მათიაშვილმა კანადასთან მატჩში გულშემატკივართა გულები მალე დაიპყრო
სოსო მათიაშვილი ის მორაგბეა, რომელმაც თამაში პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში დაიწყო. 24 წლის სპორტსმენს აქამდე ასაკობრივ ნაკრებში ერთხელაც არ უთამაშია.

"აკადემიის" მორაგბეს ნაკრებამდე საქართველოს 7-კაცა ნაკრებში უთამაშია.

მათიაშვილმა გულშემატკივართა გულები მალე დაიპყრო.

ხოლო სოსოს ლელო "ნეკერჩხლის ფოთლებთან" ულამაზესი იყო, რომელიც მთელმა მსოფლიომ აიტაცა.

A Game of Inches: უყურეთ არაამქვეყნიურ ქართულ ლელოს [VIDEO]

Sportall.ge სოსო მათიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ:

- როგორც ვიცით, სარაგბო სამყაროში შემთხვევით მოხვდით...

- პირველად რაგბისთან შეხება 15 წლის ასაკში მქონდა, როდესაც "ჯიქებში" ვიყავი მისული. 1-2 კვირით ვივარჯიშე და შემდეგ ამერიკაში წავედი. 20 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მეგობარმა სამოყვარულო გუნდ "ხალიბებში" მიმიყვანა უბრალოდ, გასართობად. ამ გუნდში კიდევ უფრო მომეწონა სპორტის ეს სახეობა და შემდეგ საქმეს უკვე პროფესიონალურ დონეზე მივუდექი და ვარჯიში სერიოზულად დავიწყე.

- რას იტყოდით საქართველოს ნაკრების ბოლო სამ შეხვედრაზე და როგორ შეაფასებდით თქვენს თამაშს?

- სამივე თამაში ერთად ნორმალური გამოვიდა. მე რაც მქონდა ჩემი პლუსები, მაქსიმალურად გამოვავლინე და მომეცა შესაძლებლობა, ჩემს პოზიციაზე ძირითადში მეთამაშა. მართალია, უელსთან და ამერიკასთან თამაშზე ცოტა მეტს ვისურვებდი, მაგრამ საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ.

დადებითი ისაა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ორი მოსაგები თამაში მოვიგეთ და უელსს თანაბრად ვეთამაშეთ. ერთადერთი, რაც მაკლია, გამოცდილებაა და ამას ალბათ, დროთა განმავლობაში დავაგროვებ და შეცდომებსაც გამოვასწორებ.

- უელსთან თამაშის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს გაუჩნდა განცდა, რომ ექვს ერს უფრო მივუახლოვდით. რას იტყოდით ამის შესახებ?

- პირველი დონის გუნდებთან კარგი თამაში, რა თქმა უნდა, როგორც ხალხის, ისე ჩვენი აზრით, გვაახლოებს ექვს ერთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა. ჩვენ კი თამაშით შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ამის ღირსნი ვართ. იმედი გვაქვს, რომ მომავალში დიდ გუნდებთან წელიწადში არა ერთ მატჩს, არამედ 4 შეხვედრას ჩავატარებთ, რაც მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც კარგად მოგვამზადებს.

- თქვენ ერთ შეხვედრაში მოპოვებული ქულების რაოდენობით რეკორდსმენი ხართ...

- ეს ოცნებაშიც არასდროს წარმომედგინა და არც არასდროს მიფიქრია ამაზე. ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, რომ რაიმე რეკორდი მომეხსნა. უბრალოდ, კარგად ვითამაშეთ და საბოლოო ჯამში, მე გამიმართლა. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო გრძნობაა.

- თქვენ საოცარი ლელო დადეთ კანადასთან მატჩში. რას ფიქრობდით იმ მომენტში? ბურთამდე მანძილი შორი იყო... ბოლომდე ბრძოლა - ასე დავახასიათებდი ამ მომენტს, თქვენ რას იტყვით?

- არ ვიცი, სარაგბო მომენტი იყო. ჩემს ადგილას ნებისმიერი იმავენაირად მოიქცეოდა.

- რას იტყოდით საქართველოს ჩემპიონატზე და როგორი თაობა მოდის რაგბიში?

- რა თქმა უნდა, ეს ახალგაზრდა თაობა, რომელიც მოდის და ჩვენს ჩემპიონატში თამაშობს, ძალიან მაგარი ბიჭები არიან. ჩემპიონატის დონე იზრდება. პრობლემები დაკავშირებული არის ანაზღაურებასთან. 20 წლამდე ბავშვს დიდი მოტივაცია აქვს, მაგრამ შემდეგ უკვე იმდენის საშუალება აღარ აქვს, რომ სპორტულად იცხოვროს. მაგრამ დონე ნელ-ნელა იმატებს.

- რა არის თქვენი მიზანი?

- პირველ რიგში, მიზანი არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ვითამაშო ნაკრებთან ერთად. შემდეგში ალბათ, ყველა მაქსიმალისტი უნდა იყოს და შევეცდები, ვითამაშო "სუპერ 18-ში". თუ გამოვა ეს ყველაფერი, რატომაც არა.

emigranti
ფანტასტიური ლელოა, კადრი კი მთლად სასწაული...ადრე ფოტოგრაფს რომ გადაეღო მსგავსი კადრი შედევრად ჩაუთვლიდნენ.
დავითპაპა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს ნაკრებში სოსო ! სულ წარმატებებით გევლოს ! ფოტო საუცხოო გამოვიდა ! უნიკალურია, მფრინავი სოსო ! ALტრAD ის კომპანიისაგან ბონუსიც გეკუთვნის , თან ბანერზე მარჯვენა კუთხეში ფრინველია გამოსახული.
ge;a
ვენაცვალე შენს მშობლებს, შენს ჯიშსა და ჯილაგს! ჯიქი ხარ, ჯიქი!!!!!
სოსო
ჯიქს, ჯიქში დაუწყია პირველად ვარჯიში და ნახტომიც ჯიქისა გამოუვიდა.ასე მგონია, სოსოს ამ სეზონის ბოლოსვე წაიყვანენ საფრანგეთში და არც იქ შეირცხვენს თავს.
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა