"ოლესუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ჩეტილ რეკდალმა ფეხბურთელთა უჩვეულო დასჯა მოიფიქრა
ნორვეგიული საფეხბურთო კლუბის, "ოლესუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ჩეტილ რეკდალმა მოთამაშეებისთვის, რომელთაც ვარჯიშზე მისი დავალება ცუდად შეასრულეს, უჩვეულო დასჯა მოიფიქრა. რედკალმა ფეხბურთელებს შარვლების გახდა და თოვლში ჩაჯდომა აიძულა.

რედკალმა ვარჯიშზე მინდვრის მოთამაშეებსა და მეკარეებს შორის შეჯიბრი მოაწყო. მინდვრის მოთამაშეები ქულებს გოლებისთვის იღებდნენ, გოლკიპერები კი მოგერიებული დარტყმებისთვის. შეჯიბრი მეკარეებმა მოიგეს და რედკალმა იმ მინდვრის მოთამაშეებს, რომლებმაც კარში ყველაზე უარესად დაარტყეს, სასჯელი დააკისრა.

თოვლში ჩაჯდომას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაეთანხმა, მათ შორის ნახევარმცველი მაგნუს სიულინგ ოლსენი, რომელიც ფოტოზეა ასახული.

"ოლესუნდმა" ნორვეგიის ჩემპიონატში 2010 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. 2011 წლის სეზონის სასტარტო მატჩი "ოლესუნდმა" "ფრედრიკსტადთან" (1:2) წააგო.

რედკალი 90-იან წლებში ნორვეგიის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა. ქვეყნის ნაკრებში მან 83 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. 2001 წელს რედკალმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. სპეციალისტი ნორვეგიულ "ვალერენგაში", ბელგიურ "ლიერსსა" და გერმანულ "კაიზერსლაუტერნში" მუშაობდა, 2008 წელს კი "ოლესუნდს" ჩაუდგა სათავეში.

მომზადებულია VG-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა