საქართველოს ნაკრები და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის სისტემა
დასრულდა მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ტურნირის პირველი სათამაშო ფანჯარა. პლანეტის პირველობისთვის საკვალიფიკაციო მატჩებს მსოფლიოს ყველა კონტინენტმა უმასპინძლა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპა და საქართველო გვაინტერესებს. ახალი სისტემის თანახმად, მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ტურნირი 2 წლის მანძილზე გაგრძელდება. 24 ნოემბერს დაიწყო პირველი ჯგუფური ეტაპი, სადაც გუნდები მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იბრძვიან.

ევროპის საკვალიფიკაციოში შექმნილია 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გავა 3 საუკეთესო. ნაკრებები ჯგუფის 3 მეტოქესთან მიმოსვლით – შინ და სტუმრად ითამაშებენ და ჯამში 6 ტურის შემდეგ გაირკვევა ის საუკეთესო 3 გუნდი, რომელიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.

საქართველო მოხვდა G ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ავსტიასთან ერთად. პირველი ჯგუფის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ფიბა-ს გამოყოფილი აქვს 3 ფანჯარა: ნოემბერში, თებერვალში და ივნის-ივლისის მიჯნაზე. ნოემბერის ფანჯარაში ნაკრებებმა უკვე 2 მატჩი მოილიეს და როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ორივე გასვლითი შეხვედრა დათმო – ჯერ გერმანიაში 24 ნოემბერს და შემდეგ სერბეთში – 27 ნოემბერს.

ვერც საქართველოს და ვერც სხვა ნაკრებების შემადგენლობაში ვერ ითამაშეს იმ კალათბურთელებმა, რომლებიც ნბა-სა და ევროლიგის კლუბებში ასპარეზობენ. პლუს ამას, ტრავმების გამო ჩვენს ნაკრებს აკლდა ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე. საქართველოს ნაკრებს დარჩენილ 4 შეხვედრაში მინიმუმ 2 მოგება მართებს, ჯგუფიდან რომ გავიდეს, თუმცა როგორც გასულმა მატჩებმა გვიჩვენა, ქართველებს შესწევთ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის უნარი და დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალური შედეგის მიღწევას იმედიანად უყურებენ.

ჩვენს ჯგუფში 2-2 მოგებით ლიდერები სერბეთი და გერმანია არიან, ხოლო ავსტრიასა და საქართველოს 2-2 წაგება აქვთ. თებერვლის ფანჯარაში საქართველო ჯერ 23 რიცხვში ავსტრიაში ითამაშებს, ხოლო 2 დღეში თბილისში გერმანიას უმასპინძლებს. პირველი ეტაპის ბოლო ფანჯრის ფარგლებში ილიას ზუროსის გუნდი 2018 წლის 29 ივნისს სერბეთს უმასპინძლებს, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიას.

მეორე ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივნისამდე. ცნობილია, რომ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდის მეტოქეები მომდევნო ეტაპზე იქნებიან H ჯგუფის (საბერძნეთი, ისრაელი, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი) წარმატებული ნაკრებები იქნებიან. ერთი ჯგუფიდან გასულ გუნდებს ერთმანეთში დაფიქსირებული შედეგები მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ და ეთამაშებიან მხოლოდ სხვა ჯგუფიდან გამოსულ 3 ნაკრებს. ანუ შეიქმნება 6-გუნდიანი ჯგუფები, თუმცა როგორც პირველ, ისე მეორე ეტაპზე ნაკრებებს მოუწევთ 6 მატჩის გამართვა.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საგზურებს ამ 6-გუნდიანი ჯგუფების 3-3 საუკეთესო მიიღებს.

GBF.GE

გოგი ქუთაისელი
ოპტიმიზმით ვუყურებ მომდევნო საკალათბურთო ბატალიებზე!
dato
კი გავალთ მაგ შემთხვევაში, მაგრამ შედეგები (ქულები) გადადის და იქ უკვე მნიშვნელობა ექნება როგორი ქულებით გადახვალ, ამიტომ მეტი უნდა გავაკეთოთ ვიდრე მხოლოდ გასვლა. იმედი მაქვს რამოდენიმე მოთამაშის (ბოქოლიშვილი, ბერიშვილი) ძირითად ბირთვთან ერთად ამ ეტაპზე კაი შემცვლელები არიან. წარმატებები.
გელა
რატო გვჭირდება მინიმუმ 2 მოგება? ავსტრიამ 1 ქულით რომ მოგვიგოს და ჩვენ 2 ქულით მოვუგოთ, ვინ გავა?
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89