მარიამ ბოლქვაძე - ის ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომლისაც ქართველ გულშემატკივარს ეიმედება
მარიამ ბოლქვაძე - ის ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომლისაც ქართველ გულშემატკივარს ეიმედება.

19 წლის სპორტსმენი ლონდონში, "უიმბლდონის" კლუბში ვარჯიშობს. Sportall.ge მას დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.

განვლილ სეზონზე...

განვლილი სეზონი ჩემთვის ძალიან ნეიტრალური იყო. მოვიგე ერთი 15 000$-იანი ტურნირი ერთეულებში და ორი ამავე საპრიზო თანხის - წყვილებში. ვითამაშე უფრო მეტი 25 000$-იანი და 50 000$-იანი ტურნირები, სადაც საკმაოდ კარგ მოთამაშეებს შევხვდი და საშუალოდ მეოთხედფინალს ვთამაშობდი. ტრავმის გამო გასულ სეზონში ბევრი გამოვტოვე. მთლიანობაში მხოლოდ 14 ტურნირი ვითამაშე, რაც დაგეგმილთან ახლოსაც ვერ მივა. შესაბამისად, სეზონის დასრულება ბევრად ადრე მომიწია.

სავარჯიშო ადგილსა და ფედერაციის დახმარებაზე...

15 წლიდან ლონდონში, "უიმბლდონის" კლუბში ვვარჯიშობ. ჩემი მწვრთნელი საიმონ ეილნია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩოგბურთში ბევრი ფული არ იდება, საქართველოსა და აჭარის საჩოგბურთო ფედერაციები ყველანაირად ცდილობენ, ხელი შემიწყონ.

წარმატება ახალგაზრდულ "უიმბლდონზე" და მისი შედეგი...

2016 წელი ჩემი კარიერისთვის საკმაოდ წარმატებული იყო, ერთეულებში ახალგაზრდულ "უიმბლდონზე" მერვედფინალი, ხოლო წყვილებში ფინალი ვითამაშე. ამ წარმატებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და გამოჩნდა "ლიბერთი ბანკი", რომელიც უკვე მეორე წელია ხელს მიწყობს და მეხმარება.

სამწუხაროდ, მათ გარდა აღარავინ გამოჩენილა. Trec nutrition-ი უკვე მესამე წელია მამარაგებს საკვები დანამატებით და Wilson-ი 14 წლიდან ჩოგნებით და ყველანაირი სპორტული ინვენტარით, გარდა ტანსაცმლისა.

ფედერაციის თასის შესახებ...

ყოველთვის ძალიან ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ პირველ ჯგუფში ვართ. ამ ჯგუფში თამაში ზედიზედ არის ძალიან კარგი შედეგი. ხანდახან მგონია, რომ ამას ხალხი საკმარისად ვერ აფასებს. რა თქმა უნდა, პირველი ჯგუფიდან ზევით ასვლა ჩვენი მიზანია და ამისთვის ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ერთი დიდი ნაბიჯი, თუმცა მხოლოდ ერთი.

ავტორი: ლაშა ბეგიაშვილი

მორწვი
ქართველი ჩოგბურთელი გაპიარება კი უნდა ისე
rembo
რა სიცოცხლეა...... კამფეტი
დათო
რას არ ვაფასებთ, აფასებენ ტურნირები დოლარებით, ისე წარმატებებს ვუსურვებ ყველანაირად სასურველი ქალია.
uxxx
მაგარი ქალია
uxxx
ცენზურის დაცვის მიზნით ამაზე მეტი ვერ დაწერე ხოო?:)
Fani
ერთხელ მაინც ჩამახუტა შენთან :)
კოტე
წარმატებებს გისურვებ
uxxx
იიიფ, მშვენიერი გოგოა:)
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს