მიმდინარე სეზონში, "ნაპოლი" შესანიშნავად ასპარეზობს და ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია, რომ სერია ა-ს სატურნირო ცხრილს ჩავხედოთ.

მიმდინარე სეზონში, "ნაპოლი" შესანიშნავად ასპარეზობს და ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია, რომ სერია ა-ს სატურნირო ცხრილს ჩავხედოთ. შესაბამისად, სამხრეთული გუნდის წამყვანი ფეხბურთელების მიმართ არაერთი ევროპული გრანდი იჩენს ინტერესს. თუმცა, ნეაპოლელები არავის გაყიდვას არ აპირებენ და პირიქით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერება აქვთ მიზნად დასახული. ამის შესახებ "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა და უმჯობესია, პირდაპირ მას გადავცეთ სიტყვა:

"ჩვენ ფეხბურთელებზე რომ მოთხოვნაა არ მიკვირს, მაგრამ ისიც მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არავის გასხვისებას არ ვაპირებთ. პირიქით, სატრანსაფერო პერიოდს აუცილებლად ნაყოფიერად გამოვიყენებთ და არაერთ მაღალი დონის ფეხბურთელს დავიმატებთ. შემიძლია კონკრეტული თანხაც კი ვთქვა, რომელიც უკვე გადადებული გვაქვს - გუნდის გასაძლიერებლად 40 მილიონ ევროს დავხარჯავთ. სხვაგავარად წარმოუდგენელია, რადგან მომდევნო სეზონში სერია ა-სა და იტალიის თასის გათამაშებასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაში მოგვიწევს ასპარეზობა".

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლელთა ინტერესის სფეროში მეტწილად ნახევარმცველები არიან - აქტიურად საუბრობენ "უდინეზედან" გოკჰან ინლერის და "ლივერპულიდან" ლუკას ლეივას შესაძლო გადეაბირების თაობაზე. ასევე, ვარაუდობენ, რომ სამხრეთელები ბორხე ვალეროს ყიდვას შეეცდებიან, რომელიც ესპანეთის პრიმერადივიზიონში ასპარეზობს და "ვილიარეალის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. აქვე ვთქვათ, რომ "ნაპოლიმ" უკვე მიაღწია შეთანხმებას "ესტუდიანტესთან" და მომდევნო სეზონიდან, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი არგენტინელი მცველი, ფედერიკო ფერნანდესი ვალტერ მაძარის განკარგულებაში იქნება.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა