ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ სერბეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ სერბეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ სერბეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

27 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრები ბელგრადში სერბეთთან 18 ქულით დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები წინაზე უფრო ძლიერ მეტოქეს ხვდებოდა. მართალია, სერბეთსაც არაერთი წამყვანი კალათბურთელი აკლდა, მაგრამ ევროპირველობის ვიცე-ჩემპიონი ნებისმიერ შემთხვევაში გერმანიის ეროვნულ გუნდზე ძლიერია და ეს ავსტრიის განადგურებითაც დაამტკიცა (85:64).

ნებისმიერი მწვრთნელი მატჩის წინ მოწინააღმდეგის თამაშს ნახავდა და იმის მიხედვით აირჩევდა სტრატეგიასა და ტაქტიკას. ბუნებრივია, ასე მოიქცა სლავების თავკაცი ალექსანდრ ჯორჯევიჩი, რომელმაც არც დამალა, რომ ჩვენი წამყვანი კალათბურთელებისთვის მაიკლ დიქსონისა და მანუჩარ მარკოიშვილისათვის არ უნდა მიეცა პერიმეტრიდან სროლის საშუალება. არაფერი უთქვამს საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილზე - გერმანიასთან წაგებულ ფარზე. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ამ კომპონენტში დიდწილად ერთ ცენტრალურ თავდამსხმელზე, გამოუცდელ, მაგრამ პერსპექტიულ 18 წლის გოგა ბითაძეზეა დამოკიდებული, რომელმაც ჰემნიცურ შეხვედრაში ოდენ 4 ქულა ჩააგდო და 5 პერსონალური მიიღო.

ეს რაც შეეხება ვიზავის.

ბუნებრივია, თავისი ჩანაფიქრი და მონახაზი საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ილიას ზუროსსაც ქონდა და ძალიან საინტერესო იყო რა სიურპრიზს შესთავაზებდა მეტოქეს. ისიც უნდა ითქვას, ამ შემადგენლობით ბერძენ სპეციალისტს თამაშის გადაწყობის და გამრავალფეროვნების დიდი საშუალებაც არ აქვს და რაც წინა მატჩში ჩვენმა გუნდმა აჩვენა, მიმდინარე ეტაპზე ალბათ, მისი მაქსიმუმია.

პირველმა მეოთხედმა დაგვანახა, რომ ამ ფორმაციის სერბეთის ნაკრები იმის აჩრდილიც არაა, რომელიც კონტინენტის გასულ ჩემპიონატზე ვიხილეთ. ვერც პერიმეტრი ჩაგვიკეტეს, დაცვაშიც უამრავი შეცდომა დაუშვეს და საჯარიმოებიც ვერ გამოიყენეს. ჩვენმა გუნდმა კი მოახერხა შორიდან სროლებით ქულების აღება, ოღონდ ეგაა, ფარი წააგო და დაცვაშიც ვერ ვარგობდა. მოკლედ, თანაბარი თამაში წავიდა და საწყისი მეოთხედი ფრედ დასრულდა.

მეორე პერიოდში მასპინძლებმა აქტიურ დაცვას მიმართეს და 6 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა დიქსონის 3 სამქულიანით ანგარიში გათანაბრდა, თამაში ქულა-ქულაზე წავიდა და პირველი ტაიმი 45:44 მოვიგეთ. აღსანიშნავია, რომ დიქსონმა უნიკალური შედეგი აჩვენა, 17:43 წუთში 23 ქულა ჩააგდო. სერბეთის ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი 15 ქულით ცენტრალური თავდამსხმელი მიროსლავ რადულიცა იყო.

მესამე პერიოდში სერბებმა ჯარიმების სროლა გამოასწორეს, დაცვაშიც უფრო ყურადღებით გაისარჯნენ, თანაც შეცვლაზე კარგად შესულმა მიხეილ ბერიშვილმა მე-4 პერსონალური მიიღო, ბითაძეს ჯარიმები არ წაუვიდა, დიქსონმაც რამოდენიმე შეცდომა დაუშვა და 64:74.

დასკვნით პერიოდში იგივე პრობლემის წინაშე დავდექით, რაც გერმანიასთან მატჩში გვქონდა - ძალა აღარ ეყო ჩვენს გუნდს, მოკლე სათადარიგოთა სკამმაც არ მისცა ჩვენს წამყვან კალათბურთელებს დასვენებისა და ოდნავი ამოსუნთქვის საშუალება, მარკოიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მეხუთე პერსონალური მიიღო, სამწამიანის ზონაში ადვილად ვუშვებდით მოწინაღმდეგეებს, დაცვა მოიშალა, დიდი ანგარიშით 87:105 დამვარცხდით და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა იქნებოდა ანგარიშში სხვაობა დიქსონს 36 ქულა რომ არ აეღო...

ერთი სიტყვით, ისევ დავმარცხდით, რაც საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფიდან სამი გუნდი გადის, ყველაზე სუსტ მოწინააღმდეგესთან, ავსტრიასთან ორივე თამაში ჩასატარებელი გვაქვს, ყველაზე რთული მატჩები უკან მოვიტოვეთ, მომავალ წელს გერმანიასაც და სერბეთსაც თბილისში ვმასპინძლობთ, ვითარება კატასტროფული არაა. თან, იქნება მაშინ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც დაგვეხმარონ.

• გპადუხობ:

23 - თებერვალს, წითელი არმიის და საზღვაო-საჰაერო ძალების დღეს. ))) ოღონდ მართლა. იქ ვთამაშობთ. და 25 თებერვალს კი აქ - გერმანიასთან. ესეიგიგადაფრენა გადმოფრენაში დაღლილ დაქანცულები უნდა ვეთამაშოთ გერმანიას 1 დღეც არაა დასვენება.

• გუსანი

მოსალოდნელი იყო, მაგრამ.... გულშემატკივარს ილუზიური მოლოდინი მაინც გვქონდა უკეთესობის. რეალისტები უნდა ვიყოთ,შეურაცყოფის გარეშე, დიქსონის გარეშე კალათბურთი რასაც ქვია ევროპული დონის-საქართველოში არ გვაქვს,(ლეგიონერების გარეშე). კი, რაღაც პოტენცია გაჩნდა- 3 ქულიანების სროლას ვსწავლობთ, როცა არ ,,გვიშლიან", 2 ქულიანბს კი ვივიწყებთ- მანუჩარი პიკიდან დაღმავლობის ეტაპზეა, დიქსონიც( პატივისცემას იმსახურებს-ეგეთი არც გვყოლია) ისე იღლება-იფიტება გაუაზრებელ დაკარგვებს აგროვებს.ცქიტო ხომ საერთოდ ვეტერანია. გოგას ნიჭიერების ვერაფერი შევატყე სამწუხაროდ. ყბადაღებული გამოცდილებაო, ანდრიატიკის ჩემპიონატში ხომ თამაშობს?! რა თაობა მოდის ვინმემ მიკარნახეთ, გამიხარდება- რაგბიში ჩანს, კალათბურთში? ნიჭიერი( უკვე პროფესიონალია) დონჩიჩზე ითქმოდა, მიახლოებული ვინმე გვეზრდება?. მოძრაობა, აზროვნება, იმპროვიზაცია, მუხტი-აფეთქება, ფიზიკაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია ქართულ სპორტში-ბევრი გვაკლია. ბიჭებს ბოლო ფაზა- ალმასისავით- დამუშავება- მეტი ოფლის ღვრა აკლიათ....როგავას რატომ არ ათამაშებსო, ზუროს ასწავლიან, სუპერლიგის საუკეთესოაო, ,,ჩვენი სუპერლიგის?! "- გამოვიდა და ეგრევე დაკარგა ბურთი გარემო უნდა შევუქმნათ და შეიქმნან თითონაც, რომ უკეთესები გახდნენ. სტაგნაციაში მყოფი საქართველოს განათება რომ შეძლონ. შეუძლიათ და ამიტომაც გვაქვს ხოლმე გადამეტებული მოლოდინი. გაიბრწყინე საქართველო...

• 888

პატივცემულო ლაშა!ბოღმით დაბრმავებულ კაცს გავხართ და არა ობიექტურ გულშემატკივარს.ნერვებს გაუფრთხილდი ყმაწვილო და სულელურ დასკვნებს მოერიდე.

• gio

ავსტრიასთან თამაში როდის არის?

• ჯაბა

ერთადერთი კარგი იმის თქმა შეგვიძლია რო ბოქოლიშვილი და ბერიშვილი მართლა იმსახურებენ კარგ გუნდში თამაშს. ბოქოლიშვილი საერთოდ უშეცდომოდ თამაშობს. მეტი რავი სანამ გუნდს ოდნავ ნორმალური ცენტრი მაინც არ ეყოლება ნუ პრეტენზიები მარტო ავსტრიასთან უნდა გვქონდეს.

• ყოჩაღ

ყოჩაღ მაშინ უნდა შეაქო როცა რამდენიმე თამაშს ჩაატარებენ კარგად

• Lasha

ზაზა აღარ ჭირდებათო, არავის უთქვამთ, მაგრამ რაც მან ევროპის ჩემპიონატზე იკადრა, უღირსი საქციელია. თუ თორნიკეს მამას, კახა შენგელიას ინტერვიუ ნახე. ძალიან ცოტას ამბობს, მაგრამ მიხვდები, რომ თითქმის ყველაფერში ჩაიჭრა. პრინციპში, მთლიანად მისი ბრალია უკრაინასთან მარცხი. საერთოდ რომ არ ეთამაშა, ნემდვილად უკეთესი შედეგი იქნებოდა. ის უკვე რეზერვის დონეა. "გოლდენ სტეიტში" მხოლოდ რამდენიმე წუთს ათამაშებენ და მაქსიმუმ ერთი-ორი ნორმალური ქმედება აჩვენოს. მოკლედ, ახლანდელ ნაკრებს ალბათ რაღაცაში ზაზა კი გამოადგებოდა, მაგრამ თავისი უსაფუძვლო ამბიციები უნდა შეაკავოს.

• ზაზამ მიხედოს გოლდენში თავის ბლოკებს.

ეურობასკეტზე, ზაზა ზუროსს არ უსმენდა. გადმოახვიე და ნახე. წუთშესვენებაზე აქეთ ზუროსი საუბრობს გუნდთან და იქით ცალკე ზაზა იძლევა მითითებებს, ტითქოს ზუროსის შენიშვნები მას არ ეხებოდა. აუვარდა თავში გოლდენ სტეიტობა. ასეთები ამუხრუჭებენ ახალი თაობის ზრდას.

• 777

მარკოიშვილმა თავისი სპორტული კარიერის ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა. არაფერი არ გამოსდიოდა, მწვრთნელმა კი მოკლე სკამის გამო მისი თამაშიდან იზოლირება ვერ შეძლო. გუნდს ცენტრი არ ჰყავს, როგორ შეიძლება ასეთ მეტოქესთან მატჩი მოიგო!?, ცკიტიშვილი წარსულია, ბითაძისგან რა დადგება ღმერთმა იცის, ბერიშვილმა და ბოქოლიშვილმა რაც შეეძლოთ მაქსიმალური გააკეთეს. მარტო დიქსონის იმედად ტამაშს ვერ მოიგებ.

• ჰე

ვინა თქვა ზაზა არ ვარგაო? ძალიანაც მაგარია, არ უნდა იმ კაცს ნაკრებში თამაში და ხომ არ დავიჭერთ და ვაწამებთ. ბითაძე კი ჩვენი მომავალია და ველოდებით იმედით აბა რა, იმედი მაქვს გაიზრდება, და არა მარტო სიმაღლეში.

• ok

50 ქულას რომ ჯარიმით აგიღებენ და ფარზე ბურთს ვერ მოიგებ....სისწრაფე და ფიზიკური მომზადება (ჩვენი გენეტიკური ნაკლია) უსუსტესი წერტილია.. ბოლომდე ძალიან გვიჭირს გაძლება..მშვენივრად დაწყებული საქმე ბოლოში ჩავაფლავეთ..ისე გამოდის თითქოს ერთ ტაიმზე მეტის თამაში არ შეგვიძლია....

• ვასო

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თამაშებით, რადგან ნაკრების მომავალი დავინახე. ბოქოლიშვილი და ბერიშვილი უკვე შემდგარი კალათბურთელები ყოფილან და არ ვიცოდი, ბითაძე გაისად უფრო მოუმატებს, ანუ 3 ძლიერი ახალგაზრდა კალათბურთელი დაგვემატა, ეს ჩვენისთანა ქვეყნისთვის დიდი საქმეა, თუ მამუკელაშვილს პასპორტი ექნება, ხომ კარგი. ესე იგი შენგელია, შერმადინი, დიქსონი, ცინცაძე, სანაძე, მარკოიშვილი, ბურჯანაძეს დაემატა ეს სამი. 10 ძლიერი კალათბურთელი არასდროს არ გვყოლია, თან ბორთვი ახალგაზრდული, კარგია, დვალიშვილსაც არა უშავს, მოუმატებს ეგაც, პოტენცია აქვს, კიდევ 1 კაცი და იდეალური შემადგენლობა იქნება. ზუროსი ნამდვილი ქართველია, იქნებ ლაპარაკიც ასწავლოთ. აი ამ 12 კაცს შეთამაშEბა უნდა ზუროსის ტაქტიკის ქვეშ და საკალათბურთო სამყაროს გავაოცებთ, აი ნახავთ, კარგია რომ ეს სამი კაცი დაგვემატა, იქნებ მამუკელაშვილიც ა? წარმატებებბი. ამხანაგურები არ შეიძლება?

• სოსო

ზუროსი მეცოდება ძალიან,კლასიანი მწვრთნელისათვის ამდენი უაზრო ჯარიმა და და ბურთის დაკარგვა,მართლაც ძნელი მოსათმენია და კაცი გიჟდებოდა.დიქსონი მგონი თავსაც გადაახტა,მაგრამ მანუს ასეთი არევა,არასოდეს მახსოვს.ეროვნული ჩემპიონატის ბიჭები კარგად ესროდნენ შორიდან,მაგრამ ასეთ სისწრაფეებზე თამაშს უჩვევნი არიან და ალბათ ამიტომაც იყო ამდენი შეცდომა,რაც შეეხება ჯარიმების სროლას,ეს აუხსნელია,მანუმაც კი ორიდან ორივე ააცილა და ეს ალბათ მის კარიერაში პირველი შემთხვევაა.მთლიანად თამაშს რაც შეეხება ,ამ ბიჭებს დრო უნდათ და თამაშების რაოდენობა ნაკრებში,შემდეგ დაცვაც დალაგდება და შემტევი კომბინაციებიც დამუშავდება,ავსტრიასთან კი იმედია ესეც გვეყოფა.ბითაძისაგან გაცილებით მეტს ველით,თუნდაც ნებისყოფის მხრივ,თორემ თუ ეს მისი მაქსიმუმია ამჟამად,მაშინ ამავე ასაკში ზაზას ჩრდილიც ვერ ყოფილა.ასე რომ ითამაშე გოგა ,იბრძოლე და დაამტკიცე,რომ ზაზას ღირსეული მემკვიდრე ხარ,ავსტრიასთან თამაში ჩვენთვის ამ ეტაპზე გადამწყვეტია და მისი ბედი დიდწილად სამწამიან ზონაში გადაწყდება.

• თორნიკე

გეშლება რაღაც და ძალიან პესიმისტურად ხარ განწყობილი. ზუროსის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს მაღალი შედეგების ჩვენება შეუძლია. "ოქროს თაობა" 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეთამაშებულმა კალათბურთელებმა შექმნეს, თავიდან კი არაფრით ჯობდნენ ახლა მოთამაშეებს. შერმადინი და შენგელია კიდევ არაერთ სეზონს ჩაატარებენ, ბურჯანაძე, სანაძე, უკვე ახლებიც, ასე რომ მართლა დიდებული მწვრთნელის და "გაქართველებული" დიქსონის დახმარებით კარგი შანსები აქვთ. ისე, ფეხბურთის და რაგბის მსგავსად, სახელმწიფო კალათბურთსაც რომ დაუდგეს გვერდში, მეტი წარმატება ექნებათ. კალათბურთის ფედერაციას საკუთარი დარბაზი კი არა, ოთახიც არ გააჩნია, ყველაფერში სიმწრით ნაშოვნი კაპიკებით იჯარას იხდიან. მთელ ქართულ კალათბუთის(კლუბები, ჩემპიონატები, ასაკობრივი ნაკრებები, ეროვნული ნაკრები, ქალთა კალათბურთი, რეგიონები, ვეტერანები, დარბაზები, მსაჯები, მწვრთნელები, ხელფასები, სასტუმროები, მგზავრობა და სხვა) დაფინანსება წლის განმავლობაში მხოლოდ 7 მილიონი ლარი, ანუ 2,5 მილიონი დოლარია. ვიმეორებ, ამაში შედის საქართველოს სუპერლიგასა და "ა" ლიგაში მონაწილე კლუბების დაფინანსებაც. ეს საშუალო ევროპული კლუბის ერთი თვის ხარჯიც არ არის. ჰოდა, ამ დაფინანსები ფონზე შედეგი(გაიხსენეთ 16 წლიანების და გოგონების წარმატებები) ფანტასტიურად მაღალია. მოკლედ, თუ რაიმეს ითხოვთ, ცოტა უნდა გაიღოთ კიდეც, თანაც უფასო დასწრების მიუხედავად ჩემპიონატის თამაშებზეც არავინ დადის. იარეთ თამაშებზე, უგულშემატკივრეთ კლუბებს და მათაც მეტი ინტერესი ექნებათ. დაფინანსება კი, მინიმუმ უნდა გასამმაგდეს.

• 888

ზაზა აღარ გვჭირდება არა?თამაშს ამუხრუჭებს არა?ხოდა ვიხოხებთ ისევ მაჩანჩალებში სანამ ერთგული ადამიანების დაფასებას არ ვისწავლით! ხოლო თქვენ შარლატანებო ელოდეთ როდის "გაიფურჩქნება" ბითაძე და როდის გამოუშვებს მამიკო მამუკელაშვილს საქართველოს ნაკრებში.ზუროსი კი მართლაც მაგარია.

• gio

ნაკრებს არა უშავს, რესურსი არის, მომატება შეგვიძლია. ამხანაგურები გვჭირდება ბევრი. ბითაძეს ჯერჯერობით მუხლები უკანკალებს, მაგრამ თუ ერთი გაიმაგრა, შეიძლება წინ ვერავინ დაუდგეს. დაცვას მიხედე ზუროს დაცვას. P.S. ზუროსი მაგარი კაცია, მაგის იმედი მაქვს. ნაპერწკლიდან ალს ააგიზგიზებს. :)))

• kote

მამუკელაშვილტან მიდის თუ არა მუშაობა რომ მიიღოს მოქალაქეობა და ითამასოს ნაკრებში

• oeee

რიგითი მოაზროვნე

• კოტე

ვფიქრობ, ზუროსი არა მარტო ევროპის, მსოფლიოს ერთ-აერთი საუკეთესო მწვრთნელია. მის ხელში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს. ბიჭებმა პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ითამაშეს და დაცვაშიც რომ ეყოჩაღათ, შესაძლოა მოგებაზეც გვეფიქრა. დიქსონი საუკეთესო გამთამაშებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თანაც ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება და ჯიგრით თამაშობს. მარკოიშვილიც კარგია. ბითაძე ამხელა პასუხისმგებლობას მიჩვეული არ არის, მაგრამ ნელ-ნელა გამოცდილებას შეიძენს და იმედია, მალე მაღალ დონეს აჩვენებს. მოკლედ, თებერვლის თამაშებს ველით, წარმატებას ვუსურვებ. აუცილებლად უნდა შეავსოს გულშემატკივარმა სპორტის სასახლე

• tazo

დიქსონისა და ერთი ორი გამონათების გარდა, სამწუხაროდ ჩვენი კალათბურთელთა ნაკრები ფეხბურთის ნაკრებს ემსგავსება უნიათო თამაში დაცვაში და უაზრო შეტევები.რამდენი წელია აქამდე მივდივართ, რამდენი წელია 6-7 კალათბურთელით ვატარებთ შესარჩევს,მერე ჩემპიონატს. შემცვლელებზე საერთოდ არავინ ფიქრობდა,წავა ეს ძველი ოქროს თაობა და რჩება სიცარიელე,ბნელი და უკუნი.....ეს ფედერაცია რა ჯანდაბას აკეთებს...არადა ასეა სპორტის თითქმის ყველა სახეობაში უკან -უკან სვლა და უფსკრული....,.ერთი რაგბში გვაქვს წინსვლა,ისიც, როდის გაუვლის ამ სპორტის დაფინანსების სურვილი ერთ კაცს და წავალთ აქაც უკან უკან ღმერთმა იცის...ისე, ამ კაცს,ნიჟარაძესა და ჩვენს ძველ მორაგბეებს ძეგლი უნდა დავუდგათ !

• dixon

მარტო დიქსონმა რა ქნას დანარჩენებმა ვერ აუბეს მხარი

• nnn

ძალიან ბევრი იყო დაკარგვები ფარი ხომ საერთოდ ბევრი მუშაობით შედეგის მიღწევა შეიძლება საჭირო იქნება ამხანაგურები მეტი რაოდენობით

• გია

ყოჩაღ ბერიშვილი და ბოქოლიშვილს, კარგად ჩაჯდნენ გუნდში დდდა ნამდვილი ოსტატები არიან 3- ქულიანების.

• 999

არაა გუნდი ძლიერი და რა გინდა შენ,

• qomagi

dixoni magari kazi, sagol magis momkvans.

• რიგითი ჯარისკაცი

ამ თამაშებში არ გვყავდა ძირითადი გუნდი და მათ მაგივრად თამაშობდნენ შემცვლელები. მაგეამ ბოისა ამ შემცვლელების ორწუთიანი შემცვლელია.. როდემდე უნდა იყვეს შემცვლელის შემცვლელი ასაკიანი იგროკი გუნდში?? მხოლოდ ძმის გამო?? სპორტშიდაც კი ვერ ვეშვებით "ჩაწყობას" პ.ს ისე გუნდმა კარგად ითამაშა. ყოჩაღ

• Oto

Ara ra zurosi dzaan magari mcvrtnelia.didi madloba mas vinc is shearchia gundis tavkacad, xolo legionerad dixoni.didi samushaoa gaweuli.rac sheexeba tamashebs yvelaferi logikurad midis,nu aheidzleboda sxvaoba cota y ofiliyo, tumca ras izam eg sportia da yvelaferi mdinaris dinebit midis

• გგგ

ეს არის ჯერჯერობით მაქსიმუმი. იმედი გვქონდეს, რომ მოვუმატებთ.ვერ ვუძლებთ ბოლომდე

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]

შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია