ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

30 noemberi ucxouri

30 noemberi ucxouri

შეგვეძლო სიგარაც გაგვებოლებინა...

კლოდ პიუელმა "ლესტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთი 3 ქულა იზეიმა, თან გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც - "მელიებმა" ჩემპიონობისთვის მებრძოლი "ტოტენჰემი" გააკრეს ბეჭებზე.

"ჩემპიონობა" ვახსენეთ და შეიძლება, ადრე იყოს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ "კინგ ფაურზე" განცდილმა ფიასკომ სწორედაც დიდი დარტყმა მიაყენა "მამლების" საჩემპიონო შანსებსა თუ ოცნებებს...

"მშვიდი რევოლუცია" - ასე აფასებენ პიუელის ერთთვიან მუშაობას ინგლისელი ექსპერტები. მისი ხელმძღვანელობით "ლესტერმა" 5 მატჩი ჩაატარა, 2 მოიგო, ამდენივე ფრედ ითამაშა და ერთიც წააგო, ისიც - "მანჩესტერ სიტისთან".

დავუბრუნდეთ "ტოტენჰემს". როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულ გარჯას, შინაური საქმეები ეწირება. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მიმდინარე პრემიერლიგაში უკვე 4 მატჩი წააგო, ანუ, ზუსტად იმდენი, რამდენიც მთელ წინა ჩემპიონატში.

კონკრეტულად ბოლო მატჩში დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი "ტოტენჰემის" დაცვა იყო, რომელიც ზედმეტად "მაღლა", ცენტრისკენ იყო აწეული, რაც ჯეიმი ვარდის მეტ სივრცეს უტოვებდა სტუმრების უკანახაზელთა ზურგს უკან მოქმედებისთვის. ამის შედეგი იყო სწორედ მისი გოლიც, როცა კარიდან წინ გამოსულ უგო ლორისს ეფექტურად გადაუგდო ბურთი თავზე.

საინტერესოა, როგორ შეაფასეს დაპირისპირება თავად მწვრთნელებმა. პიუელმა თქვა: "ეს იყო საუკეთესო მატჩი, რაც კი გუნდმა ჩემ ხელში ითამაშა. ამას გარდა, ძალიან საინტერესო რაღაცები მენიშნა სამომავლოდ. შესაძლოა, ამაზე ავაგოთ კამპანიის დარჩენილი ნაწილი და ცხრილშიც გაცილებით სოლიდურ პოზიციაზე აღმოვჩნდეთ... ფანტასტიკური გოლები გავიტანეთ, მაგრამ მარტო გოლები არ არის საქმე, თამაშის ხარისხიც, ბურთის კონტროლიც მაღალ დონეზე გვქონდა".

მაურისიო პოჩეტინო: "ძალიან ცუდად დავიწყეთ მატჩი, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც საბოლოო შედეგი. ეს კარგი გაკვეთილია ჩვენთვის. ყველა თამაშში თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ გოლზე... "ლესტერმა" გაცილებით მეტი ჟინით ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შანსები თამაშის გადასარჩენად, მეტოქის გამარჯვება მაინც დამსახურებულია".

ნნნ

"3:0-ს ვიგებდით და ისეთი სიტუაცია იყო, შეგვეძლო, სიგარაც გაგებოლებინა, მაგრამ... მათ არაფრისგან გაიტანეს ორი გოლი და იოლი გზა გაგვირთულეს. საბოლოოდ, ლინგარდმა "მოკლა" თამაში. არ უნდა მიგვეყვანა საქმე აქამდე. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში 3 გოლი გავიტანეთ, მეორე ნახევარში ისეთი თამაში წავიდა, გაცილებით ადვილი იყო მეტოქის კარის აღება, მაგრამ რეალური შანსები ვერ გამოვიყენეთ", - ასე შეაჯამა თამაში ჟოზე მოურინიომ.

"იუნაიტედმა" ზედიზედ 2 საგარეო მარცხის შემდეგ გაიმარჯვა და თანაქალაქელი "სიტის" მთავარ ოპონენტად რჩება. აღსანიშნავია ეშლი იანგის დუბლი ყოფილი გუნდის კარში. ბოლოს, ერთ მატჩში 2 გოლი მას სწორედ "უოტფორდის" მაისურით, ამავე სტადიონზე ჰქონდა გატანილი 2006 წლის ოქტომბერში.

ფაქტები

* 2001/02 წლების სეზონის შემდეგ "ლესტერმა" პრემიერლიგაში შინ პირველად დაამარცხა "ტოტენჰემი".

* პრემიერლიგის წინა სეზონიდან მოყოლებული, ჯეიმი ვარდიმ 11 გოლი გაიტანა "დიდი ექვსეულის" გუნდების კარში - ხუთით მეტი, ვიდრე ყველა სხვა ფეხბურთელმა.

* ჰარი კეინმა, ყველა ტურნირის ჩათვლით, 11 გოლი გაუტანა "ლესტერს" - ოთხით მეტი, ვიდრე სხვა გუნდების კარში.

* პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში რიად მაჰრეზმა ("ლესტერი") 5 გოლში მიიღო მონაწილეობა - 3 გაიტანა, ორიც საგოლე პასი გააკეთა.

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" "უოტფორდს" ბოლო 9 პრემიერლიგური მატჩიდან 8 მოუგო (ერთი მარცხი წინა სეზონში), ხოლო 7 მატჩიდან თითოეულში სულ მცირე 2 გოლი გაუტანა.

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე პრემიერლიგის 14 მატჩში 32 გოლი გაიტანა და მხოლოდ 8 გაუშვა. "იუნაიტედის" ბურთების სხვაობა (+24) საუკეთესო მაჩვენებელია მისთვის 2000/01 წლების სეზონის შემდეგ, როცა ამავე ეტაპზე +26 ჰქონდა.

* რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა და ამ მატჩებში გატანილი 93 გოლით მხოლოდ 10 ფეხბურთელს ჩამორჩება.

* ტროი დინიმ პრემიერლიგაში 12 პენალტი დაარტყა და 11 გაიტანა, აქედან 3 - "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში, ყველა - საკუთარ მოედანზე და ზედიზედ - ბოლო სამ სეზონში.

* 1998 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის სემ ფილდი ("ვესტ ბრომვიჩი") მეორე ფეხბურთელია ტომ დევისის ("ევერტონი") შემდეგ, ვინც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

* "კრისტალ პალასმა" არ გაუშვა გოლი "ბრაიტონთან" მატჩში, რაც ამ გუნდისთვის პირველი შემთხვევაა მიმდინარე პრემიერლიგაში.

* "კრისტალ პალასს" არ გაუტანია გოლი პრემიერლიგის ზედიზედ 9 გასვლით მატჩში (2 მატჩი წინა სეზონიდან), მიმდინარე კამპანიის სტარტიდან კი სულ 7 "მშრალი" საგარეო მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ერთით ჩამორჩება "დერბი ქაუნთის" ანალოგიურ "მიღწევას" 2007/08 წლების სეზონში.

გუშინ

არსენალი-ჰადერსფილდი 5:0

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (3), 2:0 ჟირუ (68), 3:0 ალექსის სანჩესი (69), 4:0 იოზილი (72), 5:0 ჟირუ (87)

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ბელერინი, რემზი (73. უილშირი), ჯაკა, კოლაშინაცი - იოზილი, ალექსის სანჩესი (73. უელბეკი) - ლაკაზეტი (46. ჟირუ).

ბორნმუთი-ბარნლი 1:2

გოლები: 0:1 ვუდი (37), 0:2 ბრეიდი (65), 1:2 ჯ. კინგი (79)

ჩელსი-სუონსი 1:0

გოლი: 1:0 რიუდიგერი (55)

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - რიუდიგერი, კრისტენსენი, კეჰილი - ძაპაკოსტა (75. მოზესი), ფაბრეგასი, კანტე, ალონსო - ვილიანი (81. დრინკუოტერი), პედრო (81. აზარი) - მორატა.

ევერტონი-ვესტ ჰემი 4:0

გოლები: 1:0 რუნი (18), 2:0 რუნი (28), 3:0 რუნი (66), 4:0 ე. უილიამსი (78)

გამოუყენებელი პენალტი: რუნი (18. ევერტონი), ლანსინი (59. ვესტ ჰემი)

მან. სიტი-საუთჰემპტონი 2:1

გოლები: 1:0 დე ბრუინი (47), 1:1 რომეუ (75), 2:1 სტერლინგი (90+6)

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, კომპანი, ოტამენდი, დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (80. ბერნარდო სილვა) - გაბრიელ ჟეზუში (74. დავიდ სილვა), სტერლინგი, აგუერო.

სტოკი-ლივერპული 0:3

გოლები: 0:1 მანე (17), 0:2 სალაჰი (77), 0:3 სალაჰი (83)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო - ვეინალდუმი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (67. მილნერი), ჩანი - მანე (89. ჰენდერსონი), ფირმინო, სოლანკე (67. სალაჰი).

თ მ ფ წ ბ ქ

1. მანჩესტ. სიტი 14 13 1 0 44-9 40

2. მანჩესტ. იუნ 14 10 2 2 32-8 32

3. ჩელსი 14 9 2 3 25-11 29

4. არსენალი 14 9 1 4 28-16 28

5. ლივერპული 14 7 5 2 28-18 26

6. ბარნლი 14 7 4 3 14-11 25

7. ტოტენჰემი 14 7 3 4 22-12 24

8. უოტფორდი 14 6 3 5 24-25 21

9. ლესტერი 14 4 5 5 19-20 17

10. ბრაიტონი 14 4 5 5 13-14 17

11. საუთჰემპტ. 14 4 4 6 14-17 16

12. ნიუკასლი 14 4 3 7 13-19 15

13. ევერტონი 14 4 3 7 17-28 15

14. ჰადერსფილ. 14 4 3 7 9-24 15

15. ბორნმუთი 14 4 2 8 12-16 14

16. სტოკი 14 3 4 7 16-29 13

17. ვესტ ბრომვ. 14 2 6 6 12-21 12

18. ვესტ ჰემი 14 2 4 8 12-30 10

19. სუონსი 14 2 3 9 7-16 9

20. კრ. პალასი 14 2 3 9 8-25 9

ბომბარდირები: 12 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 10 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური

2 დეკემბერი: ჩელსი-ნიუკასლი, ბრაიტონი-ლივერპული, ევერტონი-ჰადერსფილდი, ლესტერი-ბარნლი, სტოკი-სუონსი, უოტფორდი-ტოტენჰემი, ვესტ ბრომვიჩი-კრისტალ პალასი, არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი

3 დეკემბერი: ბორნმუთი-საუთჰემპტონი, მანჩესტერ სიტი-ვესტ ჰემი

გიორგი ნინიძე

000000000000000000000

ანჟერი-რენი 1:2

გოლები: 1:0 ეკამბი (37), 1:1 უნუ (51), 1:2 ანდრე (84)

გენგამი-მონპელიე 0:0

ლიონი-ლილი 1:2

გოლები: 0:1 ტ. მენდეში (21), 1:1 მარიანო დიასი (36), 1:2 პონსე (40)

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, დიაქაბი (53. იანგა-მბივა), ფ. მენდი (46. მარშალი) - ნდომბელე (46. კორნე), ტუსარი - ოარი, ფეკირი, დეპაი - მარიანო დიასი

გამოუყენებელი პენალტი: ფეკირი (56)

მეცი-მარსელი 0:3

გოლები: 0:1 ტოვენი (18), 0:2 ლუის გუსტავო (36), 0:3 ოკამპოსი (71)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო (85. მ. ლოპესი) - ტოვენი (74. ჟერმენი), პაიე, ოკამპოსი - მიტროღლუ (63. ნ"ჟიე)

ნანტი-მონაკო 1:0

გოლი: 1:0 ლიმა (91)

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - ნ"დორამი, ფაბინიო - ღეზალი (77. დიაქაბი), ჟოაო მოუტინიო (85. კარილიო), რონი ლოპეში (64. ბ. კეიტა) - ფალკაო

ტულუზი-ნიცა 1:2

გოლები: 1:0 დელორი (3), 1:1 ბალოტელი (80-პენ), 1:2 სრარფი (91)

გაძევება: დანტე (40. ნიცა), ადუ (79. ტულუზი)

გამოუყენებელი პენალტი: დურმაზი (50. ტულუზი)

პსჟ-ტრუა 2:0

გოლები: 1:0 ნეიმარი (73), 2:0 კავანი (90)

პსჟ (4-3-3): ტრაპი - მონიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა - ვერატი, ლო სელსო (70. რაბიო), პასტორე (88. ნკუნკუ) - დი მარია (70. მბაპე), კავანი, ნეიმარი

გამოუყენებელი პენალტი: კავანი (41)

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 15 13 2 0 47-10 41

2. მარსელი 15 9 4 2 31-18 31

3. ლიონი 15 8 5 2 38-17 29

4. მონაკო 15 9 2 4 36-16 29

5. ნანტი 15 8 2 5 14-15 26

6. კაენი 15 7 2 6 10-14 23

7. მონპელიე 15 5 6 4 12-8 21

8. რენი 15 6 3 6 19-19 21

9. ამიენი 15 6 3 6 15-15 21

10. ბორდო 15 5 5 5 20-20 20

11. სტ. ეტიენი 15 5 4 6 16-23 19

12. დიჟონი 15 5 3 7 21-25 18

13. ტრუა 15 5 3 7 16-20 18

14. ნიცა 15 5 2 8 17-26 17

15. ტულუზი 15 4 4 7 14-22 16

16. გენგამი 15 4 4 7 14-23 16

17. სტრასბური 15 3 6 6 17-26 15

18. ლილი 15 4 3 8 14-23 15

19. ანჟერი 15 2 8 5 18-25 14

20. მეცი 15 1 1 13 5-29 4

ბომბარდირები: 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), მარიანო დიასი (ლიონი); 9 - ნეიმარი (პსჟ); 8 - მემფის დეპაი (ლიონი).

მომდევნო ტური

1 დეკემბერი: დიჟონი-ბორდო;

2 დეკემბერი: სტრასბური-პსჟ, ლილი-ტულუზი, მონაკო-ანჟერი, ნიცა-მეცი, რენი-ამიენი, ტრუა-გენგამი;

3 დეკემბერი: სტ. ეტიენი-ნანტი, კაენი-ლიონი, მონპელიე-მარსელი.

00000000000000

რა მოხდებოდა, რომ...

მესის ერთგულების საფასური

მისი დებიუტი "ბარსელონაში" ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე 4 788 დღის წინათ შედგა, მან 603-ჯერ მოირგო "ბლაუგრანას" ფორმა და 523 გოლი გაიტანა, გუნდთან ერთად მოპოვებული აქვს 30 დიდი ტიტული და ეს ისტორია გრძელდება... საოცარია, მაგრამ ლეო მესის ერთგულება კატალონიური გრანდისადმი მასვე შეიძლება ცუდად შემოუტრიალდეს, როცა საქმე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობაზე მიდგება...

გოლი თხრობით

30 წლის ლიონელ მესი ამ და კიდევ, სულ მცირე, სამ სეზონს გაატარებს "ბარსელონაში". იგი 13 წლის ასაკიდან კატალონიურ კლუბშია.

1959 წელს პელემ მისი კარიერის საუკეთესო გოლი გაიტანა. შესაძლოა, ეს იყო ყველა დროის საუკეთესო გოლიც ფეხბურთში, მაგრამ ამ გოლის ვიდეო უბრალოდ არ არსებობს. ბრაზილიელის კარიერის 1 283 გოლიდან "იუვენტუსის" კარში თავით გატანილი გოლი ყველამ შერაცხა ტექნიკურად სრულყოფილად. კომპიუტერული სიმულაცია გოლის შემსწრეთა და თავად პელეს მონაყოლით აეწყო - მაშინ 18 წლის ბრაზილიელმა თავზე გადაუგდო ბურთი სამ მცველს, შემდეგ კი მეკარესაც - ეს ყველაფერი ერთ მოძრაობაში, ბურთის მიწაზე დაუცემლად მოხდა.

ეჭვიც არავის შეეპაროს, რომ პელეს ვირტუალური გოლი ძალიან მაგარია, მაგრამ, როდესაც მიდის კამათი, არის თუ არა ეს გოლი საუკეთესო, სკეპტიკოსებს თავიანთი არგუმენტები აქვთ - გოლი ძირითადად პელეს მონაყოლით "აეწყო", ის კი ცნობილია, რომ არ გამოირჩევა თავმდაბლობით. 2012 წელს ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში მან თქვა: "მე ფეხბურთის თამაშისთვის დავიბადე, ისევე, როგორც ბეთჰოვენი დაიბადა მუსიკოსობისთვის, მიქელანჯელო კი - ხელოვნებისთვის".

მეტოქე ის "იუვენტუსი" არაა, ყველამ რომ გაიფიქრეთ, ეს არის ბრაზილიური კლუბი, რომლის სახელიც "ჟუვენტუსად" გამოითქმის. ეს გუნდი ისეთი სუსტი იყო, რომ "სანტოსმა" 10:1 მოუგო, ხოლო პელემ 5 გოლის გატანა შეძლო.

პელეს უამრავი გოლის დიდი ნაწილი სწორედ ასეთი კლუბების კარშია გატანილი, რადგან მან მხოლოდ კარიერის ბოლოს გაცვალა "სანტოსი" "ნიუ იორკ კოსმოსზე", ევროპაში კი საერთოდ არ უთამაშია.

პელე თუ

მარადონა?

როცა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე კამათობენ, "ფეხბურთის მეფეს" პირველს ასახელებენ, მაგრამ მისი კანდიდატურის წინააღმდეგ ყველაზე დიდი არგუმენტი სწორედ ეს არის - პელეს ევროპაში თავი არ გამოუჩენია, განსხვავებით დიეგო არმანდო მარადონასგან, რომელმაც "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი გახადა, განსხვავებით იოჰან კრუიფისგან, რომელმაც "აიაქსთან" ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, მერე კი ტიტულები "ბარსელონაშიც" მოიგო და "ფეიენოორდშიც". მარადონამ და კრუიფმა ბევრგან დაამტკიცეს თავიანთი კლასი.

ერთგულების ფასი

შაბათს ლეო მესიმ ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გააფორმა "ბარსელონასთან", რომლის მიხედვითაც იგი "კამპ ნოუზე" 2021 წლის ივლისამდე დარჩება და ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. კონტრაქტის ბოლოსთვის მესი უკვე 34 წლის იქნება და კლუბში 20 წელი ექნება გატარებული.

ლეომ "ბარსას" აკადემია "ლა მასიას" კარი 13 წლის ასაკში შეაღო და მან ამ კლუბში ყველა ოცნება აისრულა, რაც კი შეიძლება ჰქონოდა ბავშვობაში. დღეისათვის მას ლა ლიგის 8 და ჩემპიონთა ლიგის 4 ტიტული აქვს მოგებული "ბარსას" მაისურით. არგენტინელმა 5-ჯერ მოიგო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი "ოქროს ბურთი".

მესის უყვარს ბარსელონა და ბარსელონას უყვარს მესი. ასე რომ, სულაც არ არის მოულოდნელი, რომ მან კიდევ სამი წლით დაუკავშირა ბედი "ბარსას". სწორედ ამ კლუბმა აქცია ის "ლეო მესიდ".

თუმცა ამით მესიმ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე კამათში მოწინააღმდეგეებს დიდი არგუმენტი მისცა. პელე ხშირად იგერიებს ხოლმე ასეთ შეტევებს საკუთარი არგუმენტების მოშველიებით. "როცა მესი ჩემსავით ათასზე მეტს გოლს გაიტანს, როცა იგი ჩემსავით სამჯერ მოიგებს მუნდიალს, მაშინ ვილაპარაკოთ ამ თემაზე", - თქვა 2012-ში ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ.

დიახ, მესი დიდად დაეხმარა ახლახან არგენტინის ნაკრებს მუნდიალის საგზურის მოპოვებაში, მაგრამ ბარსელონელი ვერასოდეს გაიმეორებს პელეს მიღწევას. ის კი არა, ამ გადასახედიდან საეჭვოა, რომ მარადონასავით მაინც ერთხელ შეძლოს ლეომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. დიდებული შემადგენლობის მიუხედავად, "ალბისელესტეს" მომავალი წლის მუნდიალის მთავარ ფავორიტად ვერ მივიჩნევთ.

ისევ "ფეხბურთის მეფე": "მესი მომწონს, ის დიდი ფეხბურთელია. ტექნიკურად ჩვენ ერთი დონის ფეხბურთელები ვართ. ის დიდებულია "ბარსელონაში", მაგრამ ისევე წარმატებული ვერ არის, როცა არგენტინის ნაკრებში თამაშობს. ხალხი ყოველთვის მეკითხება, როდის უნდა დაიბადოს ახალი პელე? არ დაიბადება! ჩემმა მშობლებმა ეს "ქარხანა" დიდი ხანია, დაკეტეს".

"ბარსელონაში" მესის გარს ახვევია თანამედროვეობის რამდენიმე დიდი ფეხბურთელი, ბოლო 11 წელია, იგი ხვდება წლის სიმბოლურ ნაკრებში. მის გვერდით სიმბოლურ ნაკრებში ხშირად ხვდებოდნენ რონალდინიო, ჩავი, ანდრეს ინიესტა, ჟერარდ პიკე და ნეიმარი.

2011 წელს მესიმ თავისი "ოქროს ბურთი" ჩავის მიუძღვნა - "მინდა, მასთან ერთად გავინაწილო ეს ტიტული, რადგან ჩავი ამას იმსახურებს", - თქვა მაშინ არგენტინელმა.

რაიოლას რჩევა

სანამ ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, ბევრს ლაპარაკობდნენ მესის შესაძლო ტრანსფერზე. იყო საუბარი, რომ ის მსოფლიოს რეკორდად (300 მილიონი ევრო) პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" გადავიდოდა.

მინო რაიოლამ, რომელიც მრავალი ცნობილი ვარსკვლავის (პოგბა, იბრაჰიმოვიჩი) აგენტია, საჯაროდ ურჩია მესის კლუბის გამოცვლა: "მესის დონის ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა სცადოს სხვა კლუბში, სხვა გარემოში თამაში, რომ დაამტკიცოს, რომ ის მართლაც დიადია", - უთხრა რაიოლამ "მარკას".

შეძლებდა კი მესი იგივე ჯადოქრობას მესი, ვთქვათ, სტოკში სველ ამინდში, სამშაბათს საღამოს?

"ბარსაში" მის ირგვილვ ტოპტალანტები არიან შეკრებილები, არგენტინის ნაკრებში იგი ისე ბრწყინვალედ ვერ თამაშობს, ეს ორი არგუმენტი წონიანი იქნება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის საკითხის განხილვისას ლეოს მოწინააღმდეგეთა ხელში.

რა თქმა უნდა, მარტო იმიტომ, რომ მთელ კარიერას ერთ კლუბში გაატარებს, მესი ავტომატურად არ კარგავს ამ "ტიტულს", მაგრამ თუნდაც მისი ახლანდელი კონკურენტი კრიშტიანო რონალდო თავს იმით იწონებს, რომ მან ინგლისშიც მოიგო ყველაფერი და ესპანეთშიც.

ამ კონტრაქტზე ხელმოწერით მესიმ ფეხბურთის მოყვარულთა საყვარელ საკამათო თემაში გააჩინა სიტყვები, "რა მოხდებოდა, რომ..."

ნიკოლოზ ნეფარიძე

00000000000000000000000000000

"ვესტ ბრომვიჩის" ახალ მთავარ მწვრთნელად ალან პარდიუ დაინიშნა, - იტყობინება კლუბის პრესსამსახური. 56 წლის სპეციალისტთან ორწლინახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გასულ კვირას, "ვესტ ბრომვიჩმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ტონი პულისი. მის მოვალეობებს დროებით გარი მეგსონი ასრულებდა. ბოლო კლუბი, რომელსაც პარდიუ ავარჯიშებდა, "კრისტალ პალასი" იყო 2015-16 წლების სეზონში. წლევანდელი სეზონის დასაწყისში ის ტელევიზიაში მოეწყო სამუშაოდ.

როგორც ირკვევა, პარდიუს შტაბში შევა ჯონ კარვერი. ადრე ისინი ერთად მუშაობდნენ "ნიუკასლში". შეგახსენებთ, რომ "ვესტ ბრომვიჩი" მე-16 ადგილზეა პრემიერლიგაში და 14 მატჩში 12 ქულა აქვს მოგროვილი.

ნნნ

გუშინვე გაირკვა, რომ "ევერტონის" ახალი მწვრთნელი 63 წლის სემ ელერდაისია. ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი "ირისებმა" წელიწადში 6 მილიონ გირვანქად დაიქირავეს. "დიდმა სემმა" განაცხადა, რომ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე კლუბმა ახალი ფორვარდი უნდა იყიდოს, რათა რომელუ ლუკაკუს "მანჩესტერში" გადასვლით გაჩენილი ვაკუუმი შეავსოს. როგორ ჩანს, სწორედ ეს იყო ელერდაისის მთავარი პირობა მოლაპარაკებების პროცესში.

მისი დებიუტი მომავალ უქმეებზე, "ჰადერსფილდთან" საშინაო მატჩში შედგება, გუშინ კი "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში გუნდს კვლავ დევიდ ანსუორთი ხელმძღვანელობდა...

0000000000000000000

ჩემპიონთა

ლიგის

თამაშების

განრიგი

იცვლება

უეფამ დაადასტურა ჩემპიონთა ლიგის მატჩების განრიგში ცვლილებები, რომელიც 2018-19 წლების სეზონიდან შევა ძალაში.

ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მომდევნო გათამაშებიდან მოყოლებული, მატჩები დაიწყება ცენტრალური ევროპის დროით 19 და 21 საათზე. 19 საათზე გაიმართება ორი შეხვედრა, 21 საათზე - დანარჩენი ექვსი.

უეფას ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში თბილისის დროით მატჩების დაწყების დროებია - 22:00 და 00:00, ხოლო, როცა ევროპაში ზაფხულის დრო იქნება, თამაშები 21 და 23 საათზე დაიწყება.

ლევანდოვსკიმ ანჩელოტის

მეთოდები

დაუწუნა

ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშეთა ხშირი ტრავმები კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბის შეცდომათა შედეგია და არა იუპ ჰაინკესის, რომელიც სეზონის მსვლელობისას მივიდა გუნდში.

"თუ კუნთის ტრავმები ხშირია, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ვარჯიშებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არამედ, ორი-სამი თვით უკან უნდა დავბრუნდეთ. ძალიან დიდია ალბათობა, რომ მიზეზი სწორედ იქ უნდა ვეძებოთ", - აღწერა სიტუაცია ლევანდოვსკიმ.

პოლონელმა Bილდ-თან კომენტარში აღიარა, რომ სეზონის წინ, საკმარის დატვირთვას ვერ იღებდა. "თუ ვარჯიშები საკმარისი არ არის, რაღაც უნდა მოიმოქმედო ინდივიდუალურად, როგორც მე ვაკეთებდი ამ სეზონის დასაწყისში", - განაცხადა პოლონელმა.

00000000000000000

სუარესი

ოფსაიდებში

ლიდერია

"ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი არასახარბიელო სტატისტიკურ კომპონენტშია სეზონის ლიდერი თOP5 ქვეყნების ჩემპიონატების ყველა ფეხბურთელს შორის. კერძოდ, ურუგვაელი ყველაზე ხშირად ხვდება თამაშგარე მდგომარეობაში.

წელს, სუარესს მსაჯებმა 23-ჯერ დაუფიქსირეს ოფსაიდი. მეორე და მესამე ადგილებზეც ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენლები არიან: "ალავესის" ფორვარდი მუნირ ელ-ჰადადი და "ხეტაფეს" თავდამსხმელი ხორხე მოლინა. ისინი 20-20-ჯერ მოხვდნენ თამაშგარეში, - წერს გაზეთი Mარცა.

ამ სიის ათეულში შედიან: ტიმო ვერნერი ("ლაიპციგი", 18), რობერტო ინგლეზე ("კიევო", 18), სერხი ენრიხი ("ეიბარი", 18), ლუის მურიელი ("სევილია", 18), ენდი დელორტი ("ტულუზა", 17), ნიკოლა პეპე ("ლილი", 16), ჩირო იმობილე ("ლაციო", 16).

ლუის სუარესმა წელს, პრიმერას 10 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მესი: ნეიმარის ტრანსფერმა სარგებელი

მოგვიტანა

"ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ დადებითი მომენტები იპოვნა ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" გაყიდვისგან. არგენტინელს მიაჩნია, რომ მისი გუნდისთვის სასარგებლო აღმოჩნდა ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი.

"ნეიმარის წასვლამ გუნდის სათამაშო სტილის შეცვლა გამოიწვია. ჩვენ დავკარგეთ გარკვეული შეტევითი პოტენციალი, მაგრამ ჩვენი დაცვა უფრო ძლიერი გახდა. ნახევარდაცვამ უფრო მშვიდად დაიწყო თამაში და გუნდი უფრო დაბალანსებული ჩანს. ეს უფრო ძლიერს გვხდის დაცვის მხრივ", - განმარტა მესიმ EშPN-თან კომენტარში.

09000000000000000000000

სავარაუდო ტრანსფერი

კოუტინიოზე თითქმის

მოლაპარაკებულია

შპორტ.ეს: ბარსა ბრაზილიელს

ზამთარში მიიღებს

"ლივერპულის" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო არ კარგავს კატალონიაში გადაბარგების იმედს. ბრაზილიელი შეხვდა ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას და განიხილა კარიერის განვითარების შესაძლო ვარიანტები.

შპორტ.ეს-ის ინფორმაციით, კოუტინიომ მიაღწია შეთანხმებას, რომ მერსისაიდელები მას "ბარსელონაში" გაყიდიან. "წითლები" ფილიპეში მინიმუმ 150 მილიონ ევროს მოითხოვენ. "ლივერპულსა" და "ბარსელონას" ჯერ არ მოულაპარაკიათ, როგორ მოხდება გადახდა - ერთბაშად თუ ეტაპობრივად. კოუტინიოს გადასვლა კატალონიაში, შესაძლოა, უკვე უახლოეს ზამთარში გაფორმდეს.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 12 მატჩში ხუთი გოლი და ოთხი საგოლე პასი დააგროვა.

000000000000000000

ბერიცოს წარმატებული ოპერაცია

"სევილიას" მთავარი მწვრთნელის ედუარდო ბერიცოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს. არგენტინელი სპეციალისტის სამუშაოზე დაბრუნების ვადა დამოკიდებულია ქირურგიული ჩარევის შემდეგ აღდგენის ტემპებზე. ბერიცოს არყოფნაში, "სევილიას" მისი თანაშემწე ერნესტო მარკუჩი უხელმძღვანელებს.

გასულ კვირას გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ბერიცო კიბოთი არის ავად. თავად მწვრთნელმა ეს ცუდი ამბავი თავის ფეხბურთელებს "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესვენებაზე შეატყობინა, როცა "სევილია" 0:3 იყო ჩამორჩენილი. ესპანურმა გუნდმა შეძლო მეორე ტაიმში სამი გოლის გატანა და თამაშის გადარჩენა.

00000000000000000000000000000

სანტი კასორლა კვლავ

საოპერაციოა

"არსენალის" ნახევარმცველის სანტი კასორლას დაბრუნება გადაიდო. როგორც Bლეაცჰერ ღეპორტ წერს, ესპანელ ფეხბურთელს კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა. ასე რომ, 32 წლის კასორლას უახლოეს ხანებში მინდორზე არ უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, მას წელიწადზე მეტია (2016 წლის ოქტომბრიდან) არ უთამაშია.

"ბოლო რამდენიმე დღეა, ისევ გაჩნდა ტკივილი მყესის არეში. ამიტომაც, კვლავ მომიწევს ოპერაციის გადატანა. გადაიწია მოედანზე დაბრუნების მომენტმა.

იმედს არ ვკარგავ. გამაჩნია მოტივაცია - დავბრუნდე მინდორზე და მივიღო სიამოვნება დიადი გატაცებისგან, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია", - დაწერა "ტვიტერზე" ესპანელმა.

სანტი კასორლას მიმდინარე კონტრაქტი "არსენალთან" ამ სეზონის ბოლომდეა ძალაში.

ვილაშ-ბოაშმა

ჩინეთი მიატოვა

ანდრე ვილაშ-ბოაშმა დატოვა ჩინური კლუბის "შანხაი შანგანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი. როგორც გაზეთი თჰე თელეგრაპჰ წერს, ახლა, პორტუგალიელი სპეციალისტი აპირებს დაისვენოს ფეხბურთისგან. უფრო ადრე, ინგლისური პრესა ვარაუდობდა, რომ ვილაშ-ბოაშს, შესაძლოა, "ევერტონი" ჩაებარებინა, მაგრამ 40 წლის მწვრთნელმა მიანიშნა, რომ არ აპირებს ინგლისში მუშაობას.

2017 წლის სეზონში "შანხაი შანგანმა" მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში, ჩინეთის თასის ფინალში დამარცხდა "შანხაი შენხუასთან", აგრეთვე დათმო აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი.

საუდის არაბეთს

პიცი დაუნიშნეს

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ მონაწილეს, საუდის არაბეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს 2018 წლის მუნდიალისთვის არგენტინელი ხუან ანტონიო პიცი მოამზადებს.

49 წლის სპეციალისტმა ამ პოსტზე თავისი თანამემამულე ედგარდო ბაუსა შეცვალა, რომელმაც გუნდთან ერთად მხოლოდ ორი თვე იმუშავა. პიცი გახდა საუდის არაბეთის მესამე მწვრთნელი ბოლო სამი თვის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში, ბაუსამ დაიკავა ჰოლანდიელი ბერტ ვან მაარვიკის ადგილი, რომელმაც გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა. ის ბოლო ორი წელი ჩილეს ნაკრებს ავარჯიშებდა და ამ გუნდს 2016 წელს კოპა ამერიკა მოაგებინა, მაგრამ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ვერ გაიყვანა, რის გამოც თანამდებობა დატოვა.

გვერდი მოამზადა

გია თვალაბეიშვილმა

0000000000000000000

სამწვრთნელო თემაზე...

ახალი კაპელო და ანჩელოტის მემკვიდრეობა

"მილანის" მწვრთნელად ჯენარო გატუზოს დანიშვნას იტალიის საფეხბურთო საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგი ფიქრობს, რომ კომპეტენციიდან გამომდინარე, ის შეუფერებელია "როსონერისთვის", თუმცა ბევრიც მიიჩნევს, რომ "რინო", რაკი შინაური კაცია "მილანელოში", სწორედაც ზედგამოჭრილი და ლამის საკრალური ფიგურაა ამ გუნდისთვის. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მას მართლაც შეუძლია, ფეხბურთელები ბრძოლის ჟინით დამუხტოს, რაც ვინჩენცო მონტელას აწ უკვე ყოფილ შეგირდებს ნამდვილად აკლდათ...

"მილანის", "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი, 40 წლის ჯანლუკა ძამბროტა თავის ყოფილ თანაგუნდელზე საუბრისას პარალელს ავლებს ფაბიო კაპელოსთან, ვის სახელსაც "როსონერის" დიდი გამარჯვებები უკავშირდება. მოდით, მოვუსმინოთ ძამბროტას, რომელიც ახლა ჩინეთის მთავარი ლიგის ბინადარ "ჯანგსუში" სწორედ კაპელოს თანაშემწედ მუშაობს.

"თუ შედეხავთ, როგორ ემზადება ის თითოეული ვარჯიშისთვის, როგორი მშობლიურია მისთვის "მილანის" ფერები, დარწმუნდებით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, - ამბობს ძამბროტა "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში, - გამომდინარე იქიდან, რამდენიც დახარჯა "მილანმა" ზაფხულის ტრანსფერებზე და რა სირთულეებიც შეიქმნა გუნდში, მწვრთნელის შეცვლა არ იყო მოულოდნელი ნაბიჯი. მეც ჩავები სამწვრთნელო საქმიანობაში და ვიცი, რომ პირველ ტალახს სწორედ მწვრთნელი იღებს, პირველმა მან უნდა გადაიხადოს წარუმატებლობის ფასი, მაგრამ რამდენადაც გული მწყდება მონტელას გამო, იმდენადვე მახარებს "რინოს" ამ სიმაღლეზე ასვლა".

შემდეგ ძამბროტა ლაპარაკობს გატუზოს ხასიათზე და იმ თავისებურებებზე, რაც მწვრთნელს ამ საპასუხისმგებლო საქმეში სჭირდება:

"მან ძალიან ბევრი მისცა "მილანს" და პირიქით. "რინომ" მშვენივრად იცის ამ კლუბის ისტორია, ტრადიციები, იცის "მილანის" სული... აქ მისი ხასიათი მხოლოდ მატებს ფასს ამ გადაწყვეტილებას. მან კარგად იცის, როგორ უნდა მიიღოს ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი, თან ყველაზე მძიმე სიტუაციებშიც კი. შეიძლება, მას არ აქვს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება, მაგრამ ის არის უშიშარი, რისკიანი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სამწვრთნელო საქმეში. მას ძალიან კარგად ვიცნობ, როგორც ფეხბურთელს, მაგრამ ნაკლებად - როგორც მწვრთნელს, მაგრამ არა მგონია, ის შეცვლილიყო იმ დროის შემდეგ...

...ვის ჰგავს? მისი ხასიათიდან, ქარიზმიდან და პრობლემებთან გამკლავების უნარიდან გამომდინარე, კაპელოს ვამსგავსებ. ბევრი ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც ფეხბურთი მითამაშია - გვარდიოლა, კონტე, დეშამი... მოედანზევე ამჟღავნებდა მწვრთნელისთვის აუცილებელ თვისებებს და მერე ეს საქმითაც დაამტკიცა... მე ვლაპარაკობ გატუზოზე, როგორც ჩინებულ მოტივატორზე და იმედი მაქვს სამწვრთნელო ნიუანსებშიც ასეთივე განსწავლული იქნება. გამარჯვების მრავალი მეთოდი არსებობს და ძნელი სათქმელია, რომელია მათგან საუკეთესო. მჯერა, გატუზომაც იცის ის გზა, რომელიც "მილანსაც" და თავად მასაც წარმატებებთან მიიყვანს".

პაპა კარლოს

სკოლა

კარლო ანჩელოტი 2009 წლის შემდეგ აღარ არის "მილანის" მწვრთნელი, მაგრამ მისი დანატოვარი დღესაც იძლევა ნაყოფს (თუმცა რამდენად გემრიელსა და სასარგებლოს, ეს უკვე სხვა თემაა). ჯენარო გატუზო გახდა მესამე ფეხბურთელი "პაპა კარლოს" სკოლიდან, კონკრეტულად კი "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის 2007 წლის ტრიუმფალურ ფინალში (2:1) "როსონერის" ძირითადი შემადგენლობის იმ მოთამაშეთაგან, ვინც მილანურ გრანდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ამ "გამოშვების" პირველი მერცხალი კლარენს ზეედორფი გახლდათ, რომელმაც 2014 წლის იანვარში მასიმილიანო ალეგრი შეცვალა. თუმცა შესანიშნავმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაძლო და გუნდს სულ 22 მატჩში უხელმძღვანელა. აქედან, 19 იყო სერია A-ს მატჩი, საიდანაც ზეედორფის მაშინდელმა კრებულმა 11 მოიგო, მაგრამ წააგო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ორივე მატჩი "ატლეტიკოსთან", ხოლო იტალიის თასზე "უდინეზესთან" დამარცხდა. საბოლოოდ, სერია A-ს ის კამპანია ზეედორფის "მილანმა" მე-8 ადგილზე დაასრულა...

ამის შემდეგ "როსონერის" ცხელი სამწვრთნელო სავარძელი მოირგო კაცმა, ვინც ზემოთ ხსენებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულს" დუბლი შეუსრულა - ფილიპო ინძაგიმ, რომელმაც, ზეედორფის დარად, სამწვრთნელო საქმეს "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში მოჰკიდა ხელი. დიდმა "მილანმა" კი სწორედ მისი თავკაცობით დაიწყო 2014/15 წლების სეზონი, თან დაიწყო შთამბეჭდავად - სასტარტო 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (0:1) და ისიც - ჩემპიონ "იუვენტუსთან"...

მაგრამ "პალერმოსთან" წაგების (0:2) შემდეგ "პიპოს" და "მილანის" საქმეები უკანუკან წავიდა. მარტამდე გუნდმა სულ რაღაც 4 მატჩი მოიგო და ინძაგისაც კარისკენ მიუთითეს. შემდეგ ის შეცვალა სინიშა მიხაილოვიჩმა, რომელიც ასევე დიდხანს არ გააჩერეს პოსტზე. არადა, "როსონერის" ტიფოზები სულაც არ ფიქრობდნენ, რომ წარუმატებლობა მათი საყვარელი ფორვარდის ბრალი იყო, პირიქით - ისინი ხელს კლუბის ხელმძღვანელობისკენ იშვერდნენ, ინძაგის კი სიყვარულით გამთბარ წერილებს სწერდნენ...

და აი, ანჩელოტის მესამე მოწაფეც - ჯენარო გატუზო. ნათქვამია, მესამე და სამართლიო. ამ პრინციპით, იქნებ, გაამართლოს კიდეც "რინომ", თუმცა შეიძლება არც ის იყოს "მილანის" ბოლო მწვრთნელი "პაპა კარლოს" მემკვიდრეობიდან. აგერ, ახლახან მასიმო ოდო "უდინეზეში" დაინიშნა, ალესანდრო ნესტამ კი ცოტა ხნის წინ დატოვა "მაიამი" და თავისუფალია... მოკლედ, ვნახოთ...

გიორგი ნინიძე

000000000000000000000

გრიფინი დიდი ხნით დაგვემშვიდობა

ორი დღის წინ, `კლიპერსის" მძიმე ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა მუხლის ტრავმა მიიღო `ლეიკერსთან" მატჩში. თამაშის მიწურულს, ის თანაგუნდელ ოსტინ რივერსსა და მეტოქის გამთამაშებელს ლონზო ბოლს შეეჯახა და დაზიანებაც ამან გამოიწვია.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ გრიფინს მარცხენა მუხლის შიდა გვერდითი მყესის დაჭიმულობა აქვს. როგორც EშPN-ის მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი წერს, სრული აღდგენისთვის `კლიპერსის" ლიდერს ორი თვე დასჭირდება.

მიმდინარე რეგულარულში გრიფინმა 19 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 23.6 ქულა, 7.9 მოხსნა და 5.1 შედეგიანი პასი დააგროვა.

უფრო ადრე, `კლიპერსმა" ტრავმების გამო ორი მცველი - პატრიკ ბევერლი (სეზონის ბოლომდე) და მილოშ ტეოდოშიჩი დაკარგა.

- კევინ ლავმა სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 38 ქულა დააგროვა `მაიამის" წინააღმდეგ და ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ზედიზედ მეცხრე გამარჯვებაში. `კლივლენდს" ასეთი სერია 2015 წლის იანვრის შემდეგ არ ჰქონია. ამ შეხვედრაში ისტორიულ მომენტს ჰქონდა ადგილი - მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, მსაჯთან კამათისთვის მოედნიდან გააძევეს ლებრონ ჯეიმსი, რაც პირველად მოხდა მის კარიერაში. `მეფემ" მოედანი 21 ქულით, 12 მოხსნით, 6 პასითა და 5 ჩაჭრით დატოვა.

- `ვაშინგტონმა" სტუმრად დაამარცხა `მინესოტა" იმის მიუხედავად, რომ არ თამაშობდა გუნდის ლიდერი ჯონ უოლი, ხოლო მეორე ლიდერმა ბრედლი ბილმა 11-დან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო და რვა ქულა დააგროვა. მატჩის გმირი ოტო პორტერი გახდა, რომელმაც თავისი 22 ქულიდან 17 მეორე ტაიმში დააგროვა და მანვე ჩააგდო გადამწყვეტი ორქულიანი სირენამდე 25 წამით ადრე. კარლ-ენტონი თაუნსმა 20 ქულითა და 17 მოხსნით სეზონში მე-17 ორმაგი დუბლი მიითვალა, რაც საუკეთესო შედეგია ლიგაში.

- `ფინიქსმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია, `ჩიკაგო" კი ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა.

- `საკრამენტომ", რომელმაც წინა დღეს სტუმრად დაამარცხა `გოლდენ სტეიტი", `მილუოკის" წინააღმდეგ ჩააგდო მეორე და მესამე მეოთხედები: მეორეში 20-დან ხუთი ტყორცნა გამოიყენა, მესამეში - 24-დან შვიდი და ეს ორი 12-წუთეული 33:60 დათმო.

- `იუტამ" მხოლოდ 28 ქულა ააღებინა `დენვერს" მეორე ტაიმში და ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

კლივლენდი-მაიამი 108:97

35:24, 40:25, 18:25, 15:23

კ: ლავი (38+9 მოხსნა), კორვერი (22), ჯეიმსი (21+12 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), უეიდი (17+5 მოხსნა), სმიტი (12+5 მოხსნა).

მ: უეიტერსი (21+7 პასი), ადებაიო (19+6 მოხსნა), რიჩარდსონი (15), ჯ. ჯონსონი (14), უაიტსაიდი (11+14 მოხსნა).

მინესოტა-ვაშინგტონი 89:92

30:23, 21:20, 20:25, 18:24

მ: თაუნსი (20+17 მოხსნა), ჯენგი (17+7 მოხსნა+10 პასი), გიბსონი (16+11 მოხსნა), უიგინსი (13), ჯონსი (12+7 პასი), კროუფორდი (10).

ვ: პორტერი (22+8 მოხსნა), უბრე (16), მიქსი (12), სკოტი (12+5 მოხსნა).

ჩიკაგო-ფინიქსი 99:104

29:28, 14:18, 27:27, 29:31

ჩ: ჰოლიდეი (25+5 პასი), დანი (24+8 პასი), მარკანენი (12+6 მოხსნა), ლოპესი (10+7 მოხსნა).

ფ: ბუკერი (33+9 მოხსნა), უორენი (25+7 მოხსნა), იულისი (14+5 მოხსნა+7 პასი), ლენი (13+18 მოხსნა).

საკრამენტო-მილუოკი 87:112

26:32, 11:29, 22:31, 28:20

ს: ტემპლი (18), ჰილდი (13), ლაბისიერი (11+6 მოხსნა), რენდოლფი (10+5 მოხსნა), კოული-სტაინი (10+10 მოხსნა).

მ: ანტენტოკუნმპო (32+5 მოხსნა+5 პასი+5 ჩაჭრა), ბლედსოუ (21+5 მოხსნა+5 პასი), მიდლტონი (12).

იუტა-დენვერი 106:77

26:24, 22:25, 28:17, 30:11

ი: ფეივორსი (24+9 მოხსნა+5 პასი), მიტჩელი (16), ჟერებკო (15+8 მოხსნა), რუბიო (13+5 მოხსნა), ბერკსი (14), ო"ნილი (11).

დ: ჰარისი (18), ფარიდი (11+8 მოხსნა), მიურეი (10), ერნანგომესი (7+10 მოხსნა).

00000000000000

მიროტიჩი

და ლავინი -

D-ლიგაში

გაუშვეს

`ჩიკაგო ბულზის" მოთამაშეები - ნიკოლა მიროტიჩი და ზაკ ლავინი D-ლიგაში მოთამაშე ფარმ-კლუბში გაუშვეს. ლავინი აგრძელებს აღდგენას ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ, რომელიც გასულ სეზონში მიიღო. მის შემთხვევაში, ლაპარაკია სათამაშო ფორმის დაბრუნებაზე.

მიროტიჩის მდგომარეობა გაცილებით რთულია. ესპანელი ფორვარდი ახლოს არის დაბრუნებასთან, მაგრამ დღემდე არ აქვს კონტაქტი თანაგუნდელ ბობი პორტისთან, რომელთან ჩხუბის შემდეგაც მიიღო ტვინის შერყევა და ყბის მოტეხილობა.

მიროტიჩის ყოფნა D-ლიგაში, შესაძლოა, გაიწელოს არა მხოლოდ პორტისთან კონფლიქტის, არამედ, ახალგაზრდა ლაური მარკანენის შესანიშნავი თამაშის გამო. ფინელი დებიუტანტი ძალიან კარგად გამოიყურება მეოთხე ნომრის პოზიციაზე.

გვერდი მოამზადა

გია თვალაბეიშვილმა

000000000000000000

დოპინგი

სოჭი 2014:

დასჯილია 22,

ჩამორთმეულია 11

რუსეთს მედლების რიცხვით

ჰოლანდიამაც გაუსწრო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სადისციპლინო კომიტეტმა ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა სამ რუს ბობსლეისტს - ალექსანდრ კასიანოვს, ალექსეი პუშკარიოვსა და ილვირ ხუზინს, - იუწყება ორგანიზაციის პრესსამსახური. გაუქმებულია ამ სპორტსმენთა შედეგები 2014 წლის ოლიმპიადაზე, გარდა ამისა, მათ აეკრძალათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

კასიანოვის ეკიპაჟმა სოჭის თამაშებზე ორჯერ მეოთხე ადგილი დაიკავა ორადგილიანი და ოთხადგილიანი ბობებით გამოსვლისას. მას შემდეგ, რაც ამ დისციპლინებში გამარჯვებულმა, ასევე რუსმა ალექსანდრ ზუბკოვმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ოქროს მედლები ჩამოერთვა, კასიანოვმა ერთი ადგილით წინ წაიწია და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა, მაგრამ, ახლა, მას ეს მედლები ჩამოერთვა.

ასე რომ, უკვე 22-მდე გაიზარდა იმ რუსი სპორტსმენების სია, რომლებსაც დისკვალიფიკაცია მისცეს სოჭის ოლიმპიადის დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ. შედეგად, რუსეთის ოლიმპიურმა გუნდმა 2014 წელს მოპოვებული 11 ოლიმპიური მედალი დაკარგა - 3 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. მედლების საერთო რაოდენობით, რუსეთი კიდევ ერთი ადგილით ქვემოთ დაეშვა - მას ჰოლანდიამაც გაუსწრო.

სხვათა შორის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სადისციპლინო კომიტეტს ჯერ ისევ გამოსატანი აქვს ვერდიქტი ბობსლეისტ ალექსეი ვოივოდას, მოთხილამურეების - იულია ჩეკალიოვასა და ანასტასია დოცენკოს, ბიატლონისტ ოლგა ზაიცევას საქმეებზე.

შეგახსენებთ, რომ მთელი სპორტული სამყარო 5 დეკემბერს ელოდება. ამ დღეს, ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა გამოაცხადოს - დაუშვებს თუ არა რუსეთის ოლიმპიურ გუნდს 2018 წლის ზამთრის თამაშებზე, რომელიც პიონჩანგში გაიმართება.

000000000000000000

როჯერ ფედერერი -

2004 წელს წასვლა მინდოდა

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, `დიდი სლემის" ტურნირების 19-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ პროგრესირებდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

`იყო დრო, როცა კორტზე ვახეთქებდი ჩოგნებს. ეს 16 წლის ასაკში ხდებოდა. მაშინ კორტიდანაც კი მაძევებდნენ. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ 17 წლის ასაკში საჭირო იყო ჩემი ფსიქოლოგთან მიყვანა, რადგან კორტზე მრისხანებასა და ბრაზს ვერ ვაკონტროლებდი. ამ მომენტის შემდეგ, მუდმივად ვპროგრესირებდი. ყოველ ჯერზე, როცა ზეწოლას ვგრძნობ, ვფიქრობ იმ შრომაზე, რომელიც დღემდე გავწიე.

როცა 2004 წელს მსოფლიოს პირველი ჩოგანი გავხდი, სპორტიდან წასვლაზეც კი ვფიქრობდი. ყველაფერს მივაღწიე, რაც მსურდა. მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ შემიძლია თამაშის გაგრძელება, რადგან არავისთვის აღარაფერი მაქვს დასამტკიცებელი. ყველაფერი, რასაც შემდეგ მივაღწიე, ბონუსი იყო.

მეუბნებიან, რომ ძალიან ბევრს ვტირი მნიშვნელოვანი მოგებებისა თუ წაგებების შემდეგ. ზოგიერთი არც კი იღიმის მოგების შემდეგ, სხვებს კი ერთი კვირა არ შორდება ღიმილი. მე კი, უბრალოდ, საკუთარ თავს ტირილის უფლებას ვაძლევ.

ვტირი იმის გამო, რომ მახსენდება მწვრთნელი, რომელიც მეუბნებოდა, რომ ვერაფერს მივაღწევდი. ასეთ მომენტებში ვფიქრობ იმაზე, თუ რა გავიღე მსხვერპლად. თუმცა, საერთო ჯამში, ამ ადამიანის მადლობელი უნდა ვიყო, რადგან მან მომცა მოტივაცია, განსაკუთრებით, კარიერის პირველ წლებში", - განაცხადა ფედერერმა გაზეთ Bლიცკ-თან ინტერვიუში.

0000000000000000000000000000

ლუისმა

კონკურენტები დაასახელა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, `მერსედესის" ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა თავისი სამი ყველაზე ძლიერი კონკურენტის ვინაობა დაასახელა.

`ფერნანდო ალონსო - ყველაზე ხისტი მოწინააღმდეგეა. მის მიმართ მაქსიმალური პატივისცემა უნდა გამოიჩინო და სწორად გაითამაშო საკუთარი კოზირები. მისი სარბოლო ოსტატობა გრანდიოზულია.

მაქს ფერსტაპენის სარბოლო თვისებები - შთამბეჭდავია. ის ბრწყინვალეა ტრასაზე და ძალიან სწრაფად პროგრესირებს.

ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის ოთხი უძლიერესი მრბოლელი არსებობს: მე, ფერნანდო, მაქსი და სებასტიან ფეტელი. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ", - მოჰყავს ლუის ჰემილტონის სიტყვები Mოტორ შპორტ Mაგაზინე-ს.

სხვათა შორის, ჰემილტონი BBჩ-ის ვერსიით ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზზეა წარდგენილი. მის გარდა, ნომინანტები არიან: ენტონი ჯოშუა (კრივი), კრის ფრუმი (ველოსპორტი), მოჰამედ ფარა (მძლეოსნობა), ჰარი კეინი (ფეხბურთი), ელიზა კრისტი (შორტ-ტრეკი), იოჰანა კონტა (ჩოგბურთი), ჯონათან რია (მოტოსპორტი) და ადამ პიტი (ცურვა).

00000000000000000000000000

შვეიცარიულმა საჯინიბომ `ზაუბერმა" გამოაცხადა მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ იტალიურ ავტოკონცერნ `ალფა რომეოსთან". 2018 წლის სეზონიდან გუნდის სახელწოდება იქნება - `ალფა რომეო ზაუბერი" (Aლფა ღომეო შაუბერ F1 თეამ). ამასთან, გარიგება ითვალისწინებს არა მხოლოდ მარკეტინგულ, არამედ, ტექნოლოგიურ თანამშრომლობას.

კონტრაქტის გაფორმებაში გადამწყვეტი როლი `ფერარიმ" ითამაშა, რომელიც ძრავებით ამარაგებს `ზაუბერს". იტალიური კომპანიის ხელმძღვანელობის სურვილი იყო - `ალფა რომეო"1985 წლის შემდეგ, პირველად გამოჩენილიყო ფორმულა 1-ში.

000000000000000000000000

მაკგრეგორმა ბარში იჩხუბა

შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის ერთ-ერთ ბარში მომხდარი ჩხუბის მონაწილე გახდა. UFჩ-ის მებრძოლი უცნობ მამაკაცს გაუსწორდა. ამის შესახებ რამდენიმე ირლანდიურმა გაზეთმა დაწერა სოციალური ქსელების მომხმარებლებზე დაყრდნობით.

`მე ყოველთვის პატივს ვცემდი მის ერთგულებას საკუთარი ხალხის მიმართ... დღევანდელ საღამომდე... ის მოვიდა `თავისიანებთან" და სრულიად უდანაშაულო ბიჭს გაუსწორდა. დიდი იმედი მაქვს, რომ არასწორად გავიგე სიტუაცია", - დაწერა სოციალური ქსელების ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

იგივე ინფორმაცია დაადასტურა ინციდენტის სხვა თვითმხილველმა:

`დღევანდელი ღამის შემდეგ, დავკარგე ყოველგვარი პატივისცემა კონორ მაკგრეგორის მიმართ. ვსვამდი ბარში, როცა მოვიდა მაკგრეგორი და ვიღაც საცოდავს თავი წააცალა".

000000000000000000000000000

ჩოგბურთი

სერენა

უილიამსმა

ჯერ არ იცის

ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს სერენა უილიამსს ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი არ აქვს - მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის ტურნირში და დაიცავს თუ არა შარშან მოპოვებულ ტიტულს. ადრე, 36 წლის ამერიკელმა განაცხადა, რომ პირველი ბავშვის გაჩენისა და ქორწინების შემდეგ, იანვარში აპირებდა კორტზე დაბრუნებას. `დიდი სლემის" რიგით პირველი ტურნირი სწორედ ამ თვეში გაიმართება.

`სერენა ემზადება მომავალი სეზონისთვის. ის ვარჯიშობს და იბრუნებს ფორმას, - ამბობს უილიამსის ფრანგი მწვრთნელი პატრიკ მურატოგლუ. - ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა მელბურნში. უახლოეს დღეებში, მას ფლორიდაში შევუერთდები. ვნახოთ, როგორ რეაგირებს დატვირთვებზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას".

`დიდი სლემის" 23-გზის ჩემპიონმა პირველ სექტემბერს იმშობიარა. სერენა 2017 წლის თებერვლის შემდეგ არ ყოფილა კორტზე.

სუმო

იოკოძუნამ

კარიერა

დაასრულა

ლეგენდარულმა მონღოლელმა სუმოისტმა ჰარუმაფუძიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 33 წლის სპორტსმენმა იტვირთა პასუხისმგებლობა მეორე სუმოისტის - ტაკანოივას ცემაზე. ერთ-ერთი საღამოს დროს, რესტორანში ჰარუმაფუძი უკმაყოფილო დარჩა თავისი კოლეგის მოქმედებით, რის გამოც მას ჯერ ბოთლი ჩაარტყა თავში, შემდეგ კი ხელებით ცემა დაუწყო. ტაკანოივა საავადმყოფოში მოხვდა და უახლოესი ტურნირის გამოტოვებამ მოუწია.

`როგორც იოკოძუნა (სუმოში მოჭიდავის უმაღლესი რანგი), ტაკანოივასთვის მიყენებული ტრავმების გამო პასუხისმგებლობას ვგრძნობ და დღეს ვასრულებ კარიერას, - მოჰყავს სააგენტო `როიტერს" ჰარუმაფუძის სიტყვები. - ვწუხვარ, რომ ასე მოვიქეცი. დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას უხერხულობისთვის".

გვერდი მოამზადა

გია თვალაბეიშვილმა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!