მამუკა
ოთარ კიტეიშვილმა ქუთაისის ტორპედო საქართველოს ჩემპიონი გახადა. ოთარ კიტეიშვილმა ქუთაისის მეკარეს ბურთი ფეხებში შეგნებულად დაუმიზნა ბოლო წუთებზე ჩემპიონობა არ მინდაო.
მამუკა
100% სიმართლე დაწერე, მეც იგივე აზრი მაქვს. უეჭველი პენალტი იყო, აი ოთარ კიტეიშვილმა ქუთაისის ტორპედო ჩემპიონი გახადა. უსამართლობა იქნება კახა ჩხეტიანი ან როინ კვასხაძე თუ იტყვიან ქუთაისის ჩემპიონობა ჩვენი დამსახურება არისო. ასე რომ ქუთაისის ჩემპიონობა ოთარ კიტეიშვილის დამსახურებაა.
gia
ვულოცავ ტორპედოს!!! სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ თქვენი.ხულიგანო ფანებო გახსოვთ როგორ ლანძღავდით ჩხეტიანს? არ გესმით თქვენ ფეხბურთი და არც გულშემატკივრობა იცით
oceola
სანამ ხალხი სტადიონზე არ მივა, არაფერი გამოვა. დინამოს უნდა ჩამოართვა ეგ სტადიონი და სადმე 5 000 კაციანი მოედანი გამოუყო
გენო
სულ არ მაინტერესებს ამათი ვითომ ჩემპიონობა ევროპაზედ არ განადგურდნენ მთავარია ილუზიები დამღუპველია! მე ყოველთვის ვუგულშემატკივრწებ მაგრამ აღარ მინდა ერთუი და იგივე რა გახდება ერთი წრე რომ გაიაროს ჩვენმა გუნდმა! ვინც არ მეთანხმება თქვას! ისე იქ თუ პენალთი არ იყო!
ანტიფეხბურთი
ტორპედოს მოხუცებმა უმძიმეს ბრძოლაში დამსახურებულად მოუგეს პირტიტველა დინამოელი ბიჭების გუნდს - ეს ფაქტია. გილოცავთ ტორპედოს ფეხბურთელებო ამ სანატრელ ჩემპიონობას 15 წლიანი პაუზის შემდეგ. იმედია რომ ჩემპიონთა ლიგაზე თუნდაც ერთ ეტაპს გაივლით. ამ მატჩმა აჩვენა რომ ჩემპიონატის სამივე პრიზიორი ერთი დონისააა, მაგრამ ყველაზე საიმედო და ბრძოლისუნარიანი გუნდი მაინც სამტრედიას ჰყავს, თუკი არ დაშალეს ეს შემადგენლობა. ველოდებით თასის ფინალს. იმედია რომ იქაც ღირსეული გაიმარჯვებს.
TORPEDIUS
VENI VIDI VICI მიველ ვნახე გავიმარჯვე. (ბრმა თუ ვერ დაინახავს, რომ გურული წააქციეს და დინამოელმა გააფორმა ჯამბაზივით)
გიორგი
ვადაჩკორია მანამდე ჯარიმა არ იყო, თუ არ დაინახე?
ვვვ
სანამ ქვების სროლა და ტრიბუნების დარბევა არ დამთავრდება, არაფერს ფასი არა აქვს. პ. ს. ჩემპიონებს მაინც გილოცავთ.
sord
ვინც პენალტს გამეორებაზე უყურა და მაინც იძახის კონტაქტი არ იყო და მოგონილი პენალი იყოო ის უპრალოდ ბრმაა ან მაგარი უნამუსო მატყუარა. ისე ერთი მედალი კიტეიშვილს მიეცით ცოდოა ბიჭი, რაც მაგან იჩალიჩა ვერც ერთი ტორპედოელი ვერ შეედრება
ნეიტრალური ქომაგი
qutaiseli რაზე გელაპარაკო?! აზრი არააქ არაფრის ახსნას :) საერთოდაც პენალტი მანდ იყო და კვასხვაძის სეივმა გაალამაზა ყველაფერი.. თქვენ დაუკარგეთ ელფერი ყველაფერს , შენ და შენნაირებმა :) ატანა აღარ გვინდა თურმე?! ზრდილობაზე მორალი არ წამიკითხავს მარა წასაკითხი კი გაქვს შენ! წადი რა ძმაო საქმე ნახე..
lllll
მომისმინე ბიჭო, ის იყო სუფთა პენალტი,რა ვერ დაინახე რო ფეხი გამოარტყა
da
ჩაგი.GVით გამარჯვებაში
ვაი შენს პატრონს
ჯერერთი განზოგადებულად ქუთაისლებზე რა პონტში წერ შე "კულტურულო", თუ კონკრეტულად არ მიგწონს ვინმე დაწერე მათი მისამართით... "ქუთაისელებო ცოტა გამოფხიზლდით რა :) ზრდილობა,კულტურა და მოქცევა ისწავლეთ!!!" რას ნიშნავს? ჯერ მიმართვების ფორმა ისწავლე და მერე წერე, ოკკ???
ქუთაისელი
პირველ რიგში ვულოცავ ჩემს ქუთათურებს გამარჯვებას. ამავე დროს მინდა დროზე დავეშვათ მიწაზე და საქმეს მივხედოთ. აქ რამდენიმე მოსაზრება ვნახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართველებს ყველაზე კარგად უაზრო ქიშპობა გამოგვდის. სიხარულით ხტუნავს ალბათ შაჰ-აბასი თავის დროზე როგორ სწორი დიაგნოზი დაგისვითო. 1, იმ ქართველების საყურადღებოდ ვისაც გინება და სკამების მტვრევა გონია საქმე და იქვე მეორე მხარეზე მყოფი ქართველების საყურადღებოდ ვისაც პროვოკაცია და გინება ღირსება გონია. თუ ასე მაგები ხართ კარგად მიიხედ მოიხედეთ საქართველოში მტერი სხვა ვერავინ ნახეთ ?? 2. შეიძლება ვცდები და მაინც შარზე ვარ, მაგრამ თავად გადაამოწმეთ, მეორე ტაიმში რატომ მოხდა რომ გოლის გარდა არცერთი საკამათო ეპიზოდის გამეორება არ გვაჩვენეს დინამოს კართან? ალბათ მაგ მხარეზე კამერა ვერ იმეორებდა :). მგონია, რომ ვიდეო გამეორება ნათელს მოფენდა საეჭვო საკითხს და რაც უფრო მნიშვნელოვანია ყოველგვარ ეჭვებს გაფანტავდ, მაგრამ გაუგებარი მიზეზის გამო არჩიეს სალაპარაკო დაეტოვებინათ. 3. როცა ხურცილავას აშკარად გამიზნულად მოარტყეს უკნიდან ფეხში, რატომღაც ჩაიფარცხა გაფრთხილების გარეშე, მსგავს და არა ანალოგიურ სიტუაციაში ტორპედოელი გააფრთხილეს. ამას რომ ზოგადად ცუდი სუნი ასდის ეს ნაკლები პრობლემაა მთავარი სხვა რამეა ეს ორივე გუნდის საყურადღებოდ ევროპაში მაგის გამო შეიძლება ულაპარაკო წითელი აგვიფრიალონ და მერე იწუწუნებთ მსაჯმა დაგვჩაგრაო. მსაჯები ახლა გაფუჭებენ მასეთი დარღვევებისათვის წითლებს რომ გაჩვევენ მანდ ერთი კარგი რამეც მოხდა და გულშემატკივრები თუ ვისწავლით არ იქნებოდა ცუდი ჯერ სხვა ტორპედოელები სასწრაფოდ ჩაერივნენ და ჩხუბს გაარიდეს დამნაშავეები და მერე როგორ გადაეხვია კიტეიშვილს თუ არ ვცდები კაპანაძე და გაარიდა კონფლიქტს. 4, რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს თუ მხოლოდ ბოლო ეპიზოდს განვიხილავთ შეიძლებოდა პენალის დადება, მაგრამ იმას რა ვუყოთ წინასწარ მცველი ხელებით ძირს რომ დაიგდეს? ამ დროს მსაჯმა საათზე დაიხედა და ვეღარ შეამჩნია? 5. ტორპედოსთვის რათქმაუნდა კარგი იყო რომ კიტეიშვილმა ვერ გაიტანა, ყოჩაღ კვასხვაძეს და ძალიან შემეცოდა დინამოს კაპიტანი. იმ იდიოტების საყურადღებოდ კი ვინც ფიქრობს, რომ ამის გამო დინამოდან სასწრაფოდ უნდა გარიცხოთ, ვაი თქვენს პატრონს. თუ ვერ აფასებთ გამოუშვით ტორპედოში ჩვენ კარგი ფეხბურთელის დაფასება ვიცით. 6. განსაკუთრებული მადლობა კი ბატონ ფიფიას. თქვენია გენიალური გადაწყვეტილებები რომ არა დინამო ჩემპიონობას მესამე წრის ბოლოს თუ არა ასე 5 ტურით ადრე მაინც იზეიმებდა. რა ფული აიღე ასეთი, რომ საათივით აწყობილი გუნდი დაშალე? და ვის იმედად ვითამაშებთ გაისად ევროთასებზე იმ გუნდებით გადამწყვეტ თამაშში 2 ტაიმის მანძილზე კარში (დინამომ ბოლოსკენ განსაკუთრებით კარგი არეკნები დაარტყა) ჯამურად (ორივემ ერთად) 10-ჯერაც რომ ვერ დაარტყეს. ბოდიშს მოვითხოვ თუ ვინმეს ეწყინა, მაგრამ ვთქვი ის რაც მაწუხებს.
liverpuli barselonas supermarketi.
გილოცავტ ქუტატურებო გორიდან
Dragonfly
ქუთაისმა დამსახურებულად მოიგო და გახდა ჩემპიონი. სირცხვილი მსაჯებს!ვადაჩკორია უნამუსო მსაჯია! კობიაშვილი ცოდოა ამდენი უნამუსო ფეხბურთში მოღვაწე ხალხის ხელში!
Chaachi
ვულოცავ ტორპედოს და ქუთაისს გამარჯვებას, რაც შეეხება დინამოს,ბრავო ფიფია, უხელფასო და უფულო ტორპედომ დაგამარცხა,აი თქვენი წარმატებული სატრანსფეო პოლიტიკა, ბრავო ქუთაისს..
lolo
სამარცხვინო ფიფია, ჩაკვეტაძე რისტვის გაუშვი 5 ცუტი არ უტამაშია ბელგიაში, ზოგი ირანში, ზოგი უნგრეთში, სამარცხვინო ადამიანი და პულის მონა
qutaiseli
წადი რა ძმაო საქმე ნახე სულში ჩაგვაფურხეს და სკამის დამრევის ატანაც არგინდათ??????უკეთესი იქნება იმაზე თუ ამოიხებ ხმას რასაც დინამო თავის მსაჯებიანათ ჩადიან,,,,, მოიქცენ წესიერათ და არც სკამები დატყდება,,,,,,და კიდე ქუთაის ზდილობას და მოქცევას შენ ვერ ასწავლი და თუნდაც ვერ ურჩევ ასე რო ნუ ახიზიანებ აქ ხალხს
ქუთაისელი
მე ვიყაი სტადიონზე, ტორპედოს ფანების ადგილას. უფროსი გულშემატკივრები, ფან-კლუბის ხელმძღვანელები მოვუწოდებდით რომ არ ესროლათ სკამები, მაგრამ ამაოდ. არ შეიძლება მასე, ძალიან საშიშია, წვეტიანია და შეიძლება ვინმე მოკლა! ნუ გავაუფერულებთ ამ ლამაზ გამარჯვებას..
ALONZO
თამაში შეგიძლიათ გადაახვიოთ imovies.ge აირჩიეთ ტელევიზიები , შემდეგ 2 არხი და დარწმუნდით რომ პენალი იყო
ალეკო
ვულოცავ ტორპედოს ჩემპიონობას. მაგრამ მინდა მჯეროდეს რომ, ეს ყველაფერი ჩაწყობილი არ იყოს. მახსოვს პირველი წრე რომ დამთავრდა,ტორპედოს პრეზიდენტის ინტერვიუ წავიკითხე,სადაც ის სრული პასუხისმგებლობით პირდებოდა გულშემატკივარს ტორპედოს ჩემპიონობას.არადა დინამო მაშინ უსწრებდა 10 ქულით. დღეს რაც კოტეიშვილმა აკეთა ერთი ოქროს მედალი ტორპედოდან მასაც ეკუთვნის. რაც კარში დაარტყა ყველა გარდასახა. ბოლოს პენალტი პირდაპირ მეკარეს გაარტყა.ბოლო ტურებში ვინც ტორპედოს შეხვდა დასავლეთის კლუბები, არცერთმა ფეხბურთი არ ითამაშა.დინამომ კიდე საბურთალოსა გატეხა.იმ გუნდთან რომელსაც არანაირი მოტივაცია არ ქონდა.და ბოლოს ამ განლაგებით იხეირა ჩიხურამ.რომც ვერ მოიგოს თასის ფინალი,მაინც გადის ევროთასებზე.ძალიან მინდა ვცდებოდი და ეს ასე არ იყოს. პ.ს.მადლობა ტორპედოს 300 ლარი კი მოაგებინა:)
მართლა ჯუნგლები და ცხოველები არიან სამარცხვინო საქციელი იყო რაც ეგრედწოდებულმა ჯუნგლებმა ჩაიდინეს შეიძლება არბიტრის გადაწყვეტილება არ მოგეწონოს, მაგრამ შენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო არენახე სკაებუს მტვრევა ეს სამარცხვინოა
Obieqturi
ვადაჭკორიას მოგონილი თერთმეტმეტრიანით ვეგარ აჩუქეს დინამოს ჩემპიონობა.. კოვტალიუკმა მანამ თავად რომ წააქცია ხურცილავა ალბათ მაშინ გვერდზე იხედებიდა მსაჯი... ფორცა ზესტაფონი....
დათო
ვულოცავ ტორპედოს დამსახურებულ ჩემპიონობას. ტორპედომ ქართული ფეხბურთი სირცხვილისგან იხსნა და ფიფიას ქარვასლას გამოსტაცა ჩემპიონობა. სირცხვილისგან იმიტომ რომ დინამოს რომელსაც ყველა პირობა აქვს, მაღალი დონის სტადიონი, სუპერ ბაზა და სუპერ აკადემია არ შეიძლება ასე უსური იყოს. წესით დინამოს ჩემპიონობა ოქტობრის დასაწყისშივე უნდა გაენაღდებინა. 2011 წლიდან დღემდე დინამო ყოველ წელს უფრო სუსტია წინა წელთან შედარებით და დღემდე ფიფია მხოლოდ ფეხბურთელებით ვაჭრობს და ფიფიას ქარვასლა ჩემპიონი არ უნდა ხდებოდეს. მსაჯობა იდეალური იყო თამაშგარე სწორად დააფიქსირა და პენალტიც იყო (ყოველ შემთხვევაში იმ 2-ე არხზე იმ კამერით პენალტს გავდა). ქუთაისელებს ვუსურვებ რომ უზრდელობა და გულშემატკივრობა ერთმანეთში არ აერიოთ და ნუ იქცევიან სტადიონებზე ტყიდან გამოვარდნილი ველურებივით. ეს არაა პირველი შემთხვევა რომ ქუთაისელები ცუდ კვალს ტოვებენ სტადიონებზე.
gia
ჩაჩავას საერთოდ რა უნდა იქ?
ნეიტრალური ქომაგი
ქუთაისელებო ცოტა გამოფხიზლდით რა :) ზრდილობა,კულტურა და მოქცევა ისწავლეთ!!! სტადიონების მტვრევა და გინება ნუ გადააქციეთ თქვენს სახედ.. მუდამ იყო ქუთაისი კულტურული ქალაქი და ბევრი დიდი კაცი გაზრდილა მანდ.. რა დაგემართათ რამ დაგაბეჩავათ?! თქვენ არ ხართ? ვიღაც კონკრეტულია? თქვენს რეპუტაციას ვინც არცხვენს და აკნინებს მოსთხოვეთ პასუხი ან აუხსენით რომ ამით ზარალდებით.. მაგრამ სწორედ ესაა დამღუპველი, რომ ამხსნელი და მიმთითებელი აღარ დარჩა ქუთაისში..
საქართველო
ვულოცავ ქუთაისს და ქუთაისელებს ჩემპიონობას. ცუდი საქციელი იყო რათქმაუნდა სკამების დამტვრევა და მაგას გამართლება არააქვს, უბრალოდ მსაჯმაც დიდი წვლილი შეიტანა თავისი არასწორი გადაწყვეტილებით , და იმათ გასაგონად ვისააც ძაან გაუკვირდა სკამების მტვრევა სტადიონზე თბილისის დინამოს გულშემატკივრებისგან ისწავლეს ალბათ, იმიტო რო იგივე გააკეთეს ზუსტად დინამოს გულშემატკივრებმა ზუსტად რამოდენიმე წლის წინ ქუთაისის სტადიონზე. წარმატებები ყველა ქართულ გუნდს ევროპულ სარბიელზე, და ვუგულშემატკივროთ ქართველებო ერთმანეთს. ნუ დახოცავთ და ნუ აგინებთ ერთმანეთს.
კახაბერი
დინამოს რომ მოეგო ტოტალიზატორი არ იქნებოდა ხო?
გიორგი
თამაშის ვიდეოს როდის დადებთ?
გივი
დღესვე გააგდეთ კიტეიშვილი დინამოდან"!
dddddd
ნაგლი? ფიფიას მსაჯი რომ დებს 94 წუთზე პენალს თანაც უაზრო პენალს, როდესაც იქით ჯარიმდებოდა დინამოელი, ნამდვილად ნაგლი ტოტალიზატორია, უბრალოდ გაუსხა ფიფიას საგვარეულოიანად და მთელ დინამოს ფანობასჩაგე**ათ ოცნებებში.
euhh
nagli totalizatori qvia amas
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...